Plasmon
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

თარიღი: 08 დეკემბერი, 2020

რა არის საშვილოსნოს ყელის დილპლაზია?

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელის ჯანმრთელი უჯრედები განიცდიან ცვლილებებს. ამ შემთხვევაში შეცვლილი უჯრედები  არ არის ავთვისებიანი, თუმცა შესაძლოა მათი გადაგვარება ავთვისებიან პროცესსში, თუ არ მოხდა მათი აღმოჩნა და მკურნალობა საწყის სტადიაზე.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია უფრო ხშირად გვხვდება 25-35 წ. ასაკში.

 

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას?

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ადამიანის პაპილომა ვირუსი -HPV-ვირუსი, რომელიც წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას და არსებობს მისი 100ზე მეტი ნაირსახეობა.  ზოგი სახეობა მიეკუთვნება დაბალ რისკ ჯგუფს და შესაძოა გამოიწვიონ წვეტიანი კონდილომები. ზოგი HPV-შტამი მიეკუთვნება მაღალ რისკ ჯგუფს და შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის დისპლაზია და საშვილოსნოს ყელის კიბო.

 

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის რისკ ფატორები :

არსებობს რისკ ფატორები, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი პირდაპირ კავშირშა HPV-თან
- დაავადებები, რომლებია აქვეითებენ მუნურ სისტემას
- იმუნოდეპრესანტების გამოყენება
- რამდენიმე პარტნიორი
- მშობიარობა 16 წლამდე
- სქესობრივი ცხოვრების დასაწყისი 18 წლამდე

 

როგორ ხდება საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოსტირება?

ძირითადად საშვილოსნოს ყელის დისპლაზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა ზოგჯერ შესაძლოა იყოს სისხლიანი გამონადენი საშოდან.

დიაგნოსტირება ძირითადად ხდება PAP-ტესტის აღების დროს. ვიზუალურად ამის შეფასება შეუიარაღებელი თვალით არ არის შესაძლებელი. პასუხს გვაძლევს PAP-ტესტი.

 

PAP- ტესტის შედეგი მიგვითითებს ბრტყელუჯრედულ ინტრაეპითელიალურ დაზიანებაზე ( SIL).

თავის მხრივ SIL- ის რამდენიმე ქვეტიპი არსებობს :
დაბალი ხარისხის - L-SIL
მაღალი ხარისხის H_SIL
- განუსაზღვრელი მნიშვნელობის ატიპია ASC-US
- HSIL-ის გამორიცხვა შეუძლებელია  ASC-H

 

ხშირად L-SIL- თავისთავად ქრება,  საჭიროა რამდენიმე თვეში განმეორებით PAP-ტესტის აღება, რომ მოხდეს უჯრედების ცვლილებაზე დაკვირვება.  

საჭიროების შემთხვევაში კეთდება კოლპოსკოპია. კოლპოსკოპიის გარდა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საშვილოსნოს ყელის ბიოფსიის ჩატარება მორფოლოგიური კვლევით.

თუ ბიოფსიამ აჩვენა დისპლაზია, მისი  კლასიფიცირება ხდება როგორც საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია ( CIN)- რომელიც 3 კატეგორისაა:
CIN1-საშვილოსნოს ყელის მსუბუქი ხარისხის დისპლაზია
CIN2-საშვილოსნოს ყელის ზომიერი დისპლაზია
CIN3-მძიმე ხარისხის დისპლაზია ანუ კარცინომა in situ-ეს  არის საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც არ გავრცელებულა ზედაპირული შრის გარდა არცერთ შრეში.

 

როგორია საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მკურნალობა?

მკურნალობა დამოკიდებულია დისპლაზიის ხარისხზე. 

L-SIL- არ საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას. CIN2- ის შემთხვევაში საჭირო დამატებითი კვლევების ჩატარება, ქირურგიული მიდგომა (პირველ ეტაპზე საშვილოსნოს ყელის კონიზაცია - შემდგომი მორფოლოგიური კვლევით). მორფოლოგიის პასუხის მიხედვით გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.

გისურვებთ ჯანმრთელობას !