Plasmon
გემბაგი / GEMBAG


შემადგენლობა

პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი ელემენტარულ რკინაზე გადაანგარიშებით 100 მგ.

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

 

პრეპარატის ათქ კოდი: B03AC.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიანემიური საშუალება. რკინის პრეპარატები პარენტერალური გამოყენებისთვის.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი გემბაგი არის წყლიანი, თითქმის იზოტონური ხსნარი კუნთში ინექციისთვის.

რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის კუნთში შეყვანა იწვევს ლოკალურ ანთებით პასუხს და გადაიტანება დაშლის გარეშე (რეაქტიული აბსორბცია) ლიმფური სისტემით რეგიონულ ლიმფურ კვანძებში. შემდეგ პრეპარატი აღწევს სისხლში და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას დაახლოებით 24 საათის განმავლობაში. ცირკულირებული რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი შთაინთქმება რეტიკულოენდოთელური სისტემის უჯრედებით, რომლებიც ახდენენ მის ნელ იონიზირებას Fე3+და პოლიმალტოზამდე. Fე3+ ძირითადი რაოდენობა უკავშირდება ტრანსფერინს და გადაიტანება ძვლის ტვინში, სადაც ერთვება ჰემოგლობინში; დანარჩენი ნაწილი დეპონირებს ჰემოსიდერინის და ფერიტინის ფორმით, ან ერთვება მიოგლობინში ან ჰემშემცველ ფერმენტებში. გამოიყოფა რკინის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა. ორგანიზმში რკინის შენარჩუნებამ და რკინის ჭარბი რაოდენობის გამომყოფი მექანიზმის არარსებობამ შესაძლებელია გამოიწვიოს რკინით გადატვირთვა რკინის ჭარბი მიღების შემთხვევაში. პოლიმალტოზა ან მეტაბოლიზდება ან გამოიყოფა.

 

გამოყენების ჩვენება

გემბაგი განკუთვნილია რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში: 

-როდესაც უკუნაჩვენებია შიგნით მისაღები ფორმებით თერაპია;

-ნაწლავით რკინის შეწოვის დარღვევა;

-შიგნით მისაღები ფორმებით თერაპია პრაქტიკულად არ არის მიზანშეწონილი პაციენტის მიერ მკურნალობის რეჟიმის დარღვევის ან კუჭ-ნაწლავის მიერ მდგრადი აუტანლობის გამო.

 

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი შეიყვანება კუნთში. პრეპარატი არ გამოიყენება ვენაში შესაყვანად.

შეყვანის ტექნიკა

ინექციის ტექნიკას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გემბაგის საინექციო ხსნარის შეყვანა აკრძალულია მხარში ან დაზიანებულ ზონაში. შეყვანის არასწორი გზა შესაძლებელია გახდეს ტკივილის და კანის ფერის მდგრადი შეცვლის მიზეზი.

ხოხშტეტერის თანახმად, დიდი დუნდულოს კუნთის გარეთა ზედა კვადრანტში შეყვანის გზის ნაცვლად, რეკომენდებულია ვენტრო-გლუტეალური ინექციის შემდეგი მეთოდიკა:

ა) ნემსის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 5-6 სმ. ნემსის სანათური არ უნდა იყოს ძალიან ფართო.

ბ) ინექციის ზონა განისაზღვრება შემდეგნაირად (ნახ. 1): თავდაპირველად აფიქსირებენ A წერტილს, რომელიც შეესაბამება თეძოს ვენტრალურ ღერძს. მაგალითად, თუ ავადმყოფი წევს მარჯვენა გვერდზე, მარცხენა ხელის შუათითს აფიქსირებენ A წერტილზე. საჩვენებელი თითი კი განიზიდება შუა თითისგან ისე, რომ ის მოთავსდეს თეძოს ქედთან, B წერტილში. სამკუთხედი, რომელიც განლაგებულია შუა და საჩვენებელ თითების პროქსიმალურ ფალანგებს შორის, წარმოადგენს ინექციის ადგილს, რომლის გაუვნებელყოფას ახდენენ ჩვეული გზით (სურ. 2).

გ) ნემსის ჩხვლეტამდე კანს ჩაწევენ ქვემოთ დაახლოებით 2 სმ-ზე (ნახ. 3) შ-მაგვარი ფორმის ჩხვლეტისთვის საჭირო არხის მისაღებად, ამით თავიდან იქნება აცილებული შეყვანილი ხსნარის შეღწევა კანქვეშ ქსოვილებში და კანის შეფერვა.

დ) ნემსს განათავსებენ ვერტიკალურად კანის ზედაპირის მიმართ, უფრო დიდი კუთხით თეძოს ქედის მიმართულებით, ვიდრე მენჯ-ბარძაყის სახსრის მიმართ (ნახ. 4).

ე) ინექციის შემდეგ ნემსი ნელა უნდა იქნეს ამოღებული, ჩხვლეტის ადგილზე თითის ზეწოლით. ზეწოლა კანზე უნდა გაგრძელდეს დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში.

ვ) პაციენტმა ინექციის შემდეგ უნდა იმოძრაოს. 

 

საჭირო დოზის დაანგარიშება

დოზირების თანმხლებ ცხრილში მოყვანილ დაანგარიშებას საფუძვლად უდევს შემდეგი ფორმულის გამოყენება:

რკინის დოზა (მგ) = Hb-რკინის დეფიციტი + რკინის მარაგი

Hb-რკინის დეფიციტი = სხეულის წონა (კგ) ხ (Hb მიზნობრივი მნიშვნელობა - Hb ფაქტიური მნიშვნელობა გ/ლ-ში) ხ 0,24*

*კოეფიციენტი 0,24 = 0,0034 ხ 0,07 ხ 1000 

(ამ დაანგარიშებისთვის რკინის შემცველობა ჰემოგლობინში= 0,34%, სისხლის მოცულობა = 7% სხეულის წონიდან და 1000 – ეს გადაანგარიშებაა გ-დან მგ-ში).

შენიშვნა: ზემოთ მითითებული ფორმულა ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რკინის ჯამური დეფიციტის გამოსაანგარიშებლად.

სხეულის წონა 34 კგ-მდე: Hb მიზნობრივი მნიშვნელობა = 130 გ/ლ, რკინის მარაგი 15 მგ/კგ სხეულის წონის (პაციენტისთვის 34 კგ სხეულის წონით რკინის მარაგი შეადგენს 34 х 15 = 500 მგ).

სხეულის წონა 34 კგ-ზე მეტი: Hბ მიზნობრივი მნიშვნელობა = 150 გ/ლ, რკინის მარაგი 500 მგ.

დაანგარიშების მაგალითი

დავუშვათ, პაციენტის წონა არის 60 კგ, Hბ მიზნობრივი მნიშვნელობა = 150 გ/ლ, Hბ ფაქტიური მნიშვნელობა = 60 გ/ლ და რკინის მარაგის მოთხოვნილება – 500 მგ, მაშინ:

რკინის დოზა (მგ) = 60 ხ (150-60) ხ 0,24 + 500 მგ = 1296 მგ + 500 მგ ≅ 1800 მგ რკინა.

შესაბამისად, პაციენტს ესაჭიროება 1800 მგ რკინა ან 18 ამპულა.

 

დოზირების ცხრილი

დოზირების ცხრილი პრეპარატ გემბაგის საინექციო ხსნარის საჭირო ჯამური რაოდენობის განსაზღვრისთვის ინექციისთვის მილილიტრებში:

სხეულის წონა, კგ

Hb 60 გ/ლ

Hb 75 გ/ლ

Hb 90 გ/ლ

Hb 105 გ/ლ

მლ

ამპულები

მლ

ამპულები

მლ

ამპულები

მლ

ამპულები

5

3

1,5

3

1,5

3

1,5

2

1

10

6

3

6

3

5

2,5

4

2

15

10

5

9

4,5

7

3,5

6

3

20

13

6,5

11

5,5

10

5

8

4

25

16

8

14

7

12

6

11

5,5

30

19

9,5

17

8,5

15

7,5

13

6,5

35

25

12,5

23

11,5

20

10

18

9

40

27

13,5

24

12

22

11

19

9,5

45

30

15

26

13

23

11,5

20

10

50

32

16

28

14

24

12

21

10,5

55

34

17

30

15

26

13

22

11

60

36

18

32

16

27

13,5

23

11,5

65

38

19

33

16,5

29

14,5

24

12

70

40

20

35

17,5

30

15

25

12,5

75

42

21

37

18,5

32

16

26

13

80

45

22,5

39

19,5

33

16,5

27

13,5

85

47

23,5

41

20,5

34

17

28

14

90

49

24,5

43

21,5

36

18

29

14,5


2 მლ შეიყვანება კუნთში დღეგამოშვებით ჯამური დოზის მიღებამდე ან შეიყვანება 4 მლ უფრო ხანგრძლივი ინტერვალით. რეკომენდებულია Hb დონის რეგულარული განსაზღვრა.

მაქსიმალური ერთჯერადი სადღეღამისო დოზა, რომელიც შეიყვანება კუნთში:

მცირეწლოვანი ბავშვები 5 კგ-მდე სხეულის წონით: 0,5 მლ;

ბავშვები სხეულის წონით 5-10 კგ: 1 მლ;

პაციენტები სხეულის წონით >10 კგ-დან 45 კგ-მდე: 2 მლ;

მოზრდილები: 4 მლ.

 

უკუჩვენებები

პრეპარატის გემბაგი საინექციო ხსნარის გამოყენება არ უნდა მოხდეს პაციენტებში ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებით:

-მომატებული მგრძნობელობა რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის მიმართ;

-ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (მაგალითად, ჰემოლიზური ანემია, მეგალობლასტური ანემია, რომელიც გამოწვეულია B12 ვიტამინის დეფიციტით, ერითროპოეზის დარღვევა, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია);

-რკინით გაჯერება (მაგალითად, ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი);

-ოსლერ- რანდუ-ვებერის სინდრომი;

-ქრონიკული პოლიართრიტი;

-ბრონქული ასთმა;

-თირკმელების ინფექციური დაავადებები მწვავე ფაზაში;

-არაკონტროლირებადი ჰიპერპარათირეოზი;

-ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი;

-ინფექციური ჰეპატიტი;

-ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

ელემენტარულ რკინას აქვს დაგროვების ტენდენცია ანთებით ქსოვილებში; პარენტერალურად შეყვანილი რკინის გამოყენება არ უნდა მოხდეს პაციენტებში მძიმე ფორმის ანთებით ან თირკმელების ან ღვიძლის ინფექციებით.

 

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები პრეპარატი გემბაგი პარენტერალურად შესაყვან საინექციო ხსნარზე აღწერილია არახშირად. თუმცა, ცნობილია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქციები აღწერილია პარენტერალური შესაყვანი რკინის პრეპარატებით თერაპიის შემდეგ:

საერთო:

-წამოხურება, ოფლიანობა, ცხელება და ციება.

-ტკივილი მკერდის და ზურგის არეში.

კუნთში შეყვანის შემდეგ

-ტკივილი შეყვანის ადგილას;

-ადგილობრივი ანთება საზარდულის ლიმფადენოპათიით;

-ტკივილი, რომელიც წარმოიქმნება მუცლის ქვედა კვადრანტში.

მომატებული მგრძნობელობა

-ანაფილაქსია.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

-გულისრევა და ღებინება.

დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ

-თავის ტკივილი;

-თავბრუსხვევა.

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ

-ტკივილი სახსრებში და კუნთებში;

-ართრალგია;

-ხელების, ფეხების ან სახის კუნთების შებოჭილობის შეგრძნება.

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

-უგონო მდგომარეობა;

-ცნობიერების დაკარგვა;

-ტაქიკარდია;

-ჰიპოტენზია;

-ცირკულატორული კოლაფსი.

დარღვევები სუნთქვის სისტემის მხრივ

-ბრონქოსპაზმი დისპნოეთი.

ჰემატოლოგიური დარღვევები

-გენერალიზებული ლიმფადენოპათია.

დერმატოლოგიური დარღვევები

-გამონაყარი;

-ჭინჭრის ციება;

-ანგიონევროზული შეშუპება.

 

არასასურველი რეაქციების გამოვლენა შესაძლებელია მოხდეს გემბაგის საინექციო ხსნარით მკურნალობიდან 1-2 დღის დაგვიანებით.

ინტერფერენცია ლაბორატორიული ანალიზების შედეგებთან

რკინის პრეპარატების ვენაში შესაყვანმა მაღალმა დოზებმა (250 მგ ან მეტი რკინა) შესაძლებელია გამოიწვიოს გამოყენებიდან 4 საათის შემდეგ აღებული სისხლის მასალის შრატის შეფერვა ყავისფრად.

რკინის პრეპარატებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ბილირუბინის დონის ცრუ მატება სისხლის შრატში და კალციუმის დონის ცრუ დაწევა სისხლის შრატში. რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (კოლორიმეტრული ანალიზები) შესაძლებელია არ იყოს ინფორმაციული გამოყენებიდან 3 კვირის განმავლობაში. სისხლის შრატში რკინის განსაზღვრის შედეგების ინტერპრეტირება, რომელიც მიღებულია მაღალი დოზების გამოყენებიდან 1-2 კვირის განმავლობაში, უნდა მოხდეს სიფრთხილის ზომების დაცვით.

რკინის მარაგის შესწავლა ძვლის ტვინში შესაძლებელია არ იყოს ინფორმაციული მკურნალობიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგან პრეპარატი შესაძლებელია დარჩეს რეტიკულოენდოთელიალურ უჯრედებში.

ჩონჩხის ძვლების სკანირებამ ტექნეციუმის Тс 99მ დიფოსფონატის გამოყენებით, ჩატარებული რკინის პრეპარატების კუნთში ინექციიდან 1-6 დღის შემდეგ, შესაძლებელია აჩვენოს აქტივობის მჭიდრო უბნები ბარძაყის ძვალში, რომლებიც იმეორებენ თეძოს ძვლის ქედის კონტურებს. ჩონჩხის ძვლების სკანირებამ ვიზუალიზირებელი საშუალებების გამოყენებით, დანიშნული Тс 99მ ტექნეციუმით, სისხლის შრატში ფერიტინის მაღალი კონცენტრაციის პირობებში ან რკინის პრეპარატების ვენაში ინფუზიის შემდეგ, შესაძლებელია აჩვენოს ძვლის მიერ შთანთქმის შემცირება, თირკმელების გამოხატული აქტივობა, რბილ ქსოვილებში ჭარბი სისხლის მიმოქცევა და დეპონირება.

რკინის პრეპარატებმა შესაძლებელია გამოიწვიონ Gა-67 გალიუმის ციტრატის შთანთქმის შემცირება სიმსივნის და/ან ვიზუალიზაციის დროს Gა-67 გალიუმის ციტრატის გამოყენებით, რაც არის შეკავშირების ერთი და იგივე ადგილისთვის კონკურენციის შედეგი.

რკინის არსებობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორთოტოლიტინის სინჯის ცრუდადებითი შედეგი.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკუნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ შეგვატყობინოთ ნაციონალური ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.

 

განსაკუთრებული მითითებები

იქიდან გამომდინარე, რომ კარბოჰიდრატების და რკინის კომპლექსების პარენტერალური გამოყენება იწვევდა ლეტალურ ანაფილაქტოიდურ რეაქციებს, რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რკინით პარენტერალური მკურნალობის მკაცრად განსაზღვრული ჩვენება, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზებით. მსუბუქი ალერგიული რეაქციის შემთხვევაში საჭიროა ანტიჰისტამინეური საშუალებების დაუყოვნებელი გამოყენება.

ყოველი დოზის გამოყენებისას არსებობს ჰიპერმგრძნობელობის და ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების რისკი. ანაფილაქტოიდური რეაქციები უფრო ხშირად ვითარდებიან გამოყენებიდან პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში და ჩვეულებრივ ხასიათდებიან უეცრად განვითარებული გართულებული სუნთქვით, ტაქიკარდიით და ჰიპოტენზიით. სასინჯი დოზის გამოყენება არ არის საჭირო, რადგან სასინჯი დოზის გამოყენებისას ასეთი რეაქციის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ შემდგომი დოზების დროს არ მოხდება ამ რეაქციის განვითარება.

პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს პერსონალის მიერ, რომელსაც შესწავლილი აქვს ანაფილაქსიური რეაქციების მკურნალობა და შეფასება და რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება. ყოველ ჯერზე საჭიროა თითოეული პაციენტის მდგომარეობის კონტროლი ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების და ნიშნების გამოსავლენად რკინის პრეპარატის ვენაში გამოყენების დროს და გამოყენებიდან სულ მცირედ 30 წუთის განმავლობაში. გამოყენების დროს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ან აუტანლობის ნიშნების განვითარებისას, საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებელი შეწყვეტა.

პაციენტები ბრონქული ასთმით, დაბალი რკინაშეკავშირების უნარით და/ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტით უფრო მეტად მიდრეკილები არიან ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების მიმართ. ასევე, სიფრთხილის ზომების დაცვა საჭიროა პაციენტებში ალერგიით, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

პაციენტები რევმატოიდული ართრიტით და, შესაძლებელია, სხვა ანთებითი დაავადებებით (მაგალითად, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, წითელი მგლურა), მომატებულია გადავადებული რეაქციების განვითარების რისკი, ცხელების და გამწვავების ან სახსრებში ტკივილის რეაქტივაციის ჩათვლით.

რკინამ შესაძლებელია გააძლიეროს განსაზღვრული მიკროორგანიზმების პათოგენობა. კუნთში შესაყვანი რკინის პრეპარატების გამოყენებას ახალშობილებში თან ახლდა გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული სეფსისის განვითარების სიხშირის მატება, პირველ რიგში E.ცოლი ინფექციები.

პარენტერალური რკინის პრეპარატების დაუსაბუთებულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს რკინის ჭარბი კუმულირება და ჰემოსიდეროზის მსგავსი სინდრომი პაციენტებში, რომლებშიც ანემია არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან, მაგალითად, პაციენტებში ჰემოგლობულინოპათიებით.

 

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატი გემბაგი საინექციო ხსნარის გამოყენება არ უნდა მოხდეს ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე ჩატარებული ან ორსული ქალების მონაწილეობით მიმდინარე კონტროლირებული კვლევების მონაცემები არ არის. ცხოველებში რკინის პრეპარატის დოზების ვენაში შეყვანისას გამოვლენილია ემბრიოფეტალური ტოქსიურობა.

პრეპარატი გემბაგი საინექციო ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის მხოლოდ მეორე და მესამე ტრიმესტრში, თუ მკურნალობით მიღებული სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ კვლევების არარსებობის გამო, უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატის სავარაუდო მოხვედრა დედის რძეში. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას უნდა შეფასდეს დედისთვის და ბავშვისთვის შესაძლებელი სარგებელი და რისკი. 

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პარენტერალური შესაყვანი რკინის სხვა პრეპარატების გამოყენების მსგავსად, პრეპარატი გემბაგი კუნთში შესაყვანი ინექციის გამოყენება არ უნდა მოხდეს შიგნით მისაღებ რკინის პრეპარატებთან ერთად, რადგან შიგნით მიღებისას  შემცირებულია რკინის შეწოვა.

შიგნით მისაღებ რკინის პრეპარატებით თერაპია უნდა დაიწყოს რკინის ბოლო შეყვანიდან არანაკლებ ერთი კვირის შემდეგ.

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს არასასურველი ეფექტების განვითარების სიხშირე, რომელიც დაკავშირებულია რკინის პარენტერალური შესაყვანი პრეპარატების გამოყენებასთან, მაგალითად, ერითემა, სპაზმი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება და ჰიპოტენზია.

 

ჭარბი დოზირება

რკინით ჭარბი დოზა იწვევს ჰემოსიდეროზს და ღვიძლის შემდგომ ციროზს, დიაბეტს და გულის უკმარისობას. ფერიტინის შემცველობის პერიოდული მონიტორინგი სისხლის შრატში შესაძლებელია სასარგებლო იყოს რკინის მავნე, პროგრესირებადი დაგროვების გამოსავლენად.

 

გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარის 2 მლ ყვითელი შუშის ამპულებში.

5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.

1 კონტურული უჯრედული შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?