Nuk
სწორად შერჩეული მინერალები ძილის და სტრესის სამართავად
სწორად შერჩეული მინერალები ძილის და სტრესის სამართავად

მისამართი:
თარიღი: 25/10/2023

ფარმაცევტული კომპანია „არკოფარმა“ - ს ორგანიზებით ევექსის პოლიკლინიკის გურამიშვილის ფილიალში მოეწყო შიდა კონფერენცია თემაზე: „სწორად შერჩეული მინერალები ძილის და სტრესის სამართავად“.

 

კონფერენცია ეძღვნებოდა მინერალების, მათ შორის მაგნიუმის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგნიუმის დეფიციტის კლინიკურ გამოვლინებებს და მისი შევსების გზებს. კონფერენციაზე განხილული იქნა ასევე: უძილობის პრობლემები, მელატონინის როლი და მისი ფიზიოლოგიური ცვლილებები ასაკთან მიმართებაში, მელატონინის დოზირება, მისი გაზრდილი ეფექტურობა კომბინირებულ პრეპარატებში და სტრესის მართვის თანამედროვე მეთოდები.

 

კონფერენციის მომხსენებელი იყო ამავე კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი თათია ფრანგიშვილი.

 

დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება უფრო დეტალურად გაცნობოდა კომპანია „არკოფარმას“ სტრესის და უძილობის სამკურნალო პრეპარატებს: არკორელაქსი სტრესის კონტროლი, არკორელაქსი მშვიდი ძილისთვის და არკომაგი.