Plasmon
რატიზოლი პლუსი / RATIZOL PLUS


 

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ატორვასტატინი, ეზეტიმიბი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ნარინჯისფერი, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით; 

შემადგენლობა: 

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

ატორვასტატინ კალციუმს 10 მგ ატორვასტატინის ეკვივალენტურს;

ეზეტიმიბს – 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოლისორბატ 80, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერების ნარევი ჩოატინგ პრემიხ წჰიტე (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), Sunset Yellow FCF (E 110).

 

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები, 10 მგ/10 მგ.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორი.

ათქ-კოდი: C10B.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ატორვასტატინი არის ფერმენტ ჰმგ კო-A რედუქტაზას (3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A რედუქტაზა) სელექციური, კონკურენტული ინჰიბიტორი, რომელიც გარდაქმნის ჰმგ კო-A რედუქტაზას მევალონის მჟავად. იგი სტეროლების, მათ შორის ქოლესტერინის წინამორბედია. ატორვასტატინი ამცირებს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების დონეს სისხლის პლაზმაში ჰმგ კო-A რედუქტაზას და ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბირების გზით ღვიძლში, ხოლო ჰეპატოციტების ზედაპირზე დსლპ (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) რეცეპტორების რაოდენობის გაზრდით, რაც აძლიერებს დსლპ-ის კატაბოლიზმს. ატორვასტატინი ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს (აპო B) და ტრიგლიცერიდების დონეს, იწვევს მსლპ-ის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) და აპოლიპოპროტეინ 

A-ს დონის მატებას. ასეთი მონაცემები აღინიშნება ჰეტეროზიგოტული ოჯახური 

ჰიპერქოლესტერინემიით, შერეული ლიპიდემიით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში.

 

 

ეზეტიმიბი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს ჰიპოლიპიდემიური მოქმედებით, იგი ლოკალიზდება წვრილი ნაწლავის ხაოზე, სელექტიურად ამცირებს ქოლესტერინის და თავისუფალი მცენარეული ცხიმების აბსორბციას ნაწლავში, რაც იწვევს ქოლესტერინის მიწოდების შემცირებას წვრილი ნაწლავიდან ღვიძლში.

ეზეტიმიბი ატორვასტატინთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს Bდა ტრიგლიცერიდების დონეს, ზრდის მსლპ-ის დონეს პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით.

 

ფარმაკოკინეტიკა: 

ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება მიღებისთანავე, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ში. შეწოვის ხარისხი იზრდება ატორვასტატინის დოზის პროპორციულად. ბიოშეღწევადობა შეადგენს 95-99%-ს. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 12%-ს, ჰმგ კო-A რედუქტაზას ინჰიბიტორის სისტემური შეღწევადობა – დაახლოებით 30%-ს. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა აიხსნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან შრეში პრესისტემური კლირენსით და/ან ღვიძლში ”პირველადი გავლის” დროს ბიოტრანსფორმაციით. ატორვასტატინის გავრცელების საშუალო მოცულობა შეადგენს 381 ლ-ს. ატორვასტატინი უკავშირდება პლაზმის ცილებს 98%-ით, ბიოტრანსფორმირდება ციტოქრომ P450 3 A4 ზემოქმედებით და წარმოქმნის ორთო- და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებს და ბეტა-ჟანგვის პროდუქტებს.

ატორვასტატინის ეფექტურობა ჰმგ კო-A რედუქტაზას მიმართ დაახლოებით 70%-ით განისაზღვრება ცირკულირებადი მეტაბოლიტების აქტიურობით. გამოიყოფა ნაღველით ღვიძლისმიერი და/ან არაღვიძლისმიერი ბიოტრანსფორმაციის შემდეგ. პრეპარატი არ მონაწილეობს ენტეროჰეპატურ რეცირკულაციაში. ატორვასტატინის ნახევრადგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 14 სთ-ს. მაინჰიბირებელი აქტივობა ჰმგ კო- A რედუქტაზას მიმართ გრძელდება დაახლოებით 20-30 სთ აქტიური მეტაბოლიტების თანაარსებობის გამო.

ეზეტიმიბი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და გარდაიქმნება ეზეტიმიბ-გლუკურონიდად. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ში ეზეტიმიბ-გლუკურონიდისათვის და 4-12 სთ-ში – ეზეტიმიბისათვის. ეზეტიმიბის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის განსაზღვრა ვერ ხერხდება, რადგან ეს კომპონენტი პრაქტიკულად წყალში უხსნადია.

ეზეტიმიბი ძირითადად მეტაბოლიზდება წვრილ ნაწლავსა და ღვიძლში გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის გზით და გამოიყოფა ნაღველით. ეზეტიმიბის და ეზეტიმიბ-გლუკურონიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შესაბამისად შეადგენს 10-20%-ს და 80-90%-ს პრეპარატის საერთო რაოდენობიდან. ეზეტიმიბი და ეზეტიმიბ-გლუკურონიდი ნელა გამოიდევნება პლაზმიდან ენტეროჰეპატური რეცირკულაციის 

მნიშვნელოვანი ზემოქმედების შედეგად. ეზეტიმიბის ნახევრადგამოყოფის პერიოდი 

შეადგენს დაახლოებით 22 სთ-ს. ორგანიზმიდან გამოიყოფა 48 სთ-ის განმავლობაში ფეკალურ მასასთან (78%) და შარდთან (11%) ერთად.

 

 

ჩვენება:

- გამოიყენება დამატებით დიეტასთან ერთად მომატებული საერთო ქოლესტერინის, დსლპ-ის, აპოლიპოპროტეინ B-ს და ტრიგლიცერიდების დონის დასაწევად, მსლპ-ის დონის ასამაღლებლად პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის, კომბინირებული ჰიპერლიპიდემიის, ჰეტერო- და ჰომოზიგოტური საოჯახო ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები ვერ უზრუნველყოფენ მოსალოდნელ ეფექტს;

- დამხმარე თერაპიის სახით II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად;

- ატორვასტატინით მონოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში.

 

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება დოზით 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად დღის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით. დოზის კორექტირება ხდება 4 კვირიანი ინტერვალით. ეზეტიმიბის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს. ატორვასტატინის დოზის მომატების აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება ატორვასტატინის და ეზეტიმიბის შესაბამისი კომბინაცია.

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და შერეული ლიპიდემია.

უმრავლეს შემთხვევაში ინიშნება 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, თერაპიული ეფექტი აღინიშნება 2 კვირაში, ხოლო მაქსიმალური - 4 კვირაში. ხანგრძლივი მკურნალობისას ეფექტი შენარჩუნდება.

ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია.

მკურნალობას იწყებენ დოზით 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. პაციენტებში ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით შედეგი მიიღწევა 80 მგ ატორვასტატინის დანიშვნით 1-ჯერ დღეში, რაც უზრუნველყოფს ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითებას 15%-ით. შეიძლება წარმოიშვას დამატებით ატორვასტატინის დამოუკიდებლად დანიშვნის აუცილებლობა. 

თირკმლის უკმარისობის და თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის დონეზე ან ქოლესტერინი/დსლპ შემცველობის დაქვეითების ხარისხზე მისი გამოყენებისას. ამიტომ პრეპარატის დოზის შეცვლას არ საჭიროებს.

ხანდაზმულ და სხვა ასაკის პაციენტებში პრეპარატის მიღებისას ჰიპოლიპიდემიური თერაპიის უსაფრთხოებაში ან ეფექტურობაში განსხვავება არ აღინიშნება.

პრეპარატის მიღება ბავშვებში უკუნაჩვენებია.

 

გვერდითი მოვლენები: 

ჩვუელებრივ, რატიზოლი პლუსი კარგად გადაიტანება. 

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია ტკივილი მუცლის არეში, ასთენია, ყაბზობა, დიარეა, დისპნოე, მეტეორიზმი, გულისრევა, თავის ტკივილი, დაღლილობა.

 

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ღვიძლის მწვავე დაავადებები; შრატის ტრანსამინაზების აქტივობის დაუდგენელი მიზეზით დასაშვებ ნორმაზე 3-ჯერ მომატება, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, ბავშვთა ასაკი.

 

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

მკურნალობისას იზრდება მიოპათიის რისკი ატორვასტატინის ერთდროული გამოყენებისას ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, აზოლის ნაწარმის ანტიფუნგალურ პრეპარატებთან და ნიაცინთან.

ეზეტიმიბი არ მოქმედებს იმ პრეპარატების ცვლაზე, რომელთა მეტაბოლიზმი დამოკიდებულია ციტოქრომ P450 ჯგუფის ფერმენტებზე. ეზეტიმიბი არ მოქმედებს დაფსონის, დექსტრომეტორფანის, დიგოქსინის, გლიპიზიდის, ტოლბუტამინის, მიდოზალამის ფარმაკოკინეტიკაზე. ციმეტიდინი არ მოქმედებს ეზეტიმიბის ბიოშეღწევადობაზე.

ანტაციდები. რატიზოლი პლუსის და ანტაციდების პერორალური სუსპენზიის, რომელიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს და მაგნიუმს, ერთდროული გამოყენება ამცირებს ატორვასტატინის კონცენტრაციას პლაზმაში 35%-ით, მაგრამ არ მოქმედებს დსლპ-ის დონეზე. ანტაციდები უმნიშვნელოდ ამცირებენ ეზეტიმიბის დონეს, მაგრამ არ ახდენენ ზეგავლენას მის ბიოშეღწევადობაზე.

ანტიპირინი. ატორვასტატინი არ მოქმედებს ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე და მათი ურთიერთქმედებით ციტოქრომული იზოფერმენტების მეტაბოლიზმი არ იცვლება.

კოლესტიპოლი. კოლესტიპოლთან ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება 25%-ით, მიუხედავად ამისა ჰიპოლიპოპროტეინული ეფექტი რატიზოლი პლუსისა და კოლესტიპოლის ერთდროული გამოყენებისას უფრო გამოხატულია, ვიდრე რომელიმე ერთი პრეპარატის გამოყენებისას.

დიგოქსინი. რატიზოლი პლუსის და დიგოქსინის ერთდროულად გამოყენებისას დიგოქსინის დონე პლაზმაში არ იცვლება. თუმცა დღე-ღამეში 80 მგ ატორვასტატინის მიღებისას დიგოქსინის კონცენტრაცია იზრდება 20%-ით, რაც საჭიროებს დიგოქსინზე მყოფი პაციენტების კონტროლს.

ერითრომიცინი/კლარითრომიცინი. ციტოქრომული P450 3A4 ინჰიბიტორების, ერითრომიცინის (500 მგ 4-ჯერ დღეში) ან კლარითრომიცინის (500 მგ 2-ჯერ დღეში) რატიზოლი პლუსთან ერთდროული მიღებისას, აღინიშნება ატორვასტატინის დონის მომატება პლაზმაში.

აზითრომიცინი. რატიზოლი პლუსის (1 ტაბლეტი დღეში) და აზითრომიცინის (500 მგ დღეში) ერთდროული გამოყენებისას არ იცვლება ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში.

 

ტერფენადინი. რატიზოლი პლუსის და ტერფენადინის ერთდროული გამოყენება არ იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ტერფენადინის ფარმაკოკინეტიკაში.

იტრაკონაზოლი. რატიზოლი პლუსის (20-40 მგ ატორვასტატინი) და იტრაკონაზოლის (200 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს ატორვასტატინის დონის მატებას სისხლში.

დილთიაზემის ჰიდროქლორიდი. რატიზოლი პლუსის და დილთიაზემის (240 მგ) ერთდროული გამოყენება იწვევს ატორვასტატინის დონის მატებას სისხლის პლაზმაში.

პერორალური კონტრაცეპტივები. რატიზოლი პლუსის და ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის შემცველი ორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ პრეპარატების AUჩ დაახლოებით 30% და 20%-ით. ეს ეფექტი გასათვალისწინებელია პერორალური კონტრაცეპტივის შერჩევისას ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს.

ვარფარინი და ციმეტიდინი. ვარფარინთან და ციმეტიდინთან ერთდროული დანიშვნისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ნიშნები არ ვლინდება.

ამლოდიპინი. რატიზოლი პლუსის და 10 მგ ამლოდიპინის ერთდროული დანიშვნისას ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილებები არ აღინიშნება.

პროტეაზას ინჰიბიტორები. რატიზოლი პლუსის და პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც თრგუნავენ ციტოქრომ P450 3A4 მოქმედებას, აღინიშნება ატორვასტატინის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში. 

გრეიპფრუტის წვენი თრგუნავს ციტოქრომ P450 3A4 მოქმედებას და იწვევს ატორვასტატინის კონცენტრაციის მატებას, განსაკუთრებით გრეიპფრუტის წვენის ჭარბი გამოყენებისას (> 1.2 ლ დღეში).

 

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. 

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი, სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია, მჟავე-ტუტოვანი და ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, შრატში კფკ-ს დონის განსაზღვრა.

ვინაიდან ატორვასტატინი უერთდება პლაზმის ცილებს, ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

რატიზოლი პლუსის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძესთან ერთად. ჩვილებში არასასურველი მოვლენების ალბათობის გათვალისწინებით, პრეპარატით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდები. ამ ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია და პაციენტი ინფორმირებულია ნაყოფისათვის მკურნალობის შესაძლო რისკის შესახებ.

 

განსაკუთრებული მითითებები:

რატიზოლი პლუსით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჰიპერქოლესტერინემიის კონტროლი ადეკვატური დიეტოთერაპიის, ფიზიკური აქტივობის მომატების, ჭარბცხიმიანობის მქონე ავადმყოფებში სხეულის წონის დაკლების და სხვა მდგომარეობების მკურნალობის გზით. 

მოქმედება ღვიძლზე. რატიზოლი პლუსით მკურნალობის შემდეგ, ისევე როგორც სხვა ჰიპოლიპიდემიური პრეპარატების გამოყენებისას, აღინიშნება ტრანსამინაზების დონის შრატისმიერი აქტივობის ზომიერი მომატება (ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი), რასაც თან არ ახლავს სიყვითლე და სხვა კლინიკური გამოვლინებები. მკურნალობის დაწყებამდე და პრეპარატის მიღებიდან ან დოზის მომატებიდან 6 და 12 კვირის შემდეგ, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი. ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას აუცილებელია აქტივობის კონტროლი მათ ნორმალიზაციამდე. თუ აქტივობა 3-ჯერ მეტია ზედა ზღვარზე, რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.

რატიზოლი პლუსი სიფრთხილით ინიშნება ალკოჰოლის მომხმარებელ პაციენტებში და/ან პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით ანამნეზში. ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში ან ტრანსამინაზების აქტივობის მატება დაუდგენელი გენეზით არის რატიზოლი პლუსის დანიშვნის უკუჩვენება. 

მოქმედება კუნთებზე. რატიზოლი პლუსით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია. მიოპათიის დიაგნოზი (კუნთების ტკივილი და სისუსტე კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) აქტივობის მატებასთან კომბინაციაში 10-ჯერ მეტით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) უნდა განიხილოს ავადმყოფებში გავრცელებული მიალგიებით, კუნთების ტკივილით ან სისუსტით და/ან კფკ აქტივობის გამოხატული მომატებით. რატიზოლი პლუსით მკურნალობა უნდა შეწყდეს კფკ აქტივობის გამოხატული მომატების შემთხვევაში ან დადასტურებული ან სავარაუდო მიოპათიის არსებობისას. მიოპათიის რისკი ამ კლასის სხვა პრეპარატებით მკურნალობისას გაიზარდა ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, ნიკოტინის მჟავას ან აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებისას. ამ პრეპარატებიდან ბევრი აინჰიბირებს მეტაბოლიზმს, რომელიც განპირობებულია ციტოქრომ P450 3A4-ით, და/ან სამკურნალო საშუალების ტრანსპორტს. ატორვასტატინი ბიოტრანსფორმირდება CYP3A4-ის მოქმედებით. 

რატიზოლი პლუსის ციკლოსპორინთან დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ამ უკანასკნელის კონცენტრაციის კონტროლი.

რატიზოლი პლუსის დანიშვნისას ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ჰიპოლიპიდემიური დოზებით ნიაცინთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა მკაცრად განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებელი და მკურნალობის რისკი და რეგულარულად ჩატარდეს პაციენტთა კონტროლი კუნთების ტკივილის ან სისუსტის გამოვლენის მიზნით, 

განსაკუთრებით მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის დოზის გაზრდის პერიოდებში. ასეთ შემთხვევაში

 

 

რეკომენდებულია კფკ აქტივობის პერიოდული განსაზღვრა, თუმცა ამგვარი კონტროლი არ იძლევა მძიმე მიოპათიის განვითარების თავიდან აცილების რისკს.

რატიზოლი პლუსის მიღებისას აღწერილია რაბდომიოლიზის შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარისობით, რაც განპირობებულია მიოგლობინურიით. საჭიროა დროებით შეწყდეს პრეპარატის მიღება ან საერთოდ მოიხსნას შესაძლო მიოპათიის ნიშნების გამოვლენის ან რაბდომიოლიზის ფონზე თირკმლების უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორის არსებობისას (მაგ. მძიმე მწვავე ინფექცია, არტერიული ჰიპოტენზია, სერიოზული ოპერაცია, ტრავმა, მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები და არაკონტროლირებადი სპაზმი).

საჭიროა პაციენტის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კუნთების გაურკვეველი ტკივილის ან სისუსტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში რატიზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

არ არსებობს მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის არასასურველი მოქმედების შესახებ.

 

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები: 

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

 

ვარგისობის ვადა: 2 წელი. 

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

სად შევიძინოთ?