ოქსიტოცინი / OXYTOCIN
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): oxytocin
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია → მიომეტრიუმის ტონუსისა და შეკუმშვის აქტივობის მოსამატებელი საშუალებები → ოქსიტოცინი, მისი ანალოგები და წარმოებულები
- მწარმოებელი კომპანია: GEDEON RICHTER Plc
- მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი
- გამოშვების ფორმა: 5სე/1 მლ საინექციო ხსნარი ამპულა #5
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული ამპულა შეიცავს: 1 მლ ხსნარში – 5 სე ოქსიტოცინს.
დამხმარე ნოვთიერებების სრული სია მოყვანილია ნაწილში 6.1.
სამკურნალო ფორმა და აღწერილობა
საინექციო ხსნარი.
უფერო, სუფთა ხსნარი.
კლინიკური მონაცემები
გამოყენების ჩვენებები
ოქსიტოცინი გამოიყენება საშვილოსნოს კუმშვადი აქტივობის სტიმულირებისთვის.
გამოყენების ჩვენებები მშობიარობამდე პერიოდში:
მშობიარობის ინდუქცია
სამშობიარო მოქმედების ინდუქცია სამედიცინო ჩვენებით ვადაგადაცილებული ორსულობის, სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრის, ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზიის (პრეეკლამპსია) შემთხვევაში.
საშვილოსნოს კუმშვადი ფუნქციის გაძლიერება
მშობიარობის პირველი ან მეორე პერიოდის დროს დასაშვებია ინტრავენური გამოყენება შეტევების გაძლიერების მიზნით გახანგრძლივებული მშობიარობის შემთხვევაში ან საშვილოსნოს შეკუმშვების არ არსებობის ან სისუსტის შემთხვევაში.
გამოყენების ჩვენებები მშობიარობის შემდგომ პერიოდში:
საშვილოსნოს ჰიპოტონიის პროფილაქტიკა და მკურნალობა მშობიარობის შემდგომი სისხლდენის შესაჩერებლად.
საკეისრო კვეთის დროს, მაგრამ ბავშვის ამოყვანის შემდეგ.
გამოყენების სხვა ჩვენებები:
ადიუვანტური თერაპიის სახით არასრული და არშემდგარი აბორტის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
არ არის რეკომენდირებული ოქსიტოცინის დანიშვნა ვაგინალური პროსტოგლანდინების შეყვანიდან 6 საათის განმავლობაში.
დოზა განისაზღვრება ორსულის და ნაყოფის ინდივიდუალური მგრძნობელობის გათვალისწინებით.
შემდეგ მოყვანილი ინფორმაცია დოზირების შესახებ დაფუძნებულია მკურნალობის სხვადასხვა სქემებსა და ფართოდ გავრცელებულ მაჩვენებლებზე.
სამშობიარო მოქმედების ინდუქციისა და სტიმულირებისთვის
ოქსიტოცინი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის სახით. მკაცრი კონტროლი ინფუზიის რეკომენდირებულ სიჩქარეზე სავალდებულოა. ოქსიტოცინის უსაფრთხო გამოყენებისთვის ინდუქციის და მშობიარობის გაძლიერების დროს აუცილებელია საინფუზიო პომპის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის გამოყენება, ასევე საშვილოსნოს შეკუმშვების და ნაყოფის გულის ფუნქციის მონიგორინგის ჩატარება. საშვილოსნოს კუმშვადი ფუნქციის ჭარბი გაძლიერების შემთხვევაში საჭიროა ინფუზიის დაუყოვნებლივ შეჩერება, შედეგად საშვილოსნოს კუნთების ჭარბი აქტივობა სწრაფად მცირდება.
1. პრეპარატის შეყვანის დაწყებამდე საჭიროა ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანის დაწყება, რომელიც არ შეიცავს ოქსიტოცინს.
2. საინფუზიო სტანდარტული ხსნარის მოსამზადებლად: 1 ამპულის შიგთავსი – 1 მლ (5 სე) ოქსიტოცინი უნდა გაიხსნას სტერილურ პირობებში 1000 მლ არაჰიდრატირებულ სითხეში და სათანადოდ არეული იქნას, ბოთლის ბრუნვით. ამგვარად მომზადებული 1 მლ ინფუზია შეიცავს 5 სე ოქსიტოცინს. საინფუზიო ხსნარის ზუსტი დოზირებისთვის გამოყენებული უნდა იქნას საინფუზიო პომპა ან სხვა მსგავსი მოწყობილობა.
3. საწყისი დოზის შეყვანის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0,5-4 მილიერთეულს წუთში. ყოველ 20-40 წუთში შეიძლება მისი გაზრდა 1-2 მილიერთეულით წუთში, სანამ არ იქნება მიღწეული საშვილოსნოს კუმშვადი ფუნქციის სასურველი ხარისხი. საშვილოსნოს კუმშვადობის სასურველი სიხშირის (შესაბამისი თვითნებური სამშობიარო აქტივობის) მიღწევისას, ფეტალური დისტრესის ნიშნების არარსებობის დროს და საშვილოსნოს ყელის 4-6 სმ-მდე გახსნისას შეიძლება თანდათან ინფუზიის სიჩქარის შემცირება ტემპით, რომელიც მსგავსია მისი დაჩქარებისა. ორსულობის გვიან ვადებზე ინფუზიის ჩატარება დიდი სიჩქარით საჭიროებს სიფრთხილეს, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სიჩქარე, რომელიც აღემატება 8-9 მილიერთეულს წუთში. ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დიდი სიჩქარე, რომელიც ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღემატებოდეს 20 მილიერთეულს წუთში.
4. აუცილებელია ნაყოფის გულისცემის, მოსვენებულ მდგომარეობაში საშვილოსნოს ტონუსის, მისი შეკუმშვების სიხშირის, ხანგრძლივობის და ძალის კონტროლირება.
5. საშვილოსნოს ჰიპერაქტივობის ან ნაყოფის დისტრესის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ოქსიტოცინის შეყვანის შეწყვეტა. მშობიარესთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნას ჟანგბადის თერაპია. მშობიარეს და ნაყოფის მდგომარეობა გაკონტროლებული უნდა იყოს სპეციალისტი ექიმის მიერ.
საშვილოსნოდან სისხლდენის კონტროლი მშობიარობის შემდგომ პერიოდში
ა) ინტრავენური ინფუზია (წვეთოვანი მეთოდი): 1000 მლ არაჰიდრატირებულ სითხეში უნდა გაიხსნას 10-40 სე ოქსიტოცინი; საშვილოსნოს ატონიის პროფილაქტიკისთვის ჩვეულებრივ საჭიროა ოქსიტოცინის 20-40 მილიერთეული წუთში.
ბ) ინტრამუსკულარული შეყვანა: 1 მლ (5 სე) ოქსიტოცინი პლაცენტის მოცილების შემდეგ.
თერაპია არასრული ან არშემდგარი აბორტის დროს
ინტრავენური ინფუზია 10 სე ოქსიტოცინისა 500 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5%-ანი დექსტროზას და ფიზიოლოგიური ხსნარის ნარევში 20-40 წვეთი/წთ სიჩქარით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები.
თირკმელების უკმარისობა.
კვლევები პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით არ ჩატარებულა.
თირკმელების უკმარისობა.
კვლევები პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით არ ჩატარებულა.
პედიატრიული პოპულაცია.
კვლევები ბავშვთა ასაკის პაციენტებში არ ჩატარებულა.
გერონტოლოგიური პოპულაცია.
კვლევები ხანდაზმული ასაკის (65 წელზე უფროსი ასაკის) პაციენტებში არ ჩატარებულა.
უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
• საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, მექანიკური დაბრკოლება, ნაყოფის დისტრესი.
ნებისმიერი მდგომარეობა, დამოკიდებული დედაზე ან ბავშვზე, რომლის დროსაც თვითნებური მშობიარობა და/ან მშობიარობა ბუნებრივი გზით უკუნაჩვენებია:
• კლინიკურად ვიწრო მენჯი;
• ნაყოფის არასწორე მდებარეობა;
• პლაცენტის ცენტრალური წინამდებარეობა ან პლაცენტის გვერდითი წინამდებარეობა;
• პლაცენტის განშრევება;
• ჭიპლარის წინამდებარეობა ან პროლაფსი;
• საშვილოსნოს გადაჭარბებული დაჭიმულობა და ჩახევის საფრთხე, როგორც მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს;
• პოლიჰიდროამნიონი;
• მრავალჯერად ნამშობიარები პაციენტები (5 ან მეტი მშობიარობა) საშვილოსნოს ჩახევის მომატენულ რისკთან დაკავშირებით;
• საშვილოსნოზე ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის არსებობის დროს, კლასიკური საკეისრო კვეთის ჩათვლით.
არ არის რეკომენდირებული ოქსიტოცინის ხანგრძლივად გამოყენება პაციენტებში სამშობიარო ფუნქციის მდგრადი სისუსტით, რეზისტენტობის ნიშნებით ოქსიტოცინით თერაპიისადმი, მძიმე ტოქსიკოზით ან გამოხატული გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით.
ოქსიტოცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ვაგინალური პროსტოგლანდინების შეყვანიდან 6 საათის განმავლობაში.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის სხვა ზომები გამოყენებისას
ოქსიტოცინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული შემდეგი პირობების დროს, უჩვეულო გარემოებების გამოკლებით:
• ნაადრევი მშობიარობა;
• კლინიკურად ვიწრო მენჯი (ნაყოფის თავის და მშობიარეს მენჯის ზომების შეუსაბამობა);
• ქირურგიული ოპერაციები საშვილოსნოს ყელზე ან საშვილოსნოზე ანამნეზში, საკეისრო კვეთის ჩათვლით;
• საშვილოსნოს გადაჭარბებული დაჭიმულობა;
• მრავალნაყოფიანი ორსულობა;
• საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კარცინომა.
არ არის რეკომენდირებული ოქსიტოცინის გამოყენება მშობიარობის ინდუქციისთვის ნაყოფის თავის ან მენჯის გამოჩენამდე. ფაქტორების კომბინაციის მრავალფეროვნების მიზეზით, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ზემოთ ხსენებული პირობების შემთხვევაში, “უჩვეულო გარემოებების” განსაზღვრა უნდა ხდებოდეს ექიმის შეხედულებისამებრ.
გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იქნას პოტენციური სარგებელის, რომელიც შეიძლება მოიტანოს ოქსიტოცინმა ამ შემთხვევაში, და იშვიათი, მაგრამ გარკვეული ალბათობის სათანადო შეფასების შედეგად იმისა, რომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ჰოპერტონუსი ან ტეტანია.
საშვილოსნოს კუმშვადი აქტივობის ინდუქციისა ან სტიმულირებისთვის ოქსიტიცინი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ინტრავენურად და სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ სტაციონარის პირობებში. ყოველი პაციენტი, რომელიც იღებს ინტრავენურ ინფუზიას ოქსიტოცინით, უნდა იმყოფებოდეს ნასწავლი პერსონალის უწყვეტი დაკვირვების ქვეშ, რომლებისთვისაც კარგადაა ცნობილი პრეპარატი და საკმაოდ კვალიფიცირებულნი არიან, რათა მოახდინონ გართულებების იდენტიფიკაცია. კვალიფიცირებული ექიმი, რომელსაც აქვს უნარი გაუმკლავდეს ნებისმიერ გართულებას, ყოველთვის ახლოს უნდა იმყოფებოდეს.
ოქსიტოცინის შეყვანის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია შემდეგის მუდმივი კონტროლი:
• საშვილოსნოს კუმშვადობა;
• ნაყოფის და მშობიარეს გულის შეკუმშვების სიხშირე;
• მშობიარეს არტერიული წნევა.
საშვილოსნოს ჰიპერაქტივობის შემთხვევაში ოქსიტოცინის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს; ოქსიტოცინით ინდუცირებული საშვილოსნოს კუმშვადი ფუნქციის სტიმულაცია ჩვეულებრივ მცირდება ძალიან მალე პრეპარატის შეყვანის შეწყვეტიდან.
სწორად გამოყენების დროს ოქსიტოცინი უნდა ასტიმულირებდეს საშვილოსნოს შეკუმშვის ფუნქციას საშვილოსნოს შეკუმშვის ნორმალური ფუნქციის მსგავსად. საშვილოსნოს გადაჭარბებული სტიმულირება არასწორი შეყვანისას შეიძლება სახიფათო იყოს როგორც მშობიარესთვის, ასევე ნაყოფისთვის. სათანადო შეყვანის და ადექვატური დაკვირვების დროსაც კი პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა ოქსიტოცინისადმი, შეიძლება აღინიშნოს ჰიპერტონიული შეკუმშვები.
აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მომატებული სისხლის დაკარგვის და აფიბრინოგენემიის შესაძლებლობა პრეპარატის გამოყენების დროს.
არსებობს შეტყობონებები მშობიარეების დაღუპვის შესახებ ჰიპერტონიული ეპიზოდების, სუბარაქნოიდალური სისხლდენების, საშვილოსნოს ჩახევის მიზეზით, და ნაყოფის დაღუპვის შესახებ სხვადასხვა მიზეზებით, პარენტერალური მშობიარობის მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით საშვილოსნოს კუმშვადობის ფუნქციის ინდუქციისათვის ან მშობიარობის დაჩქარებისთვის მშობიარობის პირველ და მეორე პერიოდებში.
მშობიარობის ფარმაკოლოგიური სტიმულირების იშვიათ შემთხვევებში უტეროტონიული პრეპარატების გამოყეება ზრდის დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების გაჩენის რიკს (დსშ-სინდრომი). ეს რისკები დაკავშირებულია ფარმაკოლოგიურ ინდუქციასთან მთლიანობაში, და არა რომელიმე კონკრეტულ პრეპერატთან. ეს რისკი იზრდება, კერძოდ, თუ ქალს გააჩნია დსშ-სინდრომის განვითარების რისკის დამატებითი ფაქტორები, როგორიცაა 35 და მეტი წლის ასაკი, გართულებები ორსულობის დროს და 40 კვირაზე მეტი ორსულობის ვადა. ოქსიტოცინი ან ნებისმიერი ალტერნატიული პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული ქალების ამ კატეგორიისათვის და ექიმს უნდა ახსოვდეს დსშ-სინდრომის განვითარების შესაძლებლობის შესახებ.
როდესაც ოქსიტოცინი გამოიყენება საშვილოსნოდან სისხლდენის პროფილაქტიკისთვის ან მკურნალობისთვის, თავი უნდა ავარიდოთ სწრაფ ინტრავენურ შეყვანას, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ხანმოკლე დაცემა, თანმხლები რეფლექტორული ტაქიკარდიით.
ოქსიტოცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მიოკარდის იშემიისადმი მიდრეკილებით წინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად (როგორიცაა ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, გულის სარქველების დაზიანებები და/ან გულის იშემიური დაავადება, კორონარული ვაზოსპაზმის ჩათვლით) ამ პაციენტებში არტერიული წნევის და გულის შეკუმშვების სიხშირის მნიშვნელოვანი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად.
ნაყოფის სიკვდილის და/ან ამნიოტურ სითხეში მეკონიუმის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია მშობიარობის ფუნქციის ჭარბი სტიმულირებისაგან თავის არიდება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ემბოლია სანაყოფე წყლებით.
რადგანაც ოქსიტოცინს გააჩნია მცირე ანტიდიურეზული აქტივობა, მაღალ დოზებში მისი ხანგრძლივი ინტრავენური შეყვანისას დიდი მოცულობის სითხესთან კომბინაციაში, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს გაყინული ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომი სისხლდენის თერაპიაში, შეიძლება აღინიშნოს წყლის ინტოქსიკაცია, ასოცირებული ჰიპონატრიემიასთან.
ოქსიტოცინის კომბინირებულმა ანტიდიურეზულმა ეფექტმა და სითხის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სითხით გადატვირთვა, რაც იწვევს ფილტვების მწვავე შეშუპების ჰემოდინამიურ ფორმას ჰიპონატრიემიის გარეშე. ამ იშვიათი გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სიფრთხილის შემდეგი ზომების დაცვა: მაღალი დოზების დანიშვნისას აუცილებელია ოქსიტოცინის ნელა შეყვანა: გამხსნელის სახით გამოყენებული უნდა იქნას ელექტროლიტების შემცველი ხსნარები (არა დექსტროზა), შესაყვანი სითხის მოცულობა, პერორალური გამოყენების ჩათვლით, უნდა შეიზღუდოს; საჭიროა სისხლის შრატის ელექტროლიტების კონტროლირება.
რეკომენდირებუია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით წყლის შესაძლო შეკავების და ოქსიტოცინის შესაძლო დაგროვების გამო.
არ შეიძლება ოქსიტოცინის ერდროულად შეყვანის რამდენიმე გზით დანიშვნა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
რადგანაც აღმოჩენილი იქნა, რომ პროსტოგლანდინები და მათი ანალოგები ახდენენ ოქსიტოცინის ეფექტის პოტენცირებას, არ არის რეკომენდირებული ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება. თანმიმდევრობითი გამოყენებისას საჭიროა საშვილოსნოს კუმშვადობის ფუნქციის სათანადო კონტროლირება.
ოქსიტოცინი განხილული უნდა იქნას როგორც პოტენციური არითმოგენური საშუალება, განსაკუთრებით პაციენტებში “პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მოციმციმე არითმიის განვითარების რისკის სხვა ფაქტორებით, მაგალითად, სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ Qთ ინტერვალს, ან პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ გახანგრძლივებული QT ინტერვალი. ოქსიტოცინი სოფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს.
საინჰალაციო ანესტეტიკები (მაგალითად, ციკლოპროპანი, გალოტანი, სევოფლურანი, დესფლურანი) ახდენენ მომადუნებელ მოქმედებას საშვილოსნოზე და იწვევენ საშვილოსნოს ტონუსის შესამჩნევ შეფერხებას, რამაც ამით შეიძლება შეამციროს ოქსიტოცინის უტეროტონული ეფექტი. ოქსიტოცინთან მათ ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა.
ანესთეზიამ ციკლოპროპანის დახმარებით შეიძლება შეცვალოს ოქსიტოცინის ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც გამოიწვევს მოულოდნელ შედეგებს, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია. ასევე ცნობილია, რომ ოქსიტოცინის და ციკლოპროპანული ანეთეზიის ერთდროულმა გამოყენებან შეიძლება გამოიწვიოს სინუსური ბრადიკარდია და ატრიოვენტრიკულარული რითმი.
არსებობს შეტყობინებები მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის შესახებ, როდესაც ოქსიტოცინი ინიშნებოდა 3-4 საათის შემდეგ ვაზოკონსტრიქტორების პორფილაქტიკური შეყვანიდან კაუდალურ ანესთეზიასთან კომბინაციაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს არანაირი ცნობილი ჩვენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში გამოსაყენებლად, გარდა ორსულობის სპონტანურ ან ხელოვმურ შეწყვეტასთნ დაკავშირებით. პრეპარატის გამოყენების ფართო გამოცდილება და მისი ქიმიური სტრუქტურა და ფარმაკოლოგიური თვისებები მიუთითებენ იმაზე, რომ პრეპარატის გამოყენებისას ჩვენებების შესაბამისად, ის არ მოქმედებს ნაყოფის განვითარების მანკების ფორმირებაზე.
მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში.
პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში საშვილოსნოდან სისხლდენის შესაჩერებლად, ძუძუთი კვების დაწყება შეიძლება მხოლოდ ოქსიტოცინით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
ოქსიტოცინმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა, ამიტომ ოქსიტოცინის გამოყენებისას არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
გვერდითი რეაქციები
გვერდითი რეაქციები მშობიარე ქალებში:
ორგანოთა სისტემების კლასი | გვერდითი რეაქციები |
დარღვევები გულის მხრივ | არითმია |
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ | აფიბრინოგენემია |
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ | გულისრევა |
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები | ჰიპერჰიდრატაცია |
ტრავმები, მოწამვლა და პროცედურების გართულებები | საშვილოსნოს ჩახევა |
დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ | არტერიული წნევის დაქვეითება ზრდის შემდეგ |
ორსულობის, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური პერიოდის გართულებები | ლეტალური დასასრული |
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ | ანაფილაქსიური რეაქცია |
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვების მხრივ | სისხლჩაქცევები მცირე მენჯის ორგანოებში |
გვერდითი რეაქციები პერინატალურ პერიოდში (ნაყოფში ან ახალშობილებში)
ორგანოთა სისტემის კლასი | გვერდითი რეაქციები |
კვლევები | 5 წუთის განმავლობაში დაბალი შეფასება აპგარის სკალის მიხედვით ახალშობილებში |
დარღვევები გულის მხრივ | არითმია |
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ | სისხლჩაქცევა თვალის ბადურაში ახალშობილებში |
რესპირატორული, ტორაკალური და მედიასტინალური დარღვევები | ასფიქსია |
ორსულობის, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური პერიოდის გართულებები | ნაყოფის სიკვდილი ასფიქსიის გამო |
ჭარბი დოზირება
სიმპტომები, ძირითადად, დამოკიდებულია საშვილოსნოს ჰიპერაქტვობის ხარისხზე, სამკურნალო საშუალების მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობის მიუხედავად. ჰიპერსტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი (ჰიპერტონიული) და ხანგრძლივი (ტეტანური) შეკუმშვები, ან დაჩქარებული მშობიარობა დამახასიათებელი ბაზური ტონუსით 15-20 და მეტი მმ წყლის სვეტი, რაც იზომება ორ შეკუმშვას შორის, ასევე შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს სხეულის ან ყელის, საშოს ჩახევა, სისხლდენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში, საშვილოსნო-პლაცენტარული ჰიპოპერფუზია, ნაყოფის გულის ფუნქციის შენელება, ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია და ნაყოფის სიკვდილი.
დიდი დოზებით (40-50 მლ/წთ) სამკურნალო საშუალების ხანგრძლივ გამოყენებას შეიძლება ახლდეს სერიოზული გართულებები – ჰიპერჰიდრატაცია, განპირობებული ოქსიტოცინის ანტიდიურეზული ეფექტით. მკურნალობა მდგომარეობს ოქსიტოცინის ინფუზიის შეწყვეტაში, სითხის გამოყენების შეზღუდვაში, დიურეტიკების გამოყენებაში, ჰიპერტონიული მარილიანი ხსნარის ინტრავენურ შეყვანაში, ელექტროლიტური ბალანსის კორექტირებაში, ბარბიტურატების კრუნჩხვების კუპირებაში და პაციენტის პროფესიული მოვლის უზრუნველყოფაში კომის მდგომარეობაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰორმონები სისტემური გამოყენებისთვის, სასქესო ჰორმონების გარდა, ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონები, ოქსიტოცინი და მისი წარმოებულები.
ათქ კოდი: H01B02
ოქსიტოცინის კლინიკო-ფარმაკოლოგიური თვისებები მსგავსია ჰიპოფიზის უკანა წილის ენდოგენური ოქსიტოცინის თვისებებისა. საშვილოსნოს მუსკულატურა შეიცავს ოქსიტოცინის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორებს, G-პროტეინდამოკიდებული რეცეპტორების ჯგუფიდან. ოქსიტოცინი იწვევს საშვილოსნოს გლუვი მუსკულატური შეკუმშვას, ზრდის რა კალციუმის უჯრჯედშიდა კონცენტრაციას, ახდენს რა ამგვარად სამშობიარო შეტევების იმიტირებას საშვილოსნოს ნორმალური, სპონტანური კუმშვადობის ფუნქციის დროს და დროებით ხელს უშლის სისხლის მიდინებას საშვილოსნოში.
კუნთების შეკუმშვის ამპლიტუდისა და ხანგრლივობის ზრდის ხარჯზე ხდება საშვილოსნოს ყელის გაფართოვება და მოდუნება. ორსულობის პროგრესირებასთან ერთად ოქსიტოცინის რეცეპტორების რაოდენობა და საშვილოსნოს მათ მიმართ მგრძნობელობა იზრდება და ორსულობის ბოლოსთვის აღწევს თავის მაქსიმუმს. განსაზღვრული დოზით გამოყენებისას ოქსიტოცინი ზრდის საშვილოსნოს შეკუმშვის უნარს დამოუკიდებელი მშობიარობისათვის დამახასიათებელ დონემდე, ტეტანურ მდგომარეობამდე.
ოქსიტოცინი იწვევს მიოეპითელიალური უჯრედების შეკუმშვას, რომლებიც გარს ერტყმის სარძევე ჯირკვლის ალვეოლებს, რითაც ხელს უწყობს რძის გამოყოფას.
სისხლძარღვთა გლუვ მუსკულატურაზე ზემოქმედებით ოქსიტოცინი იწვევს ვაზოდილატაციას, ზრდის თირკმელებში, კორონარულ სისხლძარღვებში და თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიდინებას. ამასთან არტერიული წნევა რჩება ჩვეულებრივ უცვლელი; მაგრამ ოქსიტოცინის დიდი დოზებით ან კონცენტრირებული ხსნარის ინტრავენური შეყვანისას არტერიული წნევა შეიძლება დროებით დაქვეითდეს რეფლექტორული ტაქიკარდიის განვითარებით და განდევნის ფრაქციის რეფლექტორული ზრდით. არტერიული წნევის ზოგიერთ საწყის დაქვეითებას მოსდევს მისი მცირე მომატება.
ვაზოპრესინისგან განსხვავებით ოქსიტოცინს გააჩნია სუსტი ანტიდიურეზული მოქმედება.
ჰიპერჰიდრატაცია შესაძლებელია ოქსიტოცინის ერთდროულად გამოყენებისას არაელექტროლიტური სითხეების დიდ რაოდენობასთან და/ან სწრაფად შეყვანისას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ინტრავენური შეყვანისას ოქსიტოცინის მოქმედება საშვილოსნოზე ვლინდება თითქმის მაშინათვე და გრძელდება ერთი საათის განმავლობაში. კუნთში შეყვანისას მიოტონური მოქმედება დგება პირველ 3-7 წუთში და გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში.
ვაზოპრესინის მსგავსად ოქსიტოცინი ნაწილდება მთელ უჯრედშიდა სივრცეში. ოქსიტოცინის მცირე რაოდენობა, როგორც ჩანს, ხვდება ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში.
ოქსიტოცინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-6 წუთს, ის უფრო მოკლეა ორსულობის ბოლო პერიოდში და ლაქტაციის დროს. პრეპარატის უმეტესი ნაწილი იშლება ღვიძლში და თირკმელებში. ენზიმური ჰიდროლიზის პროცესში ოქსიტოცინი ინაქტივირდება, ძირითადად ქსოვილების ოქსიტოკინაზას მოქმედებით (ოქსიტოკინაზა ასევე არის პლაცენტაში და პლაზმაში). ოქსიტოცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით.
თირკმელების უკმარისობა
კვლევები პაციენტებში თირკმელების უკმარისობით არ ჩატარებულა. მაგრამ ოქსიტოცინის გამოყოფის და დაქვეითებული თირკმლისმიერი ეკსკრეციის გათვალისწინებით ოქსიტოცინის ანტიდიურეზული თვისებების შედეგად, შეიძლება მოსალოდნელი იყოს ოქსიტოცინის დაგროვება და მისი მოქმედების პროლონგირება.
ღვიძლის უკმარისობა
კვლევები პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით არ ჩატარებულა. ზეგვლენა ფარმაკოკინეტიკაზე პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ოქსიტოცინაზას მამეტაბოლირებელი ფერმენტი არის არამხოლოდ ღვიძლში, და ოქსიტოცინაზას დონე კი პლაცენტაში ორსულობის დროს მნიშვნელოვნად იზრდება. ამგვარად, ოქსიტოცინის ბიოტრანსფორმაცია თირკმელების უკმარისობის დროს არ იწვევს ოქსიტოცინის კლირენსის მნიშვნელოვან ცვლილებას.
უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
არანაირი ცდები კანცეროგენობაზე, მუტაგენობაზე და ფერტილობაზე პრეპარატის ზემოქმედებაზე არ ჩატარებულა. კვლევები პრეპარატის ზემოქმედებაზე ცხოველების რეპროდუციულ ფუნქციაზე არ ჩატარებულა.
ფარმაცევტული მონაცემები
დამხმარე ნივთიერებების სია
ძმარმჟავა, გაყინული, ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი, ეთანოლი (96%), საინექციო წყალი.
შეუთავსებლობა
პრეპარატის გახსნა შეიძლება ნატრიუმის ლაქტატის, ნატრიუმის ქლორიდის და დექსტროზას ხსნარებში. მზა ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას დამზადებიდან პირველი 8 საათის განმავლობაში. (ტესტები შეთავსებაზე ჩატარდა 500 მლ საინფუზიო ხსნარით).
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება+2°C-დან +15°C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
1 მლ საინექციო ხსნარი უფერო მინის ამპულაში გატეხვის წერტილით. 5 ამპულა პლასტიკის კონტეინერში მუყაოს კოლოფში თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის პირობები
რეცეპტით.
სტაციონარული გამოყენებისთვის.