toto toto situs toto toto situs togel toto slot slot slot slot toto
ლონდრომაქსი / LONDROMAX | მედიკამენტები | vidal.ge
Nuk
ლონდრომაქსი / LONDROMAX


საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ალენდრონის მჟავა, Alendronic acid

 

წამლის ფორმა

ტაბლეტები.

არწერილობა: მრგვალი, თეთრი ტაბლეტები.

 

შემადგენლობა

ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერენა: ალენდრონის მჟავა (ნატრიუმის ალენდრონატის ტრიჰიდრატის სახით) 70 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

 

პრეპარატის ათქ კოდი M05BA04

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ძვლების დაავადებების თერაპიის დროს გამოსაყენებული პრეპარატები. პრეპარატები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ძვლების სტრუქტურასა მინერალიზაციაზე. ბისფოსფონატები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ლონდრომაქსის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება, ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატი, წარმოადგენს ბისფოსფონატს, რომელიც აინჰიბირებს ოსტეოკლასტების მიერ ძვლის ქსოვილის რეზორბციას, არ ავლენს რა პირდაპირ ზეგავლენას ძვლის ქსოვილის ფორმირების პროცესზე. პრეკლინიკურმა კვლევებმა უჩვენეს, რომ სამკურნალო საშუალება უპირატესად გროვდება ძვლის ქსოვილის იმ უბნებში, სადაც აქტიური რეზორბცია ხდება. სამკურნალო საშუალების გამოყენებისას, ოსტეოკლასტების აქტივობა მცირება, თუმცა რეკრუტინგისა თუ ოსტეოკლასტების შეკავშირების პროცესი არ იცვლება. მკურნალობის დროს ფორმირებული ძვლის ქსოვილს, აქვს ნორმალური აგებულება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ოსტეოპოროზის მკურნალობა ქალებში პოსტმენოპაუზის პეიორდში

ოსტეოპოროზი განისაზღვრება, როგორც ხერხემლის ან ბარძაყის ძვლის ქსოვილის მინერალური სიმკვრივის (BMD) მაჩვენებლის შემცირება ჯანმრთელი ახალგაზრდა პირების პოპულაციისათვის არსებული საშუალო მაჩვენებლიდან  2,5 სტანდარტული გადახრით ან პათოლოგიური მოტეხილობის არსებობით BMD მაჩვენებლისაგან დამოუკიდებლად.

ერთწლიანი ხანგრძლივობის, მრავალცენტრული კვლევის მსვლელობისას, რომელიც ჩატარდა ოსტეოპოროზის მქონე ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში, დადგინდა ალენდრონის მჟავას ექვივალენტული თერაპიული ეფექტურობა 70 მგ კვირაში ერთხელ (519 პაციენტი) და 10 მგ დღეში დოზებით (370 პაციენტი). BMD მაჩვენებლების საშუალო მომატებამ საწყისთან შედარებით ხერხემლის წელის უბანში შეადგინა 5,1% (95% სანდოობის ინტერვალი 4,8; 5,4%) პაციენტების ჯგუფში, რომლებიც ალენდრონის მჟავას ღებულობდნენ დოზით 70 მგ კვირაში ერთხელ და 5,4% (95% სანდოობის ინტერვალი: 5,0; 5,8%) პაციენტების ჯგუფში, რომლებიც ალენდრონის მჟავას 10 მგ დღეში დოზით ღებულობდნენ. BMD მაჩვენებლის საშუალო მომატებამ შეადგინა 2,3% და 2,9% ბარძაყის ყელში და 2,9% და 3,1% ბარძაყის ძვალში პაციენტებში ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ ალენდრონის მჟავას დოზით 70 მგ კვირაში ერთხელ და 10 მგ-ს დღეში, შესაბამისად. BMD მაჩვენებლის მომატება ჩონჩხის სხვა ნაწილებში ერთნაირი იყო პაციენტების ორივე ჯგუფში. ალენდრონის მჟავას გავლენა ძვლის ქსოვილის მასაზე და მოტეხილობების სიხშირის მაჩვენებელი ქალებში პოსტმენოპაუზის ქალებში შეფასდა ორ პირველადი ეფექტურობის კვლევაში ერთნაირი დიზაინით (994 პაციენტი) და მოტეხილობის ინტერვენციის კვლევაში ((FIT), 6459 პაციენტი).

პირველადი ეფექტურობის კვლევაში ალენდრონის მჟავით 10 მგ დღეში, ხერხემლის, ბარძაყის ყელისა და ბარძაყის ძვლის ციბრუტის საშუალო BMD 3 წლის შემდეგ პლაცებოთი თერაპიასთან შედარებით გაიზარდა 8.8%, 5.9% და 7.8% შესაბამისად. ორგანიზმის საერთო BMD ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ალენდრონის მჟავით, დაფიქსირდა ხერხემლის ერთი ან მეტი  მალის მოტეხილობის სიხშირის 48%-ით შემცირება პლაცებოთი მკურნალობასთან შედარებით (3.2% ალენდრონის მჟავით და 6.2% პლაცებოს მიღებისას). 2-წლიან გაფართოებულ კვლევაში, ხერხემლის და ბარძაყის ძვლის ციბრუტის BMD მაჩვენებლები იზრდებოდა, ხოლო ბარძაყის ყელის  და მთლიანად ორგანიზმის BMD მაჩვენებელი იგივე დონეზე რჩებოდა.

FIT კვლევა შედგებოდა ორი პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევისგან, რომელშიც მონაწილეები იღებდნენ ყოველდღიურად ალენდრონის მჟავას (5 მგ დღეში 2 წლის განმავლობაში და 10 მგ დღეში 1 წლის ან 2 წლის განმავლობაში) ან პლაცებოს:

FIT 1 - 3-წლიანი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 2027 პაციენტი, რომლებსაც თავდაპირველად, სულ მცირე ხერხემლის ერთი კომპრესიული მოტეხილობა ჰქონდათ. ამ კვლევაში, ალენდრონის მჟავას ყოველდღიური მიღება უზრუნველყოფდა ხერხემლის ერთი ან მეტი მოტეხილობის განვითარების რისკის შემცირებას 47%-ით (7.9% ალენდრონის მჟავის და 15% პლაცებოს მიღებისას). გარდა ამისა, დაფიქსირდა ბარძაყის ყელის მოტეხილობების სიხშირის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება (51%-ით) (2,2% ალენდრონის მჟავის და 1,1% პლაცებოს მიღებისას).

FIT 2 - 4 წლიანი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა ძვლის ქსოვილის დაბალი მასის მქონე 4432 პაციენტი, რომლებსაც თავდაპირველად არ ჰქონდათ ხერხემლის მოტეხილობები. ამ კვლევაში, ოსტეოპოროზით დაავადებული ქალების ქვეჯგუფის მონაცემების შეფასებისას (მსოფლიო მოსახლეობის 37% ოსტეოპოროზის ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად), დაფიქსირდა ბარძაყის მოტეხილობების სიხშირის მნიშვნელოვანი შემცირება (56%-ით) (1.0% ალენდრონის მჟავას მიღებისას და 2,2% პლაცებოს მიღებისას). გარდა ამისა, დაფიქსირდა ხერხემლის  ერთი ან მეტი მალის მოტეხილობის სიხშირის შემცირება 50%-ით (2.9% ალენდრონის მჟავის და 5.8% პლაცებოს მიღებისას).

ლაბორატორიული კვლევების შედეგები

კლინიკურ კვლევებში, სისხლის შრატში კალციუმის და ფოსფატის კონცენტრაციის უსიმპტომო, მსუბუქი და გარდამავალი დაქვეითება დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 18% და 10%-ში, ალენდრონის მჟავას გამოყენებისას დოზით 10 მგ დღეში, შესაბამისად, და დაახლოებით პაციენტების 12% და 3%-ში პლაცებოს გამოყენებისას. თუმცა, სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციის < 8,0 მგ/დლ (2,0 მმოლ/ლ) და ფოსფატების ≤ 2,0 მგ/დლ-მდე (0,65 მმოლ/ლ) კლების სიხშირე ორივე ჯგუფში მსგავსი იყო.

 

ბავშვები

ნატრიუმის ალენდრონატის გამოყენების კვლევაში მონაწილეობდა 18 წლამდე ასაკის არასრული ოსტეოგენეზის მქონე პაციენტების მცირე რაოდენობა. ეს კვლევები არასრული ოსტეოგენეზის მქონე ბავშვებში  ალენდრონატის ნატრიუმის გამოყენების დასაბუთებლად საკმარისი არ არის.  

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ინტრავენურად შეყვანილ რეფერენს დოზასთან შედარებით, ქალებში ალენდრონის მჟავის საშუალო ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას იყო 0,64% 5-70 მგ დოზის დიაპაზონში უზმოზე (ღამის შიმშილობის შემდეგ) და სტანდარტულ საუზმემდე ორი საათით ადრე მიღებისას. ბიოშეღწევადობა ანალოგიურად მცირდებოდა დაახლოებით 0,46% და 0,39%-მდე, ალენდრონის მჟავა მირებისას სტანდარტულ საუზმემდე 1 საათით ან 30 წუთით ადრე. კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ ოსტეოპოროზის მქონე პაციენტები, პრეპარატის ეფექტი დაფიქსირდა დღის განმავლობაში პირველ კვებამდე ან სასმელის მიღებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე მიღებისას.

ალენდრონის მჟავას მიღებისას სტანდარტული საუზმესთან ერთად და საუზმიდან 2 საათის განმავლობაში, ბიოშეღწევადობის მაჩვენებელი უმნიშვნელო იყო. ყავასთან ან ფორთოხლის წვენთან ერთად მიღებისას პრეპარატის ბიოშეღწევადობა შემცირდა დაახლოებით 60%-ით.

ჯანმრთელ პირებში, პრედნიზონის (20 მგ 3-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში) პერორალური მიღებისას პერორალური ალენდრონის მჟავას ბიოშეღწევადობის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებები  არ აღინიშნებოდა (საშუალო ზრდა 20-44% დიაპაზონში).

განაწილება

ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ალენდრონის მჟავა ხანმოკლე დროში ნაწილდება რბილ ქსოვილებში 1 მგ/კგ დოზით ინტრავენური შეყვანის შემდეგ, შემდეგ კი სწრაფად გადანაწილდება ძვლოვან ქსოვილში ან გამოიყოფა შარდში. წონასწორობის მდგომარეობაში ადამიანში განაწილების საშუალო მოცულობა, ძვლის ქსოვილის გამოკლებით, არის მინიმუმ 28 ლიტრი. პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რომელიც მიიღწევა პერორალური მიღების შემდეგ თერაპიულ დოზებში, არის რაოდენობრივი მაჩვენებლის ზღვარს ქვემოთ (<5 ნგ/მლ). ალენდრონის მჟავას პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი ადამიანებში შეადგენს დაახლოებით 78%-ს.

ბიოტრანსფორმაცია

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ალენდრონის მჟავა მეტაბოლიზდება ცხოველებში ან ადამიანებში.

გამოყოფა

რადიოაქტიური მარკირებული 14C-ალენდრონის მჟავას  ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით 72 საათის განმავლობაში; განავალში პრეპარატი არ იყო აღმოჩენილი ან აღმოჩენილი იყო უმნიშვნელო რაოდენობით. 10 მგ დოზის ერთჯერადი ინტრავენური ინექციის შემდეგ, ალენდრონის მჟავას თირკმლის კლირენსი იყო 71 მლ/წთ, ხოლო სისტემური კლირენსი არ აღემატებოდა 200 მლ/წთ. პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში შემცირდა 95%-ზე მეტით ინტრავენური შეყვანიდან 6 საათის განმავლობაში. ალენდრონის მჟავას ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი ადამიანებში ფასდება, როგორც 10 წელზე მეტი, რაც განპირობებულია პრეპარატის გამოთავისუფლებით ძვლის ქსოვილიდან. ვირთაგვებში ალენდრონის მჟავა არ გამოიდევნება ორგანიზმიდან თირკმელების მჟავე ან ძირითადი სატრანსპორტო სისტემებით, ამიტომ მოსალოდნელი არ არის, რომ ადამიანებში წამალმა იმოქმედოს ამ სატრანსპორტო სისტემებით ორგანიზმიდან სხვა პრეპარატების გამოდევნის პროცესზე.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ალენდრონის მჟავას ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციულია 5-70 მგ დოზის დიაპაზონში.

თირკმლის დისფუნქცია

პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძვლოვან ქსოვილში დაგროვების არარსებობის შემთხვევაში, ალენდრონის მჟავა სწრაფად გამოიყოფა შარდში. არ არსებობს მონაცემები ცხოველებში ძვლოვან ქსოვილში პრეპარატის დაგროვების პროცესის გაჯერებაზე 35 მგ/კგ-მდე კუმულაციური დოზების ხანგრძლივი ინტრავენური შეყვანის შემდეგ. კლინიკური მონაცემების არარსებობის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ პაციენტებში თირკმლის დისფუნქციით, ალენდრონის მჟავას გამოყოფა ორგანიზმიდან ადამიანებში შემცირდეს ისევე, როგორც ცხოველებში. ამიტომ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია ალენდრონის მჟავის უფრო მნიშვნელოვანი დაგროვება ძვლოვან ქსოვილში.

 

გამოყენების ჩვენებები

ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზუ ქალებში, რათა თავიდან აიცილონ მოტეხილობები, ბარძაყის მოტეხილობებისა და ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობების ჩათვლით;

ოსტეოპოროზის მკურნალობა მამაკაცებში მოტეხილობების თავიდან ასაცილებლად.

 

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

რეკომენდებული დოზა არის 70 მგ ალენდრონის მჟავა (1 ტაბლეტი) კვირაში ერთხელ.

ბისფოსფონატებით თერაპიის ოპტიმალური ხანგრძლივობა ოსტეოპოროზის დროს დადგენილი არ არის. თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად, თერაპიის გაგრძელების აუცილებლობა პერიოდულად უნდა განიხილებოდეს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სარგებლისა და პოტენციური რისკების შესაბამისად, განსაკუთრებით 5 ან მეტი წლის მკურნალობის შემდეგ.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მათ უნდა მიიღონ პრეპარატის 1 ტაბლეტი მეორე დილით, როგორც კი პაციენტს გაახსენდება. არ შეიძლება 2 ტაბლეტის მიღება ერთ დღეში; აუცილებელია პრეპარატის მიღება დოზით 1 ტაბლეტი კვირაში ერთხელ დადგენილ დღეს გრაფიკის მიხედვით.

პაციენტის განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში კრეატინინის კლირენსით > 35 მლ/წთ დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 35 მლ/წთ (ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია).

ხანდაზმული პაციენტები

კლინიკურმა კვლევებმა ასაკთან დაკავშირებული განსხვავებები ალენდრონის მჟავას ეფექტურობისა თუ უსაფრთხოების პროფილებთან მიმართებაში არ გამოავლინა.  ამიტომ ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები

18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ამ კატეგორიის პაციენტებში. ბავშვებში ალენდრონის მჟავის გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია წარმოდგენილია  ფარმაკოდინამიკის ნაწილში.

გლუკოკორტიკოსტეროიდების (GCS) მიღებასთან დაკავშირებული ოსტეოპოროზის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა.


მიღების წესი
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
ალენდრონის მჟავას სათანადო შეწოვისათვის:
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს პირველ ჭამამდე, სასმელის ან წამლის მიღებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე;
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ უბრალო წყალთან ერთად, სხვა სასმელებმა (მინერალური წყლის ჩათვლით), საკვებმა და ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს ალენდრონის მჟავას შეწოვა.
კუჭში მოხვედრი გასაადვილებლად და ადგილობრივი ან საყლაპავის გაღიზიანების / არასასურველი მოვლენების რისკის შესამცირებლად:
ტაბლეტები მიიღება პერორალურად მხოლოდ დილით, ძილის შემდეგ, ჭიქა წყალთან ერთად (მინიმუმ 200 მლ);
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. არ შეიძლება დაფშვნა და დაღეჭვა ან პირში გახსნა, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს პირხახაში წყლულების განვითარება;
პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ჰორიზონტალური მდგომარეობა ტაბლეტების მიღებიდან მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში, პირველი კვება უნდა იყოს ტაბლეტის მიღებიდან მინიმუმ 30 წუთის შემდეგ;
არ შეიძლება ტაბლეტების მიღება ძილის წინ ან დილით ადგომამდე.
თუ პაციენტები არ იღებენ კალციუმისა და D ვიტამინის საკმარის რაოდენობას საკვებთან ერთად, მათ დამატებით უნდა მიიღონ მედიკამენტები, რომლებიც კალციუმს და D ვიტამინს შეიცავენ.

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

საყლაპავის განვითარების ანომალიები და სხვა ფაქტორები, რომლებიც ანელებენ საყლაპავის დაცლას, როგორიცაა საყლაპავის შევიწროება ან აქალაზია;

პაციენტის უუნარობა იჯდეს ან იდგეს მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში;

ჰიპოკალციემია.

 

არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

ოსტეოპოროზის მქონე პოსტმენოპაუზურ ქალებში 1-წლიან კვლევაში, ალენდრონის მჟავის საერთო უსაფრთხოების პროფილები, როდესაც გამოიყენება კვირაში ერთხელ დოზით 70 მგ (519 პაციენტი) და 10 მგ დოზით დღეში (370 პაციენტი) შედარებადი იყო.

ორ 3-წლიან კვლევაში პრაქტიკულად იგივე დიზაინით პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებიც იღებდნენ ალენდრონის მჟავას 10 მგ დღეში (196 პაციენტი) ან პლაცებოს (397 პაციენტი), ალენდრონის მჟავისა და პლაცებოს საერთო უსაფრთხოების პროფილები შედარებადი იყო.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც მკვლევარებმა დაადგინეს, როგორც შესაძლო, სავარაუდო ან წამალთან დაკავშირებული, წარმოდგენილია ქვემოთ (მოხსენებული პაციენტთა ≥ 1%-ში ნებისმიერ ჯგუფში, რომლებიც მკურნალობდნენ 1-წლიან კვლევაში, ან ≥ 1% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ალენდრონის მჟავით დოზა 10 მგ დღეში, უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პლაცებოს 3 წლის კვლევებში):

კუჭ-ნაწლავის მხრივ: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულძმარვა მჟავე შემცველობით, გულისრევა, შებერილობა, ყაბზობა, ფაღარათი, დისფაგია, მეტეორიზმი, გასტრიტი, კუჭის წყლული, საყლაპავის წყლული.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: კუნთების ტკივილი (ძვლებში, კუნთებში ან სახსრებში), კუნთების სპაზმი.

ნერვულის სისტემის მხრივ: თავის ტკივილი

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი

არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და/ან პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, <1/10); იშვიათად (≥ 1/1000, <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჭინჭრის ციების და ანგიონევროზის ჩათვლით.

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: იშვიათად - სიმპტომური ჰიპოკალციემია, ხშირად ასოცირებული წინასწარგანწყობილ პირობებთან.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა *; იშვიათად - დისგევზია *.

მხედველობის ორგანოს მხრიდან: იშვიათად - თვალების ანთება (უვეიტი, სკლერიტი ან ეპისკლერიტი).

სმენის ორგანოს და ლაბირინთის დარღვევები: ხშირად - თავბრუსხვევა*; ძალიან იშვიათად - გარე სასმენი მილის ოსტეონეკროზი (ბისფოსფონატების კლასის წამლებისთვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქცია).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ყაბზობა, ფაღარათი, მეტეორიზმი, საყლაპავის წყლული#, დისფაგია#, შებერილობა, ბოყინი მჟავე შემცველობით; არახშირად - გულისრევა, ღებინება, გასტრიტი, ეზოფაგიტი#, საყლაპავის ეროზია#, მელენა*; იშვიათად - საყლაპავის სტრიქტურა#, ოროფარინგეალური წყლული#, ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (GIT) დარღვევები (პერფორაცია, წყლულები, სისხლდენა).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - ალოპეცია *, ქავილი *; იშვიათად - გამონაყარი, ერითემა; იშვიათად - გამონაყარი ფოტომგრძნობელობის რეაქციებით, კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი&.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძალიან ხშირად - კუნთების ტკივილი (ძვლებში, კუნთებში ან სახსრებში), ზოგჯერ მნიშვნელოვნად გამოხატული*; ხშირად - სახსრების შეშუპება*; იშვიათად - ყბის ოსტეონეკროზი&, ბარძაყის ძვლის ატიპიური სუბტროქანტერული და დიაფიზური მოტეხილობები (ბისფოსფონატების კლასის წამლებისთვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქცია).

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: ხშირად - ასთენია*, პერიფერიული შეშუპება*; იშვიათად - გარდამავალი სიმპტომები, როგორიცაა მწვავე ფაზის რეაქციის დროს (მიალგია, სისუსტე და, იშვიათ შემთხვევებში, ცხელება), ჩვეულებრივ დაკავშირებული მკურნალობის დაწყებასთან *.

არასასურველი რეაქციების სიხშირე კლინიკურ კვლევებში წამლისმიერი და პლაცებოთი ნამკურნალებ ჯგუფებში მსგავსი იყო.

არასასურველი მოვლენების სიხშირე კლინიკურ კვლევებში პაციენტების ჯგუფებში, რომლებიც მკურნალობდნენ სამკურნალო საშუალებით და პლაცებოთი, იყო ერთნაირი.

იხილეთ ნაწილი "მიღების წესი და დოზირება" და "განსაკუთრებული მითითებანი".

არასასურველი რეაქცია დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში. "იშვიათი" კატეგორია შეიქმნა შესაბამისი კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე.

 

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები

საეჭვო არასასურველი მოვლენების შესახებ შეტყობინებები წამლის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა მძიმე არასასურველი რეაქცია წამალზე ან განვითარდება ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

 

განსაკუთრებული მითითებები

არასასურველი რეაქციები ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

ზოგიერთი კლინიკური კვლევა მიუთითებს, რომ ბისფოსფონატების პერორალურმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი, მაგრამ ასეთი კავშირის აშკარა მტკიცებულება არ არსებობს. არ გამოიყენოთ ბისფოსფონატები ბარეტის საყლაპავის ან გასტროეზოფაგური რეფლუქსის მქონე საყლაპავის კიბოს განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.

ალენდრონის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ზედა ლორწოვანი გარსის ადგილობრივი გაღიზიანება. სიფრთხილეა საჭირო ალენდრონის მჟავის გამოყენებისას პაციენტებში აქტიური კუჭ-ნაწლავის დაავადებებით, როგორიცაა დისფაგია, საყლაპავის დაავადებები, გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის, ან კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებების არსებობა ანამნეზში (წინა წელს), როგორიცაა პეპტიური წყლული, აქტიური კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. ან ქირურგიული ჩარევა ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, გარდა პილოროპლასტიკისა, ძირითადი დაავადების გამწვავების პოტენციური რისკის გამო. ბარეტის საყლაპავის მქონე პაციენტებში პრეპარატის ინდივიდუალური გამოყენებისას უნდა შეფასდეს სარგებელი და პოტენციური რისკები.

საყლაპავის რეაქციები (ზოგჯერ მძიმე და საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას), როგორიცაა ეზოფაგიტი, წყლულები და საყლაპავის ეროზია, იშვიათად თან ახლავს საყლაპავის სტრიქტურა, აღწერილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ალენდრონის მჟავით. ამ მიზეზით, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერი ნიშანი და სიმპტომი, რომელიც მიუთითებს საყლაპავის პოტენციურ რეაქციაზე და პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ და მიმართონ სამედიცინო დახმარებას საყლაპავის გაღიზიანების სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა დისფაგია, ტკივილი ყლაპვისას ან გულმკერდის ტკივილი, გულძმარვის განვითარება ან გაძლიერება.

საყლაპავის მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი იზრდება, როდესაც პაციენტები იღებენ პრეპარატს არასწორად და/ან აგრძელებენ მის მიღებას საყლაპავის გაღიზიანების სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. აუცილებელია, რომ პაციენტები იყვნენ სრულად ინფორმირებული და გაიგონ, როგორ უნდა მიიღონ პრეპარატი. პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ ინსტრუქციის შეუსრულებლობამ შეიძლება გაზარდოს საყლაპავის რეაქციების რისკი.

ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებში არ ფიქსირდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების გაზრდილი რისკი, თუმცა (პოსტმარკეტინგულ პერიოდში) დაფიქსირდა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების იშვიათი შემთხვევები, ზოგჯერ მძიმე და გართულებებით.

ყბის ოსტეონეკროზი

ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევები, როგორც წესი, დაკავშირებული კბილის ამოღებასთან და/ან ადგილობრივ ინფექციასთან (ოსტეომიელიტის ჩათვლით), დაფიქსირდა სიმსივნური დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ბისფოსფონატით თერაპიას ძირითადად ინტრავენურად. ამ პაციენტებიდან ბევრმა ჩაიტარა ქიმიოთერაპია და მიიღო კორტიკოსტეროიდები. ყბის ოსტეონეკროზი ასევე დაფიქსირდა ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში, რომლებიც პერორალურ ბისფოსფონატებს იღებდნენ.

ყბის ოსტეონეკროზის განვითარების ინდივიდუალური რისკის შეფასებისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

ბიფოსფონატების აქტივობა (მაქსიმალური ზოლედრონის მჟავისთვის), მიღების წესი (იხ. ზემოთ) და კუმულაციური დოზა;

ონკოლოგიური დაავადებების არსებობა, ქიმიოთერაპია, რენტგენოთერაპია, კორტიკოსტეროიდების, ანგიოგენეზის ინჰიბიტორების გამოყენება, მოწევა;

სტომატოლოგიური დაავადებების ისტორია, პირის ღრუს არაადეკვატური ჰიგიენა, პაროდონტის დაავადება, ინვაზიური სტომატოლოგიური პროცედურები და არასწორად შერჩეული პროთეზები.

ბისფოსფონატით მკურნალობის დაწყებამდე, სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ სტომატოლოგიური გამოკვლევა და შესაბამისი პროფილაქტიკური მკურნალობა.

მკურნალობის დროს ამ პაციენტებმა შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ ინვაზიურ სტომატოლოგიურ პროცედურებს. ბისფოსფონატით მკურნალობის შედეგად ყბის ოსტეონეკროზის მქონე პაციენტებში სტომატოლოგიურმა ქირურგიამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სტომატოლოგიურ პროცედურებს, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, ამცირებს თუ არა ბისფოსფონატის მოხსნა ყბის ოსტეონეკროზის რისკს. ექიმმა უნდა შეადგინოს მკურნალობის გეგმა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად სარგებლის/რისკის თანაფარდობის შეფასების საფუძველზე.

ბისფოსფონატებით მკურნალობის დროს პაციენტებმა უნდა დაიცვან პირის ღრუს კარგი ჰიგიენა, რეგულარულად გაიარონ სტომატოლოგიური გამოკვლევები და შეატყობინონ ექიმს პირის ღრუს სიმპტომების შესახებ, როგორიცაა კბილების მორყევა, ტკივილი ან შეშუპება.

გარე სასმენი მილის ოსტეონეკროზი

ბისფოსფონატების გამოყენებისას დაფიქსირდა გარე სასმენი მილის ოსტეონეკროზის შემთხვევები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებული იყო ხანგრძლივ თერაპიასთან. გარე სასმენი არხის ოსტეონეკროზის განვითარების შესაძლო რისკ-ფაქტორებია თანმხლები GCS თერაპია, ქიმიოთერაპია და/ან ადგილობრივი რისკის ფაქტორები, როგორიცაა ინფექცია ან ტრავმა. გარე სასმენი არხის ოსტეონეკროზის განვითარების რისკი გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბისფოსფონატით თერაპიას, რომლებსაც აღენიშნებათ ყურის სიმპტომები, მათ შორის ქრონიკული ყურის ინფექციები.

ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი

ძვლის, სახსრების და/ან კუნთების ტკივილი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბისფოსფონატებს. პოსტმარკეტინგულ პერიოდში მოხსენებული იყო, რომ ეს სიმპტომები იშვიათ შემთხვევებში იყო მძიმე და/ან იწვევდა ინვალიდობას. სიმპტომების დაწყებამდე დრო მერყეობდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი დღიდან რამდენიმე თვემდე. პაციენტების უმეტესობა განიცდიდა სიმპტომების შემსუბუქებას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სიმპტომების რეციდივი იმავე ან განსხვავებული ბისფოსფონატის განმეორებით მიღებით.

ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობები

არსებობს ცნობები, რომ ბარძაყის ძვლის ატიპიური სუბტროქანტერიული და დიაფიზური მოტეხილობები შეიძლება აღინიშნებოდეს ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში ბისფოსფონატების გამოყენებისას, ძირითადად ხანგრძლივი თერაპიის დროს. ეს გარდიგარდმო ან მოკლე ირიბი მოტეხილობები შეიძლება მოხდეს ბარძაყის ძვლის სიგრძის ნებისმიერ ადგილას, მცირე ტროქანტერის ქვემოთ და სუპრაკონდილარის ზემოთ.

ეს მოტეხილობები აღინიშნება უმნიშვნელო ტრავმების შემდეგ ან ტრავმის გარეშეც; ზოგიერთ პაციენტში ბარძაყის ან საზარდულის ტკივილი, რომელიც ხშირად აჩვენებს სტრესული მოტეხილობის ნიშნებს რენტგენის სხივებზე, ხდება ბარძაყის სრულ მოტეხილობამდე კვირით ან თვით ადრე. მოტეხილობები ხშირად ორმხრივია; ამიტომ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბისფოსფონატით თერაპიას, რომლებშიც დადასტურებულია ერთი ბარძაყის ძვლის დიაფიზური მოტეხილობა, აუცილებელია მეორის შესაბამისი გამოკვლევის ჩატარება. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ასეთი მოტეხილობები კარგად არ ხორცდება. თუ მოსალოდნელია, რომ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ბარძაყის ატიპიური მოტეხილობა, სარგებლის და პოტენციური რისკის ბალანსის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, უნდა განიხილებოდეს ბისფოსფონატით თერაპიის შეწყვეტა.

ბისფოსფონატებით თერაპიის დროს პაციენტებმა ექიმს უნდა შეატყობინო ბარძაყის, ბარძაყის ან საზარდულის არეში განვიტარებული ნებისმიერი ტკივილის შესახებ; ასეთ სიტუაციებში ყველა პაციენტი უნდა გამოკვლეული უნდა იქნეს ბარძაყის არასრული მოტეხილობის არსებობაზე.

თირკმლის დისფუნქცია

არ არის რეკომენდებული ალენდრონის მჟავას გამოყენება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 35 მლ/წთ.

ძვლის მეტაბოლიზმი და მინერალური მეტაბოლიზმი

გასათვალისწინებელია ოსტეოპოროზის სხვა მიზეზები, გარდა ესტროგენის დეფიციტისა და ასაკისა.

ჰიპოკალციემია უნდა გამოსწორდეს ალენდრონის მჟავით მკურნალობის დაწყებამდე. სხვა დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ მინერალურ მეტაბოლიზმზე, როგორიცაა D ვიტამინის დეფიციტი და ჰიპოპარათირეოზი, ასევე ეფექტურად უნდა გამოსწორდეს პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე. ზემოაღნიშნული დარღვევების მქონე პაციენტებში ალენდრონის მჟავით მკურნალობისას აუცილებელია შრატში კალციუმის დონის და ჰიპოკალციემიის სიმპტომების მონიტორინგი.

ალენდრონის მჟავას დადებით ეფექტთან დაკავშირებით ძვლოვან ქსოვილში მინერალების შემცველობის მატებასთან დაკავშირებით, შეიძლება დაფიქსირდეს კალციუმის და ფოსფატის დონის დაქვეითება სისხლის შრატში, განსაკუთრებით პაციენტებში გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, რომლებშიც შეიძლება შემცირდეს კალციუმის შეწოვა. ეს ცვლილებები, როგორც წესი, უმნიშვნელო და ასიმპტომურია. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა სიმპტომური ჰიპოკალციემია, რომელიც ზოგჯერ მძიმეა და ხშირად გვხვდება რისკ-ფაქტორების  მქონე პაციენტებში (მაგ. ჰიპოპარათირეოზი, D ვიტამინის დეფიციტი და კალციუმის მალაბსორბცია).

პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს, საჭიროა კალციუმის და D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღება.

გამოტოვებული დოზა

პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ,  რომ დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მათ უნდა მიიღონ პრეპარატის 1 ტაბლეტი მეორე დილით, მას შემდეგ რაც პაციენტს გაახსენდება. არ შეიძლება 2 ტაბლეტის მიღება ერთ დღეს; აუცილებელია პრეპარატის გამოყენება 1 ტაბლეტი კვირაში ერთხელ დადგენილ დღეს განრიგის მიხედვით.

დამხმარე ნივთიერებები

ლონდრომაქსი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ლონდრომაქსი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ე.ი. თითქმის "ნატრიუმის გარეშე".

 

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს ან მცირე გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ გარკვეული არასასურველი რეაქციები (მაგალითად, მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა და ძლიერი ტკივილი კუნთებში ან სახსრებში), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მუშაობის უნარზე.

 

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია

ლონდრომაქსი არ არის განკუთვნილი რეპროდუქციული ასაკის ქალებში გამოსაყენებლად.

ორსულობა

ორსულობის დროს ქალებში ალენდრონის მჟავას გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ პრეპარატს აქვს რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ალენდრონის მჟავას შეყვანის შემდეგ, ვირთაგვებში გესტაციის პერიოდში განვითარდა ჰიპოკალციემიასთან დაკავშირებული დისტოცია.

ლონდრომაქსის გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა ალენდრონის მჟავა/ალენდრონის მჟავას მეტაბოლიტები დედის რძეში. არ არის გამორიცხული რისკი ბავშვებისთვის, მათ შორის ახალშობილებისთვის. ლონდრომაქსის გამოყენება მეძუძურ ქალებში არ შეიძლება.

ფერტილობა

ბიფოსფონატები შედის ძვლის მატრიცის სტრუქტურაში და თანდათანობით გამოიყოფა მისგან რამდენიმე წლის განმავლობაში. ბისფოსფონატის რაოდენობა, რომელიც შედის ძვლოვან ქსოვილში მოზრდილებში და, შესაბამისად, სისტემურ მიმოქცევაში დაბრუნება, პირდაპირპროპორციულია ბისფოსფონატის დოზისა და გამოყენების ხანგრძლივობისა. არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ნაყოფისთვის საშიშროების შესახებ. თუმცა, არსებობს ნაყოფზე ნეგატიური ზემოქმედების თეორიული რისკი, ძირითადად ჩონჩხთან მიმართებაში, ორსულობის შემთხვევაში ქალში ბისფოსფონატებით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ. ისეთი პარამეტრების რისკზე ზემოქმედება, როგორიცაა ბისფოსფონატით თერაპიის შეწყვეტასა და ჩასახვას შორის დრო, კონკრეტული ბისფოსფონატის გამოყენება და შეყვანის გზა (ინტრავენური ან პერორალური) არ არის შესწავლილი.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

საკვებისა და სასმელების (მათ შორის მინერალური წყლის) ერთდროული მიღებით, კალციუმის, ანტაციდების და პერორალური მიღების ზოგიერთი მედიკამენტის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ალენდრონის მჟავას შეწოვაზე. ამიტომ ლონდრომაქსისა და პერორალური მიღების სხვა პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 30 წუთი.

სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლის ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. ზოგიერთი პაციენტი კლინიკურ კვლევებში იღებდა ესტროგენულ თერაპიას (ინტრავაგინალურად, ტრანსდერმალურად ან პერორალურად) ალენდრონის მჟავასთან ერთად მკურნალობასთან ერთად, მაშინ როდესაც არ ყოფილა არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია წამლების ერთდროულ გამოყენებასთან.

ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) გამოყენება დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებასთან, სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებისას ალენდრონის მჟავასთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების შემსწავლელი სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა, კლინიკურ კვლევებში ალენდრონის მჟავა გამოიყენებოდა დიდი რაოდენობით ხშირად დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად, არასასურველი ურთიერთქმედების კლინიკური ნიშნები არ დაფიქსირებულა.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.

ბავშვები

სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.

 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ჭარბი დოზირების შემთხვევაში (პერორალური მიღებისას) შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია, არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მათ შორის დისპეფსია, გულძმარვა, ეზოფაგიტი, გასტრიტი, წყლულები.

მკურნალობა

ალენდრონის მჟავას ჭარბი დოზირების დოზის  სამკურნალოდ კონკრეტული რეკომენდაციები არ არსებობს. ალენდრონის მჟავას შესაკვრელად გამოიყენება რძე ან ანტაციდები. საყლაპავის გაღიზიანების რისკის შესამცირებლად, დაუშვებელია პირღებინების გამოწვევა; პაციენტები უნდა იყვნენ ვერტიკალური მდგომარეობაში.

 

წამლის ფორმა

ტაბლეტები.

4 ტაბლეტი ბლისტერში.

1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

სად შევიძინოთ?