რა ასაკიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი და რა საფრთხეს შეიცავს მისი დიდი რაოდენობით მიღება
რა ასაკიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი და რა საფრთხეს შეიცავს მისი დიდი რაოდენობით მიღება
გემრიელ, წვნიან, არომატულ ციტრუსზე უნდა მოგიყვეთ, რომლის ისტორია ჩინეთიდან იწყება. ჩინელებს დღესაც აქვთ ტრადიციად, საახალწლოდ ერთმანეთს ორი მანდარინი აჩუქონ სიმდიდრისა და კეთილდღეობის სურვილებით.
ეს ხილი სწორედ მაშინ მწიფდება, როცა განსაკუთრებულად გვჭირდება ვიტამინები - ზამთარში!
იცით, რატომაა მანდარინი ასეთი არომატული? მისი კანი დიდი რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს. არომატის გარდა ამ ეთერზეთს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში, აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
ძველი მკურნალების რეცეპტებში ხშირად შეხვდებით მანდარინის ქერქს. გაციების დროს მანდარინის გახეხილი ქერქის ცხელ ჩაიში შერევა, ამ რეცეპტების მიხედვით, ნახველის გათხევადებას, ხველის შემცირებას და სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს.
და თანაც მანდარინი ფიტონციდების წყაროა. ეს ნივთიერებები ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, რომელთაც ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურება შეუძლიათ.
ზამთრის პირობებში მანდარინი ვიტამინების ნამდვილი საბადოა, ის დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას ანუ C ვიტამინს შეიცავს, შეგახსენებთ, გარდა იმუნურ რეაქციებში მონაწილეობისა, ის აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც აუცილებელია ღრძილების, სისხლძარღვების, ძვლების და კბილების ზრდისა და აღდგენისათვის; აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას; აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
ასკორბინის მჟავას გარდა მანდარინი დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, კალიცუმს, ფოფსორს, კალიუმს შეიცავს. და კიდევ, ის ზამთარში D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.
ეს მზისფერი ციტრუსი აქტიურ ფლავონოიდებს შეიცავს, რომელებიც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქნას უწობენ ხელს, ზრდიან კაპილარების ელასტივობასა და კედლის სიმტკიცეს.
მანდარინი ყველასთვის სასარგებლო არ არის. თუ თქვენს პატარას კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები აქვს, მით უფრო კუჭის მომატებული მჟავიანობის ფონზე, მანდარინის მიცემა რეკომენდებული არ არის.
მას ბავშვის კუჭ-ნაწლავის ამომფენი ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეუძლია.
როდიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი
წლამდე მისი მიცემა არ ღირს.
1 წლის შედმეგ კი ფრხთილი დეგუსტაციით უნდა დაიწყოთ. თავდაპირველად 2-3 მლ მანდარინის წვეთი გაასინჯეთ. თუ ბავშვს ალერგია არ გამოუვლინდა, შეგიძილიათ მშვიდად მისცეთ.
უმადო პატარების დედების საყურადღებოდ - მანდარინის მადის აღძვრა შეძულია!
ზომიერება აუცილებელია. მანადრინის დიდი რაოდენობიოთ მიღებისას ორგანიზმში კაროტინი გროვდება, რაც პატარას კანის გაყვითლებას იწვევს.
ჰოდა, თუ გვარიანი შიშის თავიდან აცილება გინდათ, ზომიერება აუცილებლად დაიცავით.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე
კლინიკა
ავერსის კლინიკა
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
113
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
276
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
341