შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი – ნიფურატელი 200 მგ;
დამხმარე ინგრედიენტები: სახამებელი – 65 მგ, პოლიეთილენგლიკოლი 6000 – 15 მგ, ტალკი – 30 მგ, მაგნიუმის სტეარატი – 2.5 მგ, ჟელატინი – 2.3 მგ, გუმიარაბიკი – 2.3 მგ, საქაროზა – 150 მგ, მაგნიუმის კარბონატი – 33 მგ, ტიტანის დიოქსიდი – 0.9 მგ, E ცვილი – 0.3 მგ.
აღწერა: ორმაგად ამობურცული, თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტები.
ნიფურატელი წარმოადგენს ნიტროფურანების ჯგუფის ანტიმიკრობულ საშუალებას; გააჩნია ანტიპროტოზული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. ნიფურატელს გააჩნია მაღალი ეფექტურობა და დაბალი ტოქსიურობა, რაც უზრუნველყოფს მისი კლინიკური გამოყენების ფართო სპექტრს. გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით Papiliobacter და Helicobacter pylori- ის მიმართ, გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: მინიმალური დამრთგუნველი კონცენტრაციისას 12.5-25 მკგ/მლ თრგუნავს 44.3%-დან 93.2%-მდე.
მოქმედების სპექტრი მოიცავს: Enterococcus faecalis, Enterococcus faecium, Staphylococcus aureus, Bacillus subtilis, Escherichia coli, Shigella flexneri 2a, Shigella flexneri 6, Shigella sonnei, Salmonella typhi, Salmonella typhimurium, Salmonella enteridis, Klebsiella spp., Enterobacter spp., Serratia app., Citrobacter spp., Morganella spp., Rettgerella spp., Pragia fontium, Budvicia aquatica, Rachnella aquatilis, Acinetobacter spp., და სხვა ატიპიური ენტერობაქტერიები, ასევე უმარტივესი ბაქტერიებიც, (ამება); ნაკლებად აქტიურია Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Pseudomonas aeruginosa – ს შემთხვევაში. გამოიყენება თერაპიის ჩასატარებლად სალმონელოზური, შიგელოზური და ნაწლავების სხვა ბაქტერიული ინფექციებისას.
აქტიურია Trichomonas vaginalis – ის შემთხვევაში, განსაკუთრებით Candida- ს ჯგუფის სოკოს დროს. ასევე ეფექტურია Helicobacter pylori- ის შემთხვევაში, რომელიც მდგრადია მეტრონიდაზოლის მიმართ.
შიგნით მიღებისას სწრაფად განიცდის აბსორბაციას. აღწევს ჰემატოენცეფალურ და ჰემატოპლაცენტარულ ბარიერში, გამოიყოფა სარძევე ჯირკვლების რძესთან ერთად. მეტაბოლიზდება ღვიძლში და კუნთოვან ქსოვილებში. მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების მეშვეობით (30-50% უცვლელი სახით), გააჩნია ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება ნაღვლის გამომყოფ ტრაქტში.
• ვულვოვაგინალური ინფექციები და თეთრად შლა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ამგზნებებით (კანდიდა, ტრიქომონადები, ბაქტერიები, ქლამიდიები).
• პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, პიელიტი და შარდგამომყოფი სისტემის სხვა დაავადებები.
• ნაწლავების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავების ამებიაზით ან ლამბლიოზით
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია Helicobacter pilory- სთან.
პრეპარატი უნდა მიიღოთ შიგნით, რეკომენდაციების შესაბამისად.
ვაგინალური ინფექციებისას:
მოზრდილებს: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 7 დღის განმავლობაში (პრეპარატი უნდა მიიღოს ორივე პარტნიორმა).
ბავშვებს: რეკომენდირებული დოზა შეადგენს – 10 მგ/კგ სხეულის წონის შესაბამისად, ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში. რეკომენდირებული დოზა უნდა იქნეს მიღებული 2 მიღებით.
საშარდე გზების ინფექციებისას:
მოზრდილებს: 3-6 ტაბლეტი დღეში, ყოველდღიურად 7-14 დღის განმავლობაში – ინფექციის ბუნებისა და სიმძიმის მიხედვით
ბავშვებს: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 30-60 მგ/კგ სხეულის წონის შესაბამისად. რეკომენდირებული დოზა უნდა გაიყოს 2 მიღებაზე.
ექიმის რეკომენდაციით პერორალური მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ან კურსი განმეორდეს.
ნაწლავური ამებიაზისას:
მოზრდილებს: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში
ბავშვებს: 10მგ/კგ 3-ჯერ დღეში
ნაწლავური ლამბლიოზისას:
მოზრდილებს: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში
ბავშვებს: რეკომენდირებული დოზაა 15 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
Helicobacter pilory -ისთან ასოცირებული კუჭნაწლავის ინფექციები:
მოზრდილებში: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
ბავშვებში: რეკომენდირებული დოზაა 15 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
დისპეფსიური აშლილობები: პირღებინება, გულისრევა, პირის ღრუში სიმწარის გემო, დიარეა, წვა, გასტრალგია.
ალერგიული რეაქცია: კანზე გამონაყარი, ქავილი.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე აქტიური კომპონენტის მიმართ.
ნიტროფურატელი აღწევს ჰემატოპლაცენტარულ ბარიერში დოზის გადაჭარბებისას, ამიტომ პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დანიშნულების მიხედვით, თუ თერაპიის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ნიტროფურატელი ექსცენტრირდება სარძევე ჯირკვლების რძეში, ამიტომ პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში უნდა დადგეს საკითხი ჩვილის ძუძუთი კვების შეწყვეტაზე.
ვაგინალური ინფექციების მკურნალობისას მხოლოდ პერორალური თერაპიით , რეკომენდირებულია დღიური დოზის გაზრდა 4-6 ტაბლეტის ოდენობით .
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სქესობრივი აქტისგან თავის შეკავება.
ავტომანქანებისა და სხვა მოწყობილობების მართვაზე ზემოქმედების უნარი:
არ არის გამოვლენილი რაიმე უარყოფითი მოქმედება.
არ არის რეგისტრირებული
აძლიერებს ნისტატინის ფუნგიციდურ მოქმედებას.
სიაb
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25oC
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
5 წელი, არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაიცემა რეცეპტით.