ლორანექსი / ლორანექსი
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): desloratadine
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → მეორე თაობის პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A.
- მწარმოებელი ქვეყანა: პორტუგალია
- გამოშვების ფორმა: 0.5მგ/მლ 150მლ შიგნით მისაღები ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
1. რა არის ლორანექსი და რისთვის გამოიყენება
ლორანექსი არის ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება სედაციური (საძილე) ეფექტის გარეშე. ხელს უშლის ალერგიული რეაქციისა და მისი სიმპტომების განვითარებას.
ლორანექსი გამოიყენება:
- ალერგიულ რინიტთან (სეზონურ ან ქრონიკულ ალერგიულ რინიტთან) ასოცირებული სიმპტომების (ცხვირის ლორწოვანი გარსის ალერგიული ანთება, თივის ცხელებით ან მტვრის ტკიპით გამოწვეული) სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. ალერგიულ რინიტთან ასოცირებული სიმპტომებია ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირისა და სასის ქავილი და თვალების სიწითლე და ქავილი.
- ჭინჭრის ციებასთან (ურტიკარიასთან) (ალერგიული რეაქციის კანისმიერი გამოვლინება) ასოცირებული სიმპტომების საწინააღმდეგოდ. ეს სიმპტომებია: კანის ქავილი და გამონაყარი.
ლორანექსი ხსნის ალერგიის სიმპტომებს მთელი დღის განმავლობაში და გეხმარებათ ნორმალური აქტივობის შენარჩუნებაში.
2. რისი ცოდნაა საჭირო ლორანექსის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ლორანექსს, თუ
- გაქვთ ალერგია(მომატებული მგრძნობელობა) დესლორატადინის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6).
- გაქვთ ალერგია(მომატებული მგრძნობელობა) ლორატადინის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ლორანექსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გამოყენება პედიატრიაში
არ მისცეთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე მედიკამენტი.
არ არსებობს მონაცემები ლორანექსის ურთიერთქმედების შესახებ სხვა მედიკამენტებთან.
ლორანექსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ლორანექსი მიიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ლორანექსის მიღება არ არის რეკომენდებული, ამიტომ მის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
რეკომენდებული დოზით ლორანექსი არ უნდა იწვევდეს ძილიანობას და ფსიქომოტორული რეაქციების შენელებას. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვითად ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ლორანექსი შეიცავს სორბიტოლს
ნახშირწყლების აუტანლობის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს.
3. ლორანექსის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის რჩევის შესაბამისად. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ ექიმთან.
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ასაკიდან):
- 10 მლ ორალური ხსნარი დღეში ერთხელ.
1-5 წლამდე ასაკის ბავშვები:
- 2,5 მლ ორალური ხსნარი დღეში ერთხელ.
6-11 წლამდე ასაკის ბავშვები:
- 5 მლ ორალური ხსნარი დღეში ერთხელ.
ლორანექსის მიღების წესი:
- მისაღები ხსნარის მოცულობა ისაზღვრება კოლოფში არსებული საზომი საშუალებით;
- მიღების შემდეგ, ორალური ხსნარს მიაყოლეთ მცირე რაოდენობით წყალი. მედიკამენტის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
| მკურნალობის ხანგრძლივობა |
მწვავე (გარდამავალი) ალერგიული რინიტი (სიმპტომების ხანგრძლივობა 4 დღეზე ნაკლები კვირაში ან 4 კვირაზე ნაკლები) | ექიმი გირჩევთ თქვენი დაავადების შესაბამის მკურნალობის კურსს, რომელიც დამოკიდებულია თქვენი ავადმყოფობის ისტორიაზე |
გახანგრძლივებული ალერგიული რინიტი (სიმპტომების ხანგრძლივობა 4 დღე ან მეტი კვირაში ან 4 კვირაზე მეტი) | ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი |
ჭინჭრის ციება (ურტიკარია) | მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განსხვავდება პაციენტებს შორის და ამიტომ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა |
დოზის გადაჭარბება
მიიღეთ ლორანექსი მხოლოდ ექიმის რჩევის შესაბამისად. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სერიოზული გართულებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ დანიშნული პრეპარატი შეძლებისდაგვარად სწრაფად და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ლორანექსიც იწვევს გვერდითი ეფექტებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
მოზრდილებში, ყველაზე დამახასიათებელი გვერდითი მოვლენაა დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში კი - დიარეა, ცხელება და უძილობა.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (1–ზე ნაკლები 10 000 პაციენტში):
- მწვავე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ქავილი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება) და ეგზანთემა (გამონაყარი კანზე);
- პალპიტაცია (ძლიერი გულისცემის შეგრძნება);
- ტაქიკარდია;
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა;
- ღებინება;
- დიარეა;
- თავბრუსხვევა;
- ძილიანობა (ან უძილობა);
- კუნთების ტკივილი;
- ჰალუცინაციები (არარსებული საგნების ხედვა, შეგრძნება ან ხმების მოსმენა);
- გულყრები;
- მოუსვენრობა;
- ჰეპატიტი;
- ღვიძლის ტესტების გაუარესება;
- გამონაყარი კანზე.
უცნობი (არსებული მონაცემებით, გამოვლენის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ, ღრუბლიან ამინდშიც კი, მომატებული მგრძნობელობა ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი, მათ შორის სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივებისადმი.
გვერდითი ეფექტების ფარმაკომეთვალყურეობა
გვერდითი ეფექტების განვითარების, ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ლორანექსის შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენეთ გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.
პრეპარატის სინათლისაგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით, არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ნუ გამოიყენებთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენების ვადად მიიჩნევა შესაბამისი თვის ბოლო დღე.
ნუ გამოიყენებთ მედიკამენტს, თუ შენიშნეთ დაზიანების ნიშნები.
გამოუყენებელ მედიკამენტს ნუ გადააგდებთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ იგი. ამგვარად დაიცავთ გარემოს დაბინძურებისაგან.
6. გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია
ლორანექსის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: დესლორატადინი 0.5 მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: 70% სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, სუკრალოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ციტრატი, უწყლო ლიმონმჟავა, ატმის არომატიზატორი, დინატრიუმის ედეტატი და გაწმენდილი წყალი.
ლორანექსის გამოშვების ფორმა
ლორანექსი - 150 მლ-მდე შევსებული ხსნარი, 200 მლ-იანი III ტიპის ნარინჯისფერ შუშის ბოთლში, ბავშვებისგან დაცული სახურავით და საზომი საშუალებით.