თარიღი: 24 დეკემბერი, 2015
ახალი წლის დღესასწაული – ალერგიისა და ასთმის გამწვავების მიზეზი
ქეთევან ომიაძე, მედიცინის დოქტორი, ალერგოლოგ–იმუნოლოგი
დადგა დეკემბერი და ყველანი ახალი წლისთვის მზადების პროცესში ვართ. სამწუხაროდ,დღესასწაული შეიძლება გახდეს კვებითი ან სხვა ალერგიის, ასევე ასთმის გამწვავების მიზეზი. თქვენ შეიძლება დაკავდეთ ნაძვის ხის მორთვით, ესტუმროთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს და დაგავიწყდეთ,რომ თქვენს დაავადებას მუდმივი კონტროლი სჭირდება.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ალერგიული დაავადებების გამწვავება,აუცილებელია მივმართოთ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
• შეახსენეთ ოჯახის წევრებს, რომ ერთადერთი გზა ალერგიული დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად მათი დახმარებით ამ დაავადების მუდმივი კონტროლია
• თუ მიდიხართ სტუმრად, აცნობეთ მასპინძელს თქვენი ალერგიის შესახებ და სთხოვეთ კერძში არ გამოიყენოს ის ინგრედიენტი, რომელიც თქვენთვის ალერგენს წარმოადგენს
• თუ მიდიხართ სტუმრად ოჯახში, სადაც შინაური ცხოველები არიან, წინასწარ მიიღეთ ალერგიის საწინააღნდეგო მედიკამენტები
• მოერიდეთ ცოცხალ ნაძვის ხის მორთვას, რადგან მასზე შესაძლოა იყოს სოკოს თვალით უხილავი სპორები
• შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ხელოვნური ნაძვის ხის მორთვაში, მაგრამ მანამდე სთხოვეთ ოჯახის წევრებს მტვრისგან გაასუფთაონ როგორც თვითონ ნაძვი, ისე დეკორატიული სათამაშოები
• მოერიდეთ პოინსეტიას – საშობაო წითელ ყვავილს
• არ შეისუნთქოთ ხელოვნურითოვლი, მის ნაკადს მიმართულება მიეცით ფანჯრისაკენ
• მოერიდეთ სურნელოვან სანთლებს
• არ შეისუნთქოთ შეშის კვამლი, მოერიდეთ ბუხართან ჯდომას
• თუ ღამის გათევა სახლიდან მოშორებით გიწევთ, თან იქონიეთ თქვენი ანტიალერგიული ბალიში
• ნუ გადაიტვირთავთ თავს, სტრესმა შეიძლება თქვენი დაავადების გამწვავებაგამოიწვიოს
გისურვებთ ჯანმრთელად გაატაროთ ახალი წლის დღესასწაული!