Plasmon
კავინტონი / CAVINTON


კლინიკური თვისებები

თერაპიული ჩვენება

ნევროლოგია: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის  სხვადასხვა ფორმის დარღვევები: ინსულტის გადატანის შემდგომი მდგომარეობები; სისხლძარღვოვანი დემენცია; ვერტებრობაზილური უკმარისობა; თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი; პოსტტრავმატული და ჰიპერტონული ენცეფალოპათია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის  ნევროლოგიური და ფსიქიური სიმპტომების მოსახსნელად.

ოფთალმოლოგია: თვალის სისხლძარღვთა და ბადურის ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები.  

ოტორინოლარინგოლოგია: პერცეპტული ტიპის სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადებები, შუილი ყურებში.

 

გამოყენების წესები და დოზირება

მიიღება შიგნით, საკვების მიღების შემდეგ. სადღეღამისო დოზა 15_30მგ (3-ჯერ დღეში 5-10მგ).

ღვიძლის ან თირკმელების დაავადებებისას არავითარი სპეციალური დოზირება არ მოითხოვება. 

კავინტონისა და კავინტონ ფორტეს გამოყენება ბავშვებში უკუნაჩბვენებია (იხ. Gანყოფილება - 4.3.)

 

 

უკუჩვენება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; 

საბავშვო ასაკი (კლინიკური მონაცემების უქონლობის გამო).

 

განსაკითრებული მითითებები

Qt პროლონგირებული ინტერვალის სინდრომის არსებობა და პრეპარატების გამოყენება, რომლებიც იწვევს Qt ინტერვალის გახანგრძლივებას, მოითხოვს ეკგ-ს პერიოდულ კონტროლს. 

ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში იმის გათვალისწინება, რომ კავინტონის ერთი ტაბლეტი შეიცავს 140მგ ლაქტოზას, კავინტონი ფორტე - 83მგ-ს. 

 

ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ვინპოცეტინის ერთდროული გამოყენების დროს β_ბლოკატორებთან (ქლორანოლოლთან, პინდოლოლთან), კლოპამიდთან, გლიბენკლამიდთან, დიგოქსინთან, აცენოკუმაროლთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან, კლინიკური გამოკვლევების დროს რაიმე სახის ურთიერთქმედება არ აღინიშნება.

ზოგჯერ α_მეთილ_დოფთან ერთდროულ გამოყენებას თან ახლავს ჰიპოტენზიური ეფექტის რამდენადმე გაძლიერება, ამგვარი მკურნალობის დროს საჭიროა სისხლის წნევის რეგულარული კონტროლი.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ურთიერთქმედების დამამტკიცებელი მონაცემები, რეკომენდირებულია მივიღოთ სიფრთხილის ზომები ვინპოცეტინის  ერთდროული დანიშვნის დროს ცენტრალური ნერვული მოქმედების,  არითმიის საწინააღმდეგო და ანტიკოაგულანტურ პრეპარატებთან ერთად. 

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი 

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია. 

ორსულობა: ვინპოცეტინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, ამასთან პრეპარატის კონცენტრაცია პლაცენტასა და ნაყოფში ნაკლებია, ვიდრე ორსულის სისხლში. პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება აღმოჩენილი არ არის. პრეკლინიკურ გამოკვლევებში პრეპარატის მაღალი დოზებით, ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდებოდა სისხლდენა პლაცენტიდან და ორსულობის სპონტანური შეწყვეტა, სავარაუდოდ პლაცენტარული სისხლით მომარაგების გაძლიერების შედეგად.

ლაქტაციის პერიოდი: ვინპოცეტინს შეუძლია შეაღწიოს დედის რძეში. პრეკლინიკურ გამოკვლევებში რადიოაქტიური იზოტოპების გამოყენებისას, დედის რძის რადიაქტივობა 10-ჯერ აღემატებოდა ზრდასრული ცხოველის სისხლისას.

ვინპოცეტინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, იმიტომ, რომ იგი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად და არ არსებობს კლინიკურ დაკვირვებათა რიცხვის საკმარისი რაოდენობა ჩვილ ბავშვებში პრეპარატის უსაფრთოების შესახებ. ვინპოცეტინის 1 ტაბლეტის მიღების შემდეგ 1 საათის განმავლობაში დედის რძეში გადადის პრეპარატის მიღებული დოზის 0,25%.

 

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილისა და მომატებული ტრავმატიზმის მქონე მექანიზმების მართვის უნარზე

მონაცემები, რომლებიც ადასტურებს ვინპოცეტინის არასასურველ ზემოქმედებას ავტომობილისა და მუშა მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

 

არასასურველი ეფექტები

კავინტონი და კავინტონი ფორტე წარმოადგენენ უსაფრთო პრეპარატებს, რაც დამტკიცებული იყო კვლევებით უსაფრთხოების შესახებ, ათეული ათასი პაციენტის მონაცემების ჩათვლით, რომლებმაც აჩვენეს, რომ ის არასასურველი ეფექტებიც კი, რომლებიც შედარებით ხშირად ვითარდებოდა, არ მოხვდა კატეგორიაში “ ხშირად განვითარებული >1/100” MedDRA განსაზღვრების თანახმად, ანუ გვერდითი ეფექტები განვითარების დიდი ალბათობით, რეგისტრირებული იყო სიხშირით ნალკები 1%. ამ მიზეზით ქვედა ცხრილში არ არის კატეგორია “ ხშირად განვითარებადი”

 

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ ორგანოთა სისტემების კლასების მიხედვით და განვითარების სიხშირის მითითებით MedDRA ტერმინოლოგიის თანახმად.

ორგანოთა სისტემის კლასი (MedDRA 12.1 მიხედვით)

არახშირად განვითარებადი

(≥1/1000 - <1/100)

იშვიათად განვითარებადი

(≥1/10 000 - <1/1000)

ძალიან იშვიათად განვითარებადი

(<1/10 000)

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

 

ლეიკოპენია

თრომბოციტოპენია

ანემია

 

ერითროციტების აგლუტინაცია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

 

 

ჰიპერმგრძნობელობა

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპერქოლესტერი ნემია

 

მადის დაქვეითება

ანორექსია

შაქრიანი დიაბეტი

 

ფსიქიკური დარღვევები

 

უძილობა

ძილის დარღვევა

მოუსვენრობა

ეიფორია

დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

 

თავბრუსხვევა

დისგევზია

სტუპორი

ჰემიპარეზი

ძილიანობა

ამნეზია

ტრემორი

 

კრუნჩხვები

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

 

მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება

კონიუნქტივის ჰიპერემია

 

დარღვევები სმენის ორგანოების და ლაბირინთის მხრივ

თავბრუსხვევა

ჰიპერაკუზია

ჰიპოაკუზია

ხმაური ყურებში

 

დარღვევები გულის მხრივ

 

მიოკარდიუმის იშემია/ინფარქტი

დაძაბვის სტენოკარდია

არითმია

ბრადიკარდია

ტაქიკარდია

ექსტრასისტოლია

გულის ფრიალი

არითმია

 

წინაგულების ფიბრილაცია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ჰიპოტენზია

 

ჰიპერტენზია

წამოხურება

თრომბოფლებიტი

არტერიული წნევის ცვალებადობა

 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დისკომფორტი მუცლის არეში

პირის სიმშრალე

გულისრევა

ტკივილი მუცლის არეში

შეკრულობა

დიარეა

დისპეპსია

ღებინება

დისფაგია

 

სტომატიტი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

 

ერითემა

ჰიპერჰიდროზი

ქავილი

ჭინჭრის ციება

გამონაყარი

დერმატიტი

 

ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას

 

ასთენია

სისუსტე

სიცხის შეგრძნება

დისკომფორტი გულმკერდის არეში

ჰიპოთერმია

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგები

არტერიული წნევის დაქვეითება

არტერიული წნევის მომატება

სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება

ელექტროკარდიოგრამაზე შთ სეგმენტის დეპრესია

ეოზინოფილების რაოდენობის დაქვეითება/მომატება

“ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის შეცვლა

ლეიკოციტების რიცხვლის მომატება/დაქვეითება

ერითროციტების რიცხვის დაქვეითება

პროთრომბინის დროის შემცირება

სხეულის მასის მომატება

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმპტომები უცნობია. სალიტერატურო მონაცემებით დოზა 60მგ/დღეში არის უსაფრთხო. ვინპოცეტინის 360მგ-ის ერთჯერად მიღებას არ ახლავს კარდიოვასკულარული და სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ათქ კოდი: N06BX18

ვინპოცეტინი ახდენს მრავალმხრივ სასიკეთო მოქმედებას მეტაბოლიზმზე და  თავის ტვინის სისხლით მომარაგებაზე, სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.

ნეიროპროტექციული მოქმედება: ვინპოცეტინი აფერხებს ციტიტოქსიკური რეაქციების განვითარებას. წარმოადგენს Ca2+/ფოსფოდიესტერაზაზე დამოკიდებულ (ფდე) ციკლური გუანიდინ _ მონოფოსფორის მჟავის (ცგმფ) სელექციურ ბლოკატორს. თავის ტვინში ფდე ენზიმის ბლოკადა და ამფ და ცგმფ დონეების მომატება უზრუნველყოფს ცერებრალურ სისხლის მიმოქცევას და თრომბოციტოზულ ეფექტს.

ვინპოცეტინის ნეიროპროტექტორული მოქმედება დაკავშირებულია Na+ და Ca2+ ვოლტაჟ_დამოკიდებული არხების ბლოკადასთან და ჰიპოქსიის პირობებში უჯრედში Ca2+-ის ჭარბი  მიწოდებით გამოწვეული Na+ არაადექვატური ნაკადისგან ნეირონების დაცვასთან. 

ვინპოცეტინის ურთიერთქმედება გლუტამატის რეცეპტორებთან იცავს ნერვულ უჯრედებს გლუტამატის და N_მეთილ_D_ასპარტატის  ციტოტოქსიკური, აგრეთვე α-ამინო-3-ჰიდროქსი-5-მეთილ-4-იზოქსაზოლ-პროპიონმჟავის მოქმედების-აგან.

ვინპოცეტინი აძლიერებს ადენოზინის ნეიროპროტექტორულ მოქმედებას მისი უტილიზაციის ბლოკირებით. ხსნის პირდაპირ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, ხელს უშლის რეაქტიული სუბსტანციების წარმოქმნას.

აძლიერებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს, თავის ტვინის ქსოვილების  მიერ გლუკოზის და ჟანგბადის გამოყენების გაზრდით. ზრდის ნეირონების მიერ ჰიპოქსიის ამტანობას; აუმჯობესებს გლუკოზის კინეტიკას ცერებრალურ სტრუქტურებში; გადაჰყავს გლუკოზის დაშლის პროცესი ენერგეტიკულად შედარებით ეკონომიურ აერობულ გზაზე. 

ზრდის ატფ-ს და ატფ/ამფ  შესაბამისობას თავის ტვინის ქსოვილებში; აძლიერებს თავის ტვინის ნორადრენალინისა და სეროტონინის ცვლის პროცესებს; სტუმულირებას უწევს ნორადრენერგიული სისტემის აღმავალ ტოტებს.

სისხლძარღვოვანი მოქმედება (მიკროცირკულაციის გაუმჯობესება): ვინპოცეტინი ახდენს თრომბოციტების ბლოკირებას; ამცირებს სისხლის მომატებულ სიბლანტეს; ზრდის ერითროციტების დეფორმაციის უნარს და ამცირებს  ერითროციტების მგრძნობელობას O2-ის მიმართ, ხელს უწყობს ჟანგბადის ქსოვილებში გაცემის ზრდას; აბლოკირებს ერითროციტებით ადენოზინის უტილიზაციას. 

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის შერჩევითი გაძლიერება: აძლიერებს სისხლის წუთ-მოცულობის ცერებრალურ ფრაქციას; ამცირებს სისხლძარღვების რეზისტენტულობას სისტემური სისხლის მიმოქცევის მაჩვენებლების საგრძნობი შეცვლის გარეშე (არტერიული წნევა, წუთ-მოცულობა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, საერთო პერიფერიული რეზისტენტობა); არა თუ ახდენს ,,მოპარვის” ეფექტს, არამედ აძლიერებს სისხლმომარაგებას, პირველ რიგში ტვინის იშემიურ უბნებში დაბალი პერფუზიით (,,მოპარვის” უკუ ეფექტი).

 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა: სწრაფად შეიწოვება და შინაგანი მიღებიდან 1 საათის შემდეგ მისი კონცენტრაცია სისხლში აღწევს მაქსიმუმს. შეწოვა ძირითადად ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პროქსიმალურ ნაწილში. ნაწლავის კედლის გავლისას არ ექვემდებარება მეტაბოლიზმს.

განაწილება: ვინპოცეტინის გამოკვლევებმა, ნიშნული რადიოაქტიური იზოტოპით აჩვენა, რომ პრეპარატის პერორალური გზით შეყვანისას ვირთაგვებში ყველაზე მეტი რადიოაქტიურობა აღინიშნება ღვიძლში და კუჭ_ნაწლავის ტრაქტში. მაქსიმალური კონცენტრაცია ქსოვილებში აღინიშნება შიგნითი მიღებიდან 2_4 საათის შემდეგ. თავის ტვინის ქსოვილებში კონცენტრაცია არ აჭარბებს სისხლის კონცენტრაციას. ადამიანის ორგანიზმში ვინპოცეტინის 66% უკავშირდება ცილებს, ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას _ 7%, განაწილების მოცულობა 246,7±88,5ლ, რაც მიუთითებს ქსოვილებში კარგ განაწილებაზე. კლირენსი, რომელიც ტოლია 66,7ლ/სთ, აჭარბებს პლაზმურ მოცულობას სისხლში (50ლ/სთ) და მეტყველებს ვინპოცეტინის არაღვიძლისმიერ მეტაბოლიზმზე. 

ბიოტრანსფორმაცია: ვინპოცეტინის მთავარი მეტაბოლიტი აპო_ვინკამინის მჟავა (ავმ), წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში 25_30%-ის რაოდენობით მეტაბოლიზმის პროცესში ვინპოცეტინის მიერ ღვიძლის პირველადი გავლისას. ინტრავენური გზით შეყვანისაგან განსხვავებით შიგნით მიღების დროს ავმ სიდიდე ორჯერ მეტია. ვინპოცეტინის სხვა მეტაბოლიტები: ჰიდროქსი_ვინპოცეტინი, ჰიდროქსი_ავმ, დიჰიდროქსი_აპო_ვინკამინის მჟავის გლიცინატი და მათი სულფატური და გლუკორონიდული კონიუგატები. გამოკვლეულ ძუძუმწოვრებში და ადამიანებში ვინპოცეტინის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა შეუცვლელი სახით შეადგენს რამოდენიმე პროცენტს.

ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები არ ახდენს ზემოქმედებას ვინპოცეტინის მეტაბოლიზმზე.

გამოყოფა: 5 და 10მგ დოზებით, პრეპარატის განმეორებით შიგნით მიღების შემდეგ, კინეტიკა იძენს ხაზოვან ხასიათს, პლაზმური კონცენტრაციები შევსების სტადიაში შეესაბამება 1,2±0,27ნგ/მლ და 2,1±0,33ნგ/მლ. ადამიანებში ნახევარგამოყოფის დრო შეადგენს 4,83±1,29სთ. გამოიყოფა თირკმელებით და კუჭ_ნაწლავის ტრაქტით, შესაბამისობით 3 : 2. ვირთაგვების და ძაღლების ორგანოზმიდან ძირითადად გამოიყოფა ნაღველით, ამასთან მნიშვნელოვანი ღვიძლის შიდა ცირკულაციები არ აღინიშნება. ავმ-ს გამოყოფა ხდება გლომერული ფილტრაციის გზით. ნახევარგამოყოფის დრო დამოკიდებულია ვინპოცეტინის დოზაზე და დოზირების რეჟიმზე.

ხანდაზმული ასაკი: კლინიკური გამოკვლევების მონაცემებით პრეპარატის კლინიკაში არსებითი ცვლილებები ხანდაზმულსა და ახალგაზრდა გამოკვლეულ პაციენტებში არ აღინიშნება, პრეპარატი არ კუმულირდება. ღვიძლისმიერი და თირკმლისმიერი დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ჩვეულებრივი დოზით, კუმულაციის არარსებობა იძლევა ხანგრძლივი მკურნალობის კურსის ჩატარების საშუალებას. 

 

პრეპარატის უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები

ტოქსიკოლოგია:

მწვავე ტოქსიკურობა: პერორალური შეყვანისას LD50 ძაღლებში არ განისაზღვრება, მაშინ როცა ვირთაგვებში 400მგ/კგ დოზა იწვევდა ღებინებას.

ქვემწვავე ტოქსიკურობა: 14_დღიან ინტრავენურ შეყვანას ვირთხებში დოზით 8მგ/კგ, და 28 დღიან ინტრავენურ შეყვანას ძაღლებში დოზით, რომელიც არ აღემატება 5მგ/კგ-ს, არ ახლდა ტოქსიკური წარმონაქმნები. უფრო მაღალი დოზების დროს წარმოიქმნებოდა ნერწყვის გამოყოფა, გულის შეკუმშვების და სუნთქვის გახშირება. ვირთხები კარგად იტანენ პერორალურ დოზებს 25მგ/კგ 28 დღის განმავლობაში.

ქრონიკული ტოქსიკურობა: ქრონიკული ტოქსიკურობის 1 წელზე ხანგრძლივმა გამოკვლევებმა არ გამოავლინა არც კლინიკური, არც ლაბორატორიული და არც ჰისტოლოგიური ცვლილებები. ვირთაგვების 6-თვიანმა პერორალურმა მკურნალობის კურსმა დოზით 100მგ/კგ არ მოახდინა სისტემური ხასიათის ტოქსიკური ცვლილებები. 45მგ/კგ პერორალური დოზები ამცირებდა მადას და იწვევდა ღებინებას ძაღლებში. კავინტონის ინტრავენური შეყვანისას დოზით 5მგ/კგ ძაღლებში 90 დღის განმავლობაში იწვევდა მადის დაქვეითებას, სპაზმების გაჩენას, სუნთქვისა და პულსის გახშირებას. ამასთან ლაბორატორიული მაჩვენებლები და ჰისტოლოგიური ტესტების მაჩვენებლები უცვლელი რჩებოდა. 

რეპროდუქტიულობა: 

არ ახდენს ზემოქმედებას მდედრების და მამრების ფერტილობაზე. ტერატოგენული მოქმედება არ აღმოჩენილა. მაღალი დოზებით მიღებისას ზოგჯერ წარმოიქმნებოდა პლაცენტარული სისხლდენები, სპონტანური აბორტი. ვინპოცეტინის ტოქსიკურობა ინტრავენური შეყვანისას ორსულ ცხოველებში შედარებით მაღალია. პერი_ და პოსტნატალურმა გამოკვლევებმა არ აღმოაჩინა ცვლილებები შთამომავლობაში, რომელიც განპირობებულია ტოქსიკურობით.

მუტაგენობა:

მრავალრიცხოვანი მეთოდებით დადგენილია, რომ ვინპოცეტინს არ გააჩნია მუტაგენური ზემოქმედება.

კანცეროგენობა:

ორწლიანი კლინიკური გამოკვლევების მონაცემებით ვინპოცეტინს არ გააჩნია კანცეროგენული ზემოქმედება. 

 

ფარმაცევტული ცნობები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მაგნიუმის სტეარატი; სილიციუმის კოლოიდური გაუწყლოებული დიოქსიდი; ტალკი; სიმინდის სახამებელი; ლაქტოზის მონოჰიდრატი. 

 

შეუთავსებლობა

არ არის შემჩნეული.


შენახვის ვადა

5 წელი
 

შენახვის პირობა

შეინახეთ +15°C-დან + 30°C-მდე  ტემპერატურაზე. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას. 

სად შევიძინოთ?