სავაჭრო სახელწოდება: არკოქსია
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ეტორიკოქსიბი.
აღწერა
ტაბლეტები 60 მგ: მუქი მწვანე ფერის ორმხრივ ამოზნექილი, ვაშლისებური ფორმის ტაბლეტები, რომლებიც დაფარულია აპკოვანი გარსით, ერთ მხარეს ამოტვიფრულია ARCOXIA 60 და მეორე მხარეს _ 200.
ტაბლეტები 90 მგ: მუქი მწვანე ფერის ორმხრივ ამოზნექილი, ვაშლისებური ფორმის ტაბლეტები, რომლებიც დაფარულია აპკოვანი გარსით, ერთ მხარეს ამოტვიფრულია ARCOXIA 90 და მეორე მხარეს _ 202.
ტაბლეტები 120 მგ: მუქი მწვანე ფერის ორმხრივ ამოზნექილი, ვაშლისებური ფორმის ტაბლეტები, რომლებიც დაფარულია აპკოვანი გარსით, ერთ მხარეს ამოტვიფრულია ARCOXIA 120 და მეორე მხარეს _ 204.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
ტაბლეტის ბირთვი
მოქმედი ნივთიერება: ეტორიკოქსიბი 60 მგ, 90 მგ, 120 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი
ოპადრაი II მწვანე 39K11520 (60 მგ-ის დოზირებისათვის), ოპადრაი II თეთრი 39K18305 (90 მგ-ის დოზირებისათვის), ოპადრაი II მწვანე 39K11529 (120 მგ-ის დოზირებისათვის), კარნაუბის ცვილი.
აპკოვანი გარსის შემადგენლობა: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, საღებავ ინდიგოკარმინზე (E132) დამზადებული ალუმინის ლაქი (60 მგ და 120 მგ ტაბლეტებისათვის), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), (60 მგ და 120 მგ ტაბლეტებისათვის).
გამოშვების ფორმა: აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ), კოქსიბები.
ათქ კოდი: M01AH05
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
პერორალური გამოყენების პრეპარატი ეტორიკოქსიბი, დოზების კლინიკური დიაპაზონის ფარგლებში გამოყენებისას ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორია.
კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში პრეპარატი დოზადამოკიდებულად, დღეში 150 მგ დოზის გამოყენებისას ახდენდა ცოგ-2-ის ინჰიბირებას ცოგ-1-ის ინჰიბირების გარეშე. ეტორიკოქსიბი არ აინჰიბირებს კუჭის პროსტაგლანდინების სინთეზს და არ მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციაზე.
ციკლოოქსიგენაზა პროსტაგლანდინების სინთეზს განაპირობებს. იდენტიფიცირებულია ორი იზოფორმა _ ცოგ-1 და ცოგ-2. ცოგ-2 წარმოადგენს იმ ფერმენტის იზოფორმას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო იმპულსებით ინდუცირდება და განიხილება, როგორც ტკივილის, ანთებისა და ცხელების პროსტანოიდული მედიატორების სინთეზზე პასუხისმგებელი ძირითადი ფაქტორი. ცოგ-2 ოვულაციის, იმპლანტაციისა და არტერიული სადინრის დახურვის პროცესებში, თირკმლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციაში (ცხელების ინდუქცია, ტკივილის შეგრძნება, კოგნიტიური ფუნქცია) არის ჩართული; იგი მონაწილეობს, ასევე, წყლულების შეხორცების პროცესში. ცოგ-2 იდენტიფიცირებულია ადამიანის კუჭის წყლულის ქსოვილებში, მაგრამ წყლულის შეხორცებაში მისი მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია. ეტორიკოქსიბი პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება. მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%. დღე-ღამეში 120 მგ-ის ერთჯერადი მიღების შემდეგ წონასწორული მდგომარეობის მიღწევამდე სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა Cმაქს = 3,6მკგ/მლ) ზრდასრულებში უზმოდ მიღებიდან დაახლოებით 1 საათის (Tმაქს) შემდეგ აღინიშნება. AUC₀₋₂₄-ის საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა 37,8 მკგ.სთ/მლ-ს შეადგენს. კლინიკური დოზების ფარგლებში ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზობრივია.
ჭამის დროს (ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე საკვები) 120 მგ დოზით ეტორიკოქსიბის მიღებისას აბსორბციის ხარისხზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აღნიშნულა.აბსორბციის სიჩქარე იცვლებოდა, რაც Cმაქს-ის 36%-ით დაქვეითებითა და Tმაქს-ის 2 საათით გაზრდით ხასიათდებოდა. აღნიშნული მონაცემები კლინიკური მნიშვნელობის მქონე მონაცემების სახით არ განიხილება. კლინიკურ კვლევებში ეტორიკოქსიბის მიღება საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად ხდებოდა.
განაწილება. ეტორიკოქსიბის დაახლოებით 92% ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებს 0,05-5მკგ/მლ კონცენტრაციის საზღვრებში უკავშირდება. ადამიანში განაწილების მოცულობა წონასწორული მდგომარეობის დროს დაახლოებით 120 ლ-ს შეადგენს.
ეტორიკოქსიბს ვირთხებსა და ბოცვრებში პლაცენტის ბარიერის, ვირთხებში ასევე ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა შეუძლია.
მეტაბოლიზმი. ეტორიკოქსიბი აქტიურად მეტაბოლიზდება, დოზის 1%-ზე ნაკლები შარდთან ერთად საწყისი პრეპარატის სახით გამოიყოფა. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა CYP-ფერმენტების საშუალებით განხორციელებული კატალიზაციის გზით 6’-ჰიდროქსიმეთილ დერივატის ფორმირება. CYP3A4 ეტორიკოქსიბის ინ ვივო-მეტაბოლიზმს განაპირობებს.ინ ვიტრო კვლევები მიუთითებს, რომ CYP2D6, CYP2C9, CYP1A2 და CYP2C19 შეუძლიათ მეტაბოლიზმის ძირითადი გზის კატალიზი, მაგრამ მათი რაოდენობრივი მახასიათებლები ინ ვივო შესწავლილი არ არის.
ადამიანში იდენტიფიცირებულია ხუთი მეტაბოლიტი. ძირითადი მეტაბოლიტია ეტორიკოქსიბის დერივატი 6’-კარბოქსილმჟავა, რომელიც დერივატ 6’-ჰიდროქსიმეთილის შემდგომი დაჟანგვით ფორმირდება.მითითებული ძირითადი მეტაბოლიტები გაზომვადი აქტივობის დემონსტრირებას არ ახდენს, ანდა მხოლოდ ცოგ-2-ის სუსტად აქტიურ ინჰიბიტორებს წარმოადგენს. ამ მეტაბოლიტთაგან არ ერთი არ ახდენს ცოგ-1-ის ინჰიბირებას.
გამოყოფა. ჯანმრთელ მოხალისეებში რადიოიზოტოპით ნიშანდებული ეტორიკოქსიბის 25 მგ დოზის ინტრავენურად ერთჯერადი შეყვანისას რადიოაქტიურობის 70% შარდთან ერთად, 20% კი _ განავალთან ერთად გამოიყოფოდა, რაც, ძირითადად, მეტაბოლიტების სახით ხდებოდა. 2%-ზე ნაკლები შეუცვლელი პრეპარატის სახით გამოიყოფა.
ეტორიკოქსიბის გამოყოფა, ძირითადად, მეტაბოლიზმის საშუალებით და თირკმლების მიერ შემდგომი გამოყოფით ხორციელდება. ეტორიკოქსიბის წონასწორული კონცენტრაციების მიღწევა, დაგროვების დაახლოებითი მაჩვენებლის _ 2-ის თანხლებით, დღე-ღამეში ერთხელ 120 მგ-ის მიღებისას შვიდი დღის განმავლობაში ხდება, რაც გამოყოფის პერიოდის მნიშვნელობას _ დაახლოებით 22 საათს შეესაბამება. ინტრავენურად 25 მგ-ის შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმის კლირენსი დაახლოებით 50 მლ/წთ-ს შეადგენს.
პაციენტთა ცალკეული ჯგუფები
ხანშიშესული ასაკი. ხანშიშესული ასაკის (65 წელი და მეტი) პირთა და შედარებით ახალგაზრდა პაციენტების ფარმაკოკინეტიკა მსგავსია.
სქესი. ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა ქალებსა და მამაკაცებში მსგავსია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. იმ პაციენტებში, რომელთაც ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევა (ჩაილდ-პიუს სკალით 5-6 ბალი) აღენიშნება, დღეში ერთხელ 60 მგ დოზით ეტორიკოქსიბის მიღებისას AUC მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით მეტია, ვიდრე ჯანმრთელ პირებში პრეპარატის იმავე დოზირებისას. ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმით (ჩაილდ-პიუს სკალით 7-9 ბალი) დარღვევის მქონე პაციენტებში 60 მგ დოზით 2 დღეში ერთხელ ეტორიკოქსიბის მიღებისას AUC საშუალო მაჩვენებელი იმ ჯანმრთელ პირთა მაჩვენებლების ანალოგიური იყო, რომლებიც პრეპარატს ყოველდღიურად დღეში ერთხელ 60 მგ დოზით ღებულობდნენ; 30 მგ დოზით ეტორიკოქსიბის მიღება პაციენტთა ამ ჯგუფში არ შეუსწავლიათ.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის (ჩაილდ-პიუს სკალით ≥ 10 ბალი) მქონე პაციენტების შემთხვევაში კლინიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ცნობილი არ არის.
თირკმლების ფუნქციის დარღვევა. ეტორიკოქსიბის 120 მგ ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკა თირკმლების ფუნქციის საშუალო სიმძიმის ან მძიმე დარღვევათა მქონე პაციენტებში, ასევე თირკმლების დაავადებათა ტერმინალურ სტადიაში მყოფ პაციენტებში, რომელთაც დიალიზი უტარდება, უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა ჯანმრთელი პაციენტების იმავე მაჩვენებლისაგან. ჰემოდიალიზი პრეპარატის გამოყოფაზე უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს (დიალიზის კლირენსი დაახლოებით 50 მლ/წთ-ს შეადგენს).
ბავშვები. ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში (12 წელზე უმცროსი ასაკი) შესწავლილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკურ გამოკვლევაში (N=16), რომელიც მოზარდების (12-დან 17 წლამდე ასაკი) მონაწილეობით ჩატარდა, 40-დან 60 კგ-მდე სხეულის მასის მქონე მოზარდებში ეტორიკოქსიბის მიღებისას დღეში ერთხელ 60 მგ დოზით და 60 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე მოზარდებში ეტორიკოქსიბის მიღებისას დღეში ერთხელ 90 მგ დოზით პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა მოზრდილებში დღეში ერთხელ 90 მგ დოზით ეტორიკოქსიბის მიღების ფარმაკოკინეტიკის მსგავსია. ბავშვებში ეტორიკოქსიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
კლინიკამდელ კვლევებში ეტორიკოქსიბს გენოტოქსიკურობა არ გამოუმჟღავნებია. ეტორიკოქსიბი თაგვებში არაკანცეროგენული იყო. ვირთხებში ვლინდებოდა ჰეპატოცელულური ადენომები და ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედების ადენომები ისეთი დოზების დროს, რომლებიც ადამიანის სადღეღამისო დოზას 2-ჯერ და მეტად აღემატებოდა (90 მგ), სისტემური ექსპოზიციიდან გამომდინარე, დაახლოებით, 2 წლის მანძილზე ყოველდღიური შეყვანის დროს. ჰეპატოცელულური ადენომები და ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედების ადენომები ვირთაგვებში ცხოველების ამ სახეობისათვის სპეციფიკური მექანიზმის შედეგს წარმოადგენს და CYP ფერმენტების ინდუქციას უკავშირდება. ადამიანში ეტორიკოქსიბი ღვიძლის ფერმენტ CYP3A-ს ინდუქციას არ იწვევს.
ვირთხებში გასტროინტესტინური ტოქსიკურობის მატება დოზისა და ექსპოზიციის დროის გაზრდისას აღინიშნებოდა. ტოქსიკურობის 14-კვირიან კვლევაში ეტორიკოქსიბი გასტროინტესტინური წყლულების წარმოშობას ისეთი ექსპოზიციებისას იწვევდა, რომლებიც ადამიანში თერაპიული დოზების გამოყენების დროს არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატებოდა. ტოქსიკურობის 53- და 106-კვირიან კვლევებშიც აღინიშნებოდა გასტროინტესტინური წყლულების წარმოქმნა ისეთი ექსპოზიციების დროს, რომლებიც ადამიანში თერაპიული დოზების გამოყენებისას არსებული ექსპოზიციების შესაბამისი იყო. ძაღლებში თირკმლებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები პრეპარატის მაღალი ექსპოზიციების დროს აღინიშნებოდა.
ეტორიკოქსიბი არატერატოგენული იყო რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში, რომლებიც ვირთხებში 15 მგ/კგ/დღეში დოზის (სისტემური ექსპოზიციის მაჩვენებლიდან გამომდინარე, ადამიანისათვის სადღეღამისო დოზაზე (90 მგ) დაახლოებით 1,5-ჯერ მაღალი დოზა) გამოყენებით ტარდებოდა. ბოცვრებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ განვითარებული მანკების სიხშირის მატება, რომელიც მკურნალობასთან იყო დაკავშირებული, აღინიშნებოდა ისეთი ექსპოზიციების დონეების დროს, რომლებიც ადამიანის სადღეღამისო დოზის (90 მგ) კლინიკურ ექსპოზიციაზე დაბალი იყო. თუმცა ნაყოფის ჩონჩხის მალფორმაცია, რომელიც მკურნალობასთან იყო დაკავშირებული, არ აღნიშნულა.ვირთხებსა და ბოცვრებში აღინიშნებოდა პოსტიმპლანტაციური დანაკარგების მომატება იმ ექსპოზიციებიდან, რომლებიც ადამიანის ექსპოზიციას 1,5-ჯერ და მეტად აჭარბებდა.
ეტორიკოქსიბი ლაქტაციის პერიოდში მყოფი ვირთხების რძეში ისეთი კონცენტაციით გადადის, რომელიც სისხლის პლაზმაში არსებულ კონცენტაციას დაახლოებით 2-ჯერ აღემატება. აღინიშნებოდა შთამომავლობის სხეულის მასის კლება, როდესაც მეძუძურ მდედრებში ლაქტაციის პერიოდის მანძილზე ეტორიკოქსიბი შეჰყავდათ.
გამოყენების ჩვენებები
ოსტეოართრიტების, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილიზებელი სპონდილიტის სიმპტომების შესუსტებისათვის, ასევე მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს ტკივილებისა და სიმპტომების შემცირებისათვის.
სტომატოლოგიური ოპერაციების ჩატარების შედეგად განვითარებული ზომიერი ინტენსივობის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის.
სელექციური ცოგ-2-ინჰიბიტორის დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პაციენტისათვის ყველა ინდივიდუალური რისკის შეფასებას.
მიღების გზები და დოზირება
პრეპარატი არკოქსია მიიღება პერორალურად. პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. ეფექტი უფრო სწრაფად იწყება, თუ პრეპარატის მიღება ჭამის წინ მოხდება, რაც სიმპტომების სწრაფად შესუსტების აუცილებლობისას უნდა გავითვალისწინოთ.
ეტორიკოქსიბის მიღებისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების აღმოცენების რისკი შესაძლოა გაიზარდოს დოზისა და მიღების ხანგრძლივობის გაზრდის დროს, ამიტომ მაქსიმალურად მოკლე დროის მანძილზე მინიმალურად ეფექტური დოზების გამოყენება უნდა მოხდეს. პერიოდულად საჭიროა, გადაფასდეს სიმპტომების შესუსტების აუცილებლობა და ჩატარებულ მკურნალობაზე განვითარებული პასუხი, განსაკუთრებით ოსტეოართრიტით დაავადებული პაციენტების დროს.
ოსტეოართრიტი
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა _ 60 მგ ერთხელ დღეში. გაუმჯობესების ეფექტის არარსებობისას საჭიროა მკურნალობის სხვა შესაძლო მეთოდების განხილვა.
რევმატოიდული ართრიტი
რეკომენდებული დოზა _ 90 მგ ერთხელ დღეში.
მაანკილიზებელი სპონდილიტი
რეკომენდებული დოზა _ 90 მგ ერთხელ დღეში.
მწვავე ტკივილის თანხლებით მიმდინარე მდგომარეობების დროს ეტორიკოქსიბი გამოიყენება მხოლოდ მწვავე სიმპტომატიკის პერიოდის მანძილზე.
მწვავე პოდაგრული ართრიტი
რეკომენდებული დოზა _ 120 მგ ერთხელ დღეში. მწვავე პოდაგრული ართრიტის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში ეტორიკოქსიბი გამოიყენებოდა 8 დღის მანძილზე.
ოპერაციის შემდგომი ტკივილი სტომატოლოგიაში. რეკომენდებული დოზა შეადგენს 90 მგ-ს დღეში ერთხელ, არაუმეტეს 3 დღის მანძილზე. ზოგიერთი პაციენტისათვის შესაძლოა აუცილებელი გახდეს ოპერაციის შემდგომი დამატებითი გაუტკივარება.
თითოეული ჩვენებისათვის რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას დამატებითი ეფექტურობა ან არ აღინიშნებოდა, ან ასეთი დოზები გამოყენებული არ ყოფილა.
ამიტომ:
_ ოსტეოართრიტის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 60 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
_ რევმატოიდული არტთრიტისა და მაანკილიზებელი სპონდილიტის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 90 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
_ მწვავე პოდაგრის დროს გამოყენებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 120 მგ-ს, მკურნალობის ხანგრძლივობა კი 8 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.
_ სტომატოლოგიური ოპერაციების შემდგომ განვითარებული მწვავე ტკივილის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 90 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, მკურნალობის ხანგრძლივობა კი 3 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.
ხანშიშესული ასაკის პაციენტები
ხანშიშესული ასაკის პაციენტებისათვის დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს. როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას, ხანშიშესული ასაკის პაციენტებში სიფრთხილის დაცვაა საჭირო.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატის გამოყენების ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხის (ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით 5-6 ბალი) დარღვევების მქონე პაციენტებში სადღეღამისო დოზამ 60 მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს. ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის (ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით 7-9 ბალი) დარღვევის მქონე პაციენტებში, პრეპარატის გამოყენების ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, პრეპარატის დოზამ 2 დღეში ერთხელ 60 მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს; შესაძლოა, განხილულ იქნას საკითხი 30 მგ დღეში ერთხელ დოზით პრეპარატის გამოყენების შესახებ.
პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, ძირითადად, ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმით მიმდინარე დარღვევების მქონე პაციენტებში, ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე (ჩაილდ-პიუს სკალით ≥ 10 ბალი) პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ ასეთი პაციენტებისათვის პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
თირკმლების ფუნქციის დარღვევა
კრეატინინის≥ 30 მლ/წთ კლირენსის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს. ეტორიკოქსიბის გამოყენება უკუნაჩვენებია კრეატინინის < 30 მლ/წთ კლირენსის მქონე პაციენტებში.
გვერდითი მოქმედება.
ეტორიკოქსიბის გამოყენების უსაფრთხოება ფასდებოდა კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ 7 152 მონაწილე, მათ შორის 4 614 პაციენტი ოსთეოართროზით, რევმატოიდული ართრიტით და წელის ქრონიკული ტკივილით (დაახლოებით 600 პაციენტს ოსთეოართროზით ან რევმატოიდული ართრიტით უტარდებოდა მკურნალობა ერთი წლისან მეტი ხნის განმავლობაში).
კლინიკურ კვლევებში პაციენტები მწვავე პოდაგრული ართრიტით იღებდნენ ეტორიკოქსიბს დოზით 120 მგ დღეში 8 დღის განმავლობაში. გვერდითი რეაქციების პროფილი ამ კვლევაში მთლიანობაში იყო ისეთივე, როგორც ოსთეოართროზის, რევმატოიდული ართრიტის და წელის ქრონიკული ტკივილის გაერთიანებულ კვლევებში.
უსაფრთხოების პროგრამაში გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, რომელიც შეიცავდა 3 აქტიურად კონტროლირებადი კვლევის მონაცემებს, 17 412 პაციენტი ოსთეოართროზით ან რევმატოიდული ართრიტით იღებდა მკურნალობას ეტორიკოქსიბით (60 მგ ან 90 მგ) საშუალოდ 18 თვის განმავლობაში.
სტომატოლოგიურ ოპერაციასთან დაკავშირებული მწვავე პოსტოპერაციული ტკივილის კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 612 პაციენტი იღებდა მკურნალობას პრეპარატით არკოქსია (90 მგ ან 120 მგ), გვერდითი რეაქციების პროფილი ზოგადად იყო მსგავსი პროფილისა ოსთეოართროზის, რევმატოიდული ართრიტის და წელის ქრონიკული ტკივილის კომბინირებულ კვლევებში.
შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები იყო უფრო დიდი სიხშირით პრეპარატის გამოყენებისას, ვიდრე პლაცებოსი, კლინიკურ კვლევებში პაციენტების მინაწილეობისას ოსთეოართროზით, რევმატოიდული ართრიტით და წელის ქრონიკული ტკივილით ან მაანკილოზირებელი სპონდილიტით, რომლებიც იყენებდნენ ეტორიკოქსიბს დოზით 30 მგ, 60 მგ ან 90 მგ 12 კვირის განმავლობაში, პროგრამა MEDAL-ის კვლევებში, მწვავე ტკივილის კვლევებში, ასევე პოსტმარკეტინგული პერიოდის განმავლობაში.
სიხშირე განსაზღვრულია როგოც: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე),არახშირად (≥1/1 000-დან <1/100-მდე), იშვიათად(≥1/10 000-დან <1/1 000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10 000), უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).
ინფექციები და ინვაზიები: ხშირად - ალვეოლური ოსტიტი; არახშირად - გასტროენტერიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე ტრაქტის ინფექციები.
სისხლის სისტემის და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - ანემია (უპირატესად კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შედეგად), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციების, შოკის ჩათვლით.
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: ხშირად - შეშუპება/სითხის შეკავება; არახშირად - მადის დაქვეითება ან გაძლიერება, სხეულის მასის მომატება.
ფსიქიკის მხრივ: არახშირად - შფოთვა, დეპრესია, გონებრივი აქტიურობის გაუარესება; ძალიან იშვიათად - გონების არევა, ჰალუცინაციები; უცნობია - მოუსვენრობა.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; არახშირად - დისგევზია, უძილობა, პარესთეზია/ჰიპესთეზია, ძილიანობა.
მხედველობის ორგანოების მხრივ: არახშირად - ბუნდოვანი ხედვა, კონიუქტივიტი.
სმენის ორგანოების და ლაბირინტის მხრივ: არახშირად - შუილი ყურებში, ვერტიგო.
გულის მხრივ: ხშირად - პალპიტაცია; არახშირად - წინაგულის ფიბრილაცია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არასპეციფიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი*; უცნობია - ტაქიკარდია, არითმია.
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - ჰიპერტენზია; არახშირად - სისხლის მიდინება, ინსულტი*, თავის ტვინის მიმოქცევის ტრანზიტორული იშემიური დარღვევები; ძალიან იშვიათად - ჰიპერტონიული კრიზი.
რესპირატორული ტრაქტის, შუასაყარის და გულმკერდის ორგანოების მხრივ: არახშირად - ხველა, დისპნიე, სისხლდენა ცხვირიდან; ძალიან იშვიათად - ბრონქოსპაზმი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გასტროინტესტინალური დარღვევები (როგორიცაა აბდომინალური ტკივილი, მეტეორიზმი, გულძმარვა), დიარეა, დისპეპსია, დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა; არახშირად - მუცლის შებერვა, მჟავას რეფლუქსი, ნაწლავის პერისტალტიკის ხასიათის ცვლილება, შეკრულობა, სიმშრალე პირში, გასტროდუოდენური წყლულები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ეზოფაგიტი, წყლული პირის ღრუში, ღებინება, გასტრიტი; ძალიან იშვიათად - პეპტიური წყლულები, გასტროინტესტინალური პერფორაციის და სისხლდენის ჩათვლით (უფრო ხშირად ხანდაზმული ასაკის პირებში); უცნობია - პანკრეატიტი.
ჰეპათობილიარული ტრაქტის მხრივ: ხშირად - ასპარტატამინოტრენსფერაზას დონის მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება; ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი; უცნობია - სიყვითლე.
კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირად - ეკქიმოზი; არახშირად - სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი; იშვიათად - ერითემა; ძალიან იშვიათად - ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; უცნობია - მდგრადი წამლისმიერი ერითემა.
*ხანგრძლივი პლაცებო- და აქტიურად კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ანალიზიდან გამომდინარე, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების გამოყენებისას არსებობს სერიოზული არტერიული თრომბოზების გაჩენის მომატებული რისკი, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის ჩათვლით.არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი მოვლენების გაჩენის აბსოლუტური რისკი აღემატება წელიწადში 1 %-ს (არახშირად).
ძვალ-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ: არახშირად - კუნთების სპაზმები/კრუნჩხვები, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი/შებოჭვა.
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: არახშირად - პროტეინურია, სისხლის შრატში კრეატინინის დონის მომატება; ძალიან იშვიათად - თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმელების უკმარისობის ჩათვლით.
საერთო მდგომარეობა და პრეპარატის გამოყენების წესთან დაკავშირებული დარღვევები: ხშირად - ასთენია/სისუსტე, გრიპის მსგავსი სიმპტომები; არახშირად - ტკივლი გულმკერდის არეში.
გამოკვლევები: არახშირად - სისხლში შარდოვანას აზოტის დონის მომატება, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, ჰიპერკალიემია, შარდის მჟავას დონის მომატება; იშვიათად - სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება.
შემდეგი სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ იყო შეტყობინებები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას, ამიტომ არ შეიძლება მათი გაჩენის შესაძლებლობის გამორიცხვა ეტორიკოქსიბის გამოყენებისას: ნეფროტოქსიურობა, ნეფრიტის და ნეფროზული სინდრომის ჩათვლით; ჰეპატოტოქსიურობა, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით.
უკუჩვენებები
• ჰიპეპრმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
• აქტიური პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა.
• პაციენტები, რომლებშიც ჩნდებოდა ბრონქოსპაზმი, მწვავე რინიტი, ნაზალური პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შემდეგ, ციკლოოქსიგენაზა 2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით.
• ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი.
• ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (სისხლის შრატის ალბუმინი <25გ/ლ ან≥10 ქულას ჩაილდ-პიუს სკალით).
• დადგენილი თირკმელების კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ.
• ბავშვები და მოზარდები 16 წლამდე ასაკში.
• ნაწლავის ანთებითი დაავადებები.
• გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II–IV).
• პაციენტები არტერიული ჰიპერტენზიით, რომელთა არტერიული წნევის მაჩვენებლები მუდმივად 140/90 მმ ვწყ.სვ-ზე მაღალია და საკმარისად არ კონტროლირდება.
• გულის დადგენილი იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
ჭარბი დოზირება
კლინიკურ კვლევაში ეტორიკოქსიბის გამოყენებას 500 მგ-მდე ერთჯერადი დიზებით ან მრავალჯერად მიღებას დოზებით 160 მგ-მდე/დღეში 21 დღის განმავლობაში არ ახლდა მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა. იყო შეტყობინებები ეტორიკოქსიბით ჭარბი დოზირების შესახებ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში გვერდითი რეაქციები იყო შეთავსებადი ეტორიკოქსიბის უსაფრთხოების პროფილთან (მაგალითად, რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, კარდიორენალური რეაქციები).
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიზანშეწონილია ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი ზომების მიღება, როგორიცაა არააბსორბირებული პრეპარატის მოცილება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კლინიკური დაკვირვების ჩატარება და, აუცილებლობის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.
არ ხდება ეტორიკოქსიბის დიალიზირება ჰემოდიალიზის დროს; უცნობია, ხდება თუ არა პრეპარატის დიალიზირება პერიტონეალური დიალიზის დროს.
სიფრთხილის ზომები
გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე
იყო შეტყობინებები გართულებების შესახებ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (პერფორაციები, წყლულები ან სისხლდენები), ხანდახან ფატალური შედეგით, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს.
რეკომენდირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების სიფრთხილით გამოყენება პაცინეტების მკურნალობის დროს კუჭ-ნაწლავის მხრივ გართულებების განვითარების მაღალი რისკით (პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნებისმიერ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ან აცეტილსალიცილის მჟავას, პაციენტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებებით ანამნეზში, როგორიცაა წყლული ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა).
არსებობს გვერდით რეაქციების გაჩენის დამატებითი რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (კუჭ-ნაწლავური წყლულები ან სხვა გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ) ეტორიკოქსიბის და აცეტილსალიცილის მჟავას (დაბალი დოზებითაც კი) ერთდროულად გამოყენებისას. ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნებოდა გამოხატული სხვაობა უსაფრთხოებასთან მიმართებაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტისათვის ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორის+აცეტილსალიცილის მჟავას და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი+აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებისას.
ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
კლინიკური კვლევები არ მიუთითებენ იმაზე, რომ ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენება შეიძლება იყოს დაკავშირებული თრომბული გართულებების გაჩენის რისკთან (განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტთან და ინსულტთან), პლაცებოსთან და ზოგიერთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთან შედარების დროს. ვინაიდან გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკი შეიძლება გაიზარდოს დოზის და ეტორიკოქსიბის გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდის დროს, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალურ ეფექტურ დოზებში დროის მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
საჭიროა პეროდულად სიმპტომების შემსუბუქების აუცილებლობის და ჩატარებულ მკურნალობაზე პასუხის გადაფასება, განსაკუთრებით პაციენტებში ოსტეოართრიტით.
პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების რისკის გამოხატული ფაქტორებით (როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა) ეტორიკოქსიბით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ასეთი შესაძლებლობის სათანადო განხილვის შემდეგ.
ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორები არ წარმოადგენენ ასპირინის შემცვლელებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ვინაიდან არ ახდენენ მოქმედებას თრომბოციტებზე. ამიტომ არ არის რეკომენდირებული ანტიაგრეგანტული პრეპარატების გამოყენების შეწყვეტა.
ზეგავლენა თირკმელებზე
თირკმლის პროსტაგლანდინებმა შესაძლებელია ითამაშონ კომპენსატორული როლი თირკმელების პერფუზიის შენარჩუნებაში. ამიტომ თირკმლიც პერფუზიის შესუსტებისას ეტორიკოქსიბის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის შემცირება და ამის შედეგად თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება და თირკმელების ფუნქციის დასუსტება. ასეთი რეაქციის რისკი უფრო მაღალია პაციენტებში უკვე მნიშვნელოვნად დასუსტებული თირკმელების ფუნქციით, არაკომპენსირებული გულის უკმარისობით ან ციროზით. ასეთ პაციენტებში უნდა იქნას განხილული თირკმელების ფუნქციის კონტროლის შესაძლებლობა.
სითხის შეკავება, შეშუპებები და არტერიული ჰიპერტენზია
როგორც პროსტოგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების გამოყენებისას, ზოგ პაციენტში, რომლებიც იღებენ ეტორიკოქსიბს, აღინიშნებოდა სითხის შეკავება, შეშუპებები და არტერიული ჰიპერტენზია. ყველა არასტეორიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ეტორიკოქსიბის ჩათვლით, შეუძლია გულის უკმარისობის გაჩენის ან გულის შეგუბებითი უკმარისობის რეციდივის გამოწვევა. პრეპარატს სიფრთხილით უნიშნავენ პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აქვთ გულის უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა ან არტერიული ჰიპერტენზია, ასევე პაციენტებს ნებისმიერი სხვა მიზეზით გაჩენილი შეშუპებებით. ასეთი პაციენტების მდგომარეობის გაუარესების კლინიკური ნიშნების დროს საჭიროა შესაბამისი ზომების გამოყენება, ეტორიკოქსიბის მოხსნის ჩათვლით.
ეტორიკოქსიბის გამოყენებას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება ახლდეს უფრო ხშირი და მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ვიდრე სხვა არასტეორიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ცოგ-2 სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენების დროს. ამიტომ ჰიპერტენზია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ ეტორიკოქსიბით მკურნალობის დაწყების წინ, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არტერიული წნევის კონტროლს ეტორიკოქსიბით მკურნალობის დროს. წნევის მნიშვნელოვანი მომატების შემთხვევაში უნდა იქნას დანიშნული ალტერნატიული მკურნალობა. არტერიული წნევა უნდა კონტროლირდებოდეს მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი - პერიოდულად. თუ არტერიული წნევა მნიშვნელოვნად იზრდება, უნდა განიხილოს ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობა.
ზემოქმედება ღვიძლზე
პაციენტების დაახლოებით 1%-ში, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას ეტორიკოქსიბით 30 მგ, 60 მგ და 90 მგ დოზებით დღეში ერთ წლამდე ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, აღინიშნებოდა ალანინამინოტრანსფერაზას და/ან ასპარტატამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება (დაახლოებით 3 და მეტჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით).
აუცილებელია ყველა პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომებით და/ან ნიშნებით, ასევე პაციენტებისა ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლებით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ნიშნების ან ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მდგრადი პათოლოგიური ცვლილებების დროს (ნორმის ზედა ზღვარზე სამჯერ უფრო მაღალი) ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას.
განსაკუთრებული მითითებები
თუ მკურნალობის პერიოდში პაციენტს აღენიშნება ზემოთ მითითებული ორგანოების რომელიმე სისტემის ფუნქციის გაუარესება, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება და ეტორიკოქსიბის მოხსნის შესახებ საკითხის განხილვა. შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება უნდა ჩატარდეს ეტორიკოქსიბის გამოყენებისას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და პაციენტებში თირკმელების, ღვიძლის და გულის ფუნქციის დარღვევებით.
სიფრთხილით უნდა იქნას დაწყებული ეტორიკოქსიბით მკურნალობა პაციენტებში დეჰიდრატაციით. რეკომენდირებულია რეჰიდრატაციის ჩატარება ეტორიკოქსიბის გამოყენების წინ.
ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები სერიოზული კანის რეაქციების შესახებ, ზოგ შემთხვევაში ფატალური დასასრულით, მათ შორის ექსფოლიატური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგი პრეპარატების და ზოგიერთი ცოგ-2 სელექტიური ინჰიბოტორების გამოყენებისას პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს. ასეთი რეაქციების გაჩენის ყველაზე მაღალი რისკია თერაპიის დასაწყისში, გამოვლინებების დაწყებით, უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. იყო შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები შესახებ (როგორიცაა ანაფილაქსია და ანგიონევრიზული შეშუპება) პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ეტორიკოქსიბს. ზოგიერთ ცოგ-2 სელექტიურ ინჰიბიტორებს შეუძლიათ კანის რეაქციების გაჩენის რისკის მომატება პაციენტებში რომელიმე პრეპარატისადმი ალერგიული რეაქციით ანამნეზში. ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას კანზე გამონაყარის პირველივე გამოვლინების, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების დროს.
ეტორიკოქსიბს შეუძლია ციებ-ცხელების ან ინფექციების სხვა ნიშნების გამოვლინებების დათრგუნვა.
სიფრთხილით ნიშნავენ ერთდროულად ეტორიკოქსიბს და ვარფარინს ან სხვა პერორალურ ანტიკოაგულანტებს.
ეტორიკოქსიბის, როგორც ცოგ-ის და პროსტოგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების გამოყენება, არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
პრეპარატ არკოქსიისშემადგენლობაში შედის ლაქტოზა. პაციენტებმა ისეთი იშვიათი თანდაყოლილი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპას ლაქტაზას დეფიციტი და გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
ორსულობა. ეტორიკოქსიბის, როგორც ცოგ-ის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების გამოყენება, არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის პერიოდში ეტორიკოქსიბის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე კვლევებში აღინიშნებოიდა რეპროდუქციული ტოქსიურობა. პოტენციური რისკი ქალებში ორსულობის პერიოდში უცნობია. ორსულობის ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში ეტორიკოქსიბის, როგორც პროსტაგლანდინების მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვების არარსებობა და ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა. ეტორიკოქსიბის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა დადგა მკურნალობის პერიოდში, ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას.
ლაქტაცია. უცნობია აღწევს თუ არა ეტორიკოქსიბი დედის რძეში ქალებში. ცნობილია, რომ ვირთხებში პრეპარატი გამოიყოფა დედის რძით. ქალებმა, რომლებიც იყენებენ ეტორიკოქსიბს, ძუძუთი არ უნდა კვებონ.
გამოყენება ბავშვებში
უკუნაჩვენებია ეტორიკოქსიბის გამოყენება ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
არ ჩატარებულა კვლევები, დაკავშირებული ეტორიკოქსიბის ზემოქმედებასთან ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტებმა, რომლებსაც ეტორიკოქსიბის გამოყენებისას აღენიშნებათ თავბრუსხვევა, ვერტიგო ან ძილიანობა, არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთა
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
პერორალური ანტიკოაგულანტები. პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სტაბილიზირებულია ვარფარინის მუდმივი გამოყენებით, ეტორიკოქსიბის გამოყენებას დოზით 120 მგ დღეში ახლავს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის პროთრომბინული დროის დაახლოებით 13%-ით ზრდა. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, ხშირად უნდა შემოწმდეს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის პროთრომბინული დროის მაჩვენებლები, განსაკუთრებით ეტორიკოქსიბის მიღების პირველ დღეებში ან მისი დოზის შეცვლისას.
დიურეტიკები, ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოთენზინ II ანტაგონისტები. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ დიურეტიკების და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტის შესუსტება. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (მაგალითად პაციენტებში დეჰიდრატაციით ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თირკმელებში დასუსტებული ფუნქციით) ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის ან ანგიოთენზინ II ანტაგონისტის ან ცოგ მაინჰიბირებელი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება, შესაძლო თირკმელების მწვავე უკმარისობის ჩათვლით, რაც ატარებს შექცევად ხასიათს. უნდა გვახსოვდეს ასეთი ურთიერთქმედებების გაჩენის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ეტორიკოქსიბს ერთდროულად ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ან ანგიოთენზინ II ანტაგონისტებთან. ამიტომ ასეთი კომბინაცია უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკმის პაციენტებში. საჭიროა ადეკვატური ჰიდრატაციის ჩატარება და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგის ჩატარების შესახებ საკითხის განხილვა კომბინირებული მკურნალობის დასაწყისში, ასევე გარკვეული პერიოდულობით შემდგომში.
აცეტილსალიცილის მჟავა. ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით კვლევაში, წონასწორობის მდგომარეობის პირობებში, ეტორიკოქსიბის გამოყენება დოზით 120 მგ 1 ჯერ დღეში არ მოქმედებდა აცეტილსალიცილის მჟავას ანტიაგრეგანტულ აქტივობაზე (81 მგ 1 ჯერ დღეში). შეიძლება ეტორიკოქსიბის დანიშვნა ერთდროულად აცეტილსალისილის მჟავასთან, რომლიც გამოიყენება დოზებით გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკისათვის (დაბალი დოზები). მაგრამ აცეტილსალისილის მჟავას დაბალი დოზების და ეტორიკოქსიბის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წულულის გაჩენის ან სხვა გართულებების სიხშრის ზრდა ეტორიკოქსიბით მონოთერაპიასთან შედარებით. არ არის რეკომენდირებული ეტორიკოქსიბის ერთდროული გამოყენება აცეტილსალისილის მჟავასთან დოზებით, რომლებისც აღემატება დადგენილს გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკისათვის, ასევე სხვა არასტეროუდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან.
ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი. თუმცა ამ პრეპარატებთან ეტორიკოქსიბის ურთიერთქმედება არ შესწავლილა, არასტეროუდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ ციკლოსპორინებთან და ტაკროლიმუსთან შეიძლება გააძლიეროს უკანასკნელების ნეფროტოქსიური ეფექტი. საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლირება ამ პრეპარატებიდან ნებისმიერთან ეტორიკოქსიბის ერთდროულად გამოყენებისას.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები
ეტორიკოქსიბის მოქმედება სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
ლითიუმი. არასტეროუდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ასუსტებენ თირკმელებით ლითიუმის გამოყოფას, რითიც ზრდიან სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონეს. აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ სისხლში ლითიუმის დონის ხშირ კონტროლს და ახდენენ ლითიუმის დოზის კორექციას ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენების პერიოდისათვის, ასევე არასტეროუდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მოხსნის დროს.
მეტოტრექსატი. ორ კვლევში შეისწავლებოდა ეტორიკოქსიბის ეფექტები 60 მგ, 90 მგ და 120 მგ დოზებით გამოყენებისას დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში პაციენტების მიერ, რომლებიც იღებდნენ კვირაში ერთხელ მეტოტრექსატს დოზით 7,5 მგ-დან 20 მგ-მდე რევმატოიდური ართრიტის დროს. ეტორიკოქსიბის 60 მგ, 90 მგ და 120 მგ დოზებით არ მოქმედებდა მეტოტრექსატის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში და თირკმელების კლკირენსზე. ერთ კვლევაში ეტორიკოქსიბი 120 მგ დოზით არ მოქმედებდა მეთოტრექსატის მაჩვენებლებზე, მაგრამ სხვა კვლევაში მეთოტრექსატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდებოდა 28%-ით, მეთოტრექსატის თირკმელების კლირენსი კი მცირდებოდა 13%-ით. ეტორიკოქსიბის და მეთოტრექსატის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა მეთოტრექსატის ტოქსიკურობის შესაბამისი მონიტორინგის ჩატარება.
პერორალური კონტრაცეპტივები. ეტორიკოქსიბი 60 მგ დოზით პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც შეიცავდნენ 35 მკგ ეთინილესტრადიოლს და 0,5-1 მგ ნორეტინდრონს, 21 დღის განმავლობაში იწვევდა ეთინილესტრადიოლის AUჩ0 24 37%-ით ზრდას. ეტორიკოქსიბი 120 მგ დოზით ზემოთ მითითებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროულად ან 12 საათიანი ინტერვალით გამოყენებისას ზრდიდა წონასწორობის მდგომარეობაში ეთინილესტრადიოლის AUჩ0 24 მნიშვნელობას 50-60%-ით. ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის ასეთი ზრდის შესახებ უნდა გვახსოვდეს პერორალური კონტრაცეპტივების არჩევისას, რომელიც ეტორიკოქსიბთან ერთდორულად იქნება გამოყენებული. ეთინილესტრადიოლის ექსპოზიციის ზრდას შეუძლია პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირის ზრდა (მაგალითად, ვენების თრომბოემბოლია რისკის ჯგუფის ქალებში).
ჰორმონოჩანაცვლებითი თერაპია. 120 მგ ეტორიკოქსიბის მიღება ჰორმონოჩანაცვლებით პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კონიუგირებულ ესტროგენებს (პრემარინი™ 0,625 მგ), 28 დღის განმავლობაში ზრდის არაკონიუგირებული ესტრონის (41%-ით), ეკვილინის (76%-ით) და 17-β-ესტრადიოლის (22%-ით) წონასწორობის მდგომარეობაში AUჩ0 24საშუალო მაჩვენებელს. ხანგრძლივი გამოყენებისათვის რეკომენდირებული ეტორიკოქსიბის დოზების (30, 60 და 90 მგ) გავლენა არ შესწავლილა.
ეტორიკოქსიბი 120 მგ დოზით ამცირებდა ნახევარზე ნაკლებად პრეპარატ პრემარინის ესტროგენური კომპონენტების ექსპოზიციას (AUჩ0 24) პრეპარატ პრემარინით მონოთერაპიასთან შედარებით; უკანასკნელის დოზას ზრდიდნენ 0,625-დან 1, 25-მდე. ასეთი მომატების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, და პრეპარატ პრემარინის უფრო მაღალი დოზები ეტორიკოქსიბთან კომბინაციაში კი არ შესწავლილა. ყურადღებაში უნდა იქნას მიღებული ესტროგენების კონცენტრაციის ასეთი მომატება პოსტმენოპაუზის პერიოდში გამოსაყენებლად ჰორმონალური პრეპარატის არჩევისას ეტორიკოქსიბთან ერთდროულად გამოყენებისას, ვინაიდან ესტროგენების ექსპოზიციის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების რისკი გაჩენის მომატება ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს.
პრედნიზონ/პრედნიზოლონი. პრეპარატებთან ურთიერთქმედების კვლევებში, ეტორიკოქსიბი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას პრედნიზონ/პრედნიზოლონის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიგოქსინი. ჯანმრთელი მოხალისეების მიერ 10 დღის განმავლობაში ეტორიკოქსიბის მიღებისას დოზით 120 მგ 1 ჯერ დღეში არ აღინიშნებოდა ზემოქმედება AUჩ0 24 მაჩვენებელზე წონასწორობის მდგომარეობაში და თირკმელებით დიგოქსინის გამოყოფაზე. აღინიშნებიდა დიგოქსინის ჩმახ მაჩვენებლის მომატება (დაახლოებით 33%-ით). ასეთი მომატება, როგორც წესი, არ არის მნიშვნელოვანი პაციებტების უმეტესობისათვის. მაგრამ საჭიროა პაციენტების მდგომარეობის დაკვირვება მაღალი რისკით დიგოქსინის ტოქსიკური მოქმედების მიმართ ეტორიკოქსიბის და დიგოქსინის ერთდორულად გამოყენებისას.
ეტორიკოქსიბის ზემოქმედება პრეპარატებზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან სულფოტრანსფერაზებით.
ეტორიკოქსიბი არის ადამიანისსულფოტრანსფერაზას აქტივობის ინჰიბიტორი, კერძოდ SULT1E1, ასევე შეუძლია სისხლის შრატშიეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის მომატება. ვინაიდან დღეისათვის არის მცირე მონაცემები სხვადასხვა სულფოტრანსფერაზას ზეგავლენის შესახებ, კლინიკური მნიშვნელობა კი მრავალი პრეპარატების გამოყენებისათვის ჯერ კიდევ შეისწავლება, მიზანშეწონილია ეტორიკოქსიბის სიფრთხილით დანიშვნა ერთდროულად სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება, უპირატესად, ადამიანის სულფოტრანსფერაზებით (მაგალითად, პერორალური სალბუტამოლი და მინოქსიდილი).
ეტორიკოქსიბის ზეგავლენა პრეპარატებზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP სისტემის იზოფერმენტებით.
IN ვივო კვლევების მონაცემებიდან გამომდინარე არ არის მოსალოდნელი ეტორიკოქსიდის მიერ Р450 (CYP) 1А2, 2С9, 2С19, 2D6, 2E1 და 3А4 ციტოქრომების ინჰიბირება. კვლევაში ჯანმრთელ;ი მოხალისეების მონაწილეობით ეტორიკოქსიდის ყოველდრიური მიღება დოზით 120 მგ არ ახდენდა გავლენას ღვიძლის CYP3A4 აქტივობაზე, რაც დადგენილია ერითრომიცინის სასუნთქი ტესტით.
სხვა პრეპარატების ზემოქმედება ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე
ეტორიკოქსიბის მეტაბოლიზმის ძირითადი გზა დამოკიდებულია CYP სისტემის ფერმენტებზე. CYP3A4 ხელს უწყობს ეტორიკოქსიბის მეტაბოლიზმს ინ ვივო. IN ვიტრო კვლევები მიუთითებენ იმაზე, რომ CYP2D6, CYP2C9, CYP1A2 და CYP2C19 ასევე შეუძლიათ მეტაბოლიზმის ძირითადი გზის კატალიზირება, მაგრამ მათი რაოდენობრივი მახასიათებლები არ შესწავლილა ინ ვივო.
კეტოკომაზოლი. კეტოკონაზოლი არის CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორი. ჯანმრთელი მოხალისეების მიერ გამოყენებისას დოზებით 400 მგ 1 ჯერ დღეში 11 დღის განმავლობაში კეტოკონაზოლი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ეტორიკოქსიბის ერთჯერადი 60 მგ დოზის ფარმაკოკინეტიკაზე (AUC ზრდა 43%-ით).
რიფამპიცინი. ეტორიკოქსიბის და რიფამპიცინის (CYP ფერმენტის ძლიერი ინდუქტორის) ერთროული გამოიყენება იწვევდა სისხლის პლაზმაში ეტორიკოქსიბის კონცენტრაციის შემცირებას 65%-ით. ასეთ ურთიერთქმედებას შეიძლება ახლდეს სიმპტომების რეციდივი, თუ ეტორიკოქსიბს იყენებენ ერთდროულად რიფამპიცინთან. იმ დროს, როდესაც ეს მონაცემებნი შესაძლებელია მიუთითებდნენ დოზის მომატების აუცილებლობაზე, არ არის რეკომენდირებული ეტორიკოქსიბის გამოყენება დოზებში, რომლებიც აღემატება მითითებულს ყოველი ჩვენებისათვის, ვინაიდან არ შესწავლილა რიფამპიცინის და ეტორიკოქსიბის კომბინირებული გამოყენება ასეთ დოზებში.
ანტაციდები. ანტაციდური პრეპარატები არ ახდენენ კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე.
შეფუთვა
60 მგ, 90 მგ და 120 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები. 7 ტაბლეტი ბლისტერში პვქ-ს ფირისაგან და ალუმინის ფოლგისაგან, 1 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.
დამატებით, 90 მგ და 120 მგ დოზისთვის: 2 ტაბლეტი ბლისტერში პვქ-ს ფირისგან და ალუმინის ფოლგისაგან, 1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.