Plasmon
არ შეიძლება სქესის გამო ნაყოფმა სიცოცხლე შეწყვიტოს

თარიღი: 13 ოქტომბერი, 2017

რადიოლოგიური კვლევა უამრავ ინფორმაციას გვაძლევს ჩვენი ორგანიზმის შესახებ. დღეს  წარმოუდგენელია ორსულობის მართვა, მუცლის ღრუს სხვადსხვა პათოლგოების დადგენა, სარძევე ჯირკვების სრულფასოვანი გამოკვლევა თუ ფარისბერი ჯირკვის პრობლემების დიაგნოსტიება ულტრაბგერითი კვლევის გარეშე. რა ინფორმაციას გვაძლევს რადიოლოგიური კვლევა და რა სახის დაავადებების დიაგნოსტირება ხდება მისი დახმარებით – ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა რადიოლოგმა სპარტაკ გელაშვილმა ისაუბრა. საინტერესო სიახლე გახლავთ ის, რომ სპარტაკ გელაშვილმა პაციენტების მიღება „ჯი-ეს“ კლინიკაში განაახლა.

 
ბატონო სპარტაკ, რა სიხშირით არის საჭირო სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება? 

საკმაოდ აქტუალურია მთელს მსოფლიოში სარძევე ჯირკვლევის პათოლოგიები და ამ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ექოსკოპიური კვლვევა. ეს არის არაინვაზიური, მარტივად შესასრულებელი კვლევა და ვიღებთ დიდ ინფორმაციას. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა დიდ როლს ასრულებს კეროვანი წარმონაქმნების დიფერენციაციის დროს. ეს არის ერთ-ერთი სკრინინგული კვლევა და როდესაც დაისმევა ესა თუ ის დიაგნოზი, საჭირო ხდება მამოგრაფიული კვლევა და ა.შ. ანუ, ხდება სწორი მიმართულების მიცემა. რაც შეეხება სარძევე ჯირკვლის პათოლოგიებს, კვანძოვანი წარმონაქმნები საკმაოდ ახალგაზრდა ასაკიდანვე შეიძლება შეგხვდეს და ექოსკოპიური კვლევისას წარმონაქმნის კონტურის, ფორმის, სტრუქტურის, სისხლით მომარაგების სწორად ამოცნობისას ხდება პაციენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან.

სარძევე ჯირკვლების პათოლოგიების დროს გასათვალისწინებელია პაციენტის რისკ ჯგუფი, როდესაც მას გენეტიკაში აქვს ონკოლოგიური პათოლოგია, ასეთ დროს აუცილებელია პაციენტმა მინიმუმ წელიწადში ერთხელ ულტრაბგერითი კვლევა ჩაიტაროს. გასათვალისწინებელია ასაკიც, 40 წლი ზემოთ დაავადების რისკი იმატებს და მომართვიანობა უფრო აქტიური უნდა გახდეს.

 

საკმარისია თუ არა ექოსკოპია  სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი წარმონაქმნის გამოსავლენად? 

საკმაოდ ინფორმატიულია ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, თუმცა, როდესაც ექოსკოპიურად ჩნდება ეჭვი ავთვისებიან პათოლოგიებზე, ამის შემდეგ დამატებით შესაძლოა მოხდეს კონკრეტული წარმონაქნის ბიოფსიური მასალის აღება ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ, რაც 100%-იან დიაგნოსტირებას იძლევა.

 

გადავიდეთ ფარისებრი ჯირკვალზე, რამდენად მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიურ კვლევას?

სამწუხაროდ, საკმაოდ არის მომატებული იმ პაციენტების რაოდენობა, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე უკვე დაუდგინდათ. საკმაოდ დიდ როლს ამ დაავადებების გამოვლენაში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ასრულებს. ამ დროს ხდება ეჭვის მიტანა ავთვისებიან პროცესებზე, შემდეგ ბიოფსიური კვლევა ინიშნება და დიაგნოზის გამოვლენის შემდეგ პაციენტი მიმართავს ქირურგს. ოპერაციის შემდეგ პაციენტები მუდმივად არიან ულტრაბგერითი დაკვირვების ქვეშ. ეს ერთ-ერთი აუცილებელი სკრინინგული კვლევაა.

 

თქვენი აზრით, რატომ იმატა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა? 

ეს უფრო მეტად გარემო ფაქტორებს უკავშირდება, რადიაციულ ფონს და ა.შ.

 

რა პათოლოგიები შეიძლება აღმოვაჩინოთ მუცლის ღრუს რადიოლოგიური კვლევისას, რამდენად ინფორმაციულია კვლევა ამ დროს? 

როდესაც პაციენტი მიმართავს სპეციალისტს მუცლის ღრუს ჩივილებით, პირველად ექოსკოპიური კვლევა ინიშნება, ამის გარეშე ექიმი ვერაფერს გახდება. მიუხედავად იმისა, რომ მუცლის ღრუ სავსეა ნაწლავებით და საკმაოდ რთული სადიაგნოსტიკოა, დიაგნოზი მაინც ისმევა. საუბარია სიმსივნურ პროცესებზე, ქირურგიულ პათოლოგიებზე, მწვავე პროცესებზე და ა.შ. როდესაც ექოსკოპიაზე დიაგნოზი გამოვლინდება, ამის შემდეგ შეგვიძლია ჩავრთოთ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა, თანამედროვე რადიოლოგიური კვლევა, პირველ ეტაპზე, საუკეთესო საშუალებაა. მაგალითად, მწვავე აპენდიციტის შემთხვევა, ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ექოსკოპიაზე დიაგნოზის დასმა არ შეიძლებოდა. დღეს, თანამედროვე აპარატურა მაღალი სიზუსტით ახდენს დიაგნოსტირებას.

 

რატომ აქვს ახალ სადიაგნოსტიკო აპარატებს ასეთი დიდი მნიშვნელობა?

პირველ რიგში, ვიზუალური მონაცემი ბევრად უფრო დახვეწილი აქვს, უფრო მეტად გარჩევადია და მეტ შესაძლებლობას იძლევა, რაც საბოლოო ჯამში, დიაგნოზის დასმას ამარტივებს. აქვს მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების სისტემა და ა.შ.

 

შესაძლებელია თუ არა რადიოლოგიური კვლევით C ჰეპატიტის  დიაგნოსტირება? 

ეს საკმაოდ აქტუალური კითხვაა. მაშინ როდესაც ღვიძლი გადიდებული აქვს პაციენტს, აინტერესებს, ხომ არ არის ჰეპატიტი. რა თქმა უნდა, ექოსკოპია ჰეპატიტის დიაგნოზს ვერ სვამს, საჭიროა სპეციალური ანალიზი. რომელიც ვირუსულ პათოლოგიებს იკვლევს. ექოსკოპია მაღალი სიზუსტით გვაძლევს ინფორმაციას ღვიძლის დიფუზურ და კეროვან პათოლოგიებზე.

 

რა ინფორმაციას გვაძლევს გინეკოლოგიური ულტრაგერითი კვლევა? 

პირველ რიგში, აუცილებელია, ისევე როგორც ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების შემთხვევაში, ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა, მითუმეტეს მაშინ თუკი არის რაიმე სახის ჩივილები. ამ დროს ხდება საშვილოსნოს მდებარეობის დადგენა, ყელისა და საკვერცხეების პათოლოგიების, პოლიპების, კისტოზური და სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტირება.

 

გადავიდეთ ორსულობაზე, ამ დროს ექოსკოპიური კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი – რა ვადებზე არ უნდა გამოვტოვოთ ვიზიტი ექიმ-რადიოლოგთან? 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებებით,ორსულობისას აუცილებელია სამი სკრინინგული კვლევა, პირველი ეს არის 11-13 კვირაზე, როდესაც ცხვირის ძვალი და კისრის ნაკეცი იზომება, მეორე ვადა გახლავთ 20-დან 24 კვირამდე შუალედი, რა დროსაც ასევე სხვადასხვა პათოლოგიების გამორიცხვა ხდება და მესამე სკრინგული კვლვევა უნდა ჩატარდეს 30-34 კვირაზე. გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც არის სხვადასხვა სახის ჩივილები, ნებისმიერ ვადაზეა ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება, რადგან ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა და არ იწვევს არანაირ გართულებას არც დედისთვის და არც ნაყოფისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტერმინი „დასხივება“ არაფერ შუაშია ულტრაბგერით კვლევასთან. მე მიმაჩნია, რომ ორსულობის განმავლობაში სამჯერ ჩატარებული ექოსკოპია ცოტაა. პირველ რიგში უნდა ჩატარდეს ორსულობის დიაგნოსტირება, 5-7 კვირის ვადაზე, როდესაც კარდიალური აქტივობის დაფიქსირება უნდა მოხდეს. საქართველოში პრიორიტეტულია აბდომინური კვლევა დიაგნოსტირების თვალსაზრისით, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტრანსვაგინური მიდგომით ტარდება, რა დროსაც უფრო ნაადრევად ხდება სანაყოფე პარკის, ჩანასახის დიფერენცირება და კარდიალური აქტივობის დაფიქსირება.

 

თუკი რადიოლოგიური კვლევა გვაძლევს პასუხს პათოლოგიების შესახებ, რატომ უნდა ჩავიტაროთ დამატებითი გენეტიკური კვლევები? 

მაგალითად, ცხვირის ძვლის, ან კისრის ნაკეცის შემთხვევაში, გარკვეულ ვადაზე შესაძლოა არის დასაშვები საზღვრები, მაგრამ თუკი სცდება საზღვრებს, სწორედ მაშინ ხდება დამატებითი კვლევების ჩატარება, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნაყოფი აუცილებლად რაიმე პათოლოგიით დაიბადება. ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც კისრის ნაკეცი ნორმის ფარგლებში იყო, მაგრამ ნაყოფი დაბადებულა დაუნის სინდრომით და პირიქით. ცხვირის ძვლის ზომა აუცილებელ პარამეტრად არ მიიჩნეოდა, ახლა კი დადასტურებულია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კისრის ნაოჭის სისქე. ამ პარამეტრების გაზომვა ხდება მაშინ, როდესაც ნაყოფის თხემ კუდუსუნის ზომა არის 45-დან 86 მილიმეტრამდე. ყველაზე ოპტიმალური ამისთვის არის 12 კვირის ვადა.

 

რას გვეტყვით დოპლერულ კვლევაზე, რა დროს არის ის საჭირო? 

დოპლერული კვლევა გვაძლევს მონაცემს სისხლის მიმოქცევის შესახებ. კვლევა პირველი ტრიმესტრის შემდეგ ნებისმიერ ვადაზე შეიძლება ჩატარდეს გამომდინარე იქიდან, რა სახის საჭიროება დგას. თუმცა უფრო ხშირად, მესამე ტრიმესტრში ინიშნება ხოლმე, როდესაც პლაცენტის ნაადრევ მომწიფებაზეა ეჭვი, რამაც შეიძლება ნაადრევი მშობიარობა განაპირობოს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია იმის განსაზღვრისთვის, ხომ არ არის რაიმე სახის ჩარევა საჭირო.

 

რა აზრის ხართ იმაზე, რომ სქესის შესახებ ინფორმაცია გვიან ვადამდე უნდა იყოს გასაიდუმლოებული. 

მე პაციენტს არ ვეუბნები სქესს მაშინ, როდესაც ვიცი, რას აპირებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც 12 კვირის ვადაზე მთხოვენ სქესი ვთქვა. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მკვლელობა და ამაში ექიმმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. არ შეიძლება სქესის გამო ნაყოფმა სიცოცხლე შეწყვიტოს და ვერც ერთი იმ ექიმის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, რომელიც დედას ნაყოფის სქესს ეუბნება და იცის, რომ წავა და მოიშორებს. მე ამაში მონაწილეობას არ ვიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, სქესის განსაზღვრა შეგვიძლია, მაგრამ ეს რჩება ჩვენთვის.

 

მაშინ, როდესაც არაფერი გვაწუხებს და არც გენეტიკა გვაქვს დამძიმებული როდის უნდა მივიდეთ ექიმთან? 

წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება. ერთხელ, იყო ასეთი შემთხვევა, მოვიდა ასაკოვანი მამაკაცი და გვითხრა, რომ ყველაფრის გამოკვლვევა სურდა, არადა არაფერი აწუხებდა. მან მაშინ გვითხრა, რომ წელიწადში ერთხელ ავტომობილიც მიყავს შესამოწმებლად და ასევე ექცეოდა საკუთარ ჯანმრთელობასაც. ძალიან მომეწონა ამ ადამიანის მიდგომა, მითუმეტეს, რომ არ არის ულტრაბგერითი კვლევა მტკივნეული პროცედურა და არ ღირს ძვირი.