შპს ”სამედიცინო ცენტრი - ნეოკლინიკა” დაფუძნდა 2001 წელს და იმ დროს შპს „აფხაზეთის სხივური დიაგნოსტიკისა და ტელემედიცინის ცენტრის“ სახელით დაიწყო საქმიანობა. ცენტრის საქმიანობა წარმოდგენილი იყო როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო პროფილით. დიაგნოსტიკური მხარე მოიცავდა: სპირალურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (ჩთ), რენტგენოლოგიურ კვლევებს, ულტრასონოგრაფიას (ექოსკოპია) სრულ სპექტრს, მამოგრაფიას, დენსიტომეტრიას, ელექტროკარდიოგრამას, ელექტროენცეფალოგრამას და სხვა დიაგნოსტიკურ საშუალებებს.
სამკურნალო პროფილი აერთიანებდა სხვადასხვა პროფილის ექიმებს და პირველადი ჯანდაცვის ყველა ელემენტს. 2008 წელს, სამედიცინო ცენტრის გაფართობის მიზნით, შეძენილ იქნა შენობა-ნაგებობა ქალაქ თბლისის ცენტრალურ უბანში, იყალთოს ქ. 57 (ბახტრიონის ქ. 10ა). მოხდა შენობის სამედიცინო სტანდარტებზე მორგება, ჩატარდა თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები. სწორედ ამ დროიდან მოხდა კომპანიის რებრენდინგი, შპს „აფხაზეთის სხივური დიაგნოსტიკისა და ტელემედიცინის ცენტრის“ სამართალმემკვიდრე გახდა დაწესებულება შპს „სამედიცინო ცენტრი - ნეოკლინიკა“.
'სამედიცინო ცენტრ - ნეოკლინიკაში' ფუნქციონირებს:
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MღI) - შინაგანი ორგანოების და ქსოვილების ტომოგრაფიული გამოკვლევის მეთოდი, რომელიც დამყარებულია ბირთვული მაგნიტურ რეზონანსის გამოყენებაზე.კომპიუტერული ტომოგრაფია (ჩთ) - რენტგენის სხივით მინიმალური დასხივებით, მაქსიმალური შედეგის მიღბაა შესაძლებელი დიგანოსტირების თვალსაზრისით.ულტრასონოგრაფიული კვლევები (ექოსკოპია) - თანამედროვე, უმაღლესი კლასის აპარატურების გამოყენებით ხდება ყველა სახის ექოსკოპიური კვლევა (გულისა და სისხლძარღვების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლის, მუცლის ღრუს ორგანოების, სახსრების, რბილი ქსოვილების, საშარდე სისტემის და თირკმელების კვლევა, გინეკოლოგიური კვლევა როგორც აბდომინური ასევე ტრანსვაგინური მეთოდით, ორსულებში ნაყოფის ულტრაბგერითი კვლევა და სხვა);ლაბორატორიული კვლევები - თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიაში ხდება კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები, ჰორმონებისა და ვირუსების დიაგნოსტირება, ბიოქიმიური კვლევები, მორფოლოგიური და ციტოლოგიური კვლევები და ამ ყველაფერს პროფესიონალი კადრების თავდაუზოგავი შრომა უზრუნველყოფს, რომელებიც მხოლოდ ევროპული სტანდარტებით და საერთაშორისო სამედიცინო ნორმატივებით ხელმძღვანელობენ; სპეციალისტები - სამედიცინო ცენტრი ნეოკლინიკა უზრუნველყოფს სხვადასხვა დარგის მაღალი დონის სპეციალისტების კონსულტაციებს და მათ მიერ ჩატარებულ სხვადასხვა სამკურნალო პრცედურებს: თერაპია, კარდიოლოგია, ნევროპათოლოგია, ალერგოლოგია, პედიატრია, გინეკოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, გასტროენტეროლოგია, მამოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია, ქირურგია, დერმატოლოგია, რეაბილიტოლოგია;
„სამედიცინო ცენტრი - ნეოკლინიკა“ გთავაზობთ: შპს „სამედიცინო ცენტრი - ნეოკლინიკა“ გთავაზობთ უმაღლესი დონის ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას. კლინიკა აღჭურვილია მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სამედიცინო დანადგარებით.კვლევის წარმოების სრული ავტომატიზაცია, ტექნოლოგიური პროცესების კომპიუტერული მართვა, გამოკვლევის უახლესი მეთოდები, ლაბორატორიული კვლევების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები, პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, მათზე მორგებული სამუშაო საათები (ორშაბათი-პარასკევი - 9.30-18.00, შაბათს - 10.00-14.00), სასიამოვნო გარემო, მისაღები ფასები და რაც მთავარია, მაღალკვალიფიციური პერსონალი - მიღებული შედეგების სიზუსტისა და ხარისხის გარანტია.აქვე ხორციელდება პაციენტთა ისტორიების ელექტრონული აღრიცხვა და შენახვა, ლაბორატორიული და ფუნქციურ-დიაგნოსტიკური კვლევის პასუხების ელექტრონული და წერილობითი სახით გაცემა.
შპს 'სამედიცინო ცენტრი ნეოკლინიკა'მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ ყველა სადაზღვევო კომპანიებთან, დღესდღეობით 2 სადაზღვევო კომპანიის ძირითადი სამედიცინო ცენტრია, მათი ოჯახის ექიმები ნეოკლინიკაში იღებენ პაციენტებს. ნეოკლინიკაში ფუნქციონირებს: მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეპროდუქტოლოგიის და უშვილობის წინააღმდეგ ბრძოლის ქართულ-სკანდინავიური “ინ ვიტრო” განაყოფიერების ცენტრი შპს ”ნეო-ესტი”, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ბალტიისპირელ კოლეგებთან - ტარტუს უნივერსიტეტიდან. აქვე ფუნქციონირებს „ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის ცენტრი“ სადაც მოგემსახურებათ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებული სამედიცინო პერსონალი. ამ და სხვა პროფილების განვითარებისთვის შპს ”სამედიცინო ცენტრი ნეოკლინიკა” თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე წამყვან სამედიცინო ცენტრებთან.
შპს ”სამედიცინო ცენტრ - ნეოკლინიკაში”: ჩატარებული ყველა დიაგნოსტიკური თუ პროფილაქტიკური გამოკვლევა და მკურნალობის მეთოდი შესაბამისობაშია ევროპულ ნორმატივებთან, ამით კი თითოეული პაციენტის კვლევისა და მკურნალობის მაქსიმალური სიზუსტე გარანტირებულია.სამედიცინო ცენტრი ნეოკლინიკა გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს!