Plasmon
ფსიქოსომატიკურ დაავადებათა განმარტებები

თარიღი: 01 დეკემბერი, 2023

თვალები – თვალები ეს არის ხედვის ორგანო, თუ არის პრობლემა თვალებთან ,მაშინ ჩვენ არ გვინდა ან გვეშინია რაღაცის დანახვა. წარსულში ან აწმყოში ან მომავალში, ეს შეიძლება იყოს ცხოვრების რაღაც ასპექტი ან მთლიანად ცხოვრება. ფიქრებით ადამიანი უარყოფს სიტუაციას და ამბობს: "მე არ მინდა ამას ვხედავდე". თუ თქვენ ასტიგმატიზმი გაქვთ, მაშინ ცდილობთ ცხოვრებას შეხედოთ ორი ხერხით და ვერ ირჩევთ რომელით. თვალები როგორც სხეულის ნაწილები გვიჯერებენ და აკეთებენ იმას რაც გვინდა. თუ პატარა ბავშვი იკეთებს სათვალეს, ეს ნიშნავს რომ ოჯახში ხდება რაღაც რისი დანახვაც მას არ სურს.

მხრები – მხრები ცხოვრებისეული ტვირთის ტარებაა. სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღება და მათი მოგვარება. ოჯახის მთელი პრობლემები განცდა და საკუთარ თავზე დაკისრება. ეს არაა სწორი მიდგომა, ცხოვრებისეული გამოცდილებები არის ის რაც უნდა გავიაროთ ცხოვრებასი და არა ის რაც უნდა ვატაროთ და რითაც უნდა დავმძიმდეთ.

ხერხემალი–ხერხემალი ეს ცხოვრების მხარდაჭერაა. ხერხემალი იჭერს სხეულს, საყრდენია. თუ ცხოვრებაში გრძნობთ რომ რაღაც საყრდენი არ გაქვთ, ის რაც თქვენ მიგაჩნიათ საყრდენად, სამსახური, სახლი, ადამიანი და ა.შ.. მაშინ ამ თქვენ პროტესტს ხერხემალი თავის თავზე იღებ როგორც დაავადებას. ზედა მხარე ემოციური მხარდაჭერაა. ეს არის "ჩემი ცოლი მხარს არ მიჭერს", "ჩემი ქმარი, შვილი მხარში არ მიდგას". ხერხემლის შუა ნაწილი არის დანაშაულის შეგრძნება, ხერხემლის ქვედა ნაწილი არის ფინანსებთან დაკავშირებული. ეს არის შიში ფულთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა ას ლარზე ნერვიულობთ თუ ასი ათასზე, მთავარია რომ ნერვიულობთ და სხეულზე გადადის ეს თქვენი შიში და მოლოდინი.

ცისტიტი - თქვენ გაწუხებთ ის რომ რასაც თქვენ ხედავთ ამას სხვები რომ ვერ ხედავენ. ანუ ქრონიკულად გაწუხებთ და ამაზე დარდი ლაიტმოტივად სდევს თქვენს ცხოვრებას. არა ისე როგორ პოლიტიკა ან ომი ავღანეთში, არამედ თქვენში გაქვთ მუდმივი უკმაყოფილება და პროტესტი ამის გამო. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მეტ რეალობას ხედავთ თუ უბრალოდ განსხვავებულად, პრობლემა თქვენი ამის მტკივნეულად განცდაა, რომ სხვები ასე არ ხედავენ. ასევე ბევრი მოლოდინები გაქვთ გარშემომყეფის მიმართ და ისინიც ბუნებრივია იმედს გიცრუებენ.

თქვენი სხეული გეუბნებათ რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენს თავზე, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავი გახადოთ ბედნიერი, სხვებთან ნუ ელოდებით ამას. თუ ელოდები რომ სხვა მოვა და გაგხდის ბედნიერს, მთელი ცხოვრება მოგიწევს ლოდინი..

როცა სხვა ადამიანებს ადანაშაულებ, მაშინ განიცდი იმ ემოციებს, რომელიც ავადმყოფობებს გიქმნიან.

ისწავლე გიყვარდეს უპირობოდ.

გულის პრობლემები 

გულის აჩქარება, ეს მისი რეაქციაა თქვენს ფსიქიკურ და ემოციურ მდგაომრეობაზე. გულის აჩქარება ეს დარღვევაა მისი ბუნებრივი ფუნქციონირების, როდესაც რაღაც დიდ სიხარულს ან დიდ შიშს განვიცდით. გახსოვდეთ რომ თქვენი ფიქრებით, მოლოდინებით ქმნით ემოციურ რეაქციას, ემოციები კი მოქმედებენ თქვენს ორგანოებზე. თქვენ სრულიად პასუხისმგებელი ხართ ყველაფერზე რაც თქვენს ორგანიზმში ხდება.

ნებისმიერი გულის პრობლემა დაკავშირებული გულის გადატანილ განცდებთან რომელიც იყო არაჰარმონიული. ცნობილია ფრაზა: "გულთან ახლოს ნუ მიიტან", ეს კარგი რჩევაა და ემოციური ადამიანებისთვის ნამდვილად გასაფრთხილებელი. როდესაც რაღაცას ზედმეტად განვიცდით, ამით გულს ზედმეტად ვტვირთავთ და ვამუშავებთ. მის ბუნებრივ ჰარმონიულ ფუნქციონირებას ვარღვევთ და თავად ვიმეტებთ ჩვენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მთავარ ორგანოს ავადმყოფობისთვის. მეტაფიზიკურ დონეზე, გული სიყვარულისადმი დამოკიდებულებაა და როდესაც არაჯანსაღაც ვიქცევით სიყვარულში, ეს გულზე აისახება. შეცდომას უშვებენ ადამიანები ვისაც ჰგონიათ რომ სიყვარულის ცენტრი სხვები არიან და სხვებისგან უნდა მოვიდეს შეყვარება. სიყვარულის ცენტრი თავად ადამიანია და უნდა ისწავლოს თავისი თავის შეყვარება. დაფასება თავის ორგანიზმის და ყველა ორგანოსი. წარმოიდგინეთ, რა ცუდი მდგომარეობაშია იმ ადამიანის გული, რომელიც მუდამ სხვებს შეჰყურებს და სხვებს ელოდება და თავად არ ახდენს საკუთარი მეს ცენტრიდან სიყვარულის გაცემას. შეიყვარეთ თქვენი თავი და თქვენი გული ჰარმონიულად იმუშავებს და როდესაც გიყვართ და აფასებთ თქვენს თავს, მაშინ ასევე დააფასებთ სხვებსაც. არასწორია შენ არ იღებდე, არ აფასებდე, არ გიყვარდეს ვინც ხარ და სხვებს ელოდებოდე. ეს აზიანებს გულსაც და ჯანმრთელობასაც.

წყარო:magma.ge