ფიტოანტიდეპრესანტი, დამაშვიდებელი
შემადგენლობა: დღეღამურ დოზაში (1,5 მლ)
კრაზანას (Hypericum perforatum) 700 მგ,
აშვაგანდა (Withania somnifera L. Dunal) 250 მგ,
მაგნიუმი 112,8 მგ,
ვიტამინი B6. 2,8 მგ
კრაზანას გააჩნია ანტიდეპრესიული და ზოგადი დამამშვიდებელი მოქმედება.რაც განპირობებულია განპირობებულია შემადგენლობაში შემავალი ფლავანოიდებით (ჰიპერიცინი, რუთინი, კვარცეტინი,ჰიპეროზიდი), ეს ნივთიერებები გამოირჩევიან მკვეთრად გამოხატული ანტიდეპრესიული და დამამშვიდებელი აქტივობით. ჰიპერიცინი ახდენს ნეირომედიატორების დეზაქტივაციაზე პასუხისმგებელი ფერმენტების დათრგუნვას, შესაბამისად იზრდება მელატონინის ღამის სეკრეცია, დღის განმავლობაში სინთეზირებული სეროტონინის დონე - შედეგად წესრიგდება დარღვეული ძილი, უმჯობესდება გუნებ განწყობა.
აშვაგანდა ერთ- ერთი საუკეთესო ადაპტოგენია.მის შემადგენლობაში შემავალ ვიტანოლიდები ნერვული სისტემის დონეზე არეგულირებენ სტრესით გამოწვეულ არასასურველი ეფექტებს, რის გამოც ორგანიზმი მარტივად ადაპტირება არასასურველ გარემოსთან.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინ ქლორიდი) აუცილებელია ნეირომედიატორების სეროტონინისა და ნორადრენალინის, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დამცავი სტრუქტურული კომპონენტის - მიელინი სინთეზისათვის. პიროდოქსინი აძლიერებს სეროტონინისა და გაბმ-ის გამომუშავებას, აფერხებს მთელ რიგ დეგენერაციულ პროცესებს,ახდენს პმს-ის დროს განვითარებული არასასურველი ეფექტების კორექციას.პირიდოქსინი აუმჯობესებს Mg-ის აბსორბციას, ზრდის მაგნიუმის დონეს პლაზმასა და ერითროციტებში
მაგნიუმი -ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აწესრიგებენ ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ამცირებენ დაღლილობის შეგრძნებას. მისი მოქმედებით წესრიგდება გაღიზიანებადობა, შფოთვა, ემოციური ლაბილობა, უძილობა, ადვილად დაღლა .
ჩვენებები:
დეპრესია (საშუალო და ზომიერი),
ემოციური დაძაბულება
გუნებგანწყობის გაუარესება
მახოვრობისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება
თავის ტკივილი, შაკიკი
ძილის დაღვევა
მიღების წესი: 0,5 მლ(გრადუირებული პიპეტი) 3 ჯერ დღეში, მცირე ოდენობით წყალთან ერთად, ან სუფთა სახით, კვებისგან დამოუკიდებლად.გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
პრეპარატი შესაძლებელია მიღებულ იქნას ხანგრძლივად ( 3 თვე)
არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
უკუჩვენება :ასაკი ( არ გამოიყენება ბავშვებში), ორსულობა, ლაქტაცია.
შენახვის პირობები:პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250Cტამპერატურაზე.
აფთიაქიდან პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე,
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.