შემადგენლობა:
ნატრიუმის ჰიალურონატი,მიო ინოზიტოლი, ფრუქტოზა, გლუკოზა,მაგნიუმის ციტრატი, კალციუმის პირუვატი, სორბიტოლი,რძემჟავა,ლიმონმჟავა, კალიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბიკარბონატი,თუთიის გლუკონატი,კარნიტინი,ნატრიუმის ქლორიდი,ნატრიუმისჰიდროქსიდი,ფენოქსიეთანოლი,ეთილექსიგლიცერინი, ჰიდროსიეთილ ცელულოზა, წყალი.
მიოქსელ გელი არის უსაფრთხო ვაგინალური გელი, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივ ჩასახვას. ის იცავს სპერმატოზოიდს ვაგინალურ გარემოში, ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობას საშოში და აადვილებს მათ მოძრაობას საშვილოსნოს ღრუში საშვილოსნოს ყელის ბლანტი ლორწოს გავლის მეშვეობით, აუმჯობესებს სპერმის გადარჩენას ქალის სასქესო ტრაქტში.
ჰიალურონის მჟავას (ნატრიუმის ჰიალურონატის სახით) შეუძლია წყლის მოლეკულების შებოჭვა და შეკავება, ჟელესმაგვარი მასის ფორმირება და თავის მხრივ საშოს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე ქმნის დისპერსიულ მატრიცას, რაც ხელს უწყობს მის ოპტიმალურ დატენიანებას.
მიო-ინოზიტოლი არის მთავარი პოლისაქარიდი, რომელიც უზრუნველყოფს ატფ-ის გამოყოფას და ამით აუმჯობესებს სპერმატოზოიდებისმოძრაობას და აქტივობას.
ფრუქტოზა და კარნიტინი სპერმატოზოდის მთავარი ენერგეტიკული სუბსტრატი, რომელიც უზრუნველყოფს მათ მოძრაობას სათესლე სითხეში, რის გამოც სპერმატოზოიდები ბევრად უფრო სწრაფად მოძრაობენ და უფრო დიდხანს ინარჩუნებენ სასიცოცხლო ფუნქციებს.
გლუკოზა, სორბიტოლი - ნახშირწყლებია, რომლებიც დამატებით ავსებენ სპერმატოზოიდების ენერგეტიკულ რესურსებს.
ბუფერული ნაერთები (მაგნიუმის ციტრატი, კალიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბიკარბონატი) მიოქსელ გელს აქვს ოპტიმალური pH დონე, ძალიან ახლოს არის საშვილოსნოს ყელის ლორწოს pH-თან (7.0 - 7.4), რომელიც წარმოიქმნება ქალებში ოვულაციის დროს. გარდა ამისა, მიოქსელ გელის pH შეესაბამება სათესლე სითხის pH დონეს, რომელიც აუცილებელია სპერმატოზოიდების სასიცოცხლო აქტივობისა და მოძრაობის მხარდასაჭერად, ოსმოსური ბარიერის გადალახვის გასაუმჯობესებლად.
ლიმონმჟავა მნიშვნელოვანია სათესლე სითხის ოსმოსური ბალანსის შესანარჩუნებლად. სათესლე სითხის ოსმოსური თვისებები გავლენას ახდენს სპერმატოზოიდების მემბრანების ფუნქციაზე.
მიოქსელის გელის გამოყენება რეკომენდებულია ქალებში ოვულაციის ფაზაში სქესობრივი კავშირის დაწყებამდე, როდესაც საშვილოსნოს ყელის ლორწოს ტუტე არესიდეალური pH აქვსსპერმატოზოიდების მოძრაობისა და აქტივობისთვის.ეაკულაციდაან30 წუთის შემდეგ სათესლე სითხე თხელდება,კარგავს სიბლანტეს და სპერმატოზოიდი იწყებს აქტიურ მოძრაობას. მიოქსელ გელი ამცირებს სათესლე სითხის სიბლანტეს და აუმჯობესებს სპერმატოზოიდების წინსწრებით გადაადგილებას.
ჩვენებები:
• ვაგინალური სიმშრალე;
• ციტოლიზური ვაგინოზი;
• იდიოპათიური ოლიგოზოოსპერმია;
• იდიოპათიური ასთენოზოოსპერმია;
• ეაკულატის გაზრდილი სიბლანტე.
გამოიყენება მხოლოდ ვაგინალურად.
ტუბის შიგთავსი (5 მლ) შეიტანეთ საშოში აპლიკატორის გამოყენებით სქესობრივი აქტის დაწყებამდე 5 წუთით ადრე . რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის ოვულაციის ფაზაში.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
შენახვის პირობები: ინახება ოთახის პირობებში