შიშები ბავშვებში
თარიღი: 19 ნოემბერი, 2025
ბავშვის შიში ბუნებრივია ,ასაკის მიხედვით შიშები იცვლება.
სამი წლისთვის ეს შეიძლება იყოს ხმაური, სიბნელე ან საწოლის ქვეშ მყოფი მონსტრები;
სკოლის ასაკში კი უფრო სოციალური შიშები ჩნდება, როგორიცაა კლასელების შეფასება, შეცდომის დაშვება, მასწავლებლისგან შენიშვნის მიღება და ა.შ.
რატომ აშინებს ბავშვს ყველაფერი უფრო ძლიერად?
ბავშვების ტვინი ჯერ კიდევ სწავლობს:
ემოციების დამუშავებას;
რეალობისა და წარმოსახვის გარჩევას;
უსაფრთხოების შეგრძნებას.
რეკომენდაციები:
ყველაზე გავრცელებული შეცდომაა როცა ბავშვს ვეუბნებით :„ნუ გეშინია, არაფერია".სჯობს ვუთხრათ: „ვხედავ, რომ შეშინებული ხარ, მესმის შენი. მოდი, ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ."ეს ქმნის უსაფრთხოების განცდას რაც ბავშვს ამ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება;
ბავშვი უნდა ცნობდეს საკუთარ შიშებს ამაში კი დაეხმარება კითხვები:
„სად გრძნობ შიშს სხეულში?"
„თუ მას სახელი დავარქვათ, როგორ დავარქმევთ?"
„როდის მოდის და როდის მიდის?"
როცა ბავშვი შიშს აღწერს, ემოცია იკლებს ;
ვიწყებთ პატარა ნაბიჯებით-
თუ ბავშვს სიბნელის ეშინია
ჯერ ჩვენთან ერთად რჩება სიბნელეში , შემდეგ რამდენიმე წამით მარტო და ვზრდით დროს, თანდათან ტვინი სწავლობს, რომ საფრთხე არ არსებობა;
ბავშვს ყველაზე მეტად მშობლის სიმშვიდე ეხმარება,როცა მშობელი მშვიდად და თანაგრძნობით რეაგირებს, ბავშვიც უფრო მშვიდადაა. ამიტომ მშობლის ტონი, თვალის კონტაქტი და საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია;
თამაში საუკეთესო თერაპია-
ერთად დავხატოთ ის, რაც აშინებთ, გავითამაშოთ სცენარი ,თოჯინები ჩავრთოთ სცენარში.
თამაში ტვინს აძლევს საშუალებას, ემოცია უსაფრთხოდ დაამუშაოს.