Nuk
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5 / ENA+HCT-Denk 20/12.5


შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები:
ერთი ტაბლეტი შეიცავს 20მგ ენალაპრილის მალეატი და 12,5მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5 წარმოადგენს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის (ენალაპრილი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაციას.
ჰიპერტენზიის მკურნალობისას ენალაპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყენება როგორც მარტო ასევე კომბინირებული სახით. ორივე კომპონენტის ჰიპოტენზიური ეფექტი არის ადიტიური. ენალაპრილმა შესაძლებელია შეამციროს ჰიდროქლოროთიაზიდით განპირობებული კალიუმის კარგვა.
ენალაპრილი
ენალაპრილის მალეატი წარმოადგენს ენალაპრილის მალეატის მარილს – 2 ამინომჟავის (L- ალანინი და L- პროლინი) დერივატივს. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ) წარმოადგენს პეპტიდილ დიპეპტიდაზას, რომელიც ხელს უწყობს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას პრესორულ ნივთიერება – ანგიოტენზინ II-ად. აბსორბციის შემდეგ ენალაპრილი ჰიდროლიზდება ენალაპრილატამდე, რაც აინჰიბირებს აგფ-ს. აგფ-ს დაინჰიბირება იწვევს ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირებას. ეს თავის მხრივ იწვევს პლაზმის რენინის აქტივობის მომატებას (რადგან მოხსნილია უარყოფითი უკუკავშირი რენინის გამოყოფაზე) და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას.
აგფ-ს აქტივობის ეფექტური სუპრესია ჩვეულებრივ ვლინდება ენალაპრილის 1 დოზის შიგნით მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ჩვეულებრივ იწყება მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.
ეფექტის ხანგრძლივობა დოზა-დამოკიდებულია. თუმცა რეკომენდებული დოზების მიღებისას ანტიჰიპერტენზიული და ჰემოდინამიკური ეფექტები გრძელდება სულ მცირე 24 საათს.
ჰიდროქლოროთიაზიდი:
ჰიდროქლოროთიაზიდი წარმოადგენს ბენზოდიაზეპინს. თიაზიდი პირდაპირ მოქმედებს თირკმელზე, ზრდის ნატრიუმის ქლორიდის და წყლის ეკსკრეციას. მისი ძირითადი მოქმედების ადგილს წარმოადგენს თირკმლის დისტალური მილაკი. ისინი აინჰიბირებენ ელექტრონეიტრალური Na-Cl კო-ტრანსპორტირებას სანათურის უჯრედის მემბრანაში. კალიუმი და მაგნიუმი გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ხოლო კალციუმი მცირე რაოდენობით. ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს წყალბადის კარბონატის მცირე ექსკრეციას და ქლორის ექსკრეცია აჭარბებს ნატრიუმის ექსკრეციას. ჰიდროქლოროთიაზოდოთ მკურნალობისას შესაძლებელია განვითარდეს მეტაბოლური ალკალოზი. სხვა ორგანული მჟავების მსგავსად ჰიდროქლოროთიაზიდი აქტიურად გამოიყოფა პროქსიმალურ მილაკებში. დიურეზული ეფექტი შენარჩუნებულია მეტაბოლური ალკალოზის და აციდოზის შემთხვევაშიც. სავარაუდოა, რომ ნატრიუმის შეცვლილი ბალანსი, უჯრედგარე სითხის პლაზმის მოცულობის შემცირება, თირკმლის სისხლძარღვების რეზისტენტობის შემცირება და ასევე ნორადრენალინის და ანგიოტენზინ II-ისადმი მგრძნობელობის დაქვეითება წარმოადგენს ჰიდროქლოროთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ძირითად მექანიზმს. ჰიდროქლოროთიაზიდის ელექტროლიტების და წყლის ექსკრეციის ეფექტი ვლინდება 2 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 3-6 საათის შემდეგ და გრძელდება 6-12 საათი. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება მხოლოდ 3-4 დღის შემდეგ და შესაძლებელია გაგრძელდეს მკურნალობის დასრულებიდან 1 კვირის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა
ენალაპრილი:
შიგნით მიღებული ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება, ხოლო შრატში ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1 საათის განმავლობაში. შარდის გამოყოფიდან გამომდინარე შიგნით მიღებული ენალაპრილის ტაბლეტებიდან ენალაპრილის შეწოვა დაახლოებით შეადგენს 60%-ს. შიგნით მიღებული ენალაპრილის აბსორბციაზე არ მოქმედებს კუჭ-ნაწლავში საკვების არსებობა. აბსორბციის შემდეგ შიგნით მიღებული ენალაპრილი სწრაფად და ჭარბად გარდაიქმნება ენალაპრილატად, პოტენციური ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი. ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება ენალაპრილის ტაბლეტის მიღებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ. ენალაპრილატის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი მიიღწევა ენალაპრილის მრავალჯერადი დოზის მიღებიდან 11 საათის შემდეგ. ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში ენალაპრილატის სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან მე-4 დღეს.
თერაპიული კონცენტრაციის მიღებისას ენალაპრილატის არაუმეტეს 60%-ს უერთდება პლაზმის ცილებს.
გარდა იმისა, რომ იგი გარდაიქმენა ენალაპრილატად, ენალაპრილის მეტაბოლიზმის სხვა მონაცემების არ მოიპოვება.
ენალაპრილი ძირითადად გამოიყოფა თირკმლის გზით. შარდში ძირითადი კომპონენტები წარმოდგენილნი არიან ენალაპრილატის, რაც შეადგენს დოზის დაახლოებით 40%-ს, და დაუშლელი ენალაპრილის სახით (დაახლოებით 20%). ჰიდროქლოროთიაზიდი:
შიგნით მიღების შემდეგ ჰიდროქლოროთიაზიდის დაახლოებით 80% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს 71±15%. პლაზმის ცილებს უერთდება ჰიდროქლოროთიაზიდის 65%. განაწილების მოცულობა შეადგენს 0.5 და 1.1ლ/კგ-ს.
ჯანმრთელ პირებში ჰიდროქლოროთიაზიდის 95% უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელების გზით.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.5 საათს. როგორც წესი, პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია (Tmax) მიიღწევა 2-5 საათის შემდეგ. Tmax ხანგრძლივდება თირკმლის უკმარისობის დროს, ხოლო თირკმლის ტერმინალური უკმარისობისას იგი შეადგენს დაახლოებით 20 საათს.
დიურეზული ეფექტი ვლინდება 1-2 საათში. დიურეზული ეფექტი დოზა-დამოკიდებულია და გრძელდება 10-12 საათი, ხოლო ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება 24 სთ-მდე.

ჩვენებები
ენა+ჰცტ-დენკი 20/12,5 წარმოადგენს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას. ეს არის ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის და შარდმდენის (თიაზიდური) კომბინაცია.
ენა+ჰცტ-დენკი 20/12,5 გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ენა+ჰცტ-დენკი 20/12,5 გამოიყენება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ვერ კონტროლდება ადეკვატურად მხოლოდ ენალაპრილით.

მიღების წესები და დოზები
ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5 ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა:
ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 1 ტაბლეტ ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ს. შენიშვნა: ენა-ჰცტ-დენკ 20/12-ის მონოთერაპიიდან კომბინირებულ მკურნალობაზე გადაყვანამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჭარბი ჰიპოტენზია. ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია ელექტროლიტების ან სითხის მოცულობის შემცირებისას (მაგ. ღებინების, ფაღარათის ან მანამდე ჩატარებული შარდმდენების მკურნალობის შემდეგ), გულის მძიმე ხარისხის უკმარისობის, მძიმე ხარისხის ჰიპერტენზია ან თირკმლის დაავადებით გამოწვეული ჰიპერტენზია. ამის გამო ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ის მიღებიდან პირველი 8 საათის განმავლობაში პაციენტი შესაძლებელია იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ.
მიღების წესი:
შიგნით მისაღებად.
არ არის აუცილებელი ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ის მიღება კვების დროს. დოზა მიიღება ერთჯერ დღეში, დილით. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგ. 1 ჭიქა წყალი).
ჭდე არის იმისათვის, რომ გაადვილდეს ტაბლეტის გადაყლაპვა და არა იმისთვის, რომ ტაბლეტი დაიყოს ორ თანაბარ დოზად.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5 ძალიან ძლიერად ან სუსტად მოქმედებს, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-საც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უნვითარდება.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლენის სიხშირე მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:

ძალიან ხშირი: 10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად
ხშირი:1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად
არა ხშირი:1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად
იშვიათი:1/1000-ზე იშვიათდ, მაგრამ 1/10000-ზე ხშირად
ძალიან იშვიათად1/10000–ზე ან უფრო ნაკლები, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით
არ არის ცნობილიარსებული მონაცემებიდან მიხედვით სიხშირე არ არის დადგენილი


საჭიროა დაკვირვება მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების, ნიშნების და სიმპტომების გამოსავლენად, ხოლო მათი აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს სამედიცინო დახმარებას.
თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქცია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ით მკურნალობა და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ უეცრად გამოვლინდება სახის, კისრის ან ყელის შეშუპება, კანის სიყვითლე (შესაძლებელია განვითარდეს ცნობიერების დაქვეითებასთან და კანკალთან ერთად), ან კანის რეაქციები (მაგ. ბუშტუკის წარმოქმნა, კანის აქერცვლა, ჭარბი გამონაყარი ან ფერის შეცვლა, რის დროსაც პაციენტი ასევე თავს გრძნობს შეუძლოდ).
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ინფექციები:
იშვიათად: სანერწყვე ჯირკვლის ინფექციები.
თირკმლის და საშარდე გზების ინფექციები:
არახშირად: თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა, პროტეინურია, თირკმლის ინფექციები (ინტერსტიციული ნეფრტიტი).
ძალიან იშვიათად: შარდის გამოყოფის შემცირება.
სასუნთქი გზების დაავადებები:
ძალიან ხშირად: ხველა.
ხშირად: ქოშინი.
არახშირად: ლორწოვანი გარსების ანთებით გამოწვეული გაციება, ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, სპაზმური ბრონქული სტენოზი/ ასთმა, ქოშინი (მათ შორის პნევმონია და ფილტვების შეშუპება).
იშვიათად: ნივთიერებების დაგროვება ფილტვის ქსოვილში (ფილტვის ინფილტრაცია), ხცვირის ლორწოვანი გარსის ანთება (რინიტი), ფილტვის ალერგიული ანთება (ალვეოლიტი, პნევმონია). 
კუჭ-ნაწლავის მხრივ:
ძალიან ხშირად: გულისრევა.
ხშირად: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გემოვნების შეცვლილი შეგრძნება, კუჭის გაღიზიანება, ყაბზობა, პანკრეატიტი.
არახშირად: გაუვალობა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის სიმპტომები და დისპეპსია, მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული.
იშვიათად: კუჭის ლორწოვანის ანთება/ აფთოზური წყლული/ წყლულის წარმოქმნა/ ენის ანთება.
ძალიან იშვიათად: ნაწლავის ქსოვილის შეშუპება.
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი:
არახშირად: სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე);
იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება მათ შორის ღვიძლის უჯრედების მასიური ნეკროზი.
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
ხშირად: კანის ალერგიული რეაქციები, მაგალითად გამონაყარი, სახის, კიდურების, ტუჩის, ენის ანგიონევროზული სინდრომი (ქსოვილის შეშუპება), საყლაპავის და/ან ხორხის ნაპრალები.
არახშირად: ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, ჭინჭრის ციება, ალოპეცია, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კანის ანთებითი სიწითლე.
იშვიათად: კანის მძიმე რეაქციები (პემფიგუსი, მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ასევე ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წითელი მგლურას კანის ფორმა, ანაფილაქსიური რეაქციები).
ასევე გამოვლინდა სიმპტომების კომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყველა ან ზოგიერთ ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას:
ცხელება, კანის და სისხლძარღვების ანთება, კუნთების ტკივილი და ანთება, სახსრების ტკივილი და ანთება, ანტინუკლეარული ანტისხეულების (ANA) წარმოქმნა, ედს-ის მომატება, ეოზინოფილია, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი), ანთებითი კანის სიწითლე, ფოტოსენსიტიურობა ან სხვა დერმატოლოგიური რეაქციები.
გული და სისხლძარღვები:
ძალიან ხშირად: თავბრუსხვევა.
ხშირად: ძლიერი ჰიპოტენზია, გონების დაკარგვა, გულის შეტევა ან ინსულტი ძლიერი ჰიპოტენზიის გამო მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, გულის ციმციმი, მკერდის ტკივილი, არითმია, სტენოკარდია, ტაქიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია.
იშვიათად: სისხლძარღვების შევიწროვება (რეინოს სინდრომი), არითმია, ფლებიტი და ვენების ნეკროზი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი).
ნერვული სისტემა და ფსიქიკა:
ხშირად: თავის ტკივილი, დეპრესია, თავბრუსხვევა.
არახშირად: დაბნეულობა, დაღლილობა, უძილობა, ნევროზი, თავბრუსხვევა.
იშვიათად: უჩვეულო სიზმრები, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, კანის დარღვეული მგრძნობელობა.

ყურები:
იშვიათად: თავბრუსხვევა.

თვალები: 
ძალიან ხშირად: მხედველობის დარღვევა.
არახშირად: ყვითელი მხედველობა.

რეპროდუქციული სისტემა და მკერდი:
არახშირად: იმპოტენცია.
იშვიათად: მკერდის გაზრდა.

ძვალსახსროვანი სისტემა და შემაერთებელი ქსოვილი:
იშვიათად: კუნთების სპაზმი.

ლაბორატორიული ტესტები:
ხშირად: შრატის კალიუმის მომატება, სისხლში იმ ნივთიერებების მომატება, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყოფიან შარდის გზით (კრეატინინი, შარდოვანა, შარდის მჟავა).
არახშირად: შრატის შარდოვანას დონის მომატება, შრატის ნატრიუმის დონის შემცირება. 
იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის ფუნქციური მაჩვენებლების მომატება, შრატის ბილირუბინის დონის მომატება.

სისხლი და ლიმფური სისტემა:
არახშირად: ანემია (მათ შორის აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია)
იშვიათად: ერითროციტების პიგმენტის (ჰემოგლობინი) კონცენტრაციის და/ან ჰემატოკრიტის შემცირება, ასევე არანორმალურად დაბალი ან სხვა მხრივ შეცვლილი ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები, ასევე ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ლიმფადენოპათია, ძვლის ტვინის უჯრედების დაინჰიბირება, აუტოიმუნური დაავადება, აგრანულოციტოზი.

მეტაბოლიზმი და დიეტა:
ხშირად: სისხლის გლუკოზის დონის მომატება, გლუკოზა შარდში, შრატის შარდოვანას დონის მომატება, ელექტროლიტების დისბალანსი (მათ შორის შრატის ნატრიუმის და კალიუმის დონის შემცირება), ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება.
არახშირად: სისხლის გლუკოზის დონის შემცირება, მადის დაქვეითება.
უცნობი: შრატის ბიკარბონატის დონის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). 
ზოგადი დაავადებები:
ძალიან ხშირად: დაღლილობა
ხშირად: გამოფიტვა
არახშირად: კუნთების სპაზმი, კანის სიწითლე, ყურებში შუილი, სისუსტე, ცხელება.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გამოვლინდა ისეთი ეფექტი, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
ენა+ჰცტ-დენკი 20/12,5 უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ენალაპრილის ან სხვა ნებისმიერი აგფ ინჰიბიტორის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან სხვა თიაზიდების, სულფონამიდების ან ენა+ჰცტ-დენკი 20/12,5-ში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
- თუ აგფ ინჰიბიტორის მიღების შემდეგ გამოვლინდა ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიც არის: სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის უეცარი შესიება, ასევე შესაძლებელია ხელ-ფეხის შესიება (ანგიოედემა), რასაც თან ახლავს ყლაპვის გაძნელება და ქოშინი; 
- თუ ოჯახის ანამნეზში აღინიშნება ანგიოედემის შემთხვევა ან პაციენტის ანამნეზში ოდესმე გამოვლენილა უცნობი მიზეზით გამოწვეული ანგიოედემა; - პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა;
- პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა;
- ორსულობა (შესაბამისად რეპროდუქციის ასაკში მყოფმა ქალებმა ორსულობის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების შემდეგ უნდა დაიწყონ მკურნალობა და გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტიული საშუალებები).
- ლაქტაციის პერიოდი (შესაბამისად მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს ბავშვის ბუნებრივი კვება).

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფეტოტოქსიკურობა, რაც შესაძლებელია ფატალური აღმოჩნდეს.
შესაბამისად ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5 მიღებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ით მკურნალობისას საჭიროა საიმედო კონტრაცეპტიული საშუალებების გამოყენება. 
ლაქტაციის პერიოდი:
ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5 გამოიყოფა დედის რძეში. შესაბამისად ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება ენა+ჰცტ-დენკი 20/12,5 ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში:
- ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ის მიღებამდე ექიმმა უნდა გადაამოწმოს თირკმლის ფუნქცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს სითხის და ელექტროლიტების ჩანაცვლება.
- თუ პაციენტი დეჰიდრირებულია შარდმდენების მკურნალობის, დიალიზის, დაბალ მარილოვანი დიეტის, ღებინების ან ფაღარათის გამო. ასეთ შემთხვევებში იმატებს არტერიული წნევის მომატების რისკი ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ის მკურნალობის დასაწყისში. პაციენტი შესაძლებელია თავს გრძნობდეს სუსტად და უღონოდ. 
- თუ პაციენტს აწუხებს გულის სარქვლების სტენოზი ან მარცხენა პარკუჭის ობსტრუქცია ან მარცხენა პარკუჭის სხვა ობსტრუქციული ფორმები. 
- თუ პაციენტს აწუხებს გულის ან ტვინის ცირკულაციური დარღვევები;
- თუ აღინიშნება თირკმლის პრობლემები ან თირკმლის არტერიის ობსტრუქცია.
- უახლოეს პერიოდში ჩატარებული თირკმლის ტრანსპლანტაცია.
- ღვიძლის პროლემები
- სისხლძარღვოვანი დაზიანებებით მიმდინარე შემაერთებელი ქსოვილის გარკვეული დაავადებები (ე.წ. კოლაგენის ვასკულარული დაავადებები).
- თუ მიმდინარეობს იმუნოსუპრესანტებით მკურნალობა;
- თუ მიმდინარეობს ალოპურინოლით (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი) ან პროკაინამიდით მკურნალობა (არითმიის სამკურნალო პრეპარატი);
- დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ განვითარდება შემდეგი სიმპტომებით მიმდინარე ინფექცია: ცხელება და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება ან ცხელება, რაც დაკავშირებულია კისრის, ყელის ან პირის ღრუს ინფექციებთან ან აღენიშნება სითხის შეკავება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სისხლის ტესტების ჩატარება, სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობის აღმოსაჩენად (აგრანულოციტოზი);
- თუ განვითარდა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება (ანგიოედემა). ეს შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში. ანგიოედემა უფრო ხშირია შავკანიან პაციენტებში;
- თუ პაციენტს უტარდება დიალიზი მაღალ-ნაკადიანი დიალიზური მემბრანებით ან LDL-ის აფერეზი სისხლიდან ქოლესტეროლის მოსაშორელად ან დესენსიტიზაციური მკურნალობა ფუტკრის ან კრაზანას შხამის წინააღმდეგ ალერგიული რეაქციის შესამცირებლად;
- დიაბეტი;
- პოდაგრა;
- თუ განვითარდა მშრალი ხველა;
- თუ დაგეგმილია ოპერაციის ჩატარება ზოგადი ანესთეზიით;
- თუ არსებობს შრატის კალიუმის დონის მომატების რისკი.
დაუყოვნებლივ საჭიროა მკურნალი ექიმის გაფრთხილება შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას:
- სახის, კიდურების, ტუჩების, ლორწოვანი გარსების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება;
- კანის და ლორწოვანი გარსების გაყვითლება;
- ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და/ან ყელის ინფექცია. 
ასეთ შემთხვევებში ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5 მკურნალობა უნდა შეწყდეს, ხოლო მკურნალი ექიმი დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5 შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს (ჰიდროქლოროთიაზიდი), რომელმაც ანტი-დოპინგ ტესტის ჩატარებისას შესაძლებელია გამოავლინოს ცრუ-დადებითი პახუსი.
ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ის და ლითიუმის (ფსიქიატრიული დაავადებისას გამოსაყენებელი აქტიური ინგრედიენტი) კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5 არ გამოიყენება თირკმლის მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ). მსუბუქი და საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში დოზა უნდა დარეგულირდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები:
ენალაპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, რადგან ამ ასაკის ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. 
ხანდაზმულები:
ხანდაზმულებში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია თირკმლის უკმარისობაზე. 
manqanis da sxva meqanizmebis marTva: 
აღნიშნული პრეპარატით ჰიპერტენზიის მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო დაკვირვებას.
სხვადასხვა რეაქციებმა შესაძლებელია იმოქმედოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უსაფრთხოებაზე. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის დასაწყის პერიოდს, დოზის მომატებას, პრეპარატის ცვლილებას და ასევე ალკოჰოლთან ერთად მიღებას. 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. შესაბამისად თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირება
მიუხედავად დოზის გადაჭარბების ხარისხისა, შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ხშირი შარდვა, მინერალების დისბალანსი, ჭარბი ჰიპოტენზია, ცნობიერების დარღვევა ან გონების დაკარგვა, გულყრები, არასრული დამბლა, არითმია, შენელებული გულის რითმი, ცირკულატორული კოლაფსი, თირკმლის უკმარისობა, გაუვალობა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაყოვნებლივ საჭიროა სამედიცინო დახმარების გაწევა.
დოზის გამოტოვება: 
არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ის მიღება უნდა გაგრძელდეს მკურნალობის რეჟიმის შესაბამისად.
მკურნალობის შეწყვეტა: 
შესაძლებელია არტერიულმა წნევამ ისევ მოიმატოს. შესაბამისად ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ით მკურნალობის შეწყვეტამდე (მაგ. გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ან მდგომარეობის გაუმჯობესებისას) საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
აღნიშნული პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელია შემდეგი სახის ურთიერთქმედებები:
- პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას და ამცირებენ კალიუმის ექსკრეციას (კალიუმის შემნახველი პრეპარატები, მაგალითად სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატები, კალიუმის შემცველი მარილები და ჰეპარინი: იმატებს შრატის კალიუმის დონე. მკურნლი ექიმი რეგულარულად გადაამოწმებს კალიუმის დონეს.
- სხვა პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას (თიაზიდები ან მარყუჟოვანი შარდმდენები), სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, ვაზოდილატატორები, დეპრესიის და ფსიქიატრიული დაავადებებისას გამოსაყენებელი პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზურები), ნარკოტიკები და საანესთეზიო საშუალებები: გამოიხატება ძლიერი ჰიპოტენზია.
- ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები: ძლიერი ორთოსტატული ჰიპოტენზია.
- ლითიუმი ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი): იზრდება ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი. ლითიუმის და ენა-ჰცტ-დენკ 20/12.5-ის კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული. თუ საჭიროა კომბინირებული გამოყენება, ასეთ შემთხვევაში მკურნალი ექიმის მიერ რეგულარულად უნდა გადამოწმდეს შრატის ლითიუმის დონე. 
- ანთების-საწინააღმდეგო (არასტეროიდული) მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები: იწვევს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირებას, შრატის კალიუმის მომატებას, თირკმლის ფუნქციის დარღვევას, იშვიათ შემთხვევებში – თირკმლის მწვავე უკმარისობას, რაც განსაკუთრებით გამოხატულია თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
- სხეულის იმუნური ფუნქციის დამაქვეითებელი პრეპარატები (იმუნოსუპრესანტები): სისტემური კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი (ანტიარითმიული საშუალება): იზრდება თეთრი უჯრედების და სისხლის სხვა უჯრედების რაოდენობის შემცირების რისკი (ლეიკოპენია).
- ციტოსტატური საშუალებები (მაგ. ციკლოფოსფამიდი, ფტორურაცილი, მეთოტრექსატი): იზრდება ძვლის ტვინის მხრივ განვითარებული გვერდითი მოვლენების რისკი (განსაკუთრებით გრანულოციტების შემცირებული რაოდენობა).
- პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი (მაგ. ალოპურინოლი, ბენზრომარონი): შესაძლებელია საჭირო გახდეს პოდაგრის სამკურნალო პრეპარატის დოზის გაზრდა.
- სიმპათომიმეტური საშუალებები (სხეულის ნეიროტრანსმიტერების – ადრენალინის და ნორადრენალინის მსგავსად მოქმედი პრეპარატები, რაც გამოიხატება არტერიული წნევის მომატებაში): ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლის ლიპიდების დონეს): ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება.
- ანტიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი: ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და შესაბამისად ჰიპოგლიკემიის გაზრდილი რისკი. ანტიდიაბეტური პრეპარატების და ინსულინის დოზა უნდა დარეგულირდეს.
- ამფოტერიცინი B (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება), კარბენოქსოლონი (კუჭ-ნაწლავის წყლულის სამკურნალო პრეპარატი), კორტიზონის შემცველი პრეპარატები (კორტიკოსტეროიდები), კორტიკ

სად შევიძინოთ?