1 ფლაკონი შეიცავს ამპიცილინს (ნატრიუმის მარილის სახით) - 0.5 გ.
ამპიცილინი ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფის, მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიების უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირების უნარით.
პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი აერობული ბაქტერიების - Staphylococcus spp. (პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამების გარდა), Streptococcus spp., Enterococcus spp., Listeria monocytogenes მიმართ; გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიების - Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Bordetella pertussis, Haemophilus influenzae - ს ზოგიერთი შტამის მიმართ.
ამპიცილინი იშლება პენიცილინაზას მოქმედებით. იგი მჟავარეზისტენტულია.
ფარმაკოკინეტიკა. კუნთში შეყვანისას ამპიცილინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლში 30-60 წთ-ის შემდეგ აღინიშნება. 0.5-1.0 გ ამპიცილინის კუნთში შეყვანისას თერაპიული კონცენტრაცია სისხლში შენარჩუნებულია 4-6 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი თანაბრად ნაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში. თერაპიული კონცენტრაცია აღინიშნება პლევრაში, შარდში, ნაწლავების ლორწოვან გარსში, ძვლებში, ნაღვლის ბუშტში, ფილტვებსა და სხვა. ძნელად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს (შეღწევადობა იზრდება ტვინის გარსების ანთების დროს). ამპიცილინი მეტაბოლიზდება ღვიძლში (30%). იგი გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით (70-80%), ნაწილობრივ - ნაღვლით, დედის რძესთან ერთად. პრეპარატი არ კუმულირებს.
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
• სასუნთქი სისტემის ინფექციები (ფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი);
• LOR - ორგანოების ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, ოტიტი);
• თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციები (პიელიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი);
• მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ინფექციები, პერიტონიტი);
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
• მენინგიტი;
• ენდოკარდიტი;
• სეფსისი.
ამპიცილინის გამოყენების წინ საჭიროა განისაზღვროს დაავადების გამომწვევის მგრძნობელობა მის მიმართ. პრეპარატი შეჰყავთ კუნთში.
მოზრდილებში პრეპარატის ერთჯერადი დოზაა 0.25-0.5 გ ყოველ 4-6 სთ-ში, სადღეღამისო დოზა - 1-3 გ. მძიმე ფორმის ინფექციების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის 10 გ-მდე და მეტად გაზრდა. მკურნალობის ხანგრძლივობაა 7-14 დღე.
ახალშობილებში სადღეღამისო დოზაა 100 მგ/კგ სხეულის მასაზე, სხვა ასაკის ბავშვებში - 50 მგ/კგ სხეულის მასაზე; მძიმე დაავადებების დროს შესაძლებელია დოზის 2-ჯერ გაზრდა. სადღეღამისო დოზა შეჰყავთ 4-6-ჯერ (ყოველ 4-6 სთ-ში).
საინიექციო ხსნარი ех tempore მზადდება.
კუნთში შეყვანისას ფლაკონის შიგთავს უმატებენ 2 მლ საინიექციო წყალს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გასტრიტი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, რინიტი, კვინკეს შეშუპება.
სხვა: თავის ტკივილი, ნეფრიტი.
მომატებული მგრძნობელობა ამპიცილინის, სხვა პენიცილინების, ცეფალოსპორინებისა და კარბაპენების მიმართ; ინფექციური მონონუკლეოზი, ლიმფოლეიკოზი, თირკმლების უკმარისობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (ანტიბიოტიკების გამოყენებით გამოწვეული კოლიტი).
ორსულობის დროს ამპიცილინის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
ამპიცილინის სხვა პრეპარატებთან შერევა დაუშვებელია. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის, ასევე პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.
სიმპტომები: ტოქსიკური მოქმედება ცნს-ზე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ღებინების და დიარეის გამო).
მკურნალობა: სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. გამოიყოფა ჰემოდიალიზით.
ამპიცილინი ზრდის პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედებას. პრობენეციდი ზრდის პრეპარატის კონცენტრაციას პლაზმაში, ალოპურინოლი ზრდის კანზე გამონაყარის განვითარების რისკს.
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).
№ რ - 002380
03.04.2007 - 03.04.2012