Plasmon
ოტომაქს ჯი / OTOMAX G


შემადგენლობა

პრეპარატის 1გ შეიცავს: 
აქტიურ კომპონენტებს: ფენაზონი 40.0 მგგ და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგგ.
დამხმარე კომპონენტებს: ნატრიუმის თიოსულფატპენტაჰიდრატი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროოქსიდის ხსნარი 1M (გამოიყენება მხოლოდ PH – ის აუცილებელი კორექტირების შემთხვევაში), გლიცერინი, სუფთა წყალი.
აღწერა: ხსნარი, გამჭვირვალე, თვალისათვის ხილული ნაწილაკების გარეშე.
წამლის ფორმა: ყურის წვეთები, ხსნარი: 4% ფენაზონი, 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტოლოგიაში, გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, რასაც განაპირობებს მისი კომპონენტების მოქმედების სინერგიზმი. ლიდოკაინი ავლენს ადგილობრივ საანესთეზიო მოქმედებას, ხოლო ფენაზონი–გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ფენაზონი მნიშვნელოვნად აძლიერებს ლიდოკაინის ადგილობრივ საანესთეზიო ეფექტს, ხანგრძლივობას, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად იქნეს აღმოფხვრილი ტკივილის სინდრომი ოტიტის დროს.

ჩვენებები
ადგილობრივად, სიმპტომატური მკურნალობისა და ტკივილის კუპირებისათვის.
- მწვავე შუა ოტიტის დროს.
- გრიპის გართულების შედეგად განვითარებული ოტიტის დროს.
- ბაროტრავმული ოტიტის დროს.
--პოსტტრავმული ოტიტებისა და უცხო სხეულების მოცილების შემდგომი მდგომარეობის დროს.

მიღების წესები და დოზები
0-1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 1–2 წვეთი, 1-2 წლამდე 3 წვეთი, უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის 4–4 წვეთი დღეში 3-ჯერ. ზრდასრულებში ოტიტის დროს ოტომაქს ჯი-ს მოხმარება ხდება 4–4 წვეთის ოდენობით დღეში 3–4ჯერ. 
მკურნალობის ხანგრძლივობა: 3-დან 10 დღემდე.
საჭიროა ფლაკონის დახურვა ყოველ ჯერზე, მისი გამოყენების შემდეგ. არ არის რეკომენდებული პიპეტი შეეხოს ყურის გარე ნაწილს, რათა დაცული იყოს ხსნარის სტერილობა.
სიფრთხილით გამოყენება:
ოტომაქს ჯი-ს ჩვეულებრივ კარგად იტანენ. იშვიათად შესაძლებელია ადგილობრივად აღინიშნოს სიმპტომები განპირობებული პრეპარატისადმი აწეული მგრძნობელობით.

უკუჩვენება
დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა. პრეპარატის კომპონენტებისადმი გაზრდილი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს მონაცემები ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ოტომაქს ჯი-ს გამოყენების უსაფრთხოებაზე. პრეპარატი არ ენიშნებათ ფეხმძიმეებს გარდა აბსოლუტური აუცილებლობისა და მხოლოდ მას შემდეგ რაც შეფასებული იქნება რა სარგებელს მოუტანს იგი დედას და რა შესაძლო რისკი არსებობს ნაყოფისთვის.
ასევე არ არსებობს მონაცემები პრეპარატის კომპონენტების დედის რძეში შეღწევადობის შესახებ. 
რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს დედებმა თავი აარიდონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენებას.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვასა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობაზე პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვისა და ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობის უნარზე, რომლებიც ითხოვენ მეტ ყურადღებას.

განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებულია შემოწმებულ იქნას დაფის აპკის მთლიანობა პრეპარატის მოხმარებამდე. აპკის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, ოტომაქს ჯი-ს წვეთების გამოყენება უკუნაჩვენებია.
მოხმარების შემდეგ სახურავი კარგად უნდა დაეხუროს და ფლაკონი უნდა შევინახოთ შეფუთვაში, რათა იგი დაცული იქნეს სინათლის ზემოქმედებისგან.

ჭარბი დოზირება
არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ ადგილობრივი მოხმარებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების დროს არ გამოვლენილა უარყოფითი შედეგები ანალგეტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანტისეპტიკებთან, ადგილობრივი ან სისტემური მოხმარების ანტიბიოტიკებთან ერთად მკურნალობისას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა–3 წელი.
ფლაკონის გახსნიდან პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნეს 4 კვირის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15–25oC ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?