სამწლიანი, ერთწლიანი, ერთთვიანი შენახვის ვადის იოგურტები სჯობს ბავშვს არ შევთავაზოთ, იოგურტი მაწვნისგან, სახლის პირობებში მოვუზმადოთ
სამწლიანი, ერთწლიანი, ერთთვიანი შენახვის ვადის იოგურტები სჯობს ბავშვს არ შევთავაზოთ, იოგურტი მაწვნისგან, სახლის პირობებში მოვუზმადოთ
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ვრცლად ისაუბრა თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მალფუჭებადი პროდუქტების ვადის კონტროლი.
„მაწონი მაინც ენდემურია ჩვენთვის და ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ყველა მშობელს მინდა ვურჩიო, შენახვის ვადა ყურადღებით წაიკითხონ. 2-დან 7 დღემდეა მაწონის შენახვის ვადა. სამწლიანი, ერთწლიანი შენახვის და ერთთვიანი იოგურტები სჯობს ბავშვს არ შევთავაზოთ. იოგურტი ჩვენ მაწვნისგან სახლის პირობებში გავაკეთოთ. მაწონს მარცვლეული, ხილი დავუმატოთ, შევაზავოთ.
არასდროს პოლივიტამინებით მიკროელემენტები და მაკრონუტრიენტები არ შეიწოვება ისე, როგორც სწორად შერჩეული ბუნებრივი პროდუქტებისგან. აქვე აღვნიშნავ, რომ მშობელს საკმაოდ ხშირად აქვს კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვი არ იღებს საკვებს. არ არსებობს ბავშვი, რომელიც არ იღებს საკვებს. არსებობს მშობელი, რომელიც ვერ აძლევს საკვებს. ბავშვი წავახალისოთ, საკვების მომზადებაში მივაღებინოთ მონაწილეობა. თუ იქნება ბავშვს და მშობელს შორის სწორი ალიანსი, საკვებსაც მიიღებს, მედიკამენტსაც, მშობელთან ერთადაც ისეირნებს“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.
წყარო: https://fortuna.ge
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
182
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,403
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?