Plasmon
რა კავშირია შაქრიან დიაბეტსა და ტერფის პრობლემებს შორის?

თარიღი: 30 ივნისი, 2020

რა კავშირია შაქრიან დიაბეტსა და ტერფის პრობლემებს შორის?
კვლევებით დასტურდება, რომ შაქრიანი დიაბეტის შედეგად ხშირად ვლინდება ტერფთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა.


მსგავსი პრობლემების განვითარებას, ხელს უწყობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებული ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე).

დიაბეტური ნეიროპათია და პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადება ქვედა კიდურების ყველაზე ხშირი პრობლემაა, რომლებიც გვხვდება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში და რომელთა უგულვებელყოფამაც შესაძლოა გამოიწვიოს მრავალი გართულება.

ქვედა კიდურის პრობლემები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: 
- ქვედა კიდურში მგრძნობელობის დაკარგვა
- დაბუჟების შეგრძნება
- კანზე ბუშტუკები ან სხვადასხვა უმტკივნეულო იარები
- კანის გაუფერულება ან ტემპერატურის ცვლილება
- წითელი ფერის ლაქები
-
ფეთქვის მსგავსი შეგრძნება
-
ტერფიდან მუხლამდე კანის შეფერილობის ცვლილება

მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია პაციენტმა მიმართოს მკურნალ ექიმს.