შემადგენლობა
პრეპარატის 1გ შეიცავს: აქტიური ნივთიერება:
კეტოკონაზოლი – 20მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინის ზეთი, ნიპაგინი, გასუფთავებული წყალი.
კეტოკონაზოლი (ნიზოკონი) – იმიდაზოლის სინთეზური წარმოებული. ახდენს ფუნგიციდურ და ფუნგისტატიკურ მოქმედებას. კეტოკონაზოლი აინჰიბირებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და იწვევს სოკოს უჯრედული მემბრანის ლიპიდური შემადგენლობის ცვლილებას.
პრეპარატი აქტიურია დერმატოფიტების, Trichophyton spp., Microsporum spp., Epidermophyton floccosum, Candidas, Pityrosporum spp.-s სახეობის საფუარის მაგვარი სოკოების მიმართ.
პრეპარატის გამოყენებისას კეტოკონაზოლი პრაქტიკულად არ ექვემდებარება სისტემურ აბსორბციას, ხანგრძლივი გამოყენებისას მისი კონცენტრაცია სისხლში არ განისაზღვრება.
- პრეპარატისადმი მგრძნობიარე სოკოებით გამოწვეული კანის მიკოზების მკურნალობა:
- გლუვი კანის დერმატომიკოზი (Tinea corporis);
- საზარდულის ეპიდერმოფიტია (Tinea cruris);
- ხელის მტევნებისა და ტერფების ეპიდერმოფიტია (Tinea manum, Tinea pedis);
- კანის კანდიდოზი;
- ქატოსებური ლიქენი (Pityriasis versicolor);
- Pityrosporum ovale- ს მიერ გამოწვეული სებორეული დერმატიტი.
გლუვი კანის დერმატომიკოზის, საზარდულის ეპიდერმოფიტიის, ხელის მტევნებისა და ტერფების ეპიდერმოფიტიის, კანის კანდიდოზისა და ქატოსებური ლიქენის დროს პრეპარატი უნდა დაიდოს დაზიანებულ და უშუალოდ მის მიმდებარე უბანზე დღე-ღამეში 1-ჯერ.
სებორეული დერმატიტის დროს უნდა დაიდოს დაზიანებულ უბანზე დღე-ღამეში 1-2-ჯერ, დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით. შემანარჩუნებელი მკურნალობა ტარდება კვირაში 1-2-ჯერ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების ყველა სიმპტომის გაქრობიდან ან კანზე სოკოების არსებობაზე ჩატარებული გამოკვლევის უარყოფითი შედეგების მიღებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი!
პრეპარატით მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა:
• კანის დერმატომიკოზის დროს შეადგენს 3-4 კვირას,
• საზარდულის ეპიდერმოფიტიის დროს – 2-4 კვირას,
• ხელის მტევნებისა და ტერფების ეპიდერმოფიტიისას – 4-6 კვირას,
• ქატოსებური ლიქენის დროს – 2-3 კვირას,
• კანის კანდიდოზის დროს – 2-3 კვირას,
• სებორეული დერმატიტის დროს – 2-4 კვირას.
შეიძლება აღინიშნოს წვა, ქავილი, კანის გაღიზიანება, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით, რაც სწრაფად ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
- კანის საფარის მთლიანობის დარღვევა პრეპარატის სავარაუდო დადების ადგილებში;
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.
შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან გარეგანი გამოყენებისას კეტოკონაზოლი პრაქტიკულად არ შეიწოვება.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის; არ გამოიყენება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში, უნდა მოერიდოთ პრეპარატის მოხვედრას თვალში.
გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივად ხანგრძლივი გამოყენებისას, კეტოკონაზოლის კრემით ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, რის აღმოსაფხვრელადაც გლუკოკორტიკოსტერიოდებით მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია მხოლოდ დილის საათებში, ხოლო საღამოს საათებში უმჯობესია კეტოკონაზოლის გამოყენება, ასევე ადგილობრივად. მკურნალობის შემდგომი 2-3 კვირის განმავლობაში თანდათან უნდა შემცირდეს გლუკოკორტიკოსტეროიდის დოზა მის სრულ შეწყვეტამდე. Aასევე საჭიროა ძლიერმოქმედი გლუკოკორტიკოსტეროიდი ჩანაცვლდეს უფრო სუსტი პრეპარატით.
ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
ვინაიდან პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება, ნაკლებსავარაუდოა დოზის გადაჭარბების სიმპტომების განვითარება. პრეპარატის შემთხვევით პირში მოხვედრისას უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. ტარდება სიმპტომური თერაპია.
კეტოკონაზოლის პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის აღწერილი.
ინახება 15-30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.