1 ტაბლეტი შეიცავს:
ლევომიცეტინს – 0.25 გ ან 0.5 გ.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი ან სტეარინის მჟავა.
ფარმაკოდინამიკა.
ლევომიცეტინი (ქლორამფენიკოლი) თეთრი ან სუსტი მოყვითალო ელფერის კრისტალური ფხვნილია, მწარე გემოსი; სინთეზური ნივთიერებაა. იდენტურია ბუნებრივი ანტიბიოტიკისა_ქლორამფენიკოლისა, რომელსაც გამოიმუშავებს მიკროორგანიზმი Streptomyces Venezuelae.
ლევომიცეტინი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს. იგი ეფექტურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების (ჩირქოვანი ინფექციების გამომწვევები, მუცლის ტიფი, დიზენტერია, ბრუცელოზი და სხვა), რიკეტსიების, ქლამიდიების, სპიროქეტების, ზოგიერთი მსხვილი ვირუსების მიმართ. მოქმედებს ბაქტერიების იმ შტამებზე, რომლებიც მდგრადია პენიცილინის, სტრეპტომიცინის, სულფანილამიდების მიმართ. სუსტ აქტივობას იჩენს მჟავაში მდგრადი ბაქტერიების, ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირის, კლოსტრიდიებისა და უმარტივესების მიმართ. თერაპიულ დოზებში მოქმედებს ბაქტერიოსტატულად, არღვევს რა ცილების სინთეზს მიკროორგანიზმების უჯრედებში. მიკროორგანიზმების მდგრადობა პრეპარატის მიმართ ვითარდება შედარებით ნელა.
სწრაფად შეიწოვება პერორარულად მიღებისას. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 2-3სთ შემდეგ. თერაპიული კონცენტრაცია შენარჩუნებულია 4-5სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი კარგად აღწევს ორგანიზმის სითხეებსა და ორგანოებში, ჰემატოენცეფალურ ბარიერში, ზურგის ტვინის სითხეში, გაივლის პლაცენტას და ექსკრეტირდება დედის რძეში. ლევომიცეტინის თერაპიული კონცენტრაციები აღინიშნება მინისებრ სხეულში, რქოვანაში, ფერად გარსში, ბროლში არ აღწევს. ლევომიცეტინი ძირითადად გამოიყოფა შარდით -ძირითადად არააქტიური მეტაბოლიტების სახით, ნაწილობრივ _ ნაღველითა და განავლით. ნაწლავში ჰიდროლიზდება არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
პრეპარატი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების: მუცლის ტიფის, პარატიფის, დიზენტერიის, ბრუცელოზის, ტულარემიის, პარტახტიანი ტიფის, ტრაქომის დროს. სხვა ეტიოლოგიის ინფექციური პროცესების დროს გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები არ არიან მგრძნობიარენი სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ, ან როდესაც ამ უკანასკნელთა გამოყენება შეუძლებელია.
ინიშნება შიგნით მისაღებად ჭამამდე 30 წთ-ით ადრე (გულისრევის და ღებინების შემთხვევაში - ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ). ერთჯერადი დოზა მოზრდილებში შეადგენს 0,25-0,5გ-ს. დღე-ღამური დოზა - 2გ-ს. შედარებით მძიმე შემთხვევების დროს (მუცლის ტიფი, პერიტონიტი და სხვა) შესაძლებელია პრეპარატის მიღება დღე-ღამეში 4გ ოდენობით, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის და სისხლისა და თირკმელების ფუნქციონალური მდგომარეობის კონტროლის ქვეშ. დღე-ღამური დოზა მიიღება 3-4 მიღებაზე.
პრეპარატის ერთჯერადი დოზა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს 10-15მგ/კგ; 3-დან 8 წლამდე - 0,15-0,2გ, 8 წლის ასაკის ზევით-0,2-0,3გ; მიღების სიხშირე –3-4Gჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი კარგად გადაიტანება და სისხლმბად სისტემაში არ აღინიშნება ცვლილებები, შესაძლებელია მკურნალობის კურსის გახანგრძლივება 2 კვირამდე.
თრომბოციტოპენია, რეტიკულოციტოპენია, სისხლში ჰემოგლობინის დონის შემცირება და სხვა. ეს მოვლენები პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად ქრება. იშვიათად შესაძლებელია აპლასტიური ანემიის განვითარება. პრეპარატის მაღალი დოზის მიღებისას მოსალოდნელია სისხლმბად სისტემაში მძიმე სახის გართულებები, ფსიქომოტორული დარღვევები, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, მხედველობის და სმენის დაქვეითება, დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება, ფაღარათი), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, სასქესო ორგანოების, ანუსის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები კანზე. ჩვილი ბავშვები პრეპარატის მიმართ მგძნობიარენი არიან.
პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია ნაწლავის მიკროფლორის დათრგუნვა, დისბაქტერიოზისა და მეორადი სოკოვანი ინფექციების განვითარება.
სისხლწარმოქმნის დათრგუნვა, პრეპარატის ინდივიდუალერი აუტანლობა, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დავადებები), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის პროფილაქტიკის მიზნით, მსუბუქად მიმდინარე ინფექციების დროს და პედიატრიულ პრაქტიკაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
პრეპარატით მკურნალობისას აუცილებელია სისხლის სურათის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.
წინააღმდეგნაჩვენებია ერთდროული დანიშვნა იმ პრეპარატებთან, რომლებიც თრგუნავენ სისხლწარმოქმნას (სულფანილამიდები, პირაზოლონის წარმოებულები, ციტოსტატიური საშუალებები), სხივური თერაპიის დროს. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის ერთდროული დანიშვნა დიფენინთან, ნეოდიკუმარინთან, ბუტამიდთან, ბარბიტურატებთან.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 5 წელი
რეცეპტით