თარიღი: 27 დეკემბერი, 2016
ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატებასთან ერთად ცნობილი უკრაინელი ექიმი, ევგენი კომაროვსკი ახალ რეკომენდაციებს გვთავაზობს. მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლის მეთოდები წლიდან წლამდე არ იცვლება, თუმცა, არსებობს მასთან ბრძოლოს ახალი მიდგომები. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
გრიპის საწინააღმდეგო აცრა, როგორც ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება. ექიმი კომაროვსკი ამბობს, რომ სეზონური გრიპის აცრა არის ოჯახის წევრების ვირუსისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება. ვაქცინა, რომელიც იქმნება აპრილის თვეში მიმართულია ყველა იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც ზამთრის სეზონზე ყველაზე გავრცელებულია.
არანარი არატრადიციული მეთოდი გრიპთან საბრძოლველად არ არსებობს. ცნობილი ექიმი ხშირად ამბობს, რომ საოჯახო მედიცინის მარგალიტები სამედიცინო პრაქტიკაში არანაირ ეფექტს არ იძლევა. ესაა ხახვი, ნიორი, ძმარი და მრავალი სხვა. ასეევ აბსოლუტრად არაეფექტურია ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც აფთიაქებში მრავლად იყიდება.
ნაკლები კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანებთან. ვირუსული ინფექციის მთავარი წყარო დაინფიცირებული ადამიანია. ამიტომ რაც ნაკლებად ექნება პატარას კონტაქტი ასეთ ადამიანებთან, რაც მეტად მოარიდებთ მას მასობრივი თავშეყრის ადგილებს ზამთარში, მით მეტად დაცულია ის ავადობისგან.
ნიღაბი ამცირებს ვირუსის გავრცელების საფთხეს. როგორც ევგენი კომაროვსკი ამბობს, ნიღაბი ერთის მხრივ იცავს ადამიანს ახალი ვირუსისგან და მეორეს მხრივ ეხმარება უკვე მოავადე ადამიანს, არ გადასდოს ის სხვას.
ხელები და ცხვირი ინფექციის მთავარი წყაროა. მოავადე ადამიანი ხშირად ეხება სახეს და მისი ხელებიც ავტომატურად ინფექციის კერა ხდება. ასე რომ ხშირად ხელების დაბანა კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა.
ჰაერის სიმშრალე ვირუსის ყველაზე გავრცელებული წყაროა. რაც უფრო დახურულია ოთახი, მით მეტია იქ ვირუსის კონცენტრაცია. ამიტომ ოთახის განიავება დღეში მინიმ 2–ჯერ, უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ცხვირის სიმშრალე ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითებას და ვირუსიც ადვილად გვხვდება. ამიტომ ვირუსების გავრცელების პერიოდში ექიმი გვირჩებს ცხვირის ნესტოების დატენიანებას ფიზიოლოგირი ხსნარით.
აქტიური ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება ავადობას ამცირებს. რაც უფრო მრავალფეროვანია ადამიანის კვების რაციონი და რაც უფრო მეტად დატვირთულია ის ფიზიკურად, მით ნაკლებია ვირუსის აკიდების შანსი.
ექიმი კომაროვსკი მიიჩნევს, რომ ექიმს უნდა მივმართოთ გრიპის სიმპტომების პიველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, თუმცა არსებობს სიტუაიციები, როცა ეს აუცილებელია:
- როცა ავადობის მეოთხე დღეს არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება.
- აღინიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა ავადობის მეშვიდე დღეს.
- მდგომარეობის გაუარესება გამოჯანმრთელების შემდეგ.
- ფერმრკრთალი კანი, წყურვილის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, სახსრების ტკივლი.
- ხველის ინტენსივობის მატება და ტკივილი ამოუსუნთქვისას.
- თუ მაღალი ტემპერატურისას სიცხის დამწევი საშუალებები ეფექტს არ იძლევა.
წყარო: http://fortuna.ge/