Nuk
გოგრა - განძი ბავშვის ორგანიზმისათვის

თარიღი: 16 ოქტომბერი, 2023

გოგრა - განძი ბავშვის ორგანიზმისათვის - როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლის წინ შორეულ მექსიკაში მოჰყავდათ და აფასებდნენ ამ მზისფერ ბახჩეულს, რომელსაც თურმე სხვადასხვა სახით ამზადებდენენ ინდიელები - ხარშავდნენ, წვავდნენ, თუშავდნენ და ამზადებდნენ გემრიელ სასარგებლო საკვებს, თესლებისაგან ზეთს ხდიდნენ, სქელი ქერქებს კი ჭურჭელისათვის იყენებდნენ.

ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ისევე როგორც ბევრი სხვა პროდქუტი, ევროპელებმაც გაიცნეს გოგრა.

იცით, რომ გოგრა დედამიწაზე ყველაზე დიდი ბოსტნეულია?! 
აშშ-ში ფერმერები ხშირად ეჯიბრებიან ერთმანეთს დიდი ზომის გოგრის მოყვანაში. რეკორდსმენად დღემდე ითვლება გოგრა, რომელიც 302 კგ-ს იწონის. მებაღე-დეკორატორები და სელექციონერები მცირე ზომის, სხვადასხვა ფორმის გოგრების გამოყვანაზეც ბევრს მუშაობენ.

როგორ ავარჩიოთ გოგრა ბავშვისათვის
გოგრის მრავალი ჯიში არსებობს, თუმცა ძირითადად გავრცელებულია სამი სახეობის გოგრა - ჩვეულებრივი, დიდნაყოფიანი და ჯავზისებრი.

ითვლება, ჯავზისებრი გოგრა უფრო მოტკბო და გემრიელია. გაჭრილი გოგრის დათვალიერებისას ყურადღება მიქციეთ მისი რბილობის ფერს. 
უფრო მკვეთრი ფერის რბილობის მქონე გოგრა, ჩვეულებრივ, უფრო ტკბილია. ფორთოხლისფერი რბილობის მქონე გოგრა უფრო მაგარია.

გოგრის არჩევისას დააჭირეთ ხელი მის კანს. თუ კანი რბილია, ის ახალი მოკრეფილი არ არის. დაკაკუნებისას ყრუ ხმა მიგანიშნებთ, რომ გოგრა მწიფეა.
ახალმოკრეფილ გოგრას მოტკბო, არომატული სურნელი აქვს.
თუ გოგრას გრილ და ბნელ ადგილას შეინახავთ, ის რამდენიმე თვეს შეინახება. 
თუ შეიძინეთ გაჭრილი გოგრის ნაჭერი, მაცივარში 7-10 დღეზე მეტი არ შეინახოთ.

გოგრის თესლი
არ გაიმეტოთ გადასაყრელად. გამშრალი გოგრის თესლი ძვირფასი საკვებია, რადგან მისი ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ლინოლენის, ოლეინის, პალმიტინის და სტეარინის უჯერ მჟავებს, ასევე ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, A და C ვიტიმინს. აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, თუთიას, სპილენძს, კალიუმს. მის შემადგენლობაში 28% ცილაა.


იცით, რომ გოგრაში A ვიტამინი 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში?! შეგახსენებთ, ეს ვიტამინი აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის, მისი მხედველობის ჩამოყალიბებისათვის.

გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც უჯრედების მემბრანების ნამდვილი მცველია და იცავს მათ რადიაციისა და მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან.

K ვიტამინი, რომელიც გოგრაშია აღმოენილი, სისხლის შედედებას უზრუნველყოფს.

D ვიტამინი , რომელსაც ეს მზისფერი ბახჩეული შეიცავს, აუცილებლია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოწერსიგებისა და ადრეულ ასაკში რაქიტის პროფილაქტიკისათვის.

გოგრა მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის შეიცავს სპილენძს, თუთიას, რკინას, მის შემადგენლობაშია აგრეთვე ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის აუცილებელია ფტორი, კალციუმი.
შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია და ნაწლავთა შეკრულობის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა. გოგრის ნიღაბი თქვენი სალამაზისათვის.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი და სასარგებლო კერძები გოგრისაგან
გოგრა კარგად ეხამება ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, ხორცს, ამიტომ მისი გამოყენება მრავალი კერძის შემადგენლობაში შეგიძლიათ.

გოგრის პიურე 6 თვიდან
გარეცხილი გოგრის ნაჭერს მოაცილეთ კურკები დაჭერით კუბებად და ჩაყარეთ ცივ წყალში. გადაწურეთ. გამოარცხვეთ აერღუმელში. დატენიანებისათვის ტაფას ცოტაოდენი ცივი წყალი დაასხით. დარბილებული გიოგრის ნაჭრები აქციეთ ერთვაროვან მასად ბლენდერის საშუალებით, დამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი.

ბრინჯი ყაბაყით და გოგრით 10 თვიდან
2 ს-3 სუფრის კოვზი გარჩეული, გარეცხილი ბრინჯს დაამატეთ წყალი და დადგით ცეცხლზე, წამოდუღებისთანავე დაამატეთ კანგაცლილი გოგრის და ყაბაყის წვრილად დაჭრილი ან მსხვილ სახეხზე გახეხილი ნაჭრები. მოხარშვის შემდეგ გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

სილამაზის რეცეპტები თქვენთვის, დედებო და ბებიებო!
პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს, საუკეთესოა თქვენი კანისათვის. გოგრის გამოყენება სახის კანს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას ანიჭებს, ატენიანებს და კვებავს მას. სცადეთ.

უმი გოგრის წვენს შეურიეთ პურის ფქვილი (პროპორციები შ ედგინეთ თვად ისე, რომ არაჟნისებრი მასა მიიღოთ. გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთი.

კანისათვის სიმკვრივისა და ლიფტინგისათვის -გახეხეთ უმი გოგრის რბილობი და დაუმატეთ 1 კვერცხის ცილა. დაიდეთ გასუფთავებულ სახეზე. ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით.

 

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე