Plasmon
ჰიალურონის მჟავა და ფურისულას ზეთი – ბრძოლა ნაოჭებთან და უსიცოცხლო კანთან

თარიღი: 22 აგვისტო, 2018

ნუტრიკოსმეტიკა მნიშვნელოვანი აღმოჩენაა თავის მოვლის სფეროში და არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც იცი, რომ მტკივნეული პროცედურის ნაცვლად, დღეში 2 აბით ორგანიზმს ამდიდრებ საჭირო ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. სილამაზეზე ზრუნვაც ხომ ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება… ჩვენი მკითხველი ხშირად სვამს კითხვას „ვიადერმის“ შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების და მათი ეფექტის შესახებ, ამიტომ გადავწყვიტეთ, დაწვრილებით მოგიყვეთ მათ შესახებ. ამჯერად ჰიალურონის მჟავასა და ფურისულას ზეთს განვიხილავთ.

 

ყველაფერი 1930 წელს დაიწყო – როდესაც თვალის მინისებრი სხეულიდან  კ.მეიერმა და ჯ.პალმერმა ჰიალურონის მჟავა გამოყვეს. მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს: ბერძნულად Hყალოს -მინისებრს, ხოლო ურონიც – მჟავას ნიშნავს.

 

იგი შემაერთებელი, ეპითელური და ნერვული ქსოვილების შემადგენლობაში შედის და შიდაუჯრედული მატრიქსის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, რომელსაც ორგანიზმში არსებული სხვადასხვა ბიოლოგიური სითხე შეიცავს.

 

ჰიალურონის მჟავა მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს უჯრედების პროლიფერაციასა და მიგრაციაში. 70 კგ სხეულის მასის მქონე ადამიანის სხეული საშუალოდ 15 გრამ ჰიალურონის მჟავას შეიცავს, რომლის მესამედი ყოველდღიურად იშლება ან სინთეზირდება.

 

მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია შეიერთოს მასზე 1000-ჯერ მეტი ოდენობის  წყლის მოლეკულა და ჟანგბადი, მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და უზრუნველყოს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების სწორი განლაგება და სინთეზი.

ჰიალურონის მჟავა შემდეგნაირად მოქმედებს:

- არეგულირებს წყლის ბალანსს

- იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან

- კანს უფრო ნაზსა და ელასტიკურს ხდის

- ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას

- ხელს უწყობს ანთებითი პროცესის კუპირებას

- ავსებს უჯრეშორის სივრცეს

- მონაწილეობს შემაეთებელი, ეპითელური და ნერვული ქსოვილების რეგენერაციაში და ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს.


არსებობს ჰიალურონის მჟავის ორი კლასი: ბუნებრივი და სინთეზირებული ფორმა.

ბუნებრივი ანუ ცხოველური წარმოშობის ჰიალურონის მჟავა ალერგიული რეაქციების განვითარების მაღალი რისკის მატარებელია, ამიტომ მას ნაკლებად იყენებენ როგორც სამედიცინო, ასევე კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით.

სინთეზურ ჰიალურონის მჟავას, რომელიც ორგანიზმში ნარჩუნდება 6-დან 12-თვემდე, აქვს მაღალი თერაპიული ეფექტი და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.


თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება მისი  ორი ძირითადი ფორმა:

- მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა, რომელსაც შესწევს უნარი შეაღწიოს დერმის ღრმა შრეებში, აღადგინოს ჰიალურონის ბალანსი, გააუმჯობესოს დერმის დაზიანებულ კერაზე ტროფიკული პროცესი, უზრუნველყოს კანის დატენიანება და დაცვა გაუწყლოვნებისა და ანთებითი პროცესებისაგან, მოახდინოს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულირება. შედეგად, კანი ხდება გლუვი, ერთგვაროვანი, დატენიანებული და ჯანსაღი. მცირდება კანზე არსებული ანთებითი გამონაყარი, პიგმენტური ლაქები, ნაოჭების დიამეტრი და სიღრმე. მაღალმოლეკულური ჰიალურონის დეპონირება ქსოვილებში მიმდინარეობს ორი კვირის განმავლობაში.

- დაბალმოლეკულური ჰიალურონის ძირითადი ფუნქციაა კანზე ბარიერული ზედაპირის შექმნა, რომელიც იცავს კანს გარემო ფაქტორებისა და წყლის დიდი რაოდენობით აორთქლებისაგან. მისი დეპონირება ქსოვილებში მიმდინარეობს ერთი კვირის განმავლობაში.


ჰიალურონის დეფიციტის განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს:

ულტრაიისფერი A და B სხივები – მათი ზემოქმედების შედეგად ზიანდება კანის ზედაპირი რაც თავის მხრივ იწვევს ჰიალურონის მჟავის სინთეზის შემცირებას; ამასთანავე, იზრდება მისი დაშლის სიჩქარე და შედეგად ვითარდება ჰიალურონის მჟავის ღრმა დეფიციტი

ფერმენტი ჰიალურონიდაზა – ჩვენს ორგანიზმში არსებული ფერმენტია, რომელიც ბუნებრივი გზით მონაწილებს ჰიალურონის მჟავის სინთეზის შეფერხებისა და დაშლის პროცესის დაჩქარებაში. თუმცა ამ რეაქციით დაშლილი ჰიალურონის მჟავა ერთი დღე-ღამის განმავლობაში აღდგება (ეს რეაქცია მუდმივად მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში)

- ასაკის მატება

- გარემოს მავნე ზემოქმედება

- დაუბალანსებელი და არაჯანსაღი კვება

- მავნე ჩვევები (თამბაქო, ალკოჰოლი…)

- ფსიქოემოციური მდგომარეობა

- ზოგიერთი ქრონიკული დაავადება და მედიკამენტები

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი უარყოფითად აისახება არა მხოლოდ კანის, არამედ ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. ძლიერდება დაღლილობის განცდა, იზრდება გულ-სისხლძარღვთა,  ნერვულ-კუნთოვანი, ძვალ-სახსროვანი და მხედველობის აპარატის დაავადებების განვითარების რისკი. ვიზუალურად კი პირველი ნიშნები შესამჩნევი დერმის ზედაპირზე ხდება: კანი კარგავს ელასტიურობას და ტონუსს, შრება და დუნდება, ჩნდება ღრმა ნაოჭები და პიგმენტური ლაქები… ფურისულა შეიცავს საპონინებს, ეთერზეთებს, გლიკოზიდებს და ვიტამინებს. მისგან მზადდება ფურისულას ზეთი, რომელიც მდიდარია E ვიტამინით („ახალგაზრდობის ვიტამინი“) და ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად გამა ლინოლენის მჟავა).

 

იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავიხანგრძლივოდ სიჯანსაღე და სილამაზე აუცილებელია:

- ჯანსაღი ცხოვრების წესი

- სითხის (წყლის) ზღვრული ოდენობით მიღება

- დაბალანსებული კვება

- კანის ზედაპირის დაცვა ულტრაიისფერი სხივებისაგან

- ჰიალურონის მჟავის მარაგის შევსება ნუტრიკოსმეტიკის მეშვეობით ორგანიზმის შიგნიდან

 

 

„ვიადერმის“ განსაკუთრებული ეფექტი კიდევ ერთი ნივთიერებითაა გამოწვეული, რომელიც C ვიტამინის შემდეგ მედიცინაში ნამდვილ აღმოჩენად ითვლება. ეს გახლავთ ფურისულას ზეთი. მთელს მსოფლიოში მას სწავლობენ როგორც კანისა და გულის დაავადებების განვითარების საწინააღმდეგო, მენოპაუზის სიმპტომებისა და პრემენსტრუალური სინდრომის მოსახსნელ, ასევე წონის კორექციის საშუალებას.

 

ფურისულას გაზაფხულის ყვავილს უწოდებენ. იგი მთელს მსოფლიოშია  გავრცელებული (იშლება საღამოს და იძინებს შუადღეს). სწორად ამ ულამაზესი ყვავილის საიდუმლო ითვლება ერთ-ერთ სენსაციურ აღმოჩენად, ვინაიდან მას ანთების საწინაამდეგო და დამატენიანებელი ეფექტი გააჩნია. გარდა ამისა, გამოირჩევა დაბერების საწინააღმდეგო და წონის კორექციის უნარით.

 

- ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად

- გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მკვებავი, დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება

- სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს

- გააჩნია სწრაფი რეგენერაციის უნარი სხვადასხვა დერმატიტების დროს

- ჩამოფრცქვნის კანიდან მკვდარ უჯრედებს და კანს მატებს სიგლუვეს, უნარჩუნებს მას ახალგაზრდულ იერს.

- ხელს უშლის კანის გამოშრობას და ნაოჭების წარმოქმნას

- აბალანსებს და ტონუსს აძლევს ეპიდერმისს

- ხელს უწყობს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების რეგულირებას და კვებავს თმასა და ფრჩხილებს.

მთელს მსოფლიოში ფურისულას ზეთს სწავლობენ, როგორც დაბერების, გულის დაავადებათა,  ბავშვთა ჰიპერაქტივობის, მენოპაუზის სიმპტომების, მრავლობითი სკლეროზის, წონის კორექციის, აგრეთვე შიზოფრენიის სამკურნალო საშუალებას. ეს საოცარი ნივთიერება „ვიადერმის“ კაფსულებშია და ყოველთვის მზად არის დაიწყოს თქვენ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

წყარო: http://makechoice.ge/hialuronis-mjava-da-furisulas-zeti/