გულმა რომ საათივით იმუშაოს - რა უნდა ვიცოდეთ ტრიმეკორი MR-ზე
თარიღი: 20 აპრილი, 2026
ჩვენი გული ყოველდღე, შეუჩერებლად მუშაობს - როგორც პატარა, მაგრამ ძლიერი ტუმბო. ის წამში არაერთხელ იკუმშება და სისხლი მთელს ორგანიზმში გადააქვს. თუ დავფიქრდებით, მისი მუშაობა მართლაც შთამბეჭდავია: გული დღე-ღამეში დაახლოებით 100 000-ჯერ იკუმშება და 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 7 ტონაზე მეტ სისხლს ატარებს. ეს კი ნიშნავს, რომ სიცოცხლის მანძილზე ჩვენი გული მილიარდობით შეკუმშვას ასწრებს - და ამას აკეთებს ჩუმად, დაუღალავად, ხშირად შეუმჩნევლადაც. თუმცა როგორც ყველა „მუშა“ ორგანოს, თავად გულსაც სჭირდება კვება. მას საკუთარი „მკვებავი სისხლძარღვები“ აქვს — კორონარული არტერიები, რომლებიც ხშირად მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრის სიგანისაა. მიუხედავად ასეთი მცირე დიამეტრისა, ისინი უზარმაზარ საქმეს ასრულებენ - ამარაგებენ გულს ჟანგბადითა და ენერგიით. მათი მცირედი შევიწროებაც კი შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ გულის კუნთის იშემია (უჟანგბადობა) განვითარდეს და დისკომფორტით შეგვახსენოს თავი. ტკივილი და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში, რომელიც ფიზიკური ან ემოციური დატვირთვისას ძლიერდება, შესაძლოა სწორედ გულის კუნთის იშემიაზე, ანუ მის ჟანგბადით გაღარიბებაზე მიუთთებდეს. ასეთ მდგომარეობას სტაბილურ სტენოკარდიას უწოდებენ და ის ასაკთან ერთად უფრო ხშირად გვხვდება.
გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხში უმნიშვნელოვანესია ცხოვრების ჯანსაღი წესი. რეგულარული, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა (მაგალითად ყოველდღიურად ფეხით სეირნობა სუფთა ჰაერზე), ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ფიზიკური აქტივობის გარდა მნიშვნელოვანია სწორი, ბალანსირებული კვება ნაკლები მარილისა და ცხიმის შემცველი საკვებით. რეკომენდებულია თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა. ასევე მნიშვნელოვანია არტერიული წნევის, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის კონტროლიც.
გარდა ამისა, თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს დამხმარე მედიკამენტოზურ საშუალებებსაც, რომლებიც უზრუნველყოფენ გულის კუნთის სრულფასოვან კვებას და ამავდროულად არ ახდენენ გავლენას გულის რიტმზე, გულის შეკუმშვის სიხშირეზე ან არტერიულ წნევაზე.
მედიკამენტების სწორედ ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება ტრიმეკორი MR (ტრიმეტაზიდინი), რომელიც ეხმარება გულის კუნთს, გადაყავს მისი მუშაობა „ენერგო-დამზოგველ“ რეჟიმში, რის ხარჯზეც გულის კუნთი შეუფერხებლად განაგრძობს შეკუმშვას, მაშინაც კი, როცა ჟანგბადის მიწოდება შემცირებულია. ასეთ რეჟიმში გული „ზოგავს ძალებს“, რაც ვლინდება ტკივილისა და დისკომფორტის შემცირებით და ფიზიკური დატვირთვის მიმართ ამტანობის გაზრდით. ტრიმეკორი MR არ ახდენს გავლენას არც არტერიული წნევის მაჩვენებელზე და არც გულისცემის სიხშირეზე.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუ ტკივილი გულმკერდის მიდამოში უეცრად ჩნდება, ძლიერდება და არ მცირდება მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი მდგომარეობის შეფასების მიზნით. ასევე გვახსოვდეს, რომ ტრიმეკორი MR არ არის სასწრაფო დახმარების საშუალება და არ გამოიყენება უეცარი ძლიერი ტკივილის მოსახსნელად ან გულის ინფარქტის დროს. ტრიმეკორი MR უნდა მივიღოთ ხანგრძლივად, თითო ტაბლეტი დღეში ორჯერ, დილას და საღამოს ჭამის დროს. ასე ჩვენ უზრუნველვყოფთ მთელი დღის განმავლობაში გულის კუნთის შეუფერხებელ მუშაობას.
ტრიმეკორი MR-ით მკურნალობა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი რომ იყოს, PSP-ს სააფთიაქო ქსელში მიმდინარეობს 1+1 შეთავაზება, რაც გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით, პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში შესული მომხმარებლისთვის
1 კოლოფი ტრიმეკორი MR-ის შეძენისას, მეორე კოლოფის საჩუქრად გადაცემას. ამგვარად მომხმარებელს შესაძლებობა აქვს ერთი კოლოფის ფასად შეიძინოს 2 კოლოფი ტრიმეკორი MR
მიუხედავად იმისა, რომ ტრიმეკორი MR ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე, მნიშვნელოვანია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. განსაკუთრებით მაშინ თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა.
ჩვენი გული მთელი ცხოვრება დაუღალავად გვემსახურება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ მას, პირველივე სიმპტომებისთანავე მივმართოთ ექიმს და ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე, რათა გულმა საათივით იმუშაოს!
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს!
