Plasmon
რა იწვევს ზაფხულში უძილობას?

თარიღი: 22 ივლისი, 2024

ზაფხულის გრძელ დღეებს და თბილ ღამეებს უძილობის პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ. გამომწვევი მიზეზები კი შეგვიძლია შემდეგ კატეგორიებად დავყოთ:

- სიცხე და ტენიანობა:
მაღალი ტემპერატურა და ტენიანობის დონე ართულებს ორგანიზმის გაგრილება, რაც აუცილებელია ჩაძინებისთვის.

გახანგრძლივებული დღის შუქი:
დღის ხანგრძლივმა საათებმა შეიძლება ხელი შეუშალოს სხეულის ცირკადულ რიტმს. ბუნებრივ შუქის გაზრდილმა ზემოქმედებამ, განსაკუთრებით საღამოს, შეიძლება დათრგუნოს მელატონინის გამომუშავება, რაც არეგულირებს გაღვიძება-დაძინების ციკლს. ამან შეიძლება გაართულოს ჩაძინების პროცესი და შეამციროს ძილის ხანგრძლივობ

- აქტივობის დონის გაზრდა:
ზაფხული ხშირად ნიშნავს უფრო აქტიურცხოვრების წესს, გარე აქტივობებით, არდადეგებით და სოციალური შეკრებებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს სასიამოვნო, ის ასევე იწვევს ძილის არარეგულარულ გრაფიკს, გაზრდილ ფიზიკურ და გონებრივ სტიმულაცია, რაც ართულებს ღამით დასვენებას.

- ალერგიები:
ზაფხულის ალერგნებს, როგორიც არის მაგალითად ყვავილების/ მცენარეების მტვერი, შეუძლიათ ალერგიის გამწვავება და ისეთი სიმპტომების გამოწვევა, როგორიცაა ცემინება, შეშუპება და თვალების ქავილი. ამამ შეიძლება დაარღვიოს ძილი და გამოიწვიოს ღამ გაღვიძება.

რჩევები, ზაფხულში მარტივად დასაძინებლად:

1. შექმენით ოთახში კომფორტული ტემპერატურა, შეამცირეთ გარედან შემოსული შუქის დონე და მანქანების/ქუჩის ხმაურის განეიტრალების მიზნით გამოიყენეთ ყურის საცობები.

2. ეცადეთ დაიძინოთ და გაიღვიძოთ ყოველდდღე ერთსა და იმავე დროს, შაბათ-კვირასაც კი. ეს ხელს უწყობს თქვენი სხეულის შინაგანი საათის რეგულირებას და შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ძილის ხარისხი.

3. მიიღეთ გრილი შხაპი  ძილის წინ, რაც დაგეხმარებათ სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში. მსუბუქი, სუნთქვადი საღამურის და თეთრეულის გამოყენება ასევე მნიშვნელოვანია მარტივად დასაძინებლად

4. შეამცირეთ ტელეფონის და სხვა გაჯეთების გამოყენება ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე.

ასევე უძილობის პრობლემის მოგვარებაში ბუნებრივი კომპონენტებისგან შექმნილი პროდუქტი დაგეხმარებათ, არკორელაქსი ძილის შემადგენლობაში შემავალი მელატონინი, ბ6 ვიტამინი და სამი მცენარე - ვალერიანი, პასიფლორა და ეშოლცია უზრუნველყოფენ სწრად ჩაძინებას და უშფოთველ 8 საათიან ძილს

 

არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT, PSP და Aversi – ის სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34

საიტზე https://arkopharma.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 510 00 13 31