Plasmon
ბუსკოპანი / Buscopan


1. რას წარმოადგენს ბუსკოპანი და რისთვის გამოიყენება

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი, პრეპარატ ბუსკოპანის აქტიური სუბსტანცია, არის ანტისპასტიური საშუალება. ანტისპასტიკეტი არის

პრეპარატები, რომელიც ამცირებს სპაზმებს (სპაზმების მაგვარი შეტევები) შიდა ორგანოების დონეზე, მაგალითად კუჭნაწლავური

ტრაქტი, ბილიარული ტრაქტი, ურიგენიტალური სისტემა ან ქალებში რეპროდუქციული სისტემის, ამით ტკივილის შემცირებით.

ისინი გამოიყენება ხვლეტური ტკივილის შემთხვევაში (შიდა აბდომინალური ტკივილი, დახასიათებული რყევადი ინტენსივობით,

გაზრდილი და/ან შემცირებული, რომელიც მეორდება როგორც დინება, გამოკვეთილი ადგილმდებარეობის გარეშე) და აღნიშნული

შიდა ორგანოების დონებზე ტკივილი.

ბუსკოპანი გამოიყენება კუჭნაწლავური ტრაქტის სწორი ნაწლავის და გენიტალურ-ურინალური სისტემის (მუცელი, ნაწლავები,

ბილიარული და ურინალური ტრაქტი) სპასტიური შეტევების შესამცირებლად. მაგალითად, იგი შეიძლება გამოიყენებოდეს

ბილიარული ან რენალური ჩხვლეტის შემთხვევაში, სხვადასხვა კუჭნაწლავური სპაზმების, გაღიზიანებული სქელი ნაწლავის ან

მენსტრუალური ტკივილის დროს.

 

2. სანამ მიიღებთ ბუსკოპანს

არ მიიღოთ ბუსკოპანი

- თუკი თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნოიბელობა) ჰიოსცინის ბუთილბრომიდის ან ბუსკოპანის სხვა დამხმარე

ნივთიერებების მიმართ

- თუკი თქვენ განიცდით მიასტენიას (დაავადება, რომელიც ხასიათდება გამოკვეთილი კუნთების სისუსტით ან სხეულის

მოძრაობის შეუძლებლობით)

- თუკი თქვენ განიცდით ე.წ. მეგაკოლონს (ნაწლავების მასიურ გაფართოებას)

- თუკი გაგაჩნიათ ძალიან სწრაფი გულისცემა

- თუკი თქვენ გაგაჩნიათ შაქრის მიმართ აუტანლობა, რადგან ეს პროდუქტი შეიცავს სუკროზას (ასევე იხილეთ „მნიშვნელოვანი

ინფორმაცია ბუსკოპანის ტაბლეტების ზოგიერთ კომპონენტებთან დაკავშირებით“).

გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება ბუსკოპანის მიღებისას:

- თუკი თქვენ განიცდით გულის დაავადებას (არარეგულარული გულისცემა, მაღალი სისხლის წნევა)

- თუკი თქვენ განიცდით დახურულკუთხოვან გლაუკომას

- თუკი თქვენ განიცდით ანდა, სავარაუდოდ, გაგაჩნიათ ნაწლავური გაუვალობა

- თუკი თქვენ განიცდით ანდა, სავარაუდოდ, გაგაჩნიათ ურინალური ტრაქტის დაცობა

- თუკი თქვენ გაგაჩნიათ გაფართოებული პროსტატა

- თუკი მიმდინარე სიმპტომები ან ტკივილი არის განსხვავებული ცნობილი აბდომინალური ტკივილისა ან დაავადებისგან,

რომელისთვისაც ბუსკოპანი არის რეკომენდებული თქვენი ექიმის მიერ

- თუკი თქვენ განიცდით უეცარ, ინტენსიურ ან მწვავე ტკივილს, რომელიც აშკარად განსხვავდება ჩვეულებრივი

აბდომინალური ტკივილებისგან ანდა სპაზმებთან ასოცირებულ დაავადებებთან.

- თუკი აბდომინალური ტკივილები ან დაავადებები ასოცირებულია სპაზმებთან ხდება სწრაფად მძიმე

- თუჯი აბდომინალური ტკივილი არის მგრძნობიარე შეხებაზე (მტკივნეული, როდსაც ეხებიან თქვენს მუცელს)

- თუკი მატულობს სხეულის ტემპერატურა

- თუკი თქვენ გრძნობთ თავს ცუდად (გულისრევა) ან ღებინება

- თუკი თქვენ გაგაჩნიათ დაბალი სისხლის წნევა, თქვენ გრძნობთ, რომ გონებას კარგავთ ან დაკარგეთ

- თუკი შეამჩნიეთ სისხლი განავალში

- თუკი შეამჩნიეთ მოულოდნელი ცვლილებები ნაწლავების მოქმედებაში, მაგალითად დიარეა

- თუკი დაკარგეთ წონა სწრაფად და მოულოდნელად

- თუკი თქვენ რეგულარულად ღებულობთ რომელიმე სხვა პრეპარატს აბდომინალური ტკივილისა ან სპაზმების სამკურნალოდ,

თქვენი ექიმის მიერ გამოწერილი.

თუკი თქვენ აღმოჩნდით რომელიმე ზემოხსენებულ სიტუციაში, თქვენ არ უნდა მიიღოთ ბუსკოპანი სამედიცინო რეკომენდაციის

გარეშე. თქვენმა ექიმმა უნდა დაიწყოს საჭირო დიაგნოსტირების ზომებიო აბდომინალური ტკივილის მიზეზების დასადგენად. თქვენ

უნდა შეწყვიტოთ ბუსკოპანის მღება და დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.

- თუკი ტკივილი გაუარესდა/გახდა სერიოზული 24 საათის განმავლობაში ან გრძელდება 3 დღეზე მეტ დროს

- თუკი ხართ მგრძნობიარე ადნომინალურ ზონაში

- თუკი შეამჩნიეთ რექტალური სისხლდენა

- თუკი სისხლდენის შემთხვევები მეორდება

- თუკი წარმოიქმნება ახალი სიმპტომები

თუკი თქვენ გადიხართ მკურნალობას სისხლის „გამათხელებელი“ პრეპარატებით (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები), თქვენმა

ექიმმა უნდა თავი აარიდოს ინექციის განხორციელებისგან კუნთებში, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ჰემატომა (სისხლიანი შეშუპება

ინიექციის ადგილას).

 

სხვა პრეპარატების გამოყენება

გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუკი თქვენ გამოიყენებთ ან გამოიყენებდით სხვა პრეპარატებს, რეცეპტის გარეშე

გამოყენებულების ჩათვლით.

სანამ მიიღებთ ბუსკოპანს, თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუკი გამოიყენებთ:

- ტრი- ან ტეტრაციკლურ ანტიდეპრესანტებს (დეპრესიის სამკურნალოდ)

- ანტიჰისტამურ პრეპარატებს (ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ)

- ანტიფსიქოტროპულ პრეპარატებს (პრეპარატები, რომელიც ახდენენ მენტალური დაავადების ფსიქიკური სიმპტომების

შემცირებას)

- ბეტა-სიმპატომიმეტიკური პრეპარატები (გულის უკმარისობის და/ან ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ)

- ქინიდინი (არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ)

- ამატადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ)

- დიზოპირამიდი (არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ) - კუჭნაწლავური ტრაქტის მოძრაობაზე მოქმედი პრეპარატი,

შეიძლება დააჩქაროს კუჭის გათავისუფლება და შეაჩროს ღებინება.

- სხვა ანტიქოლინერიკული პრეპარატები, როგორიცაა იპატროპიუმი ან თიოტროპიუმის (ქრონიკული ობსტრუქციული

ფილტვების დაავადებებისთვის) ანდა ატროპინის მგავსი კომპონენტები

- რადგან ამ პრეპარატების ზემოქმედება შეიძლება გაძლიერებული იყო ბუსკოპანის მიერ.

თქვენ ასევე უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს რეკომენდაციისთვის, თუკი თქვენ გამოიყენებთ მეტოქლოპრამიდს (მოგეცემათ

ღებინების, სისუსტის (გულისრევის) ან სხვა კუჭნაწლავური დარღვევისთვის), რადგან ამას შეიძლება შეამციროს ბუსკოპანის და

ასევე მეტოცლოპრამიდის ზემოქმედება.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციისთვის ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე. უსაფრთხოებისთვის, თქვენ უნდა

თავი აარიდოთ ბუსკოპანის მიღებას ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

ავტომობილის და სხვა მანქანების მართვა

არ არის ხელმისაწვდომი კვლევები ავტომობილის მართვა ან სხვა მანქანების გამოყენების უნარზე თაობაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბუსკოპანის სხვა კომპონენტებთან დაკავშირებით

10 მგ ტაბლეტების მოიცავს 41,182 მგ შაქრის, რაც გამოიხატება 411.82 მგ შაქრის მაქსიმალურად რეკომენდებული დღიური დოზაში.

თუკი თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაგაჩნიათ შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით მას ბუსკოპანის მიღებამდე.

 

3. როგორ მიიღოთ ბუსკოპანი

ყოველთვის მიიღეთ თვენი ექიმის რჩევის შესაბამისად. თუკი არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

ზრდასრულები: რეკომენდებულო დოზა შეადგენს ბუსკოპანის 2 ტაბლეტს (20 მგ ჰიოსცინის ბუთილბრომიდი) 4-ჯერ დღეში.

გაღიზიანებული სქელი ნაწლავის სიმპტომების გაუმჯობესებისთვის, საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს ბუსკოპანის ერთ

ტაბლეტს (10 მგ ჰიოსცინის ბუთილბრომიდი), 3-ჯერ დღეში. თუკი აუცილებელი, ეს დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი ბუსკოპანის 2

ტაბლეტებამდე (20 მგ ჰიოსცინის ბუთილბრომიდი), 4-ჯერ დღეში. 6-დან 12 წლამდე ბავშვები: რეკომენდებული დოზა შეადგენს

ბუსკოპანის ერთ ტაბლეტს (10 მგ ჰიოსცინის ბუთილბრომიდი), 3-ჯერ დღეში.

ბუსკოპანი მიიღება ორალურად. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, სითხის საკმარისი მოცულობით.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ბუსკოპანი 3 დღეზე მეტი დორით სამედიცინო რჩევის გარეშე. თუკი თქვენ გესაჭიროებათ ბუსკოპანის მიღება

ყოველდღიურად ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით, დაუკავშირდით თქვენს ექიმს აბდომინალური ტკივილის მიზეზის

გამოსაკვლევად. 6 წლამდე ასაკის ბავშვები უნდა ღებულობდნენ ბუსკოპანს მხოლოდ სამედიცინო რეკომენდაციით.

ბუსკოპანი 10 მგ არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, აქტიური სუბსტანციის მაღლი კონცენტრაციის გამო.

 

თუკი თქვენ მიიღეთ უფრო მეტი ბუკსოპანი, თქვენ უნდა მიგეღოთ

თუკი თქვენ მიიღეთ უფრო მეტი ბუსკოპანი, ვიდრე იყო საჭიროა, ან თუკი ბავშვმა მიიღო ბუსკოპანი, თქვენ უნდა დაუყოვნებლივ

მიმართოთ თქვენს ექიმს. შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი სიმპტომები: პირის სიმშრალე, წითელი კანი, მოშარდვის გართულება,

ხმაურის დონის ზრდა და მხედველობის დარღვევები.

თუკი თქვენ დაგავიწყდათ ბუკსოპანის მიღება

თუკი თქვენ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ არ მიიღოთ ორმაგი დოზა

დავიწყებულის საკომპენსაციოდ. შემდგომში ჩვეულებრივისებრ მიიღეთ შემდეგი დოზები.

თუკი თქვენ შეწყვიტეთ ბუკსოპანის მიღება

თქვენ უნდა მიიღეთ ბუსკოპანი მხოლოდ საჭიროებისამებრ და უნდა შეწყვიტოთ მკურნალობას სიმპტომების შემსუბუქებისას. თუკი

თქვენ გაგაჩნიათ დამატებითი შეკითხვები პრეპარატთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმსა ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები 

როგორც ყველა პრეპარატს, ბუკსოპანმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების, თუმცა ეს ყველასთვის არ არსი

დამახასიათებელი. მითითებული გვერდითი მოვლენებიდან უმეტესობა ასოცირებულია ანტიქოლინირგული თვისებებთან

ბუსკოპანის, ანტიქოლინერგიული გვერდით მოვლენები ბუსკოპანის არის ზოგადად მსუბუქი და დროებითი.

გვერდითი მოვლენები რანჟირებული სიხშირის მიხედვით, შემდეგი პირობის მიხედვით:

ძალიან ხშირი (წარმოიქმნება 10-დან 10ზე მეტრ პაციენტში; ხშირი (წარმოიქმნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე

მეტ პაციენტში); ნაკლებად ხშირი (წარმოექმნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში); იშვიათი

(წარმოიქმნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ძალიან იშვიათი (წარმოიქმნება 10000-დან 1-

ზე ნაკლებ პაციენტში); უცნობი სიხშირით (შეუძლებელია განსაზღვრა ხელმისაწვდომი მონაცემებით).

გულის დაავადებები - ნაკლებად ხშირი: გულისცემის სიხშირის ზრდა (ტაქიკარდია)

კუჭნაწლავური დაავადებები - ნაკლებად ხშირი: პირის სიმშრალე (ქსეროსტომია)

რენალური და ურინალური დაავადებები - იშვიათი: მოშარდვის გართულება (ურინალური შეკავება)

ჰიპოდერმული ქსოვილის დერმული დაავადებები - ნაკლებად ხშირი: ხელებისა და ფეხების კანის რეაქცია (დისჰიდროზი)

იმუნური სისტემის დაავადებები - ნაკლებად ხშირი: ანაფიკლაქტური შორი (უეცარი, მძიმე ალერგიული რეაქცია, დახასიათებული

სუნთქვის უკმარისობით, ცირკულარული კოლაფსით და უეცარი შეშუპებით), ანაფილაქტური რეაქციები, კანის რეაქციები

(მაგალითად, გამონაყარი, კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილი) და სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

თუკი რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული ან თუკი თქვენ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის

მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

5. როგორ შეინახოთ ბუსკოპანი

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.,

შეინახეთ 30◦ ჩ დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ ბუსკოპანი მუყაოზე მითითებული (ეხპ შემდეგ) ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა

მიანიშნებს აღნიშნული თვის ბოლო დღეზე.

პრეპარატები არ უნდა იყოს განადგურებული ჩამდინარე წყლით ან როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენი. შეეკითხეთ თქვენს ფარმაცევტს,

თუ როგორც გაანადგუროთ პრეპარატი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები დაგეხმარებთ დაიცვათ გარემო.

 

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბუსკოპანი

აქტიური სუბსტანცია არის ჰიოსცინის ბუთილბრომიდი. ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ჰიოსცინის ბუთილბრომიდის. სხვა კომპონენტებია:

კალციუმის ჰიდროგენის ფოსფატი, უწყლო, სიმინდის სახამებელი, ხსნადი სიმინდის სახამებელი, კოლოიდური კრემნიუმის

დიოქსიდი უწყლო, ღვინის მჟავა, სტეარული მჟავა. პოვიდონი, შაქარი, ცარცი, გუმიარაბიკის ხსნარი, ტიტანიუმის დიქსიდი (E171),

მაკროგოლი 6000, თეთრი ცვილი, კარნაუბის ცვილი.

როგორ გამოიყურება ბუსკოპანი და შეფუთვის შემცველობა

ბუსკოპანი წარმოდგენილია მრგვალი, ორმაგამოზნექილი, თეთრი ტაბლეტები, თითქმის სუნის გარეშე.

ბუსკოპანი შეფუთულია: კოლოფები 1 PVჩ/Aლ ბლისტერში 20 ტაბლეტი.

- კოლოფები 1 PVჩ/PVDჩ - Aლ ბლისტერში 20 ტაბლეტი

სად შევიძინოთ?