აქტიური ნივთიერება:
L-თეანინი - 50 მგ.
სამკურნალო მელისას ფოთლის მშრალი ექსტრაქტი - 50 მგ .
მაგნოლიას ქერქი ფხვნილი - 50 მგ .
სვიის გირჩების ექსტრაქტი - 30 მგ.
ლავანდას ყვავილი - 20 მგ.
მაგნიუმი - 50 მგ.
L-თეანინი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ზრდის ორი მნიშვნელოვანი ტრანსმიტერის დონეს -დოფამინი და გამა-ამინო-ბუტირის მჟავას, რომელებიც პასუხისმგებლები არიან გუნება- განწყობაზე, რელაქსაციასა და სიმშვიდეზე . თეანინის მოქმედებით თავის ტვინში იზრდება ალფა ტალღბის აქტივობა.
სამკურნალო მელისა დადებითად მოქმედებს შფოთვის, გაღიზიანების , ემოციური არასტაბილობის და მოუსვენრობის შემცირებაზე.
მაგნოლია ქერქის კომპონენტები მნიშვნელოვნად ამცირებენ შფოთვას, ნერვულ დაძაბულობას, აწესრიგებს ძილს .
სვიის გირჩში არსებული ლიპულინი დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ლავანდა ცნობილია, როგორც განტვირთვის, რელაქსაციის მომგვრელი მცენარე, რომელიც განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მათზე, ვისაც ხშირად აწუხებს თავის ტკივილი, სტრესი და დაძაბულობა.
Mg მაგნიუმი უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციური მდგომარეობის შენარჩუნებას.შფოთვის, უძილობის, ტკივილის რედუქციას.
ჩვენებები:
-სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
-მსუბუქი ნევროზული მდგომარეობა, თანმხლები ანგიო და ვეგეტო ნევროზით
-ემოციური დაძაბულობა,შიში და შფოთვა, ძილის დარღვევა
- აზროვნების კონცენტრაციის დაქვეითება.
მიღების წესი და დოზები: 1-2 კაფსულა დღეში, საკმაო ოდენობით წყალთან ერთად
გვერდითი მოვლენები: როგორც წესი პრეპარატი გადაიტანება გვერდითი მოვლენების გარეშე.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, ფეხმძიმობა, ლაქტაცია, ასაკი 10 წლამდე.
შენახვის პირობები და ვადები: ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს