Plasmon
12 რჩევა თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის

თარიღი: 10 მაისი, 2024

ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა:
 
12 რჩევა თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისთვის.
 
1. მიირთვით ყოველდღე - მინ. 3-ჯერ, ხოლო მაქს-5 ჯერ-ზომიერი ულუფებითა და 2-4 საათის ინტერვალით. ამავდროულად, გახსოვდეთ, საკვები უნდა მიიღოთ ნელა, დააგემოვნოთ თითოეული პროდუქტის და კერძის უნიკალური გემო. კვებისადმი ასეთი მიდგომა დანაყრებისა და კმაყოფილების განცდას უწყობს ხელს;
2. კვების რაციონში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, არამედ ამა თუ იმ კერძის სწორად მომზადების ცოდნაც, რათა მომზადებისას ყველა არსებული სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ;
3. დილას საუზმემდე მინიმუმ 30 წუთით ადრე დალიეთ წყალი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მისი მიღება, წყალი უმჯობესია
იყოს ოთახის ტემპერატურის;
4. დღის განმავლობაში ერთი კვება დაუთმეთ ხილს, მიირთვით ცოცხლად ან სმუზის სახით. ამასთანავე უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილამდე 2-3 საათით ადრე;
5. კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში მიირთვით;
6. ყურადღება მიაქციეთ საკვებში მარილის, სუნელების, შაქრის რაოდენობას, რათა არ შეაკავოთ ორგანიზმში თქვენ მიერ მიღებული სითხე, სითხის შეკავება ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის არასასურველია, ეს წონის კლების შეჩერებას ან შენელებას იწვევს;
7. არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი;
8. უმჯობესია დაძინებამდე მინიმუმ 2-3 საათით ადრე ივახშმოთ, ასე ძილი უფრო მშვიდი, ღრმა გექნებათ და კარგად გამოიძინებთ;
9. ვახშმიდან მეორე დღის საუზმემდე კარგი იქნება მინიმუმ 12 საათიანი უზმო ინტერვალი;
10. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი; სხვათა შორის, დღე-ღამის ძილის რიტმის დარღვევაც პირდაპირ აისახება წონის ცვლილებაზე. ღამის ძილის ნაკლებობა გასუქებას უწყობს ხელს;
11. მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა: ფეხით სიარული, ცურვა, პილატესი და ა.შ კვირაში 3-4 ჯერ;
12. ისწავლეთ სტრესის მართვა. გახსოვდეთ რაც გაღიზიანებთ, გაბრაზებთ და გაშინებთ-ის გმართავთ კიდეც! უნდა ისწავლოთ აგრესიული ენერგიის თქვენთვის საყვარელ საქმეში რეალიზება და აგრესიის კონსტრუქციული გამოყენება; უნდა გაიწაფოთ იმაში, რომ აგრესია გამოიყენოთ „საწვავად“ თქვენი მიზნებისთვის.
თქვენ რომელ რჩევას დაამატებდით?