თარიღი: 29 ნოემბერი, 2023
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი(ADHD) მოზრდილებში არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება უყურადღებობის, ჰიპერაქტიურობისა და იმპულსურობის მუდმივი ხასიათით.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ასოცირდება ბავშვობასთან, ADHD შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკში და მისი სიმპტომები დროთა განმავლობაში განვითარდეს.
მან შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილურობა ურთიერთობებში, დაბალი თვითშეფასება, პრობლემები სამუშაოს შესრულებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
განასხვავებენ ზრდასრულთა ADHD -ის 3 ტიპს:
უყურადღებობის ADHD- ძირითადი სიმპტომებია ყურადღების გაფანტვისა და მისი კონცენტრირებს სირთულეები, არაორგანიზებულობა;
ჰიპერაქტიური/იმპულსური ADHD- ძირითადი სიმპტომებია იმპულსური ან ზედმეტად აქტიურობა. მოუსვენრობა, მშვიდად ყოფნის სირთულე.
კომბინირებული ADHD- ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც გულისხმობს ADHD-ის ორივე ტიპის სიმპტომების ქონას.
ფაქტორები, რომლებიც შეიძლება ჩართული იყოს ADHD-ის განვითარებაში:
გენეტიკა
ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული თავისებურებები
გარემო ( მაგ. ტყვიის ზემოქმედება ბავშვობაში და სხვა)
ADHD-ის ძირითადი სიმპტომები ზრდასრულებში:
უყურადღებობა, გულმავიწყობა, არაორგანიზებულობა, მოუსვენრობა, უკიდურესი მოუთმენლობა;
მოტივაციის ნაკლებობა, ძველი ამოცანების დასრულებამდე მუდმივად ახლის დაწყება;
დაბალი თვითშეფასება,ფოკუსირების ან პრიორიტეტების მინიჭების სირთულეები;
ნივთების გამუდმებით დაკარგვა ან არასწორად განთავსება; ჩუმად ყოფნის სირთულეები, რიგგარეშე საუბარი, ბუნდოვანი პასუხები და სხვისთვის ლაპარაკის შეწყვეტა,
განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანება; სტრესთან გამკლავების სირთულე;
დიაგნოზი, როგორც წესი, ისმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალების მიერ ყოვლისმომცველი შეფასებით, ინდივიდის ისტორიის, სიმპტომების და ყოველდღიური ფუნქციონირების გათვალისწინებით.
ADHD-ის მართვა:
ცხოვრების ჯანსაღი წესის შემუშავება ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობას და დადებითად მოქმედებს ADHD-ის სიმპტომებზე.
ფსიქოთერაპია- მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაძლევის სტრატეგიების შემუშავებაში და ADHD-თან დაკავშირებული ემოციური გამოწვევების მოგვარებაში.
მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება დაინიშნოს სპეციალისტის მხრიდან სიმპტომების მართვისთვის.
მხარდამჭერი გარემოს შექმნა- ღია კომუნიკაცია მეგობრებთან, ოჯახთან და კოლეგებთან, ეხმარება ADHD-ის მქონე პირებს გამოწვევების ეფექტურად გადალახვაში.
ზრდასრულთა ADHD-ის მართვა მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც აერთიანებს პროფესიულ ჩარევას, თვითშემეცნებას და პრაქტიკული სტრატეგიების შემუშავებას. სწორი მხარდაჭერითა და მიდგომით, ADHD-ის მქონე პირებს შეუძლიათ წარმართონ სრულფასოვანი და წარმატებული ცხოვრება.
ქართული და ევროპული (EAGT) აკრედიტაციის მქონე პროფესიონალ ექსპერტებთან კონსულტაციისა და ფსიქოთერაპიის მისაღებად, დაგვიკავშირდით