შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბი 80 გ გელი, აპლიკატორით
ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი -0,6 მგ/გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქტიური ინგრედიეტი, სინთეზური 17β-ესტრადიოლი, ქიმიურადაც და ბიოლოგიურადაც იდენტურია ადამიანის ენდოგენური ესტრადიოლისა (რომელსაც ქალის ორგანიზმში წარმოქმნის საკვერცხეები პირველი მენსტრუაციიდან მოყოლებული მენოპაუზამდე).
იმ ორგანოების უჯრედებში, რომლებიც წარმოადგენენ ჰორმონების მოქმედების სამიზნეს, ესტროგენები წარმოქმიან კომპლექსს სპეციფიკურ რეცეპტორებთან, რომლებიც მოიპოვება სხვადასხვა ორგანოში - საშვილოსნოში, საშოში, შარდსაწვეთში, სარძევე ჯირკვალში, ღვიძლში, ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზში.
ლიგანდ-რეცეპტორების კომპლექსი ურთიერთქმედებს გენომის ესტოროგენ-ეფექტორულ ელემენტებსა და შიდაუჯრედულ პროტეინებთან, რითაც გამოათავისუფლებს ზრდის ფაქტორებს. იგი ორგანიზმზე ახდენს მაფემინიზირებელ ზემოქმედებას. ხელს უწყობს საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილების, საშოს, სტრომისა და სარძევე ჯირკვლის სადინრების განვითარებას, დვრილებისა და სასქესო ორგანოების პიგმენტაციას, მეორადი სქესობრივი ნიშნების განვითარებას ქალებში. გრძელი ლულოვანი ძვლების ეპიფიზების ზრდასა და დასრულებას.
ხელს უწყობს ენდომეტრიუმის დროულ დესქვამაციას და რეგულარულ სისხლდენას. მაღალ დოზებში იწვევს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას, აფერხებს ლაქტაციას და ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას.
ასტიმულირებს ფიბრიონოგენისა და რიგი ცილების სინთეზს (სატრანსპორტო): გლობულინი, ტრანსკორიტინი, ტრანსფერინი, პროტეინი, სქესობრივი ჰორმონები. ახდენს პროკოაგულანტურ ზემოქმედებას, ზრდის ღვიძლში ვიტამინი K-ის სინთეზს, რაც განაპირობებს სისხლის შედედებას (II, VII, IX, X), ამცირებს ანტითრომბინის (III) კონცენტრაციას.
სისხლში ზრდის თიროქსინის, რკინის, სპილენძის და ა.შ. კონცენტრაციას. ავლენს ანტიათეროსკლეროზულ ზემოქმედებას, ამასთან ერთად ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას (იზრდება ტრიგლიცერიდების რაოდენობა).
ახდენს პროგესტერონის მიმართ რეცეპტორების მგრძნობელობის და გლუვკუნთოვანი ტონუსის სიმპათიკური რეგულაციის მოდულირებას.
ასტიმულირებს ინტრავასკულარული სითხის გადასვლას ქსოვილებში და იწვევს ნატრიუმისა და წყლის ერთდროულად შეკავებას.
მისი მაღალ დოზებში გამოყენება იწვევს ენდოგენური კატექოლამინების დეგრადაციის შეფერხებას.
მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ორგანიზმში წარმოიქმნება ესტრადოლის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა (რომელიც გარდაიქმნება ესტრონად ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილებში). საკვერცხების მიერ გამომუშავებული ესტრადიოლის შემცირებას უმრავლეს შემთხვევაში თან ახლავს სისხლძარღვოვანი ტონუსისა და თერმორეგულაციის სტაბილურობა (სახის კანზე სისხლის მოწოლა), უძილობა, ასევე შარდ-სასქესო სისტემის ორგანობის პროგრესირებადი ატროფია.
ესტროგენების დეფიციტის შედეგად ვითარდება ოსტეოპოროზი (ძირთადად ლულოვანი ძვლების). პრეპარატის დიდი რაოდენობით პერორალურად მიღების შემდეგ ესტრადიოლი სისხლში მოხვედრამდე მეტაბოლიზდება (მიკროფლორით) ნაწლავის კედლებსა და ღვიძლშიც (რაც იწვევს პლაზმაში ესტრადიოლის არაფიზიოლოგიურად მაღალი კონცენტრაციის წარმოშობას, ხოლო ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში - ესტრონისა და ესტრონის სულფატის კუმულაციას). ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლოაში ამ მეტაბოლიტების დაგროვების შედეგები ჯერ არ არის გამოკვლეული.
ცნობილია, რომ ესტროგენების პერორალური მიღება იწვევს ცილების (მათ შორის რენინის) სინთეზის მომატებას. ესტრაკლინი არის გარეგანი მოხმარების სპირტის შემცველი გელი. კანზე აპლიკაციის შემდეგ სპირტი სწრაფად ორთქლდება და დარჩენილი ესტრადიოლი კანიდან შეწოვის შემდეგ უშუალოდ სისხლში ხვდება. ესტრაკლინის წასმა ერთი ან ორი ხელის მტევნის ზომა არ ახდენს გავლენას შეწოვილი ესტრადიოლის რაოდენობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ესტრაკლინის აპლიკაცია მოხდება დიდ ფართობზე, შეწოვის დონე (ხარისხი) მნიშვნელოვნად მცირდება. ესტრადიოლის გარკვეული რაოდენობის შეკავება ხდება კანქვეშა ქსოვილებში, საიდანაც ის თანდათანობით გადადის სისხლში. ტრანსდერმული გამოყენებით ადგილი აქვს ღვიძლში მეტაბოლიზმის პირველი სტადიის თავიდან აცილებას, რის გამოც ესტრაკლინით მკურნალობისას სისხლის პლაზმაში ესტროგენის კონცენტრაცია უმნიშვნელოდ მერყეობს.
ფარმაკოკინეტიკა:
მეტაბოლიზმი ბუნებრივი ესტროგენების მსგავსია. სისხლში ის თითქმის მთლიანად უკავშირდება სატრანსპორტო ცილებს. ღვიძლში "პირველი გავლის" შემდეგ იგი მეტაბოლიზდება ნაკლებად აქტიურ პროდუქტებად ესტრონად და ესტრიოლად. გამოიყოფა ნაღველით წვრილ ნაწლავში და ხელმეორედ შეიწოვება. ღვიძლში გლუკურონის მჟავის მოქმედების შედეგად საბოლოოდ კარგავს აქტიურობას. სულფატებისა და გლუკურონიდების სახით ძირითადად გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.
შარდში აგრეთვე შეიძლება აღმოჩნდეს მცირე რაოდენობის ესტრადიოლი, ესტრონი და ესტრიოლი. ესტრაკლინით მკურნალობის პერიოდში ესტრადიოლ-ესტერონის თანაფარდობა ნარჩუნდება 0.4-0.7. ესტრაკლინის ბიოშეღწევადობა 82%. ესტრაკლინის ტრანსდერმული გამოყენება 1.0 მგ ესტრადიოლის დოზით სისხლის პლაზმაში ქმნის მის მაქსიმალურ კონცენტრაციას Cmax დაახლოებით 157 პიკომოლ/ლ ოდენობით. შესაბამისი საშუალო კონცენტრაცია Ccp დოზირებული ინტერვალებით შეადგენს 112 პიკომოლ/ლ. საშუალო თავისუფალი კონცენტრაცია Cmax სისხლის პლაზმაში შეადგენს 82 პიკომოლ/ლ. არ კუმულირდება.
ჩვენებები:
ესტროგენების დეფიციტის სიმპტომების დროს ჩანაცვლებითი ჰორმონალური მკურნალობა;
კლიმაქტერიული სინდრომის მკურნალობა, რომელიც უკავშირდება ბუნებრივ თუ ხელოვნურ მენოპაუზას (გამოწვეული ქირურგიული ჩარევის შედეგად).
მიღების წესები და დოზირება:
ესტრაკლინი - გელი ტრანსდერმული გამოყენებისთვის, გამოიყენება ხანგრძლივად ციკლური მკურნალობისათვის. ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს დღეში 1.0 მგ ესტრადიოლს (შესაბამიისად 1,67 გ გელი). თუმცა საწყისი დოზის არჩევა დამოკიდებულია გამოვლენილ სიმპტომებზე, კლინიკური სურათის მიხედვით შეიძლება დოზის შეცვლა 2-3 ციკლის შემდეგ ინდივიდუალურად 0.5გ. - 1.5 გ-მდე დღეში. რაც შეასაბამება 0.84 გ.-2.5 გ-მდე ესტრაკლინს დღე-ღამეში. რეკომენდებულია, რომ პაციენტებს"ინტაქტური"საშვილოსნოთი ესტრაკლინით მკურნალობისას ყოველ ციკლში 10-12 დღის განმავლობაში დაენიშნოს გესტაგენი (მაგ., მედროქსიპროგესტერონის აცეტატი, ნორეთისტერონი, ნორეთისტერონის აცეტატი ან დიჰიდროგესტერონი).
ჩვეულებრივ, გელს იყენებენ დღე-ღამეში ერთხელ სუფთა კანზე მუცლის წინა კედლის ქვედა ნაწილში, ასევე წელის არეში, მხრებზე, წინამხრებზე და/ან რიგ-რიგობით მარჯვენა და მარცხენა დუნდულოზე, რათა ყოველდღიურად შეიცვალოს აპლიკაციის ადგილი, რომელიც უნდა იყოს 1-2 ხელის გულის ფართობის. გელის აპლიკაციის შემდეგ საჭიროა გელის შეშრობა (2-3 წუთი).
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის წასმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ არა უგვიანეს 12 სთ-სა, დანიშნულებისამებრ მისი წასმის შემდეგ. თუკი უკვე გავიდა 12 სთ, მაშინ ესტრაკლინის გამოყენება უნდა გადავადდეს სხვა დროისათვის. პრეპარატის არარეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა საშვილოსნოდან.
გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეპრესია, ქორეა, შაკიკი;
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მომატება, თრომბოფლებიტი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, მუცლის ჭვალი;
კანზე ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის გაღიზიანება, კანის ჰიპერემია გელის წასმის ადგილებში, კონტაქტური დერმატიტი;
რეპროდუქციული სისტემის მხრივ: სისხლდენა საშვილოსნოდან (მეტრორაგია), ვაგინალური კანდიდოზი, სისხლიანი გამონაყოფი, საშვილოსნოს ლეომიომის ზომების გაზრდა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (პროგესტერონთან კომბინაციის გარეშე დანიშვნის შემთხვევაში), ენდომეტრიუმის კარცინომა (მენოპაუზის შემდგომ პერიოდში პაციენტებში ინტაქტური საშვილოსნოთი) ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ საკვერცხეების სკლეროზი, ლიბიდოს შეცვლა;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: სარძევე ჯირკვლების გაუხეშება (დაჭიმვა და/ან გადიდება), სხეულის მასის გაზრდა, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება;
ღვიძლის ფუნქციისა და ნაღველმდენი სისტემის მხრივ: ქოლესტაზური სიყვითლე, ქოლელითიაზი, პორფირიის შეტევები;
წყლისა და მარილების ცვლის მხრივ აღინიშნება Na+, Ca2+ და წყლის შეკავება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს (შეშუპებები);
სხვა: მხედველობის დარღვევა (რქოვანას სიმრუდის ცვლილებები), ქლოაზმა, მელანოდერმია, ვაგინალური კანდიდოზი.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა ესტრადიოლისა და/ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
*სარძევე ჯირკვლის კიბო (დიაგნოსტირებული, სავარაუდო ან ანამნეზში);
*საკვერცხეების, საშვილოსნოსა და ენდომეტრიუმის დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ესტროგენ-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნე.
*60 წლამდე ასაკის ქალებში სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (საშვილოსნოს სხეულისა და ყელის კიბო, საშვილოსნოს მიომა, ვულვის კიბო, საკვერცხეების კიბო);
*გაურკვეველი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა და მიდრეკილება საშვილოსნოდან სისხლდენისადმი;
*ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია;
*ჰიპოფიზის სიმსივნე;
*შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები,
*ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (სალპინგოოფორიტი, ენდომეტრიტი); კლიმაქტერული პერიოდის ჰიპერესტროგენული სტადია;
*ვენების სპონტანური თრომბოემბოლიური დაავადება, მათ შორის ანამნეზში. ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, მათ შორის ანამნეზში; თრომბოფლებიტი და მწვავე თრომბოფლებიტი, მათ შორის ანამნეზში;
*თანდაყოლიდი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონისა და როტორის სინდრომი); ღვიძლის სიმსივნე (ჰემანგიომა, ღვიძლის კიბო);
*სისხლის მიმოქცევის დარღვევა თავის ტვინში (იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი); *
შაქრიანი დიაბეტი,
*რეტინოპათია;
*ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია;
*ცხიმების ცვლის მოშლა;
*ქოლესტაზური სიყვითლე ან ძლიერი ქოლესტაზური გენეზის ქავილი (განსაკუთრებით ძლიერდება ორსულობის პერიოდსა და სტეროიდული პრეპარატების მიღების ფონზე);
*ოტოსკლეროზი (გამწვავებული ოტოსკლეროზი ორსულობის დროს).
*განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს ესტრაკლინის დანიშვნა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ბრონქული ასთმა, ეპილეფსია, შაკიკი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადებები, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ენდომეტრიოზი, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, პორფირია. 65 წლის ასაკის ზევით ქალებში პრეპარატი ნაკლებად გამოიყენება. ესტრაკლინის აპლიკაცია არ შეიძლება სარძევე ჯირკვლებზე, სახეზე, გენიტალიებსა და კანის გაღიზიანებულ ნაწილებზე.
განსაკუთრებული მითითებები:
საჭიროა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება, რათა გამოვლენილ იქნას უკუჩვენებები და მიღებულ იქნას ზომები პრეპარატის მიღების დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების და სარძევე ჯირკვლების ჩათვლით).
მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია პერიოდული გამოკვლევების ჩატარება, ამ გამოკვლევების სიხშირე და მეთოდები ყოველ კონტრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია. მამოგრაფია უნდა ჩატარდეს მიღებული ნორმების შესაბამისად.
მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს დაკვირვებას: თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან სახეზეა, ადრე გვხვდებოდა და/ან მოხდა მათი გამწვავება ორსულობის ან ჰორმონული თერაპიის დროს, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. საყურადღებოა, რომ იშვიათ შემთხვევებში ეს პირობები შეიძლება განმეორდეს ან გამწვავდეს ესტრაკლინით (მკურნალობის პერიოდში, კერძოდ, ლეომიომა (საშვილოსნოს ფიბრომიომა) ან ენდომეტრიოზი; თრომლოემბოლიური დაავადება ანამნეზში ან მათთვის რისკის ფაქტორი; ესტროგენ-დამოკიდებული სიმსივნეების რისკის ფაქტორი (სარძევე ჯირკვლების პირველი ხარისხის მემკვიდრეობითი კიბო); არტერიული ჰიპერტენზია; ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ადენომა); შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვების დაზიანებით ან მის გარეშე; ქოლელითიაზი; შაკიკი და/ან თავის ტკივილი (ძლიერი); სისტემური წითული მგლურა; ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ანამნეზში; ეპილეფსია; ასთმა; ოტოსკლეროზი.
მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწვეყტის მიზეზები: მკურნალობა უნდა შეწყეს თუ გამოვლინდა უკუჩვენებები და/ან შემდეგ შემთხვევებში: სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის გაუარესება. არტერიული წნევის მკვეთრი გაზრდა; შაკიკის მაგვარი თავის ტკივილის შეტევები; ორსულობა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიისა და კარცინომის ჩამოყალიბების რისკი იზრდება ესტროგენის ხანგრძილვი მიღების შემთხვევაში. რისკის შესამცირებლად აუცილებელია ესტროგენებით თერაპია კომბინირებული იქნას პროგესტერონთან იმ ქალებში, რომლებსაც არა აქვთ საშვილოსნო ამოკვეთილი. მკურნალობის ციკლის პერიოდში სულ მცირე 12 დღის განმავლობაში. ესტრაკლინის მიღებისას რამდენიმე თვის შემდეგ სისხლდენის ან მცირე სისხლიანი გამონადენების შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს გამოკვლევები მათი გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ამ გამოკვლევების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ენდომეტრიუმის ბიოფსია (ენდომეტრიუმის მალიგნიზაციის გამოსარიცხად).
ქალებში, რომელსაც ენდომეტრიოზის გამო ამოკვეთილ აქვთ საშვილოსნო (განსაკუთრებით ნარჩენი ენდომეტრიოზის შემთხვევაში) რეკომენდებულია ესტროგენულ თერაპიასთან ერთად პროგესტერონის დამატება. რადგან, ესტროგენული სტიმულაციის დროს ადგილი აქვს ენდომეტრიოზული კერების პრემალიგნურ და მალიგნურ ტრანსფორმაციას;
სარძევე ჯირკლის კიბო: ხანგრძლივი ჩანაცვლებით ჰომონული თერაპიის დროს იზრდება სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი. ეს მომატებული რისკი აღინიშნება ძირითადად გამხდარ ან ნორმალური აღნაგობის ქალებში. სრული აღნაგობის ქალებში (რომლებსაც აქვთ მომატებული მიდრეკილება სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებისადმი) ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია არ ზრდის საძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების დამატებით რისკი იზრდება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის მიღების ხანგრძლვობასთან ერთად და საწყის დონეს უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტიდან 5 წლის მანძილზე.
კომბინირებული ესტროგენ-პროგესტაგენული ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია იწვევს მსგავს ან უფრო მაღალი რისკს ესტროგენულ თერაპიასთან შედარებით.
თრომბოფლებიტი: ქალებს, რომლებმაც გაირეს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის კურსი, აღენიშნებათ ვენების თრომბოემბოლიური დაავადების განვითარების მაღალი რისკი (ქვედა კიდურების ღრმა ვენებისა და ფილტვის ვენების თრომბოზი). ეს რისკი 2-3-ჯერ მეტია იმ ქალებთან შედარებით, რომლებსაც არ ჩაუტარდათ ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია. ალბათობა (რისკი) უფრო დიდია მკურნალობის პირველ წელს, ვიდრე მომდევნო წლებში.
რისკის ძირითადი ფაქტორებია: ინდივიდუალური ან ოჯახური ანამნეზი, გამოხატული სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი მეტია 30 კგ/კვ.მ) სისტემური წითელი მგლურა. პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ თრომბოებოლია, სპონტანური აბორტები, აუცილებელია ჩაუტარდეთ დამატებითი გამოკლევა თრომბოფლებიტისადმი მიდრეკილების გამორიცხვის მიზნით. ამ შემთხვევში ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის დაწყება შესაძლებელია ანტიკოაგულანტური თერაპიის დაწყებისა და თრომბოფლებიტის ფაქტორების სრული შეფასების შემდეგ.
ხანგრძლივი მობილიზაციის, მძიმე ტრავმებისა და ქირურგიული ჩარევების შედეგად რისკი მატულობს. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია უნდა შეწყდეს 4-6 კვირით ადრე თუ დანიშნულია მუცლის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ოპერაცია ან ქვედა კიდურებზე ორთოპედიული ოპერაციები. მკურნალობა შეიძლება განახლებულ იქნას მოძრაობითი უნარის სრულად აღდგენის შემდეგ.
თრომბოებოლიური სიმპტომების განვითარების შემთხვევაში (უეცარი ტკივილები გულმკერდის არეში, დისპნოე), აუცილებელია დაუყოვნებლივ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. შესაძლოა საჭირო გახდეს ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის შეწყვეტა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ესტროგენები იწვევენ სითხის შეკავებას ორგანიზმში. რადგან სისხლში ამ დროს მატულობს ესტრადიოლისა და მისი მეტაბოლიტების დონე, პაციენტები, თირკმლის პერიოდული უკმარისობით აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
შაქრიანი დიაბეტი: ესტროგენები განაპირობებენ ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდას ინსულინის მიმართ და ზრდიან მის გამოყოფას. ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის პირველ დღეებში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ სისხლში გლუკოზის დონე.
ნაღველ-კენჭოვანი დაავადება: ესტროგენების მიღება ზრდის ქირურგიულად დამოწმებული ნაღველ-კენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბების რისკს.
ჰიპერტრიგლიცერიდემია: იშვიათ შემთხვევებში სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება ესტროგენის მიღების ფონზე შეიძლება გახდეს პანკრეატიტის განვითარების მიზეზი.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. ესტროგენები ზრდიან თირეოიდ-მაკავშირებელი გლობულინის დონეს. ფარისებრი ჯირკვლის ცირკულაციაში მყოფი ჰორმონების საერთო რაოდენობის გაზრდას.
ერიდეთ გელის მოხვედრას სარძევე ჯირკვლებზე, ვულვისა და საშოს ლორწოვანზე.
მანქანის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
არ მოქმედებს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილი სარძევე ჯირკვლების არეში, შებერილობა მუცლისა და მენჯის ღრუში, აფორიაქება, გაღიზიანებადობა, გულისრევა, ღებინება, ზოგიერთ შემთხვევაში -მეტრორაგია.
მკურნალობა: სიმპტომური. სიმპტომები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შედეგად.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ესტრადიოლი: ზრდის ჰიპოლიპიდემიური საშუალების ეფექტურობას; ამცირებს მამაკაცის სასქესო ჰორმონული, ჰიპოგლიკემიური, დიურეზული, ჰიპოტენზიური საშუალებისა და ანტიკოაგულანტების ეფექტს; აქვეითებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას (რაც მოითხოვს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექციას).
ესტრადიოლის მეტაბოლიზმი ჩქარდება შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციისას: ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები (ანქსიოლიზურები), ნარკოტიკული ანალგეტიკები, სანარკოზო საშუალებები (კარბამაზეპინი და ფენიტოინი), ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორები მცენარეული პრეპარატები ("წმინდა ჯონის ბალახი"). სისხლში ესტრადიოლის კონცენტრაცია ქვეითდება ფენილბუტაზონისა და ზოგიერთი ანტიბიოტიკის (ამპიცილინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ნევირაპინი, ეფავირენზი) ერთდროული მიღებისას. ეს დაკავშირებულია ნაწლავის მიკროფლორის შეცვლასთან.
ესტრადიოლის მოქმედება იზრდება ფოლის მჟავისა და ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატების მიღების ფონზე.
შენახვის პირობები:
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.