Plasmon
მეტყველება - ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი

თარიღი: 30 ნოემბერი, 2022

ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი მეტყველების კომპონენტს უკავია. მეტყველება და აზროვნება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

ენა ადამიანს ეხმარება გამოხატოს საკუთარი აზრი. მეტყველება გულისხმობს ადამიანის უნარს, ერთის მხრივ, გამოხატოს საკუთარი ფიქრები და მეორეს მხრივ, მოისმინოს და აღიქვას სხვისი საუბარი. ამ კრიტერიუმების მიხედვით მეტყველებას ყოფენ რეცეპტულ მეტყველებად (რაესმის) და ექსპრესიულ (რისი თქმა შეუძლია) მეტყველებად.

რეცეპტული მეტყველება გულისხმობს თუ რამდენად ზუსტად შეუძლია ბავშვს გაგონილის ზუსტად შესრულება. მაგალითად, დასახელებული საგნის მოტანა, ტაშის დაკვრა მითითებაზე და ა.შ.

ექსპრესიული მეტყველება მოიცავს ბავშვის უნარს სიტყვიერად გამოხატოს სხვადასხვა შინაარსი. ბავშვი იწყებს ღუღუნს, ტიტინს, სიტყვების და ფრაზების წარმოთქმას. თანდათან ბავშვი სულ უფრო მეტ სიტყვას იყენებს საუბრის დროს, აგებს რთულ გრამატიკულ და სინტაქსურ კონსტრუქციებს, ეუფლება გაბმულ მეტყველებას.

ბავშვის განვითარების სტადიებთან ერთად იცვლება მისი მეტყველების განვითარების დონე.

0 დან 1 წლამდე ბავშვი ადარებს ერთმანეთს საგნებს, ეძებს მსგავსებასა და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს. ბავშვი საგნებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის გზით იღებს. ამ ასაკში ბავშვს შეუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება (რეცეპტული მეტყველება).

1 დან 3 წლამდე ბავშვს შეუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება. ბავშვი იყენებს სიტყვებს და ჟესტიკულაციას თავისი აზრების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად.

5 დან 6 წლამდე ბავშვს შეუძლია მოსმენა და მოსმენილის გაგება. ბავშვი იყენებს სიტყვებს და ჟესტიკულაციას თავისი აზრების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად. ბავშვს აქვს უნარი სამეტყველო ნაკადში გამოყოს ბგერები და სიტყვები (ფონოლოგია).

ამ კრიტერიუმების განსასაზღვრად არსებობს ინდიკატორები, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ რამდენად შეესაბამება ნორმას ბავშვის მეტყველების განვითარების დონე.

ეს ინდიკატორი შეიძლება იყოს ბავშვის მიერ წარმოთქმული სიტყვების რაოდენობა, რეაქცია დაძახებაზე და ა.შ.

წყარო: http://ndc.ge/