თარიღი: 06 მარტი, 2020
კვლევები ადასტურებენ, რომ, მადლიერების გრძნობას პოზიტიური ზემოქმედება აქვს ჯანმრთელობაზე. თუ ადამიანს აქვს მადლიერების გრძნობა, ის კავშირშია პოზიტიურ აზროვნებასთან და აძლიერებს სირთულეებთან გამკლავების შინაგან რესურსს აზროვნების შესაბამისად, ემოციურ დონეზე. რადგან მადლიერება ასეთი მნიშვნელოვანი რესურსია, მშობელს უჩნდება კითხვა, როგორ განვავითაროთ ბავშვებში ამ მიმართულებით აზროვნების უნარი.
რისთვისაც ორი გზა შეიძლება ავირჩიოთ:
1. რადგან ბავშვები აკეთებენ იმას, რასაც ხედავენ და არა იმას, რასაც მათ მხოლოდ ეუბნებიან, მნიშვნელოვანია, მშობლებმა თავად მისცენ ბავშვებს ქცევის მოდელები. სასურველი ქცევის მოდელირებისთვის კი შესაძლოა მშობელს თავად დასჭირდეს ამ მიმართულებით დამოკიდებულების ცვლილებაზე მუშაობა, ან საკუთარი შესაბამისი დამოკიდებულება გამოიყენოს თვალსაჩინოდ და მიზნობრივად. პირველი (დამოკიდებულების ცვლილებაზე მუშაობა) უფრო ვრცლად და ცალკე განხილვის საკითხია, მეორეს შესახებ (შესაბამისი დამოკიდებულების მიზნობრივად გამოყენება) აქვე შეიძლება პრაქტიკული მაგალითის მოყვანა, რომ, ბავშვისთვის მნიშვნელოვანმა ზრდასრულებმა გამოხატონ მადლიერება: 1. როცა ამის მიზეზი ადვილი მოსაძებნი და თვალსაჩინოა – რაც ჩვენს აღქმაში, სამყაროს ხდის მეტად კეთილგანწყობილს; 2. მაშინ, როცა ამ გრძნობის მიზეზი ერთი შეხედვით რთული საპოვნელია, ყოველ არასასიამოვნოდ განცდადი ემოციის გამომწვევ მოვლენაშიც დავინახოთ მინიმუმ ერთი „სამაგიეროდ“, რის გამოც შეიძლება ვიყოთ მადლიერები – რაც გვეხმარება რთულ სიტუაციებს შევხედოთ, როგორც პიროვნული ზრდის და გამდიდრების რესურსს. 3. საკუთარი თავის მიმართ აზროვნებისთვის, ღირებულებებისთვის, თავისუფლებისთვის… – რაც იწვევს საკუთარი თავის ღირსებისა და თვითპატივისცემის გრძნობას. 4. დავაფიქსიროთ მადლიერება „აქ და ამჟამად“, რაც შეიძლება ეხებოდეს ამჟამინდელ სიტუაციაში საკუთარი თავის არსებობის გაცნობიერებით გამოწვეულ სიამოვნებას, ახლანდელი სასიამოვნო შეგრძნებებისა და განცდილი ემოციების მიმართ მადლიერებას – რაც ზრდის „აქ და ამჟამად“ ყურადღების კონცენტრაციის“ და საჭირო სიმშვიდის რესურსს.
2. პოზიტიური აზროვნებისკენ ბიძგის მიცემის მეორე გზა გულისხმობს, დაეხმარო ბავშვს თავის რთულ სიტუაციაში დაინახოს მისთვის სასურველი შედეგი, თუმცა აქ აუცილებლად გასათვალისიწინებელია ის საკითხი, რომ, პიროვნება თავად მოქმედი სუბიექტია, ამიტომ მნიშვნელოვანია მასში გავაღვიძოთ სურვილი თვითონ წამოვიდეს და არა იძულებით, მისთვის დამხმარე, რესურსული ხედვისკენ. იძულებითი ხასიათის ქცევამ შესაძლოა გამოიწვიოს წინააღმდეგობა და შესაბამისად დაშორება ჩვენთვის სასურველი მიმართულებისგან ანუ, თუ მადლიერების გრძნობის განცდა რთულ სიტუაციაში ძალდატანებითი ხდება, დიდი ალბათობით, გამოვიწვევთ აგრესიას. კონკრეტული ხედვა, პრაქტიკული რომ გავხადოთ, მაგალითად: თუკი რაიმე ისეთი ფიქრი არის ბავშვთან კონკრეტულ მომენტში, რაც არასასიამოვნოდ განცდად ემოციას/ემოციებს იწვევს, პირველ რიგში, საჭიროა ამ გრძნობაში მასთან ერთად ყოფნა, დავიტიოთ მისი რთული ემოციები და არა დავთრგუნოთ ან გავდევნოთ ისინი. ამ პოზიციიდან თანთანად გადავიდეთ რესურსულ ხედვამდე. ეტაპობრივად გადასვლა კი გულისხმობს: ჯერ ბავშვთან ერთად, მის ემოციასთან ერთად ყოფნას (ემოციური შეწყობა), მისი ემოციის დატევას და თანაგრძნობას. შემდეგ, მზაობის შემჩნევის შემთხვევაში, ამ ემოციასთან დაკავშირებით რაციონალურ დონეზე საუბარს (რაციონალურ დონეზე შეწყობას), მაგალითად: ემოციის სახელდებას, გამომწვევ მიზეზზე მსჯელობას და მხოლოდ შემდეგ, პოზიტიური ხედვის პირდაპირ ან ირიბად მიწოდებას. შეიძლება ითქვას: იმისათვის, რომ, ბავშვი მივიყვანოთ მისთვის დამხმარე აზროვნებამდე, საჭიროა ჯერ მას მივყვეთ და მასთან ერთად, მისი პიროვნების ემოციური და გონებრივი ადგილმდებარების და რესურსის გათვალისიწინებით წამოვიდეთ სასურველ „ადგილას“.
„მშობლებს და ბავშვისთვის მნიშვნელოვან სხვა ზრდასრულებს, ჩვენი გამოხატული დამოკიდებულებით, ასევე მათი ან სხვების მიმართ ემპათიითა და ამავდროულად გარედან მიწოდებული რესურსული თვალთახედვით, შეგვიძლია ვიყოთ გზამკვლევი პოზიტიური აზროვნებისა და მადლიერების გრძნობის გაღვივებისთვის.“
სამყარო თუ ხედავს ჩემს მადლიერებას, ისიც მხარს მიჭერს და მაძლიერებს, მაძლევს მოტივაციას, რომ ჩემი ქმედება, იყოს მის სასიკეთოდ მიმართული, როგორც მადლიერებისთვის მადლობის გამოხატულება. მადლიერების გრძნობით, ჩვენ ვხდებით სამყაროსთან კომუნიკაციისას, ენერგიის გაცვლის პროცესში, პოზიტიური შინაარსის ზემოქმედებების ჯაჭვის ნაწილი.კრეტული ხედვა, პრაქტიკული რომ გავხადოთ, მაგალითად: თუკი რაიმე ისეთი ფიქრი არის ბავშვთან კონკრეტულ მომენტში, რაც არასასიამოვნოდ განცდად ემოციას/ემოციებს იწვევს, პირველ რიგში, საჭიროა ამ გრძნობაში მასთან ერთად ყოფნა, დავიტიოთ მისი რთული ემოციები და არა დავთრგუნოთ ან გავდევნოთ ისინი. ამ პოზიციიდან თანთანად გადავიდეთ რესურსულ ხედვამდე. ეტაპობრივად გადასვლა კი გულისხმობს: ჯერ ბავშვთან ერთად, მის ემოციასთან ერთად ყოფნას (ემოციური შეწყობა), მისი ემოციის დატევას და თანაგრძნობას. შემდეგ, მზაობის შემჩნევის შემთხვევაში, ამ ემოციასთან დაკავშირებით რაციონალურ დონეზე საუბარს (რაციონალურ დონეზე შეწყობას), მაგალითად: ემოციის სახელდებას, გამომწვევ მიზეზზე მსჯელობას და მხოლოდ შემდეგ, პოზიტიური ხედვის პირდაპირ ან ირიბად მიწოდებას. შეიძლება ითქვას: იმისათვის, რომ, ბავშვი მივიყვანოთ მისთვის დამხმარე აზროვნებამდე, საჭიროა ჯერ მას მივყვეთ და მასთან ერთად, მისი პიროვნების ემოციური და გონებრივი ადგილმდებარების და რესურსის გათვალისიწინებით წამოვიდეთ სასურველ „ადგილას“.
წყარო: https://azrovnebisakademia.ge/