როგორ ამოვიცნოთ შაკიკი?
რა არის შაკიკი?
შაკიკი არის ძლიერი, მფეთქავი ტკივილი, რომელიც ახასიათებს თავის ერთ ან ორივე მხარეს. მისი ეპიზოდები შესაძლოა 4-72 საათის განმავლობაში გაგრძელდეს. შესაბამისად, დაავადება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.
საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მძიმე გართულებებისგან დასაცავად, აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა ვიცოდეთ მისი სიმპტომების ამოცნობა:
ინტენსიური, მფეთქავი ტკივილი ძირითადად თავის ერთ მხარეს, ხშირად თან ახლავს გულისრევის შეგრძნება
ძლიერი ტკივილი თვეში 15 ან მეტი დღის განმავლობაში
სისუსტის შეგრძნება ან სხეულის ერთი მხარის პარალიზება
მხედველობის დროებით დაკარგვა ან ერთ თვალში მხედველობის დარღვევა
მენსტრუაციის წინა პერიოდში ან ციკლის დროს ძლიერი ტკივილები
შაკიკის ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული გამოკვლევა არ არსებობს, ამიტომ დიაგნოზს სამედიცინო ისტორიის საფუძველზე ნევროლოგი სვამს.
წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: 2 57 57 57
კლინიკა
თოდუას კლინიკა
ბოლო სიახლეები
შემოდგომა-ზამთრის ვირუსები - როგორ გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?
200
მაღალი ალერგიული თვისებების მქონე სარეველა მცენარეები
238
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
287
ქრონიკული ხველის მართვა პირველად ჯანდაცვაში
360
მითები და რეალობა- რა უნდა ვიცოდეთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ
1,437