ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
შინმოვლის გადამზადების უფასო კურსი

შინმოვლის გადამზადების უფასო კურსი

23 სექტემბერი, 2020 151

გიწვევთ შინმოვლის გადამზადების უფასო კურსზე

ა(ა)იპ „ადამიანი და ბუნება“ (შვილობილ კომპანია „თერაპიის სახლთან“ ერთად), „კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული სამსახურდაკარგული ქალების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში სთავაზობს ქალებს მომზადება-გადამზადების კურსს შინმოვლის საკითხებში. 

პროექტი მხარდაჭერილია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ.
ჩვენი ბენეფიციარები არიან ქალები, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური, მათ შორის, მოუწიათ უცხოეთში სამსახურის მიტოვება.
ჩვენ გთავაზობთ:
- გერმანელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავებულ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად 3-კვირიან გადამზადების კურსს შინმოვლის საკითხებში;
- წარმატებულ კურსდამთავრებულებზე გავცემთ ორენოვან სერტიფიკატს, რაც საშუალებას მისცემთ მათ დასაქმდნენ, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში;
- ტრენინგებს გაუძღვებიან ევროპაში სერტიფიცირებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები;
- ტრენინგის საფასურს მთლიანად ფარავს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო”.

 

აპლიკანტებისთვის ტრენინგზე დაშვების კრიტერიუმებია:
•
ასაკი: 18-დან 65 წლის ჩათვლით;
•
არ უნდა ჰქონდეთ ქრონიკული გადამდები დაავადება ან/და ავადმყოფის მოვლასთან შეუთავსებელი უნარშეზღუდვები;
•
სასურველია ჰქონდეთ ავადმყოფის შინმოვლის გარკვეული გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით:
(+995) 593 99 39 39

ან გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულად, მისამართზე:
https://form.jotform.com/202533288842458

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.

გისურვებთ წარმატებებს!

გიწვევთ შინმოვლის გადამზადების უფასო კურსზე
ნუკი