ნევროქსინ ფორტე
დიკლოფენაკ ნატრიუმი 75 მგ + ბეტამეტაზონი 2მგ + ვიტამინი B1 100 მგ + ვიტამინი B6 100 მგ+ B12 10 მგ
ინექცია კუნთში გასაკეთებლად
პრეპარატი გაიემა რეცეპტით
დამზადებულია არგენტინაში
შემადგენლობა:
თითო ამპულა I შეიცავს: თიამინის ჰიდროქლორიდი 100მგ; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი +100 მგ; ციანოკობალამინი 10 მგ; შემავსებლები საჭირო რაოდენობით 3 მლ.
თითო ამპულა II შეიცავს: დიკლოფენაკ ნატიურმი 75 მგ; ბეტამეტაზონი (ნატრიუმის ფოსფატი) 2 მგ; შემავსებლები საჭირო რაოდენობით 3 მლ.
თერაპიული მოქმედება
ანთების საწინააღმდეგო, ანალგეტიკი, ანტინევროტიული მედიკამენტი.
დოზირება და მიღების მეთოდი
მედიკამენტი კეთდება მხოლოდ კუნთში ღრმად და უნდა მომზადდეს ორივე ამპულის ერთმანეთში შერევით. კეთდება დღეში ერთჯერ ექიმის შეხედულებისამებრ.
არასასურველი რეაქციები
იშვიათად შესაძლებელია პაციენტს გამოუვლინდეს ტკივილი და/ან გამკვრივება ინექციის ადგილზე განსაკუთრებით კი აბსცესი და ნეკროზი ზრდასრულ დიაბეტიან პირებში.
გასტროინტესტინალური დარღვევები (გულის რევა , ფაღარათი). ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ჭინჭრის ციება, ეკზემა და გამონაყარი კანზე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი აქტიური ინგრედიენტის მიმართ. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ჩამოყალიბების სტადიაში. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა. ისევე როგორც ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების შემთხვევაში დიკლოფენაკ ნატრიუმი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ ასთმური შეტევები , ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი ასპირინის ან სხვა პროსტაგლანდინ სინთეტაზას ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ. აქტიური ტუბერკულოზი, გულის არაკომპენსირებადი უკმარისობა, სისტემური მიკოზი, სისხლის მწვავე მაღალი წნევა, ორსულობა, ლაქტაცია.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუჭნაწლავის პრობლემები, კუჭნაწლავის წყლული ანამნეზში , წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება , ღვიძლის შეზღუდული ფუნქცია, პრეპარატი ინიშნება მკაცრი ჩვენებისა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. რადგან პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თირკმლის ირიგაციაში, აღნიშნული პროდუქტი დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ისეთ პაციენტებში, რომელთც აღენიშნებათ გულის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ასევე იმ პირებში, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს ან გადატანილი აქვთ ქირურგიული ოპერაციები.
ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი ღებულობს ნევროქსინ ფორტეს და უვითარდებათ პეპტიკური წყული ან გასტროინესტინალური სისხლდენა პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ხანდაზმულ პირებში პრეპარატი ზოგადი სამედიცინო პრინციპეპიდან გამომდინარე უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ისევე როგორც სხვა ძლიერ მოქმედი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების შემთხვევაში პრევენციული თვალსაზრისით საჭიროა სისხლის ანალიზის, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი.
პაციენტებმა, რომელთაც აწუხებთ თავბრუსხვევა ან სხვა სახის ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები არ უნდა მართონ მანქანა და სხვა სახის მექანიზმები. ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია აღინიშნოს სტეროიდული მკურნლობის ეფექტი, რაც სპონტანურად ქრება დოზის ეტაპობრივად შემცირებისას.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ნევროქსინ ფორტეს და ლითიუმის ან დიგოქსინის ფუძის პრეპარატების ერთობლივად გამოყენებისას შესაძლებელია გაიზარდოს მისი პლაზმური დონე . ჯერჯერობით ჭარბი დოზირების კლინიკური ნიშნები არ არის დადგენილი.
ანთების საწინააღმდეგო რამდენიმე არასტეროიდულმა მედიკამენტმა შესაძლებელია შეაფერხოს კალიუმის შემნახველი დიურეტიკების ეფექტი. შესაბამისად შრატის კალიუმის დონე უნდა შემოწმდეს.
სხვადასხვა სისტემური ანტირევმატული მედიკამენტების ერთობლივად გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს გვერდითი ეფექტები.
კლინიკური კველევების მიხედვით ნევროქსინ ფორტე არ მოქმედებს სისხლის შედედებაზე , თუმცა თავდაცვის თვალსაზრისით სასურველია შემოწმდეს მიღწეულია თუ არა სისხლის შედედების სასურველი ეფექტი ნევროქსინ ფორტე და სისხლის შემადედებლების ერთობლივად გამოყენებისას. ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანტინევროტული მედიკამენტების შემთხვევაში დიკლოფენაკ ნატრიუმმა, დიდი დოზით (200 მგ) მიღებისას შესაძლებელია დროებით შეაფერხოს თრომბოციტების აგრეგაცია. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ნევროქსინ ფორტეს მიღება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად ისე, რომ იგი გავლენას არ ახდენს კლინიკურ ეფექტზე.
სიფრთხილეა საჭირო ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების გამოყენებისას მეტოტრექსატის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 სთ-ის განმავლობაში, რადგან შესაძლებელია გაიზარდოს მეტოტრექსატის დონე სისხლში და ტოქსიკურობა.
ჭარბი დოზა
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტებით მწვავე ტოქსიკოზის მკურნალობა მოიცავს ძირითადად დამხმარე და სიმპტომატურ ზომებს. ნევროქსინ ფორტე ჭარბი დოზირების ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: დამხმარე და სიმპტომატურ ზომები გართულებების ასაცილებლად, როგორიც არის ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, პაროქსიზმი, კუჭნაწლავის გაღიზიანება და სუნთქვის შესუსტება. სპეციფიკურ მკურნალობას, როგორიც არის ფორსირებული დიურეზი ან ჰემოპერფუზია სავარაუდოდ ვერ ახდენს გავლენას არასტეროიდული ანტირევმატული მედიკემენტების ელიმინაციაზე პროტეინის ფიქსაციის და ექსტენსიური მეტაბოლიზმის გამო.
გამოყენება
შეფუთვაში მოთავსებულია I და II ამპულის 3 და 5 წყვილი.
მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეცეპტით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ, დაუშვებელია პრეპარატის დამატებით გამოყენება ექიმის რეცეპტის გარეშე.
შეინახეთ ქარხნულ შეფუთვაში 15-25oC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ეს და ყველა პრეპარატები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.