Nuk
რა უნდა ვიცოდეთ კოღოს ნაკბენის მიმართ ალერგიაზე

თარიღი: 13 ივლისი, 2025

ალერგია კოღოს ნაკბენზე ასევე ცნობილია როგორც სკიტერის სინდრომი - კოღოს ნერწყვში არსებული ცილების მიმართ გადაჭარბებული ადგილობრივი ან სისტემური ალერგიული რეაქცია. 

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას ნაკბენის შემდეგ უვითარდება მსუბუქი ქავილი, სიწითლე და შეშუპება, რომელიც მალევე გადის, კოღოს ალერგიის მქონე პირებს შეიძლება გაცილებით მძიმე სიმპტომები განუვითარდეთ, რომლებიც ზოგჯერ ინფექციის მსგავსია ან სისტემურ რეაქციებს იწვევს.

 

რეაქციების ტიპები:

ტიპიური რეაქცია (არაალერგიული)

ნაკბენის ადგილზე სიწითლე, ქავილი, მსუბუქად გამოხატული შეშუპება ჩნდება წუთებში ან საათებში

ქრება მაქსიმუმ 1-2 დღეში 

 

სკიტერის სინდრომი (ალერგიული რეაქცია) 

დიდი, წითელი, მტკივნეული შეშუპება (შეიძლება რამდენიმე სანტიმეტერის სიგანის იყოს) 

ნაკბენის ადგილას სიმხურვალე 

შეიძლება გამოვლიდეს ბუშტუკივანი გამონაყარი ან სისხლჩაქცევა, რომელიც  შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღე 

ხშირად შეიძლება გართულდეს ბაქტერიული ინფექციით 

 

სისტემური ალერგიული რეაქცია (იშვიათად) 

ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

გულისრევა ან ღებინება 

ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება

ანაფილაქსია (ძალიან იშვიათი) 

 

როგორ დავადგინოთ?

თუკი კოღოს ნაკბენზე გივლიდებათ დიდი ზომის შეშუპება, გამონაყარი რჩება ხანგრძლივად ან ემატება სისტემური გამოვლინება, უნდა ჩაიტაროთ ტესტირება 

სისხლში კოღოს ნერწყვის მიმართა სპეციფიკური IგE -ს (ანტისხეულების) განასაზღვრის მიზნით დიფერენციალური დიაგნოზი 

ცელულიტი (კანის ბაქტერიული ინფექცია) 

სხვა მწერების ნაკბენი

მასტოციტების აქტივაციის სინდრომი (MჩAშ) თუ სიმპტომები სისტემურია

 

დაუყოვნებელი დახმარება 

ცივი კომპრესები შეშუპების შესამცირებლად 

პერორალური ანტიჰისტამინური საშუალებები 

ადგილობრივი საშუალებები (მაგ. ჰიდროკორტიზონის მალამო ან ანტიჰისტამინური კრემები) 

 

მკურნალობა და მართვა 

მწვავე სისტემური რეაქციების დროს:

ეპინეფრინის აუტოინექტორი (EპიPენ), თუ არსებობს ანაფილაქსიის ისტორია 

პერორალური კორტიკოსტეროიდები ექიმის დანიშნულებისამებრ 

ანტიბიოტიკები მხოლოდ მეორადი ინფექციის ეჭვის შემთხვევაში 

 

პრევენცია

გამოიყენეთ კოღოს საწინააღმდეგო საშუალებები (DEEთ, პიკარდიდინი, ლიმონის, ევკალიპტის ზეთი) 

ჩაიცვით გრძელმკლავიანი ტანსაცმელი 

დაამონტაჟეთ ბადეები ფანჯრებსა და კარებზე 

მოერიდეთ კოღოს პიკური აქტივობის პერიოდს (გათენება/შებინდება)

გამოიყენეთ  ჰაერის გამაგრილებელი მოწყობილობა (ვენტილატორი), რადგან კოღოებს სუსტი ფრთები აქვთ.

 

სამომავლო ღონისძიება კოღოს მიმართ ალერგიული რეაქციის დასაძლევად

იმუნოთერაპიის შემუშავება კოღოს სანერწყვე ჯირკვლების ექსტრაქტებით