თარიღი: 24 თებერვალი, 2020
გულის იშემიური დაავადების დროს ჩვენი ორგანიზმის მთავარ კუნთს – გულს, არ მიეწოდება საკმარისი სისხლი. ეს აფერხებს გულის კუნთის ინტენსიურ მუშაობას, რაც გავლენას მთელს ორგანიზმზე ახდენს.
იშემიის მიზეზები
იშემია რთული დააავადებაა. მის განვითარებას ხელ სხვადასხვა ფაქტორები უწყობს. თუმცა90% შემთხვევებისა, მიზეზი ათეროსკლეროზი ხდება.
ატეროსკლეროზი
ათეროსკლეროზი — ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება. თავს იჩენს ქოშინი, სხვადასხვა ინტენსივობისა და ხარისხის ტკივილი. ადრე ითვლებოდა, რომ ეს დაავადება ასაკობრივია, თუმცა ახლა ცნობილია, რომ ათეროსკლეროზით ბავშვებიც კი ავადდებიან.
იშემიის დროს სისხლი ვერ აღწევს გულამდე, ასეთ დროს აუცილებელია დროული მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გული შეწყვეტს კუმშვას, რაც სიკვდილის ტოლფასია.
სიმპტომები
იშემიის პირველი ნიშნები, რომლებსაც ადამიანები ხშირად არ ანიჭებენ მნიშვნელობას, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებები, ჩხვლეტა და დისკომფორტია.
სწორედ ამ დროს უნდა დაუკავშირდეთ კარდიოლოგს, რადგან დაავადების ამ ეტაპზე გამოვლენა, საშუალებას მოგცემთ შეაჩეროთ პათოლოგიური პროცესები და მნიშვნელოვნად შეამციროთ სერიოზული გართულებების რისკი.
იყავით ყურადღებიანი თქვენი გულის ჯანმრთელობის მიმართ. ზემოაღნიშნული სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს.
როდესაც დაავადება პროგრესირებს, იშემიის სიმპტომები იზრდება:
ჩნდება დაღლილობა, ჰაერის უკმარისობა, ძლიერი ოფლიანობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულის წასვლა
იშემიას თან ახლავს გულის ტკივილი – დაწოლის, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნებით. ტკივილი ჩნდება ფიზიკური დატვირთვისას, ზოგჯერ იგრძნობა გადაცემითი ტკივილი მკლავშო, კისერსა და ზურგის არეში
კორონარული არტერიის დაავადებისთვის დამახასიათებელია ხშირი გულისცემა, არითმია გულის გაჩერების შეგრძნება
როგორც წესი თავის იჩენს ქოშინი. თავდაპირველად, ეს ხდება ფიზიკური დატვირთვისას, შემდეგ სიარულის დროს, შემდეგ კი მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნისას
გულის იშემიური დაავადებების ფორმები
გულის გამტარობის და რიტმის დარღვევები
გულის უკმარისობა
სტენოკარდია
მიოკარდიუმის ინფარქტი
პოსტინფარქციული კარდიოსკლეროზი
უეცარი კორონარული სიკვდილი
სიკვდილიანობა კორონარული დაავადებების მიზეზით დაახლოებით 70% -ს შეადგენს
იშემიის მკურნალობა
მკურნალობის სტრატეგიას ექიმი გასინჯვისა და დიაგნოზის საფუძველზე განსაზღვრავს, დაავადების ფორმისა და სტადიის გათვალისწინებით.
→ ცხოვრების წესისა და კვების კორექტირება
ფიზიკური აქტივობის შემცირება რეაბილიტაციის დროს
დიეტა, რომელიც შეამცირებს გულის კუნთის დატვირთვას, წყლისა და მარილის შეზღუდვა
უცხიმო დიეტა ათეროსკლეროზის პროგრესირების შესაჩერებლად
→ მედიკამენტოზური მკურნალობა
იშემიური დააბადების სტადიის, თანმდევი დაავადებებისა და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, სამკურნალო მედიკამენტებს ექიმი კარდიოლოგი ნიშნავს. როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა შედეგს არ იძლევა, პაციენტმა კონსულტაცია კარდიოქირურგთან უნდა გაიაროს, ქირურგიული მკურნალობის დასაგეგმად.
→ კორონარული შუნტირება
კორონარული შუნტირება კეთდება იშემიის ადგილზე სისხლის მიწოდების აღსადგენად. მეთოდი გამოიყენება დაზიანებული სისხლძარღვების გვერდის ავლით ახალი სისხლძარღვების შექმნისათვის. ამრიგად, ჩნდება ახალი გზა, რომლის მეშვეობითაც სისხლი მიეწოდება გულის პრობლემურ არეს. ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია, როგორც სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატის მეშვეობით, ისევე მომუშავე გულზე.
→ კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება)
კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება) გულისხმობს მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას, რომლის დროსაც ხდება ქსოვილის მინიმალური დაზიანება. ამ მანიპულაციის დროს ხორციელდება დაზიანებული სისხლძარღვის გაფართოება, რის შემდეგაც ხდებ სტენტის დამონტაჟება, რომელიც ინარჩუნებს სისხლის ნაკადისთვის საკმარის ადგილს სისხლძარღვში.
სტენტი არის თხელი, ლითონის, მოქნილი ჩარჩო, რომელიც შედის არტერიის სანათურში შეკუმშულ მდგომარეობაში, შემდეგ კი ზამბარას მსგავსად იშლება.