რკინის შემცველი პროდუქტები - თქვენი პატარების ჯანსაღი განვითარებისთვის!
ნებისმიერი პედიატრის განმარტებით, ექვს თვემდე ბავშვისათვის საუკეთესო საკვებად დედის რძე ითვლება. ექვსიდან რვა თვის ასაკისთვის, ბავშვის ორგანზმში რკინის ბუნებრივი მიწოდება ფერხდება, რადგან სწორედ ამ ასაკში პატარა ნელ-ნელა იწყებს ბუნებრივ კვებასთან განშორებასა და მის ნაცვლად მყარი საკვების მიღებას.
დედის რძე არის ორგანიზმში რკინის მიწოდების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბუნებრივი კვების შემცირებასთან ერთად, ბავშვის ახალი, მყარი საკვების რაციონი, რკინით მდიდარ პროდუქტებსაგან შედგებოდეს.
აუცილებელია პატარამ მიიღოს ხორცი და თევზი, რომელიც ადვილად ასათვისებელ რკინას შეიცავს. რკინის ეს სახეობა ყველაზე ადვილად შეიწოვება ორგანიზმში. რაც შეეხება მარცვლეულს, ხილსა და ბოსტნეულს, ეს პროდუქტები სამვალენტიანი რკინითაა გაჯერებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის რკინა ორგანიზმისთვის უფრო რთულად ასათვისებელია, მისი შემცველობის პროდუქტების მიღება არანლებად მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომელიც აუციელაბლად უნდა შეიტანოთ თქვენი ბავშვების კვების რაციონში, რადგან სწორედ ეს პროდუქტებია გაჯერებული როგორც იოლად ასათვისებელი, ისევე სამვალენტიანი რკინით და შესაბამისად სასარგებლოა და აუცილებელი თქვენი პატარების ჯანმრთელობისა და სწორი განვითარებისათვის.
გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის აუციელებელია C ვიტამინის შემცველი პროდუქტების მიწოდება, რადგან C ვიტამინი ორგანიზმს ხელს უწყობს მეტად ეფექტურად შეიწოვოს რკინა.
კლინიკა
სამედიცინო ჰოლდინგი - მედისონი
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
125
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
138
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
290
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
229
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356