„სუფთა ხელები“ ანუ ავიცილოთ თავიდან ინფექციური დაავადებები
ხელების დაბანა ინფექციური დაავადებებისგან თავიდან აცილების ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა, თუმცა ასწავლო პატარას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჯანმრთელობისთვის, ცოტა რთულია
მშობლებმა იციან, რომ ხელების დაბანა ინფექციური დაავადებებისგან თავიდან აცილების ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა, თუმცა ასწავლო პატარას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჯანმრთელობისთვის, ცოტა რთულია.
„სუფთა ხელები“ ანუ ავიცილოთ თავიდან ინფექციური დაავადებები
ენტეროვირუსული ინფექციები, ვირუსული ჰეპატიტი A, დიზენტერია, ამებიაზი, სალმონელოზი, პარაზიტურლი დაავადებები, გრიპი... ეს იმ დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჰიგიენასთან.
ადამიანი ყველაზე მარტივად სწორედ ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული საკვებით (გაურეცხავი ხილი, ბოსტნეული) და სასმელი წყლით ინფიცირდება. აქედან გამომდინარე ამ ინფექციების გავრცელების რისკის შესამცირებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და მარტივი საშუალება - ხელების ხშირი და სწორი დაბანაა.
✓ ყოველთვის გახსოვდეთ რომ პატარები ვიზუალური და კინეტიკური მოსწავლეები არიან, ისინი იმახსოვრებენ და იმეორებენ თქვენს ქცევებს, ამიტომ აჩვენეთ მათ თუ როგორ იბანთ ხელებს და მხოლოდ თეორიული ინფორმაციით ნუ შემოიფარგლებით.
✓ ყველაზე მარტივი გზა ვასწავლოთ პატარას და მივაჩვიოთ რაიმეს, არის თამაში. ამიტომ, უნდა შევუქმნათ მას მისთვის სასიამოვნო და კომფორტული გარემო.
✓ იმისათვის რომ ბავშვი თავად მიწვდეს ხელსაბანს და არ გაუჩდეს პროტესტის გრძნობა რომ თქვენი მითითებით აკეთებს რაღაც და თქვენვე ბანთ ხელებს, ხელსაბანთან მოათავსეთ პატარა სკამი, რათა ბავშვმა თავი დამოუკიდებლად იგრძნოს.
✓ შეიძინეთ ბავშვისთვის პირადი საპონი, რომელიც მხოლოდ მისი გამოყენებისთვის იქნება. საპონი სასურველია იყოს ფერადი და სხვადასხვა ფორმის, ამით თქვენ მის ყურადღებას მიიქცევთ.
✓ შეთავაზეთ ბავშვს აირჩიოს მისთვის საყვარელი სიმღერა, ჩაურთეთ ის და ამით თქვენ გააკონტროლებთ დროს რომ მან ხელები მინიმუმ 50-60 წამი იბანოს.
✓ ყოველთვის შეაქეთ ბავშვს, როდესაც ხელებს დაიბანს, ვიდრე მას ჩვევაში არ გადაუვა.
მიუხედავად თქვენი თავდაუზოგავი მცდელობისა, შესაძლოა ბავშვი ვერ დაიცვათ ინფექციური დაავადებებისგან და მან თავი იჩინოს სხვადასხვა სიმპტომებით:
ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ტემპერატურის მატება, თვალების, ყელის, სასუნთქი გზების დაზიანება, გამონაყარი, მუცლის და სახსრების ტკივილი, დიარეა.
ამ დროს აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია შესაბამისი პროფილის ექიმთან და ბავშვს დაენიშნოს სწორი მკურნალობის კურსი.
მაგრამ არ დაგავიწყდეთ და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სუფთა ხელები, თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია!
თუ თქვენ გაქვთ კითხვები ინფექციური დაავადებების შესახებ, დაგვიკავშირდით ნომერზე:
0322 2 312 112 ან 577 222 112 ან მობრძანდით მისამართზე: ალ. ყაზბეგის 16.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
112
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
128
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
274
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
217
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
339