როგორ გავუმკლავდეთ გადადების სინდრომს?
თარიღი: 20 ნოემბერი, 2025
რა არის გადადების სინდრომი
ეს არ არის „სიზარმაცე";
ეს არ არის სამუშაოს მოშორების მცდელობა.
რატომ ეწყებათ ადამიანებს გადადება?
წარუმატებლობის, კრიტიკის, შეცდომის დაშვების შიში;
ზედმეტად მაღალი სტანდარტები - „ან იდეალურად გავაკეთებ, ან საერთოდ არა";
ემოციური გადაღლა და სტრესი - როცა ტვინი გადატვირთულია, რთულ საქმეს თავიდან გვარიდებს;
დაბალი თვითშეფასება „მე მაინც ვერ შევძლებ ამის გაკეთებას";;
რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს:
რაოდენობრივი დაყოფა- დიდი საქმე პატარა ნაბიჯებად დაყავი,ტვინისთვის პატარა საქმეები ნაკლებ შიშს იწვევს;
დროის გადანაწილება- აქტიურად იმუშავე 25-30 წუთი, შემდეგ 5-10 წუთი დაისვენე, ტვინი უფრო პროდუქტიული ხდება, როცა იცის, რომ სამუშაობს დასვენება აუცილებლად მოჰყვება;
გარემოს კონტროლი- მოაშორე გასართობი საშუალებები (ტელეფონი, სოციალური ქსელები) სამუშაო დროს.
შექმენი სწორი სამუშაო სივრცე;
ჯილდოები გზადაგზა - მცირე პრიზები (ყავა, საყვარელი ნამცხვარი)ტვინს მიაწვდის „მყისიერ სიხარულს" და ამ დროს ტვინი ნაკლებად ებრძვის საქმეს;
რეგულარული რეფლექსია- დღეში ან კვირაში ერთხელ გააკეთე მოკლე ჩანაწერი: რა დავასრულე? რა გადავდე?
რატომ? იმისათვის რომ ტვინმა უკეთ გაიგოს საქმის გაჭიანურების მიზეზი.