Nuk
ღრძილების ანთება და ჰიალურონის მჟავა
ღრძილების ანთება და ჰიალურონის მჟავა

ღრძილის ანთება ანუ გინგივიტი - ქრონიკული დაავადება, რომელიც ხშირად შეუმჩნევლად მიმდინარეობს
თარიღი: 10/05/2021

 

ღრძილის ანთება ანუ გინგივიტი, ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხშირად შეუმჩნევლად მიმდინარეობს. გინგივიტის გამომწვევია ბაქტერიული ნადები, რომელიც კბილებზე გროვდება. ბაქტერიებს შეუძლიათ გამოიწვიონ ღრძილის შეშუპება, სიწითლე და სისხლდენა, სწორედ ასეთია, გინგივიტის პირველი ნიშნები.

 

გინგივიტი ხშირად ორსულობის პერიოდშიც ვითარდება.  ცვლილებები ორგანიზმში ორსულობიდანვე იწყება, ეს პირის ღრუს ჯანმრთელობასაც ეხება. ორსულობისას ხშირია ღრძილების ანთება , რასაც ორსულთა გინგივიტი ეწოდება.  ორსულთა გინგივიტის გამომწვევია ბაქტერიული ნადები, რასაც ემატება ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილები. ორსულთა გინგივიტი აისახება როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

 

გინგივიტის ნიშნების შემჩნევისთანავე აუცილებლად მიმართეთ ექიმ-პაროდონტოლოგს, რომელიც შეარჩევს მკურნალობის მეთოდს.  მნიშვნელოვანია პირის ღრუს  ჰიგიენა და სწორად შერჩეული სამკურნალო საშუალებების გამოყენება , რომელიც სწრაფად ჩააქრობს ანთებას და დაეხმარება ქსოვილებს აღდგენაში.

 

ბოლო პერიოდში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჰიალურონის მჟავას შემცველი საშუალებების გამოყენება სტომატოლოგიაში. 

 

მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა  ჯანმრთელი ღრძილის და პირის ღრუს ლორწოვანის შეუცვლელი ელემენტია. ის არის ბუნებრივი ბარიერი, რომელიც ხელს  უშლის ბაქტერიების და ვირუსების  შეღწევას ღრძილში, ამასთან ებრძვის ანთებასაც.

ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს  ვითარდება ჰიალურონის მჟავას მკვეთრი დეფიციტი ღრძილში. 

 

გენგიგელი (გელი და სავლები) - პირის ღრუს მოვლის საშუალებების იტალიური ხაზია. გენგიგელის პროდუქციაში შემავალი ჰიალურონის მჟავა ღრძილში არსებული ჰიალურონის იდენტურია. ის სწრაფად და ეფექტურად ხსნის ანთებას და აღადგენს ღრძილს. შედეგად რამდენიმე დღეში იხსნება შეშუპება, სისხლდენა,  ღრძილი არის ჯანმრთელი, ღია ვარდისფერი. 

 

გენგიგელის პროდუქცია არ შეიცავს კონსერვანტებს, სპირტს, შაქარს, მისი  გამოყენება უსაფრთხოა  ბავშვებში, ორსულებში და დიაბეტის მქონე პირებში.