თარიღი: 14 მაისი, 2020
რა განსხვავებაა ჰიპერტენზიასა და ჰიპერტონიას შორის?
სინამდვილეში, ჰიპერტონია და ჰიპერტენზია დახლოვებით ერთი და იგივეა. განსხვავება იმაშია რომ, რომ ჰიპერტონია არის დიაგნოზი, ხოლო ჰიპერტენზია არის წნევის მატების ფაქტი.
არტერიული წნევის გაზომვისას, ვითვალისწინებთ ორ მოცემულებას: სისტოლური წნევას (გულის კუნთის შეკუმშვის დროს) და დიასტოლური წნევას (მისი მოდუნების დროს). არტერიულ ჰიპერტენზიას ჩვეულებრივ უწოდებენ – 140 და 90 ერთეულს ზევით წნევის მატებას.
ჰიპერტენზია – არტერიული წნევის მატებაა. თუმცა ეს არა დიაგნოზი, არამედ პაციენტის მდგომარეობაა. ნორმალური არტერიული წნევა 120/80 – ზეა
I ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიად ითვლება 130-139 / 80-89
II ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიაა, როდესაც სისტოლური 140 და მეტი ხოლო დიასტოლური მაჩვენებელი 90 -ზე ზემოთ ფიქსირდება
ჰიპერტონია – არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის მუდმივი მომატება – ანუ ხშირი ჰიპერტენზია. ამასთან, ეს ტერმინი მოიცავს საერთო ტონუსის, მათ შორის გულის კუნთის ტონუსის მატებას.
ჰიპერტონიის დიაგნოზი დგინდება პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ არტერიული წნევის მატება რეგულარულია.
ამ დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება და თავბრუსხვევა. ჰიპერტონიის შედარებით გართულებულ შემთხვევაში ამ სიმპტომებს ემატება ტაქიკარდია, გულის რითმის პერიოდული დარღვევები.