აღწერა
ორშრიანი ტაბლეტები, თეთრი ფერის და ვარდისფერი, მრგვალი, ბრტყელი ნაზოლითა და გლუვი ზედაპირით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი.
ტაბლეტი შეიცავს 12,5 მგ დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ნატრიუმის დიკლოფენაკს და 62,5 მგ ნელი გამოთავისუფლების ნატრიუმის დიკლოფენაკს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მეთილჰიდროქსილპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სილიციუმის ოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი წითელი (E 172).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნაერთები.
ათქ-კოდი: M01AB05.
ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა
დიკლოფენაკი — არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატი, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს. იგი ამცირებს ტკივილს, შეშუპებასა და ცხელებას, რომლებიც ანთებით არის განპირობებული, და ასევე თრგუნავს თრომბოციტების ადფ- და კოლაგენ-ინდუცირებულ აგრეგაციას.
ფარმაკოკინეტიკა
სისხლის პლაზმაში მაქსიმალური დონის მიღწევის სიჩქარე დამოკიდებულია კუჭში პასაჟის სიჩქარეზე და ვარირებს 1-დან 16 საათამდე, საშუალოდ შეადგენს 2-3 საათს. პერორალური მიღებისას დიკლოფენაკი მნიშვნელოვანწილად ექვემდებარება ღვიძლში პირველადი გავლის ეფექტს. შეწოვილი მოქმედი ნივთიერების მხოლოდ 35-70% უცვლელი სახით ხვდება სისტემურ ცირკულაციაში. მოქმედი ნივთიერების დაახლოებით 30% გამოიყოფა განავალთან ერთად და მოქმედი ნივთიერების დაახლოებით 70% გამოიყოფა თირკმლების მიერ ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების სახით. ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის მიუხედავად, ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 99%.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი განკუთვნილია ტკივლისა და ანთების სიმპტომატური მკურნალობისთვის მწვავე ართრიტის (ნიკრისის ქარის შეტევების ჩათვლით), ქრონიკული ართრიტის, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტის (ქრონიკული პოლიართტრიტის), მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის (ბეხტერევის დაავადების) და სხვა ანთებით-რევმატული სპონდილოპათიების დროს, ართროზისა და სპონდილოართროზისას ტკივილის მდგომარეობების დროს, ანთებითი კუნთოვან-რევმატული დაავადებებისას, ტრავმების ან ოპერაციების შემდგომ მტკივნეული შეშუპებების ან ანთებების დროს.
უკუჩვენებები
• ცნობილი გაზრდილი მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
• ნაწლავის ან კუჭის წყლული აქტიურ ფაზაში, ნაწლავის ან კუჭის სისხლდენა ან პერფორაცია;
• ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
• ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
• თირკმლის მძიმე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე < 15 მლ/წთ/1,73 მ2);
• გულის მძიმე უკმარისობა;
• ასთმის, ჭინჭრის ციების შეტევები ან მწვავე რინიტი, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) გამოყენებით.
მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო, პრეპარატი დიკლაკი ID 75 არ გამოდგება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები ზეგავლენა კუჭ- წლავის ტრაქტზე (კნტ)
იყო შეტყობინებები კნტ-ში სისხლდენების, წყლულის და გახვრეტების შესახებ, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, თერაპიის ნებისმიერ სტადიაზე, ანამნეზში მანამდე არსებული სიმპტომების ან კნტ-ის მძიმე დაავადებების როგორც არსებობისას, ისე არარსებობისას, უფრო მძიმე შედეგებით ხანდაზმულ პაციენტებში. კუჭ-ნაწლავის სისხლდენების ან წყლულების წარმოშობისას ხდება მკურნალობის მოხსნა.
კნტ-ის მხრიდან დარღვევებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტებისთვის და ანამნეზში დარეგისტრირებული წყლულებით, სისხლდენებით ან კუჭის გახვრეტებით პაციენტებისთვის დიკლაკი ID-ის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა და გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვების დაწესება. კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი იზრდება აასპ-ის დოზის მომატებასთან ერთად, იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში დარეგისიტრირებული აქვთ წყლული, რომელიც განსაკუთრებით გართულებულია სისხლდენით ან გახვრეტებით და ხანდაზმული ასაკის პირებში. კნტ-ზე ტოქსიკური ზეგავლენის რისკის შემცირებისთვის ასეთი პაციენტების მკურნალობას იწყებენ და აგრძელებენ მინიმალური ეფექტური დოზით.
მოცემული პაციენტებისთვის, ასევე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ერთდროულად იღებენ აციტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზების შემცველ პრეპარატებს, ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კნტ-ის მხრიდან გართულებების განვითარების რისკს, საჭიროა კომბინირებული თერაპია სხვა პრეპარატებთან, რომლებიც იცავენ კუჭის ლორწოვანს (მაგალითად, მიზოპროსტოლით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით).
მუცლის არეში უჩვეულო სიმპტომების (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენების) შესახებ საჭიროა ექიმთან მიმართვა; ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს ეხება. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა იმ პრეპარატების ერთდროული მიღებისას, რომლებიც ზრდიან წყლულებისა და სისხლდენების განვითარების რისკს (სისტემური კორტიკოსტეროიდების, ანტიკოაგულანტების, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების) (იხ. ასევე „ურთიერთქმედება სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
ვინაიდან წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს, საჭიროა სიფრთხილე და გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვება.
ზეგავლენა გულსის ხლძარღვთა სისტემაზე
აასპ-ის, დიკლოფენაკის ჩათვლით, მიღება, განსაკუთრებით მაღალ დოზებში და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს სერიოზული გულსისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების განვითარების რისკის უმნიშვნელო ამაღლებასთან (მიოკარდიუმის ინფარკტისა და ინსულტის ჩათვლით) (იხ. „დოზები და გამოყენების წესი“). პაციენტები, რომლებსაც დადგენილი აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადება ან მისი განვითარების მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორები (ჰიპერტენზიით, ჰიპერლიპიდემიით, შაქრიანი დიაბეტით, მწეველობისას) უნდა აცნობონ ექიმს ამ მდგომარეობების არსებობის შესახებ დიკლოფენაკის მიღების ან გამოყენების დაწყებამდე.
იმის გამო, რომ რისკი გულსისხლძაღვთა სისტემისთვის მატულობს დოზისა და ექსპოზიციის ხანგრძლივობის მომატებასთან ერთად, საჭიროა ყველაზე დაბალი ეფექტიანი დღიური დოზის გამოყენება მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში. საჭიროება სიმპტომატურ მკურნალობაში და თერაპიაზე პასუხი საჭიროა პერიოდულად გადაიხედოს, განსაკუთრებით თუ მკურნალობა 4 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება.
სერიოზული არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგალითად, ტკივილები მკერდში, ქოშინი, სისუსტე, გაურკვეველი მეტყველება) ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებისას, რომლებიც შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
ჰემატოლოგიურ იეფექტები
დიკლაკი ID-ით და სხვა აასპ-ით ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდებულია სისხლის სურათის კონტროლი. შესაძლოა თრომბოციტების აგრეგაციის დროებითი დათრგუნვა. პაციენტები ჰემოსთაზის დარღვევით უნდა იყვნენ გულმოდგინე დაკვირვების ქვეშ.
ზეგავლენა სასუნთქ სისტემაზე (ბრონქული ასთმა ანამნეზში)
ბრონქული ასთმის, სეზონური ალერგიული რინიტის, ცხვირის ლორწოვანის შეშუპების (ცხვირში პოლიპების), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციების (განსაკუთრებით ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომების), სხვა ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციების (კანზე გამონაყარის, ქავილის ან ჭინჭრის ციების) მქონე პაციენტებს სხვებზე უფრო ხშირად აღენიშნება ისეთი რეაქციები აასპ-ის გამოყენებაზე, როგორიც არის ბრონქული ასთმის გამწვავება (ეგრედ წოდებული ანალგეტიკური საშუალებების აუტანლობა/ ანალგეტიკური ბრონქული ასთმა), კვინკეს შეშუპება ან ჭინჭრის ციება. საჭიროა სიფრთხილის დაცვა (გადაუდებელი დახმარების გაწევის მზაობა).
ზეგავლენა ღვიძლზე და ნაღვლის გამომყოფ გზებზე
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს ესაჭიროება გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვება, რადგან მათი მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს.
ერთი ან რამდენიმე ღვიძლის ფერმენტის მაჩვენებლები შესაძლოა გაიზარდოს. დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობის განმავლობაში ნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი. თუ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები შენარჩუნებულია ან უარესდება, ვითარდება ღვიძლის დაავადების კლინიკური სურათი ან აღინიშნება სხვა გამოვლინებები (მაგალითად, ეოზინოფილია, გამონაყარი), ხდება პრეპარატის მოხსნა. დიკლოფენაკის გამოყენებისას შესაძლოა ჰეპატიტის განვითარება პროდრომული სიმპტომების გარეშე.
მოცემული პრეპარატის მიღება შესაძლოა გახდეს ღვიძლის პორფირიის შეტევის გამშვები ფაქტორი, ამიტომ ასეთი დაავადების მქონე პაციენტებს სიფრთხილე ესაჭიროებათ.
რეაქციები კანის მხრიდან
ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები მძიმე კანის რეაქციების შესახებ, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური შედეგით მთავრდებოდა (ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). მათი განვითარების რისკი ყველაზე მაღალია თერაპიის დასაწყისში. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსების დაზიანებისა და მომატებული მგრძნობელობის სხვა სიმპტომების პირველი ნიშნების გაჩენისას ხდება პრეპარატის მოხსნა. იშვიათ შემთხვევებში მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიურის/ანაფილაქტოიდურის ჩათვლით) აღინიშნება მაშინაც კი, თუ დიკლოფენაკი მანამდე არ გამოიყენებოდა.
ზეგავლენა თირკმლებზე
იყო შეტყობინებები სითხის შეკავების და შეშუპების შესახებ; განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას გულის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების, ანამნეზში არტერიალური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ პირებში, პაციენტებში, რომლებიც ათავსებენ მკურნალობას დიურეზული საშუალებებითა ან სამკურნალო საშულაბებით, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ თირკმლის ფუნქციაზე, და ასევე, პაციენტებში უჯრედგარე სითხის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირებით მიზეზის მიუხედავად (მაგალითად, ფართო ქირურგიულ ჩარევამდე ან მას შემდეგ) (იხ. „უკუჩვენებები“). მსგავს შემთხვევებში რეკომენდებულია თირკმლების ფუნქციის მონიტორინგი. მკურნალობის შეწყვეტისას ჩვეულებრივ აღინიშნება დაბრუნება თერაპიის წინანდელ მდგომარეობაზე.
პრეპარატს გააჩნია ინფექციის კლინიკური სურათის შენიღბვის უნარი.
დიკლაკი ID შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ არ არის სასურველი მისი გამოყენება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გააჩნია ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგია, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზის-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში დიკლოფენაკის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია. ამიტომ საჭიროა დიკლაკი ID-ის გამოყენების თავიდან აცილება ორსულობის პირველ ორ ტრიმესტრში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ნაყოფისთვის რისკს არ გადაწონის. გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია საშვილოსნოს შეკუმშვითი მოქმედების შესუსტების, ნაყოფის თირკმლების ფუნქციის დარღვევები ოლიგოჰიდრამნიონის განვითარებით ან/და ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით (იხ. „უკუჩვენებები“). დიკლოფენაკი აღწევს დედის რძეში მცირე რაოდენობით. ამიტომ ბავშვთან არასასურველი ეფექტების განვითარების თავის აცილებისთვის მოცემული პრეპარატი არ უნდა გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების პერიოდში.
დიკლაკი ID შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ქალის ფერტილობაზე, ამიტომ იგი არ არის რეკომენდებული იმ ქალებისთვის, რომლებიც დაორსულებას ცდილობენ. ქალებში, რომლებიც განაყოფიერების სირთულეებს განიცდიან ან გადიან უნაყოფობასთან დაკავშირებულ გამოკვლევას, საჭიროა პრეპარატის მოხსნის განხილვა.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ესადაგება.
დოზები და გამოყენების წესი
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და დაავადების სიმძიმეზე დამოკიდებულებით. შესაძლოა არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა, თუ პრეპარატის მიღება მოხდება ყველაზე დაბალი ეფექტიანი დოზით მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა სიმპტომების კუპირებისთვის.
მოზრდილებისთვის დოზების რეკომენდებული დიაპაზონი შეადგენს 50-დან 150 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს დღე-ღამეში.
დიკლაკი ID 75: მოზრდილები იღებენ 1 ტაბლეტს (შეესაბამება 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს).
დღის განმავლობაში შეიძლება 2 ტაბლეტაბმდე მიღება (შეესაბამება 150 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს).
გამოყენების წესი და ხანგრძლივობა
შიგნით მიღებისთვის. უნდა მიღებულ იქნას დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობის სითხის დაყოლებით, ჭამის დროს ან საკვების მიღებისთანავე, მაგრამ არა უზმოზე.
დიკლაკი ID 75 განკუთვნილია მოკლევადიანი თერაპიისთვის. დაუშვებელია მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობის გადაჭარბება, რომელიც ორკვირას შეადგენს.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები (65 და მეტი წლ ის)
პირველადი დოზის კორექცია, როგორც წესი, არ არის საჭირო. ზოგადი სამედიცინო მოსაზრებებით ხანდაზმულ, განსაკუთრებით დასუსტებულ ან დაბალი სხეულის მასის მქონე, პაციენტებში გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს.
დადგენილი გულსისლძარღვთა დაავადების ან გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის მნიშვნელოვანი ფაქტორების მქონე პაციენტები
ჩვეულებრივ დადგენილი გულსისხლძარღვთა დაავადების (გულის შეგუბებითი უკმარისობის, დამტკიცებული გულის იშემური დაავადების, პერიფერიული არტერიების დაავადების) ან არაკონტროლირებადი არტერიალური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მოცემული პრეპარატით მკურნალობა არ არის რეკომენდებული. საჭიროების შემთხვევაში ასეთი პაციენტების ან გულსისხლძარღვთა დაავადებების (მაგალითად, ჰიპერტენზიის, ჰიპერლიპიდემიის, შაქრიანი დიაბეტის, მწეველობისას) განვითარების რისკის მნიშვნელოვანი ფაქტორების მქონე პაციენტების მკურნალობას ატარებენ მხოლოდ გულმოდგინე განხილვის შემდეგ და მხოლოდ ≤100 მგ დოზებით დღე-ღამეში, თუ მკურნალობის ხანგრძლივობა აღემატება 4 კვირას (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პრეპარატი უკუნაჩვენებია მძიმე თირკმლების (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე < 15 მლ/წთ/1,73 მ2) ან მძიმე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (იხ. „უკუჩვენებები“). სპეციპიკური კვლევები თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მონაწილეობით არ არის ჩატარებული, ამიტომ შეუძლებელია დოზის კორექციასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მიცემა. თირკმლების ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებისთვის მოცემული პრეპარატის დანიშვნისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ბავშვები და მოზარდები
მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის შედეგად პრეპარატი დიკლაკი ID 75 არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
გვერდითი მოქმედება
სიხშირის კატეგორიების მიხედვით არასასურველი რეაქციები განაწილებულია შემდეგი კონვენციის თანახმად (CIOMS III): ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 და < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 და < 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000 და < 1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000).
დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (ჰემოლიზურისა და აპლასტიურის ჩათვლით), აგრანულოციტოზი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (ჰიპოტენზიისა და შოკის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: ანგიონერვოზული შეშუპება (სახის შეშუპების ჩათვლით).
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი: ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანებულობა, ფსიქიური აშლილობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათი: ძილიანობა. ძალიან იშვიათი: პარესთეზია, მეხსიერების აშლილობები, კრუნჩხვები, შფოთვა, ტრემორი, ასეპტიკური მენინგიტი, დისგევზია, ინსულტი.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ძალიან იშვიათი: მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდულობა, დიპლოპია. დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ
ხშირი: ვესტიბულარული თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი: ხმაური ყურებში, სმენის აშლილობა. დარღვევები გულის მხრივ
არახშირი*: მიოკარდიუმის ინფარკტი, გულის უკმარისობა, ძლიერი გულისცემა, ტკივილი მკერდში.
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან
ძალიან იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ვასკულიტი.
დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ იშვიათი: ბრონქული ასთმა (ქოშინის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: პნევმონიტი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დაქვეითებული მადა. იშვიათი: გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ღებინება სისხლით, ფაღარათი სისხლით, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული (სისხლდენით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტენოზირებით ან გახვრეტით, რომელსაც შეუძლია პერიტონიტის გამოწვევა ან მათ გარეშე).
ძალიან იშვიათი: კოლიტი (ჰემორაგიული კოლიტის, იშემიური კოლიტის და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავების ჩათვლით), ყაბზობა, სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავის დაავადებები, ნაწლავის დიაფრაგმის მაგვარი სტრიკტურა, პანკრეატიტი.
დარღვევები ჰეპატობილიალური სისტემის მხრივ
ხშირი: ტრანსამინაზების დონის მომატება. იშვიათი: ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ძალიან იშვიათი: ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა. დარღვევები კანის და კანქვეშა უკრედისის მხრივ
ხშირი: გამონაყარი. იშვიათი: ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათი: ბულოზური დერმატიტი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიატური დერმატიტი, ალოპეცია, სინათლის მგრძნობელობის რეაქცია, პურპურა, შენლეინ-ჰენოხის პურპურა, ქავილი.
დარღვევები თირკმლების და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: თირკმლების მწვავე დაზიანება (თირკმლების მწვავე უკმარისობა), ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროტული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი.
*სიხშირე ასახავს მაღალი დოზით (150 მგ/დღე-ღამეში) ხანგრძლივი მკურნალობით მიღებულ მონაცემებს.
არ ტერ იუ ლი თრ ო მბო ზუ ლი მო ვ ლენ ები
დიკლოფენაკის, განსაკუთრებით მაღალი დოზით (150 მგ დღე-ღამეში), მიღებას და ხანგრძლივი მკურნალობის დროს, აკავშირებენ არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი) განვითარების რისკის მცირე მომატებასთან (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ზეგავლენა მხედველობაზე
მხედველობითი დარღვევები, ისეთი, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან დიპლოპია, წარმოადგენენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მთელი კლასის ეფექტს და, როგორც წესი, ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. თუ დიკლაკით ID თერაპიის ფონზე ჩნდება ასეთი სიმპტომები, საჭიროა ოფთალმოლოგთან კონსულტაციის შესაძლებლობის განხილვა სხვა მიზეზზბის გამორიცხვის მიზნით.
ჭარბი დოზირება
შეიძლება განვითარდეს ღებინება, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, დიარეა, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში ან კრუნჩხვები; მნიშვნელოვანი ინტოქსიკაციის დროს - მწვავე თირკმლის უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.
ღონისძიებები მწვავე ინტოქსიკაციის დროს: მხარდამჭერი ზომები და სიმპტომური თერაპია, განსაკუთრებით ისეთი გართულებების განვითარების დროს, როგორიც არის ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის აშლილობები და სუნთქვის დათრგუნვა. ფორსირებული დიურეზი, დიალიზი ან ჰემოპერფუზია, სრული ალბათობით არაეფექტიანი იქნება. პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღების დროს რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღება, და სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო დოზის მიღების დროს, - პრეპარატის მოშორება კუჭიდან (მაგალითად, ღებინების გამოწვევის, კუჭის ამორეცხვის გზით). ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
დიკლოფენაკთან ურთიერთქმდებები, რომლებ ც ყურადღებას საჭიროებენ
CYP2C9-ის ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ვორიკონაზოლი) ერთად დიკლოფენაკის დანიშვნის დროს რეკომენდებულია სიფრთხილე, რადგან შესაძლებელია დიკლოფენაკის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის და ექსპოზიციის მომატება.
ლითიუმი, დიგოქსინი. შესაძლებელია სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება. რეკომენდებულია შრატში ლითიუმის და დიგოქსინის დონის მონიტორინგი.
დიურეზული საშუალებები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები. შესაძლოა ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის ადეკვატური რაოდენობა. შეთავსებული თერაპიის დასაწყისში და პერიოდულად შემდგომში, საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიურეზული საშუალებების და აგფ-ის ინჰიბიტორების
მიღების დროს ნეფროტოქსიკურობის მომატებული რისკის გამო (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი. შესაძლებელია ციკლოპორინისა და ტაკროლიმუსის ნეფროტოქსიკურობის მომატება, რაც თირკმლის პროსტაგლანდინებზე დიკლოფენაკის ზეგავლენასთან არის დაკავშირებული. იმ პაციენტების, რომლებიც ციკლოსპორინს ან ტაკროლიმუსს ღებულობენ დიკლოფენაკი უნდა დაენიშნოთ უფრო დაბალი დოზით.
ჰიპერკალიემიის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები (კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებები, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი ან ტრიმეტოპრიმი). შესაძლებელია შრატში კალიუმის დონის მომატება, რის გამოც საჭიროა მისი ხშირი კონტროლი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
ქინოლონური ანტიბიოტიკები: შესაძლებელია კრუნჩხვების განვითარება.
დიკლოფენაკთან შესაძლო ურთიერთქმედებები
დიკლოფენაკის და სხვა სისტემური აასპ-ის ან კორტიკოსტეორიდების ერთობლივმა გამოყენებამ შესაძლებელია კნტ-ის მხრიდან არასასურველი რეაქციების სიხშირე გაზარდოს. ამიტომ საჭიროა დიკლოფენაკის და სხვა სისტემური აასპ-ის, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით, ერთობლივი გამოყენების თავიდან აცილება.
ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები. შესაძლებელია სისხლდენის რისკის მომატება. საჭიროა სიფრთხილე და გულმოდგინე დაკვირვება (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
სეროტინინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუმსი). შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკის მომატება (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები. დიკლაკის ID გამოყენება შეიძლება პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად. თუმცა, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი. ასევე ყოფილა ცალკეული შეტყობინებები მეტაბოლური აციდოზის განვითარების შესახებ დიკლოფენაკისა და მეტფორმინის ერთდროული გამოყენებისას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე გააჩნიათ თირკმლების ფუნქციის დარღვევა.
ფენიტოინი. რეკომენდებულია ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი, რადგან შესაძლებელია მისი ექსპოზიციის მომატება.
მეტოტრექსატი. დიკლაკის ID გამოყენებისას მეტოტრექსატით თერაპიამდე 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში ან თერაპიის შემდეგ რეკომენდებულია სიფრთხილე, ვინაიდან მეტოტრექსატის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს, რაც გააძლიერებს მოცემული ნივთიერების ტოქსიკურობას.
CYP2C9 ინდუქტორები. დიკლაკის ID და CYP2C9 ინდუქტორების (როგორიცაა რიფამპიცინი) გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა, ვინაიდან ამასთან შესაძლებელია დიკლოფენაკის პლაზმური კონცენტრაციის და ექსპოზიციის მნიშვნელოვანი შემცირება.
შენახვა
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.. შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში; 2 ან 10 ბლისტერი (2x10 ან 10x10) შეფუთვაში.