Plasmon
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა თვითიზოლაციის პერიოდში

თარიღი: 13 მაისი, 2020

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოების უმეტესობა იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეემცირებინა ფიზიკური აქტივობა. მედიკოსები და სახელმწიფო უწყებები სახლში დარჩენისაკენ მოგვიწოდებენ - აქედან გამომდინარე, დისტანციური მუშაობა, საჭირო ნივთების ონლაინ შეძენა და სახლიდან გასვლის მაქსიმალური შეზღუდვა ჩვენი ცხოვრების თანმდევი პირობა გახდა.

არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა თვითიზოლაციის პერიოდში:

1. გააკეთეთ მოკლე, აქტიური შესვენებები დღის განმავლობაში.
დღის განმავლობაში, რეგულარული შესვენებები შეავსეთ ფიზიკური აქტივობებით, როგორიცაა  საყვარელი ვარჯიში,  საცეკვა, აქტიური თამაშები ბავშვებთან. ფიზიკურ აქტივობად, ასევე შეიძლება ჩაითვალოს სახლის დალაგება, ყვავილებისა და ბაღების მოვლა.

2. გამოიყენეთ ონლაინ რესურსები
ისარგებლეთ ონლაინ რესურსებით, რომლებიც მოიცავს ფიზიკურ ვარჯიშებსა და სავარჯიშოების მზა კომპლექტებს. ბევრი მათგანი ხელმისაწვდომია სრულიად უფასოდ. 

გასათვალისწინებელია, რომ თუ არ გაქვთ რეგულარული ვარჯიშის გამოცდილება, მოუსმინეთ თქვენს სხეულს, დაიწყეთ მარტივი ტემპებით, დარწმუნდით, რომ დატვირთვა დასაძლევია.

3. იარეთ
მაშინაც კი, თუ ერთი ოთახი გაქვთ,  შეგიძლიათ იპოვოთ ადგილი მის გარშემო სასეირნოდ. ონლაინ კომუნიკაციისას არ იჯდეთ, უმჯობესია გამოიყენოთ ეს დრო, სახლის გარშემო სიარულისთვის.

 

4. ხშირად იდექით
როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ოთახში ხართ, შეეცადეთ ნაკლები დროის განმავლობაში იჯდეთ. ხშირად წამოდექით ფეხზე, უმჯობესია არ გაატაროთ მჯდომარე და მწლიარე მდგომარეობაში 30 წუთზე მეტი.

 

5. დააბალანსეთ კვების რაციონი
ჯანმო გირჩევთ, შაქრის შემცველი სასმელების ნაცვლად - დალიოთ წყალი. მნიშვნელოვანია შეიზღუდოს ალკოჰოლის მოხმარება. გახსოვდეთ, რომ ახლა განსაკუთრებით საჭიროა ხილისა და ბოსტნეულის მიღბა, ასევე უმჯობესია ნაკლებად მიირთვათ ცხიმიანი საკვები.

6. ნუ აჰყვებით პანიკას
თვითიზოლაცია, დისტანციური მუშაობა, საყიდლებზე წასვლისა თუ მეგობრებთნ ერთად გართობის შეზღუდვა - ეს ყველაფერი სტრესს, შფოთვასა და უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ნუ პანიკობთ - თქვენ არ ხართ მარტო ამ სიტუაციაში. შეეცადეთ თავი შეიკავოთ ზედმეტი ინფორმაციისგან მიღებისგან, დაიცვან აუცილებელი ზომები, ნუ შეიქმნით წარმოსახვით სიმპტომებს და საჭიროების შემთხვევაში გახსოვდეთ - ყოველთვის შეგიძლიათ დახმარების თხოვნა.