Plasmon
არკოლევურე- ფრანგული პრეპარატი პრობიოტიკისა და პრებიოტიკის შემცველობით

თარიღი: 22 ივნისი, 2023

თანამედროვე რეალობაში ფარმაცევტულ ბაზარზე პრობიოტიკების უზარმაზარი არჩევანია წარმოდგენილი. მინდა შევეხო ფრანგული ფარმაცევტული კომპანიის - არკოფარმას პრეპარატს არკოლევურეს სახელწოდებით, რომელიც სინბიოტიკს - ანუ პრობიოტიკის და პრებიოტიკის კომბინაციას წარმოადგენს.

 

არკოლევურეს შემადგენლობაში შედის სამედიცინო საფუარი ანუ საქარომიცეს ბულარდიის 2,5 მილიარდი ცოცხალი უჯრედი, რომელიც კარგად შესწავლილ პრობიოტიკს წარმოადგენს. საქარომიცეს ბულარდი ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას ნაწლავის სანათურში, ასევე აფერხებს პათოგენური მიკროფლორის ზრდას და გამრავლებას. როგორც პრობიოტიკი, სამედიცინო საფუარი არეგულირებს მინერალების, აირების, წყლის აბსორბციას ნაწლავში,  აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს სეკრეტორული იმუნოგლობულინი A-ს სინთეზის სტიმულაციის გზით, აღადგენს ნაწლავის ლორწოვან გარსს და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ ფუნქციას.

 

გარდა სამედიცინო საფუარისა, არკოლევურე შეიცავს პრებიოტიკს ვარდკაჭაჭას ინულინის სახით. ეს არის მცენარეული ბოჭკო, რომელიც არ შეიწოვება ნაწლავში, მოქმედებს მხოლოდ ნაწლავის სანათურში, წარმოადგენს საკვებ ნიადაგს სასარგებლო ბაქტერიებისთვის, ხელს უწყობს ბიფიდო-და ლაქტობაქტერიების, ასევე თვითონ საქარომიცეს ბულარდის რაოდენობის ზრდას ნაწლავში. აწესრიგებს ასევე ნაწლავის პერისტალტიკას, ინარჩუნებს ნაწლავის ოპტიმალურ PH-ს, ხელს უწყობს ჭარბი ლორწოს მოცილებას ნაწლავის კედლებიდან, ამცირებს აირების წარმოქმნას.

 

ამ ორი კომპონენტის კომბინაცია ქმნის ეფექტურ საშუალებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა პათოლოგიის დროს, როგორიცაა: მწვავე ვირუსული და ბაქტერიული დიარეა, მოგზაურთა დიარეა, ინტოქსიკაციები, კრონის დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფსევდომემბრანული კოლიტი, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებები.

არკოლევურეს კაფსულები ბუნებრივი შემადგენლობისაა, კაფსულის გარსი დამზადებულია მცენარეული ცელულოზისგან.

 

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი

მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში.
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4 და აბაშიძის ქუჩა 34 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09